» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია


პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

მას შემდეგ, რაც კომპანია Qatar Sports Investments-მა „პსჟ“ 2011 წელს შეიძინა, კლუბმა გიგანტური ზრდა განიცადა და დიდი ინვესტიციების ხარჯზე, უდიდეს წარმატებებსაც მიაღწია.

ამ დროში, პარიზელებმა ექვსი საჩემპიონო ტიტული მოიგეს და უზარმაზარი ფულიც დახარჯეს ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც ნეიმარი, კილიან მბაპე და ტიაგო სილვა არიან, რათა ფრანგული ფეხბურთის ულაპარაკო მეფეებად ქცეულიყვნენ.

ისევე, როგორც ნებისმიერი კლუბი, რომელიც გარე ინვესტიციებზეა დამოკიდებული, „პსჟ-ც“, ხშირად, უარს ამბობდა საკუთარ აღზრდილ ფეხბურთელებზე, რათა დაუყონებლივი წარმატებისთვის მიეღწიათ. პარიზი თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ლონდონის „ჩელსის“, სანამ გუნდს ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებდა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ნიჭიერი ამერიკელი ტიმოტი ვეა პარიზულ გუნდს არ დასჭირდა და ის „ლილში“ გადავიდა, ხოლო ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კრისტოფერ ნკუნკუ და მუსა დიაბი არიან, პარიზში წარმატების მიღწევას აქტიურად ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, წარმატების მისაღწევად სხვაგან გადავიდნენ.

უკან რომ გავიხედოთ, „პსჟ-ს“ აკადემიან გაზარდა და გაყიდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთ კარიერაში სხვადასხვა დონის წარმატებებსაც მიაღწიეს. წარმოგიდგენთ 11 ასეთ ფეხბურთელს.

1. კინგსლი კომანი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 23
ამჟამინდელი კლუბი: მიუნხენის „ბაიერნი“

სია კინგსლი კომანით უნდა დავიწყოთ, რომელიც „პსჟ-ს“ აღზრდილებს შორის ყველაზე ცნობილი მოქმედი ფეხბურთელია.

ფრანგი ვინგერი „პსჟ-ს“ მაისურით მოედანზე ოთხჯერ გამოჩნდა, სანამ 2014 წელს „იუვენტუსში“ გადავიდოდა. თუმცა, კომანმა ვერც ტურინში მოიკიდა ფეხი, ხოლო მისი შემდეგი ნაბიჯი, უკვე „ბაიერნში“, საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

წითლების მაისურით მან უკვე 147 მატჩი ჩაატარა და ყველა შიდა ტურნირი მოიგო. სავარაუდოდ, მისი პროგრესი უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ხშირი ტრავმები.

2. მატეო გენდუზი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 21
მოქმედი კლუბი: „არსენალი“

როცა წინა სეზონის სტარტზე, მატეო გენდუზი „ემირეითსზე“ გადაბარგდა, ყველას ეგონა, რომ ორიგინალური ვარცხნილობის მქონე ფეხბურთელი „არსენალს“ სამომავლო პერსპექტივებისთვის სჭირდება და ნაკლებად უნდა ველოდოთ, რომ ის პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკას აქტიურად მიიღებდა.

თუმცა, ყველაფერი საერთოდ პირიქით მოხდა. გენდუზი „მეთოფეების“ რიგებში ბოლო ორ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა და ასაკის მიუხედავად, საკმაოდ სოლიდურ და ჭკვიანურ ფეხბურთსაც თამაშობს.

გენდუზი „პსჟ-ს“ აკადემიაში 2005 წელს აღმოჩნდა, როცა მხოლოდ ექვსი წლის იყო და იქ 2014 წლამდე დარჩა, სანამ „ლორიანი“ შეამჩნევდა. შემდეგი ორი სეზონის მანძილზე ის სხვადასხვა სახელოვანი კლუბების რადარებზე ხვდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მისი შეძენა „არსენალმა“ მოინდომა.

3. მუსა დემბელე

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 23
მოქმედი კლუბი: „ლიონი“

მუსა დემბელემ „პსჟ-ს“ აკადემიაში რვა წელი გაატარა (2004-2012), მაგრამ 16 წლის ასაკში თამამი ნაბიჯი გადადგა და კარიერის ინგლისში გაგრძელება გადაწყვიტა. „ფულჰემის“ ახალგაზრდული გუნდების წარმატებულად გავლის შემდეგ, მან პირველ გუნდში დებიუტიც დაიმსახურა და მათ შემადგენლობაში 64 მატში 19 გოლი შეაგდო.

მიუხედავად ტოპ-კლუბების მხრიდან არსებული ინტერესისა, დემბელე არ აჩქარდა და კონტრაქტი „სელტიკთან“ გააფორმა, რომელშიც ორი სეზონი გაატარა. შემდეგ, ახალგაზრდა ფორვარდი საფრანგეთში დაბრუნდა და კონტრაქტი „ლიონთან“ გააფორმა, მაგრამ უკვე ამ ზაფხულს, ბედმა შესაძლოა კვლავ ინგლისში დააბრუნოს, რამეთუ მის სახელს „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

4. ჟან-კევინ ოგუსტენი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 22
მოქმედი კლუბი: „ლიდს იუნაიტედი“ (იჯარა „ლაიფციგიდან“)

ძირითადად, ახალგაზრდა ტალანტები ტოპ-კლუბებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო ტოვებენ. იმის თქმა, რომ ოგუსტენის შემთხვევაშიც ასე მოხდა, არაფრით არ შეიძლება. „პსჟ-ს“ სამწვრთნელო შტაბი საკუთარ აღზრდილს შანსს მუდმივად აძლევდა, მაგრამ პირველ გუნდში 31 მატჩში მან მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

2017 წელს, ოგუსტენმა „პსჟ-სთან“ რვაწლიანი თანამშრომლობა დაასრულა და „ლაიფციგში“ 13 მილიონ ევროდ გადავიდა. გერმანიაში გატარებულ ორ სეზონში მან 67 მატჩი ჩაატარა და 20 გოლსა და 8 ასისტს მოუყარა თავი, მაგრამ გერმანულმა კლუბმა ის ამ სეზონში ორ იჯარაში გაუშვა - ჯერ „მონაკოში“, შემდეგ კი „ლიდსში“. როგორც ირკვევა, ჩემპიონშიპის მოქმედ ლიდერს ზაფხულში მისი გამოსყიდვაც შეეძლება, მაგრამ მარსელო ბიელსა მისთვის ძირითადში ადგილის მინდობას არ ჩქარობს.

5. იუსუფ მულუმბუ

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 33
მოქმედი კლუბი: თავისუფალი აგენტი

იუსუფ მულუმბუმ „პსჟ-ს“ ყველა ახალგაზრდული შემადგენლობა გაიარა და პირველ გუნდშიც მოახერხა დებიუტირება, ჯამში 15 მატჩი ჩაატარა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კონგოელი ნახევარმცველი პარიზში დარჩენას არ აპირებდა. ჯერ იყო იჯარა „ამიენში“, შემდეგ კი სრულფასოვანი გადასვლა ინგლისში და კონტრაქტის გაფორმება „ვესტ ბრომვიჩთან“.

ამ გუნდში მულუმბუმ 7 წელი გაატარა და 211 მატჩი ჩაატარა, თუმცა 2017 წლის ივლისში კონგოელის და „ვესტ ბრომის“ გზები გაიყარა და „პსჟ-ს“ აღზრდილი ჯერ „ნორვიჩს“ შეუერთდა, შემდეგ კი შოტლანდიაში წავიდა, სადაც „კილმანროკში“ და „სელტიკში“ ითამაშა. 2019 წლის ზაფხულიდან კი ის თავისუფალი აგენტია.

6. მამადუ სახო

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 30
მოქმედი კლუბი: „კრისტალ პალასი“

მამადუ სახოს კარიერა „პსჟ-ში“ მაშინ დაიწყო, როცა 2002 წელს ის 12 წლის ასაკში ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. ფრანგმა ცენტრბეკმა პირველ გუნდში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, სანამ „ლივერპულისგან“ არ მიიღო შემოთავაზება 2013 წელს.

ახლა, სახო ინგლისში 150 ჩატარებულ მატჩსაც უახლოვდება. ამჟამად, ფრანგი „კრისტალ პალასში“ ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, ბურთით ისე მოქმედებს, როგორც ბემბი ყინულზე, მან ჩემპიონატში არაერთი პროდუქტიული მატჩიც ჩაიწერა აქტივში. ასეა თუ ისე, 29 მატჩი ეროვნულ ნაკრებში - ამას მოწმობს.

7. იასინ ადლი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 19
მოქმედი კლუბი: „ბორდო“

იასინ ადლიმ 2018 წელს „არსენალში“ გადასვლა იუარა. ამის ნაცვლად მან „პსჟ-ში“ დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა პირველ გუნდში თამაში მაინც არ ეღირსა. საბოლოოდ, „ბორდომ“ პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო, 2019 წლის იანვარში გადაიხადა, სადაც ის დღემდე ცდილობს თავისი პოტენციალის რეალიზებას.

„არსენალისთვის“ უარის თქმაზე ადლიმ შემდეგი რამ თქვა: „არაფერს არ ვნანობ. პარიზში ბოლო ექვს თვეში მოედანზე ერთხელაც რომ არ გავსულიყავი, მაინც მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

ყოველთვის დიდებული ფეხბურთელების გარემოცვაში ვიმყოფები. ვპროგრესირებდი, მაგრამ ახლა ეს წარსულშია და „ბორდოზე“ ვარ კონცენტრირებული.“

8. დავიდ ნგოგი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 31
მოქმედი კლუბი: „ჟალგირისი“

„პსჟ-ს“ აკადემიის დასრულების შემდეგ, ფრანგმა თავდამსხმელმა პირველ გუნდში 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და „ლივერპულს“ მიაშურა.

მერსისაიდული კარიერის ძირითადი პერიოდი ნგოგმა ფერნანდო ტორესის შემცვლელად გაატარა. უფრო ხშირად, ის მიმების ავტორი უფრო ხდებოდა, ვიდრე გოლების. „ლივერპულში“ მან 94 მატჩში მხოლოდ 19 გოლი გაიტანა, მსგავსი სტატისტიკა კი შემდეგ „ბოლტონშიც“ გაიმეორა - 91 მატჩი და 16 გოლი.

შემდეგი კლუბები დავიდ ნგოგისთვის „სუონსი“, „რეიმსი“, „პანიონისი“, „როს კაუნტი“ და „გონვედი“ გახდა. ახლა კი „პსჟ-ს“ აღზრდილი ლიტვაში ასრულებს კარიერას, სადაც „ჟალგირისის“ ღირსებას იცავს.

9. გაბრიელ ობერტანი

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 31
მოქმედი კლუბი: „ერზურუმსპორი“

გაბრიელ ობერტანმა „პსჟ-ს“ აკადემიაში ერთი წელი გაატარა 2003-დან 2004-მდე, თუმცა ძირითადად მას მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როცა სერ ალექს ფერგიუსონის ყველაზე ცუდი ტრანსფერების ჩამონათვალს აკეთებენ. ფრანგი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2009 წელს, „ბორდოდან“ გადავიდა.

ობერტანმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში 28 მატჩი ჩაატარა იქამდე, სანამ 2011-ში „ნიუკასლში“ გადავიდოდა. მოგვიანებით, ფრანგი რუსეთში და ბულგარეთშიც მოასწრებს თამაშს, ცოტა ხნით ინგლისში დაბრუნდება და „უიგანთან“ გააფორმებს კონტრაქტს, შემდეგ კი თურქეთში გადაბარგდება, სადაც დღემდე „ერზურუმსპორის“ ღირსებას იცავს.

10. პატრის ევრა

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 38
მოქმედი კლუბი: კარიერა დაასრულა

ფრანგმა განაპირა მცველმა სკანდალური, მაგრამ შესანიშნავი კარიერა გაატარა, ხალხს ყველაზე მეტად მისი რვაწლიანი მანჩესტერული თავგადასავალი ემახსოვრება, სადაც მან ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, 2007/08-წლებში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მას შემდეგ, ევრამ, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 81 მატჩი ჰქონდა, „იუვენტუსში“, „მარსელში“ და „ვესტ ჰემში“ მოასწრო თამაში და თავი არამარტო მოედანზე წარმატებული ასპარეზობით, არამედ ქომაგებზე თავდასხმით, სახალისო ვიდეორგოლებით და ხმაურიანი ინტერვიუებით დაგვამახსოვრა.

11. ნიკოლა ანელკა

პსჟ-ს აღზრდილი 11 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც წარმატებას სხვა კლუბში მიაღწია

ასაკი: 41
მოქმედი კლუბი: კარიერა დაასრულა

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ნიკოლა ანელკა - თანამედროვე ეპოქაში „პსჟ-ს“ აკადემიის საუკეთესო აღზრდილია. ფრანგმა ფორვარდმა პარიზული კლუბი „არსენალზე“ 1997 წელს გაცვალა, საიდანაც 2.5 წლის შემდეგ, იმდროისთვის წარმოუდგენელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მადრიდის „რეალში“ გადავიდა.

ანელკას კლუბების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მან „ლივერპულში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ფენერბაჰჩეში“, „ბოლტონში“, „ჩელსიში“, „შანხაი შენხუაში“, „იუვენტუსში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „მუმბაი სიტიში“ ითამაშა და ორჯერ „პსჟ-ში“ დაბრუნებაც მოასწრო.

საკლუბო დონეზე, ფრანგმა 210 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სანაკრებო 50 მატჩში 14 გოლია, უამრავი შიდა და ევროპული ტიტული, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები და არაერთი ინდივიდუალური ჯილდო.

ახლა ანელკა 41 წლისაა, მაგრამ ფეხბურთთან განშორებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. არა, მისი პროფესიონალური კარიერა 2015-ში დასრულდა, მაგრამ ახლა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მომავალ თაობას უზიარებს თავის გამოცდილებას - მას „ლილის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის თანამდებობა უკავია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

იგუაინი: "დიდებული იქნება, თუ გონსალო იგუაინი ჩვენთან მოვა და ერთად ვითამაშებთ"

გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გონსალო იგუაინი კარიერის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს.

დღეს, 04:23

"ტრიბუნა ჩემს სახელს სკანდირებდა, ისინი თბილად არიან განწყობილი" - ჩაკვეტაძე გულშემატკივრებზე

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გადაცემაში "სპორტი იმედზე" გულშემატკივრებზე საუბრობს.

დღეს, 04:19

"არტური 100%-ით ბარსელონაში რჩება"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი არტური "იუვენტუსში" გადავა.

დღეს, 04:09

დორტმუნდთან მატჩში ბაიერნს ფეხბურთელი გამოაკლდება

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის.

დღეს, 04:07

"ჩემს თამაშს აზრი არ აქვს" - დუგლას კოშტა 29 წლის ასაკში კარიერას ასრულებს?

ტურინის "იუვენტუსის" შემტევი დუგლას კოშტა თავის კარიერაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:59

კაბალიეროს აღიარება: "ამ თამაშის შემდეგ, სიკვდილით მემუქრებოდნენ"

არგენტინელი მეკარე ვილი კაბალიერო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ მატჩს იხსენებს.

დღეს, 03:55

კოუტინიო ტოტენჰემში? - ყოფილი მეკარის კომენტარი

ყოფილი ინგლისელი მეკარე პოლ რობინსონი ფელიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 03:50

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10