» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს


მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ - ამტკიცებს უამრავი ადამიანი.

თუმცა, არ უნდა უარვყოთ ის ფაქტიც, რომ ხშირად, დიდი სპორტი ჩინოვნიკების ხელში არსებული ინსტრუმენტი ხდება. სპორტსმენები „ლაბორატორული ვირთხების“ მსგავსი ელემენტი ხდებიან, რომლებსაც სახელმწიფოების ხელისუფლება აკვირდება. განსაკუთრებით ხშირად, ასეთი რამ წინა საუკუნეში ხდებოდა და ძალიან აქტუალური იყო ტოტალიტარულ ქვეყნებში. ახლა კი, სულ სხვა დროა. თუმცა არ უნდა უარვყოთ არც ის, რომ მეთოდების შეცვლის მიუხედავად, პოლიტიკას, როგორც რაღაცის ინსტრუმენტს, დიდ სპორტში გავლენა არ დაუკარგავს.

გავიხსენოთ სამი საფეხბურთო მატჩი, რომელმაც, სახელმწიფოებრივ დონეზე ცვლილებები გამოიწვია.

ბერნის სასწაული (1954)

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

შვეიცარიაში 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. ფინალში ერთმანეთს უნგრეთისა და გფრ-ს ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. დასავლეთ გერმანიისთვის ეს პირველი დიდი ტურნირი იყო, 1949 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ორი კვირით ადრე, უნგრელებმა გერმანელები ჯგუფურ ეტაპზე გაანადგურეს (8:3). ფერენც პუშკაშთან ერთად, გუნდი აშკარა ფავორიტი იყო და მერვე წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა. რომანტიკული თეორიების ძალას რომ მივმართოთ, ბოლო 80 წუთში მომხდარი გახდა საყრდენი იმისა, რაზეც აშენდა ერთი ქვეყანა და იშვა რევოლუცია - მეორეში. ეს მატჩი შეგვიძლია შევრაცხოთ ყველა დროის საუკეთესო ქამბექად, რომელიც მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში უნახავს.

გერმანელებმა ანგარიში მე-18 წუთისთვის გაათანაბრეს, 84-ე წუთისთვის კი წინ გავიდნენ და ექვს წუთში, მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ. მოქმედმა ოლიმპიის ჩემპიონმა და ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, ვარსკვლავურმა უნგრეთმა 31 მატჩის შემდეგ, პირველი მარცხი იწვნია (4 წელიწადში). ბერნის სასწაულმა სათავე დაუდო ორი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყებას. ბუდაპეშტი მღელვარებამ აიტაცა და ქუჩებში დემონსტრაციები დაიწყო. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის მარცვლები სწორედ ფინალში წაგების შემდეგ დაითესა.

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

თავის მხრივ, გფრ-ს ნაკრების ფეხბურთელები ეროვნულ გმირებად იქცნენ. იმ გამარჯვებამ გერმანიას აღორძინებისა და ახალი სახელმწიფოს აშენების ძალა მისცა. ეროვნული სიამაყე, რომელიც ქვეყანაში 1933-1945 წლებში არ არსებობდა, მოქალაქეებს 1954 წლის 4 ივლისის შემდეგ დაუბრუნდათ. „გერმანიამ უეცრად იგრძნო თავი ვიღაცად. ყველასთვის, ვინც ომისშემდგომ წლებში, სიღარიბეში იზრდებოდა, ბერნი წარმოუდგენელ შთაგონებად იქცა. მთელმა ქვეყანამ თვითშეფასება დაიბრუნა.“ - იხსენებდა ფრანც ბეკენბაუერი.

გარდა ამისა, ბერნში გასამართი ფინალის დაწყებისას, მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გაისმა გერმანიის ჰიმნი საზოგადოებრივ ადგილას. 1954 წლის ფინალის შემდეგ, გფრ-მ ყველა სფეროში დინამიური განვითარება წარმოადგინა და ქვეყანაში დაიწყო ის, რასაც დღეს „ეკონომიკურ სასწაულს“ უწოდებენ.

ჰონდურასის და სალვადორის საფეხბურთო ომი (1969)

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

ამ კონფლიქტს „საფეხბურთო ომი“ კი ჰქვია, მაგრამ ომის მიზეზები გაცილებით სიღრმისეულია, რადგან კარიბის ბასეინში ორ მეზობელ ქვეყანას ურთიერთობის მდიდარი ისტორია გააჩნიათ. 1823 წლამდე ისინი მექსიკის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. მისი დაშლის შემდეგ, შეიქმნა ცენტრალურ-ამერიკული ფედერაცია, რომელშიც შევიდნენ გვატემალა, ჰონდურასი, სალვადორი, ნიკარაგუა, კოსტა-რიკა და ლოს-ალტოსი. 1838-40 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ, ფედერაცია დაიშალა და ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ფედერაციის მსგავსის აღორძინების მცდელობები იყო, მაგრამ ვერაფერი მოხერხდა. ჰონდურასის და სალვადორის მიერ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იშვა კონფლიქტები საკამათო ტერიტორიების გამო, რომლებიც საერთო საზღვარზე იმყოფებოდა. პოლიტიკური კამათი წლების მანძილზე გრძელდებოდა და საშველიც არ ჩანდა.

გარდა ამისა, 1969 წლისთვის, ჰონდურასს სალვადორის იმის ნახევარი დავალიანება ჰქონდა, რამდენიც ყველა ცენტრალურ-ამერიკულ ფედერაციის ქვეყნის ერთად აღებული - ომის წამოწყება, ჰონდურასის ხელისუფლება არამარტო დავალიანების საკითხს მოაშორებდა, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, სალვადორელების ქონების ხარჯზე გააძლიერებდა. სრულფასოვანი ომის დაწყება უბრალოდ დროის საკითხი იყო. საფეხბურთო მატჩი კი, იდეალური საბაბი გახდა ამისათვის.

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

1969 წლის ივლისში, სალვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები 1970 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი დაპირისპირება ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპეში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. უკვე პირველი მატჩისას ჰქონდა ადგილი საზოგადოებრივ არეულობებს. სლავადორის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ქალბატონმა განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ამ სირცხვილს ვერ გადაიტანს და თავი მოიკლა. საპასუხო შეხვედრაში, სან-სალვადორში, მასპინძლებმა რევანში აიღეს და 3:0 იმარჯვეს (ამის შემდეგ, დაინიშნა დამატებითი მატჩი, რადგან მაშინ, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი არა გატანილი გოლების, არამედ უშუალოდ ურთიერთდაპირისპირების შედეგით წყდებოდა). მეორე მატჩის შემდეგ, სალვადორში ჰონდურასის ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათი დროშები დაწვეს. ჰონდურასში კი სალვადორელებზე თავდასხმების განმეორებითი ტალღა დაიწყო, ქარცეცხლში მოყვა ორი ვიცე-ელჩიც. სალვადორელთა დაუდგენელი რაოდენობა თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, ათეულობით ადამიანმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.

მიუხედავად ყველაფრისა, გუნდებს მესამე მატჩი მაინც ჩასატარებელი ჰქონდათ, რომელიც 27 ივნისს, ნეიტრალურ მოედანზე - მექსიკოში იყო დათქმული. გადამწყვეტი შეხვედრა სალვადორელებმა 3:2, ექსტრა-ტაიმში გატანილი გოლით მოიგეს. ამ დღეს, ქვეყნებმა ერთმანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს, მოგვიანებით კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ომი 14 ივლისს დაიწყო.

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

ომი ექვსი დღე გაგრძელდა. წაგებულად კი ორივე სახელმწიფო გამოცხადდა. სამხედრო ხარჯები, განადგურებული შენობები, დახურული საზღვრები და შეჩერებული ვაჭრობა - ამ ყველაფერმა სალვადორსაც და ჰონდურასზე ძალიან დიდი დარტყმა განახორციელა. სხვადასხვა მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ათასი ადამიანი შეადგინა, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა - მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

„დინამო ზაგრები“ – „ცრვენა ზვეზდა“ (1990)

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

იუგოსლავიის ჯერ სამეფოს და შემდეგ, ფედერაციული რესპუბლიკის მთელი ისტორიის მანძილზე, მის ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. მეორე მსოფლიო ომმა კი ამ ქვაბში დიდი რაოდენობით სიცხარე ჩაამატა. 80-იანი წლების ბოლოს, იუგოსლავიაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 1990-ში რესპუბლიკაში პირველი თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ახალმა, ხშირად რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიპოვეს. ხორვატიაში ასეთად იქცა ცნობილი დისიდენტის, ფრანიო ტუჯმანის პარტია. 1990 წლის 9 მაისს, არჩევნების მეორე ტურში, ამ პარტიამ ხორვატიის სოციალურ რესპუბლიკაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. მათი ლოზუნგი მარტივი და გასაგები იყო - ხორვატიის სრული დამოუკიდებლობა. თუმცა, მათი ამ „ლოზუნგის“ წინააღმდეგნი, რა თქმა უნდა, სერბები იყვნენ.

13 მაისს, ზაგრების სტადიონ „მაქსიმირზე“, იუგოსლავიის ჩემპიონატის მატჩი იყო ჩანიშნული, „დინამოსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის. ხორვატ გულშემატკივრებსა და ჩამოსულ სერბებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე დაიწყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ გახურება იყო. მთავარი მოქმედება „მაქსიმირის“ ტრიბუნებზე, სასტარტო სასტვენამდე დაიწყო. რთული სათქმელია, არეულობების მეთაური ვინ იყო. მაგრამ, ორივე მხრიდან პროვოკაციული „ლოზუნგები“ ისმოდა. ხორვატები „Srbi – na vrbi” (სერბები - ვერბებზე) ყვიროდნენ, ბელგრადის სტუმრები კი „Zagreb je Srbija-ს“ (ზაგრები - სერბეთია). გარდა ამისა, ისინი ტუჯმანის მკვლელობითაც იმუქრებოდნენ „Ubit cemo Tudmana”). შემდეგ, სტუმრებმა მათ სექტორში გაფენილი სარეკლამო ბანერები დაამსხვრიეს და ხორვატიის ფან-სექტორს შეუტიეს. საქმეში დაუყონებლივ ჩაერთო სკამები, რომლებიც ტრიბუნებიდან მოფრინავდა.

ასე დაიწყო პირდაპირი, ხელჩართული დაპირისპირება ქომაგებს შორის. გუნდები კი ამ დროს მოედანზე იმყოფებოდნენ. „დინამოს“ კაპიტანი, ზვონიმირ ბობანი პოლიციელებს ეძახდა და სექტორებზე არსებულ კონფლიქტზე მიუთითებდა. მაგრამ, ჯანდაცვის ორგანოები, რაღაც დროის მანძილზე, არანაირად არ რეაგირებდნენ. ეს უცნაური იქნებოდა, რომ არა ერთი აშკარა ფაქტი - მატჩზე ძირითადად სერბი პოლიციელები მუშაობდნენ. მოგვიანებით, გუნდებმა მოედანი დატოვეს და ტრიბუნქვეშა განყოფილებაში შეაფარეს თავი, ქომაგები კი სტადიონ „მაქსიმირზე“ ჩავიდნენ, სადაც ჩხუბი გააგრძელეს. მოედანზე დარჩენილმა ფეხბურთელებმა კი თავისი გულშემატკივრების დახმარება დაიწყეს, „დინამოს“ კაპიტანმა, ზვონიმირ ბობანმა პოლიციელის მიმართ ისტორიული ვარდნაც განახორციელა.

მატჩები, რომლებმაც პოლიტიკური ისტორია მთლიანად შეცვალეს

ზაგრების სტადიონზე არეულობები იუგოსლავიის სამოქალაქო ომის ერთ-ერთ კატალიზატორად იქცა. 1991 წლის ივნისში, ხორვატიამ და სლოვენიამ იუგოსლავიის შემადგენლობა დატოვეს. სერბებისა და ხორვატების შემდგომი დაპირისპირებები კი ომში გადაიზარდა (1991-1995).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37

კონტაქტი შედგა - კლოპი ვერნერს ვიდეოზარით ესაუბრა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ესაუბრა.

გუშინ, 17:29

ალეგრი ბრუნდება, მისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაბრუნებას მალე აპირებს.

გუშინ, 17:20

დემბელეს პსჟ-ს შემდეგ მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 17:15

ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 17:09

"იქ შეუძლია უკეთესი გახდეს", - ლოთარ მათეუსმა გიოტცეს კლუბი ურჩია

გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03

კიელინიმ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან მარცხის მიზეზი განმარტა

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" (1:4) მარცხი გაიხსენა.

გუშინ, 16:54

MARCA: მანჩესტერ სიტიმ ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლაზე უარი უთხრა

"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" მცველ ნელსონ სემედუს დამატებით დაინტერესებული არ არის.

გუშინ, 16:40
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10