» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები


როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

იუპ ჰაინკესმა ფეხბურთში იმხელა კვალი დატოვა, რომ ამ დიდებული თამაშის ისტორიაში ადგილი სამუდამოდ დაიმსახურა.

შესაძლოა, გერმანიის სამი საფეხბურთო წარმომადგენლის ჩამონათვალში, მისი სახელი ბევრმა არც დაასახელოს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებიან, ჰაინკესის გარეშე უბრალოდ ვერც ერთ სიას ვერ ჩამოთვლიან.

იმისთვის, რათა ლეგენდარული მწვრთნელი ერთი ფრაზით იდეალურად დავახასიათოთ, საკმარისია გავიხსენოთ კომპლიმენტი, რომელიც ჰაინკესის მიმართ კიდევ ერთმა ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ფრანც ბეკენბაუერმა წარმოსთქვა:

„იუპ ჰაინკესმა ყველა დროის საუკეთესო „ბაიერნი“ შექმნა“.

„ბაიერნი“ ჰაინკესს მწვრთნელად ოთხჯერ იწვევდა, როცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ კლუბს პრობლემები ექმნებოდა. და იუპი, თვის მხრივ, თითქოს ამერიკული კომიქსის ერთ-ერთი სუპერგმირი, ჩნდებოდა და ყველაფერს აგვარებდა, ბოლოს კი, თავის შემცვლელს, იდეალურად დალაგებულ მანქანას უტოვებდა.

თუმცა, ჰაინკესმა მიუნხენური სამზარეულოს მოწესრიგების გარდა, ტიტულების კარგად მოხვეტაც მოახერხა: ჩემპიონთა ლიგა (2013), ბუნდესლიგა (1989, 1990, 2013, 2018), გერმანიის თასი (2013), გერმანიის სუპერთასი (1987, 1990, 2012). თუ ამ ჩამონათვალს „რეალთან“ ერთად მოგებულ ჩემპიონთა ლიგას (1998) და ესპანეთის სუპერთასს (1997) და „შალკესთან“ ერთად მოპოვებულ ინტერტოტოს თასებს (2003, 2004) მივუმატებთ, მისი კოლექცია კიდევ უფრო მდიდარი ხდება.

მაგრამ, იუპმა საფეხბურთო ისტორიის ფურცლებზე, საკუთარი ადგილი იქამდე ბევრად ადრე მოიპოვა, ვიდრე მწვრთნელობას გადაწყვეტდა. პოზიციურად თავდამსხმელი იუპ ჰაინკესის კარიერული მონაგარი ასეთია: გლადბახის „ბორუსია (309 მატჩი, 232 გოლი), „ჰანოვერი“ (101 მატჩი, 35 გოლი), გფრ-ს ნაკრები (39 მატჩი, 14 გოლი), ევროპის ჩემპიონი (1972), მსოფლიო ჩემპიონი (1974), უეფას თასის (1975), გერმანიის თასის (1973) და ოთხგზის გფრ-ს ჩემპიონი (1971, 1975, 1976, 1977).

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

თუმცა, კარგი ფეხბურთელები გერმანიაში ყოველთვის საკმარისად იყო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობითაც ბევრს ვერ გააკვირვებ, ხოლო როდესაც ასეთი ტიტულოვანი ფეხბურთელი, შემდეგ გამორჩეული მწვრთნელიც გახდა, მსგავსი რამ გაცილებით იშვიათად ხდება.

„1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის თან ტრიუმფად იქცა და თან, ყველაზე დიდ იმედგაცრუებად“

- ფეხბურთელობის პერიოდში, ყოველთვის ვერ ვიტანდი, როცა მცვლიდნენ

- საკუთარ მაგალითზე ვიცი, რომ თავდამსხმელები ყოველთვის ეგოისტები არიან, რომლებიც საკუთარ შედეგიანობაზე ძალიან ღელავენ

- თავის დროზე უმაღლეს დონეზე მაქვს ნათამაშები, ამიტომ კარგად ვიცი, რა სირთულეებს აწყდებიან ფეხბურთელები

- ტურნირს სასტარტო შემადგენლობის წევრად ვიწყებდი, მაგრამ, ორი მატჩის შემდეგ, ტრავმის გამო, სკამზე გადავინაცვლე. ასე რომ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის თან ტრიუმფად იქცა და თან, ყველაზე დიდ იმედგაცრუებად.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

მიუნხენგლადბახის „ბორუსიაში“ კარიერის დასრულების შემდეგ, ჰაინკესი გუნდში ჯერ ასისტენტად დარჩა, შემდეგ კი კიდევ ერთი გერმანული მწვრთნელების საამქროს ლეგენდა, უდო ლატეკი მთავარი მწვრთნელის პოსტზეც შეცვალა. თუმცა, „გლადბახთან“ რვა წელიწადში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან ახლოს რამდენჯერმე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო არენაზე იყო.

ამისდა მიუხედავად, მან „ბაიერნის“ ყურადღება მიიპყრო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აქაც ლატეკის „პროტექციამ“ გაჭრა, რომელმაც თავის შემცვლელად კვლავ იუპი დაასახელა.

ბუნებრივია, აქ წამოვიდა ტიტულები, რადგან „ბაიერნთან“ ერთად, რამდენიმე წელიწადში ვერაფერი რომ ვერ მოიგო, ძალიან უნდა შეეცადო. თუმცა, ევროარენაზე გუნდი ნაადრევ სტადიებზე ვარდებოდა, რაც ცოტა არ იყო აღიზიანებდა კლუბის გენერალურ მენეჯერს, ული ჰიონესს. როდესაც 1991-ის ოქტომბერში „ბაიერნი“ მე-12 ადგილამდე დაეშვა, ჰაინკესს კარისკენ მიუთითეს. სულ მალე, ჰიონესი ამას ინანებს...

„ჰაინკესის გაშვება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო.“ - ული ჰიონესი

- ვფიქრობ, გერმანიაში, „ბაიერნის“ მწვრთნელობაზე რთული მხოლოდ ფედერალური კანცლერის თანამდებობაა

- „ბაიერნის“ ფეხბურთელს არამხოლოდ იდეალურად თამაში უწევს, არამედ იდეალურად ქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ეს კი, ორმაგი დატვირთვაა, რომელიც წარმოუდგენლად გღლის.

- „ბავარია“ ყოველთვის მწვერვალზეა, ამიტომაც ყველა დანარჩენი კლუბი ჩვენს წინააღმდეგ თამაშებზე განსაკუთრებული განწყობით გამოდის.

ბევრისთვის მოულოდნელად, ჰაინესი ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც მხოლოდ მესამე გერმანელ სპეციალისტად იქცა (ჰენეს ვაისვალერს და უდო ლატეკს „ბარსელონაში“ ჰქონდათ ნამუშევარი) და ბილბაოს „ატლეტიკი“ ჩაიბარა. ერთსეზონიანი შესვენებით (როცა მან წარუმატებლად ჩაიბარა გერმანული „აინტრახტი“) იუპმა პირენეებზე 8 წელი გაატარა (7 - ესპანეთში, 1 კი პორტუგალიაში, კერძოდ „ბენფიკაში“). ამან ძალიან შეცვალა მისი წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფეხბურთი.

„ატლეტიკის“ და შემდეგ, ანდერდოგი „ტენერიფეს“ ევროთასებზე გაყვანით, ჰაინკესმა თვით მადრიდის „რეალის“ ყურადღება მიიპყრო. თუმცა, 97/98-წლების სეზონი, მადრიდში ერთადერთი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იუპმა „რეალს“ 1966 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, სამეფო თასიდან 1/8-ფინალში გამოვარდნა და ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავება ჩავარდნად იქნა აღქმული.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

2003 წელს, ჰაინკესი გერმანიაში დაბრუნდა და აღარასდროს დაუტოვებია.

„რეალიდან რომ არ გავეშვი, მე თვითონ წავიდოდი“

- ესპანეთში ამდენი წლის გატარება - სოლიდური მაჩვენებელია

- როცა მადრიდში ვმუშაობდი, უკვე დეკემბერში ვიცოდი, რომ წავიდოდი. რომ არ გავეშვი, თავად წავიდოდი.

- ესპანური ფეხბურთი კარგად ვიცი, რადგან მას ზედმიწევნით ვაკვირდები მას შემდეგაც კი, რაც ეს ქვეყანა დავტოვე.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

არც ისე წარმატებული პერიოდი „შალკეში“ 2004 წელს გათავისუფლებით დასრულდა, რის შემდეგაც, იუპმა 2006 წლის მაისამდე პაუზა აიღო. სამწუხაროდ, მშობლიურ „ბორუსიაში“ დაბრუნებაც კოშმარული გამოდგა. 2007 წლის იანვარში მომხდარ გათავისუფლებამდე, მას პოლიციის დახმარება დასჭირდა, რათა მე-17 ადგილით უკმაყოფილო გულშემატკივრებისგან თავი დაეცვა.

ბუნებრივია, გუნდთან ასეთი განშორება, რომელშიც შედგა მისი დებიუტი როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში, ჩვენი დღევანდელი გმირისთვის ნამდვილ დარტყმად იქცა, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი, მან ლამაზად წასვლა მოახერხა. კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტისთვის კომპენსაციაზე უარის თქმის გარდა, გაშვების დღეს, იუპმა კლუბს მიუყვანა მათ მიერ ნაჩუქარი მანქანა - გაკრიალებული და ბენზინის სავსე ავზით, ამის შემდეგ კი, წავიდა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

„ბორუსიაში 23 წელი გავატარე. მიუნხენგლადბახი - ჩემი მშობლიური ქალაქია. მაგრამ, ახლა ციკლი დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვანაირი განშორება წარმომედგინა.“

ორწლიანი „თვითიზოლაციის“ შემდეგ, ჰაინკესი მოულოდნელად დათანხმდა „ბაიერნის“ დახმარების თხოვნას. იურგენ კლინსმანის გაშვების შემდეგ, მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენა სერიოზულად ემუქრებოდათ, მაგრამ იუპთან ერთად, ხუთ მატჩში მოპოვებულმა ოთხმა გამარჯვებამ და ერთმა ფრემ, „ბაიერნს“ ცხრილში მეორე პოზიცია მოუტანა.

ვინ იცის, გუნდს ხუთიდან ხუთი გამარჯვება რომ მოეპოვებინა და ორი ქულით წინ გასული „ვოლფსბურგისთვის“ ჩემპიონატი მოიგო, იქნებ ჰაინკესი „ბაიერნიდან“ აღარც წასულიყო. თუმცა, მან „ლევერკუზენთან“ გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი და ერთსა და იმავე „მდინარეში“ მესამედ შესვლის შანსიც დაიტოვა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

„ფარმაცევტებთან“ ერთად, ჰაინკესმა სასწაულად დაიწყო, პირველი ლევერკუზენული სეზონის სტარტზე, კლუბისთვის სარეკორდო 24-მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხო და საჩემპიონო ბრძოლაში „ბაიერნს“ სერიოზულ კონკურენციასაც უწევდა, თუმცა, მარტში „ნიურნბერგთან“ დამარცხდა, ჩაიფუშა და სეზონი მეოთხეზე დაასრულა.

შემდეგ სეზონში, ჰაინკესმა „ბაიერნს“ მაინც გადაუსწრო, მაგრამ ცხრილში მეორე ადგილზე გავიდა, რამეთუ ჩემპიონი „დორტმუნდი“ გახდა, „ბავარია“ კი მესამე პოზიციას დასჯერდა.

„ბაიერნში“ მესამედ მოსვლა უკვე ძველი-ახალი მწვრთნელისთვის, ძალიან წარმატებული გამოდგა. საქმე ეხება არამარტო მოგებულ ტიტულებს (ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი), არამედ იმასაც, რომ ჰაინკესს, როგორც იქნა, „ოცნების გუნდის“ აშენება გამოუვიდა.

პირველ სეზონში, დორტმუნდის „ბორუსიამ“ საჩემპიონო ბრძოლა კიდევ ერთხელ მოიგო, მაგრამ მაშინ „ბაიერნის“ სვლა ჯერ მარტო იწყებოდა. შემდეგ სეზონში „ფუტკრებმა“ მთავარ კონკურენტს „ვერცხლისფერი სასალათეც“ დაუთმეს და ჩემპიონთა ლიგის თასიც, რომლის ფინალშიც „ბაიერნმა“ 2:1 იმარჯვა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ „ბარსელონასთან“ ლეგენდარული, ორმატჩიანი დუელიც, რომელიც „ბაიერნმა“ ნახევარფინალში 7:0 მოიგო.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

გერმანიის თასის ფინალი, რომელშიც „ბაიერნი“ „შტუტგარტს“ უპირისპირდებოდა, ჰაინკესისთვის არამარტო მიუნხენურ გრანდში, არამედ სამწვრთნელო კარიერაში ბოლო უნდა ყოფილიყო. თავისი თანამდებობა იუპმა საიმედო პეპ გვარდიოლას გადასცა. თუმცა, ბედმა მწვრთნელს კიდევ ერთი ტრიუმფალური დაბრუნება მოუმზადა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

„იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზოგჯერ „სწორი“ არბიტრებიც არის საჭირო“

- თუ „ბაიერნიდან“ ხარ და „დორტმუნდთან“ წააგე, პრესისგან დანდობას ნუ დაელოდები

- „ბაიერნის“ მთავარი კრედოა - არასდროს დანებდე

- „ბაიერნმა“ იცის, რას ნიშნავს ნამდვილი ზეიმი.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ „ბაიერნს“ ვერანაირად ვერ დააძალებ ფეხბურთელის გაყიდვას, თუ ამის სურვილი თავად „ბაიერნს“ არ აქვს.

- როცა ტოპ-კლუბს იბარებ, ურთიერთობის დალაგება მარტო ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელებთან კი არა, პრესასთან, გულშემატკივრებთან და კიდევ, ღმერთმა იცის ვისთან გიწევს. ზოგჯერ ეს ძალიან გძაბავს, მაგრამ ამის გარეშე - ვერ გამოვა.

- იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საჭიროა: მწვრთნელის ნიჭი, შესანიშნავი ფეხბურთელები, იღბლიანი კენჭისყრა და ზოგჯერ, „სწორი“ არბიტრებიც.

- თუ ჩემპიონთა ლიგა მოიგე, შენს შესახებ მთელი პლანეტა შეიტყობს. მაგრამ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება - სულ სხვა დონეა.

2017 წლის ოქტომბერში, „ბაიერნიდან“ კარლო ანჩელოტის გაშვების შემდეგ, გუნდმა თავის სუპერმენს დასახმარებლად მეოთხედ უხმო.

2017/18-წლების ბუნდესლიგაში, ჰაინკესთან ერთად „ბავარიამ“ 26 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 22 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. რასაკვირველია, ჩემპიონიც გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე, ჰაინკესმა 10 მატჩი ჩაატარა: 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო - ნახევარფინალში „რეალთან“.

მიუხედავად იმისა, რომ ული ჰიონესი აქტიურად ცდილობდა, ჰაინკესი მინიმუმ 2018/19-სეზონის ბოლომდე მაინც დაეტოვებინა, თავისი წასვლის გადაწყვეტილება იუპმა მაინც არ შეცვალა.

ჰერ იუპმა მიიჩნია, რომ ვეღარ იქნება კლუბისთვის ისეთი სასარგებლო, როგორიც ადრე, ხოლო იმუშავო ნახევარი ძალით, მითუმეტეს შეასრულო „საქორწილო გენერლის“ როლი - მის პრინციპებში არ ჯდებოდა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

„ფეხბურთი იცვლება, მაგრამ ჩემი პრინციპები უცვლელი რჩება“

- სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ 2013 წელს, სამწვრთნელო კარიერა სამუდამოდ დავასრულე

- თუ რაიმე სამსახურს ვკიდებ ხელს, 100%-ით ვიხარჯები

- მთელი სეზონის ფორმის პიკში ყოფნას მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს.

- ყველაზე რთულია თამაში ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც დიდი მორალური სიძლიერე და გამარჯვებისადმი ლტოლვა გააჩნიათ

- გუნდურ სპორტში, ფეხბურთელთა ყველა პირადი ამბიცია დავიწყებული უნდა იყოს.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- თავდამსხმელების რაოდენობა საერთოდ არ ისახება იმაზე, თუ რამდენად შემტევი სტილით თამაშობს გუნდი

- ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ გუნდის გაერთიანება, არამედ დაცვასა და თავდასხმას შორის იდეალური ბალანსის პოვნა.

- არ ვიცი, რას ნიშნავს „უნივერსალური ფეხბურთელი“. ჩემთვის არსებობს კონკრეტული პოზიციები, რომლებზეც შესაბამისი დახასიათებების მქონე ფეხბურთელი დგება.

- ნახევარმცველს რამდენიმე პოზიციაზე უნდა შეეძლოს ასპარეზობა.

- ნებისმიერ მეტოქეს მაქსიმალური პატივისცემით უნდა მიუდგე, მითუმეტეს თუ საუბარი ჩემპიონთა ლიგაზეა.

„მწვრთნელი და გუნდი ერთიანნი უნდა იყვნენ“

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- არც ისე ჭკვიანურია შეინარჩუნო გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი და წასვლის სურვილსაც არ მალავს.

- ნამდვილი მწვრთნელი არასდროს დათანხმდება სიტუაციას, როცა მის გადაწყვეტილებებზე ვინმე ზემოქმედებას ცდილობს

- მდიდარი კლუბები, რომლებიც საკუთარ ფულს ვერ ითვლიან, არასდროს მაინტერესებდა

- გერმანიის ნაკრებში მუშაობის სურვილი არასდროს მქონია

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- ყოველთვის მაინტერესებდა, რომ როდესაც ბუნდესლიგას სადღაც საზღვარგარეთ განიხილავენ, პირველ რიგში სტადიონებზე საუბრობენ, შემდეგ ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროზე, მხოლოდ ამის მერე კი - ფეხბურთზე

- გერმანული ფეხბურთი ძალიან განსხვავდება სამხრეთამერიკულისგან და არ აქვს აზრი იმაზე დავას, თუ რომელია უკეთესი.

თავისი კარიერის მანძილზე, ჰაინკესი ბევრ კარგ, შესანიშნავ და ბრწყინვალე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეხვედრია. მაგრამ მასაც ჰყავდა თავისი რჩეულები.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- არიენ რობენისთვის არასდროს არ ყოფილა საჭირო მუშაობის დაძალება. პირიქით, ზოგჯერ მისი გაჩერება გვიწევდა

- რობენი ფულისთვის კი არა (მას ეს არ სჭირდება), სიამოვნებისთვის თამაშობს.

- ის, თუ როგორ თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ, უბრალოდ წარმოუდგენელია! მას უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც კარიერაში მიაღწია.

- რთულია მოსთხოვო უფრო მეტი კროოსს, როცა ის მოდრიჩის „ქვეშ“ თამაშობს.

- იდეალური თავდამსხმელი არ არსებობს. გერდ მიულერსაც კი ჰქონდა თავისი სისუსტეები.

- რობერტ ლევანდოვსკი ყოველთვის კარზეა დაგეშილი, მაშინაც კი, როცა მასთან ზურგით დგას. ეს მისი ყველაზე ძვირფასი თვისებაა.

- მარკო როისი - ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც „სხვაობას ქმნის“. მაგრამ, ნებისმიერ ძლიერ გუნდს ჰყავს მოთამაშე, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

- ფეხბურთს საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ და არც ასაკი და არც ერთი სხვა ფაქტორი ამაზე არ უნდა მოქმედებდეს. რიბერისაც კი არ ჰქონია ძირითადში ადგილი გარანტირებული. არ ხარ მზად - არ თამაშობ.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 105 მილიონი ევრო დაუჯდა. განა ღირდა ის ამ თანხად?

- ბუფონს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ და ადამიანურადაც უდიდეს პატივს ვცემ. ჩემთვის ის ლეგენდაა.

- მაშინაც კი, თუ ტოპ-ფეხბურთელი ხარ, სასწავლი რაიმე მაინც გექნება.

- ზინედინ ზიდანით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი, როცა ის ფეხბურთელი იყო. ახლა კი მწვრთნელი ზიზუთი ვარ მოხიბლული. განსაკუთრებით მაოცებს მისი საქმის კეთებისა და თან, სიმშვიდის შენარჩუნების შესაძლებლობა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- არსენ ვენგერი არამარტო დაეხმარა „არსენალს“ მრავალი ტიტულის მოგებაში, არამედ თავისი, სრულიად ფანტასტიკური სტილიც შექმნა.

- პეპ გვარდიოლას წარმატების მიღწევა ყველგან შეუძლია, სადაც არ უნდა მუშაობდეს. მას წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ!

- თომას ტუხელს პატივს ვცემ იმ გზის გამო, რომელიც მან თავისი სამწვრთნელო კარიერის დროს გაიარა. ვფიქრობ, ოდესმე ის „ბაიერნშიც“ შეძლებს მუშაობას.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- ფეხბურთმა თავისი ძველი სულისკვეთება დიდი ხანია დაკარგა

- არ მომწონს ის, რომ ფეხბურთში ზედმეტად ხშირად დაიწყეს სიტყვა „შურისძიების“ გამოყენება.

- თანამედროვე ფეხბურთი - ბიზნესია, რომელშიც შედეგი რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო. მოთმინება არავის ჰყოფნის. მაგრამ, მსგავსი ტენდენცია არამარტო ფეხბურთში შეინიშნება, მთელი ცხოვრება ასეთი გახდა.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

- ფეხბურთში მწვრთნელად და ფეხბურთელად გატარებული ნახევარ საუკუნეზე მეტის შემდეგ, ერთი რამ გავიგე: საფეხბურთო ფუნქციონერი არასდროს გავხდები. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სამყარო.

- ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრები, ამიტომ მე მისაღები ბილეთის ფასის მომხრე ვარ.



- მატჩები უმაყურებლოდ, უატმოსფეროდ - ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია.

- ასაკი - მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. ზოგი 45 წლის ასაკშიც კი თავს მოხუცად გრძნობს.

- ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ კარიერას უკავშირდებოდა, თვითნებურად მივიღე.

- ვცდილობ, ყოველთვის დაკავებული ვიყო: მაქვს ჰობი - სპორტი, შინაური ცხოველები და უზარმაზარი ბაღი.

- გთხოვთ, მე და ჩემ საქმეს პატივისცემით მოგვეპყარით.

როგორ შევქმნათ ყველა დროის საუკეთესო ბაიერნი: იუპ ჰაინკესის ცხოვრების წესები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42

ბოატენგი: "რონალდუ კერძო თვითმფრინავებს გვაჩვენებს და ქველმოქმედებაზე მილიონებს ხარჯავს"

"ბაიერნის" მცველმა, ჯერომ ბოატენგმა ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელის მდიდრულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:29

ბალაკი: "ვან დეიკს გაუმართლა, რომ პრემიერ ლიგაში ეს ფორვარდები აღარ თამაშობენ"

"ჩელსის" ექს-ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.

გუშინ, 20:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10