» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ


დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

1981 წლის 13 მაისი - უმნიშვნელოვანესი თარიღი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ დღეს, 39-წლის წინ, თბილისის "დინამო" თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ყველამ კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენდა იმ დროინდელი ქართული გუნდი. თასების თასის ფინალამდე და მის შემდეგ, "ლურჯ-თეთრებს" არაერთი მრისხანე მეტოქე დაუმარცხებიათ.

მაგალითად - "ლივერპული", მილანის "ინტერი", "ნაპოლი", როტერდამის "ფეიენოორდი", "ვესტ ჰემ იუნაიტედი" და ა.შ. სიახლეები აღნიშნული კლუბების შესახებ დღევანდელობაში ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ სამწუხაროდ, პრაქტიკულად აღარაფერი ვიცით ჩვენი თანამემამულეების მთავარი მეტოქის შესახებ.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

საუბარია იენის "კარლ ცაისზე", რომელიც ნოდარ ახალკაცის გუნდს თასების მფლობელთა თასის საკულმინაციო შეხვედრაში დაუპირისპირდა. ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, "ოპტიკოსები" მალევე გაქრნენ ევროპული ფეხბურთის რადარიდან. გავიხსენოთ და მიმოვიხილოთ თიურინგელების ისტორია, რომლებსაც ქართულ ფეხბურთთან ბევრი საერთო აქვთ.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

ოპტიკის მაგნატი

"ლურჯ-ყვითლების" სახელი პირდაპირ უკავშირდება ოპტიკური სისტემების მთავარ ინჟინერს, კარლ ფრიდრიხ ცაისს, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა აღნიშნული ტექნოლოგიური სფეროს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ტელესკოპების, ფოტოაპარატების, მიკროსკოპების ლინზები და ობიექტივები, ყველაფერი ეს, გერმანელის ხელში იქმნებოდა და იხვეწებოდა.

Zeiss AG-ს დამფუძნებელს ჰყავდა არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანი პარტნიორი, თუმცა მთავარი მათ შორის იყო ფიზიკოსი, ერნსტ აბე, რომლის სახელს ატარებს "კარლ ცაისის" საშინაო სტადიონი. იენურ კლუბს სხვადასხვა მიზეზების გამო, სახელი არაერთხელ გადაარქვეს, თუმცა ქომაგებისთვის ის ყოველთვის "კარლ ცაისად" რჩებოდა.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფლანგმანი

"ოპტიკოსებმა" დიდ ფეხბურთში სრულფასოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს 1952-1956 წლებში, რაც ობერლიგაში გასვლითა და დამკვიდრების მცდელობით გამოიხატებოდა. 1958 წელს თიურინგიაში მოვიდა მთავარი მწვრთნელი, რომელმაც აღნიშნულ რეგიონს ტიტულების მოგების გემო გაასინჯა.

საუბარია გეორგ ბუშნერის შესახებ, რომელიც "ლურჯ-ყვითლებს" 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ანუ 1970 წლამდე. გერმანელმა ტაქტიკოსმა თავის გუნდს მოუტანა გდრ-ს 3 ჩემპიონობა და ქვეყნის თასი. "ერნსტ-აბეზე" გატარებული ნაყოფიერი კარიერის შემდეგ, მან აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრები ჩაიბარა.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

ალემანიელი სპეციალისტის საქმის გამგრძელებლებმა მისი მიღწევების გამეორება ვერ შეძლეს. "კარლ ცაისი" პრაქტიკულად ყოველთვის ითვლებოდა ობერლიგის ოქროს მაძიებლად, მაგრამ რეალური საჩემპიონო ტიტულებით კლუბის მუზეომი აღარ შევსებულა. 1972-1980 წლების შუალედში იენელებმა 3-ჯერ მხოლოდ ქვეყნის თასს გამოკრეს ხელი.

"ოპტიკოსები", რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ექცეოდნენ ბერლინის "დინამოს", დრეზდენის "დინამოსა" და "მაგდებურგის" ჩრდილში. ასე გრძელდებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩემპიონატის ბოლომდე, ანუ 1991 წლამდე. თიურინგია ყოველთვის ტრიალებდა ლიდერების მახლობლად, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

კარლ ცაისი ევროპაში

იენელები გამოსულან ჩემპიონთა თასსა და უეფას თასზე, სადაც მათ დაუმარცხებიათ მარსელის "ოლიმპიკი" და ლისაბონის "სპორტინგი", ღირსეული ბრძოლა გაუმართავთ მადრიდის "რეალსა" და ამსტერდამის "აიაქსთან", მაგრამ ამ კლუბის მთავარი წარმატებები თასების თასთან ასოცირდება.

სწორედ იმ ტურნირთან, რომლის ფინალში "ოპტიკოსები" "დინამოსთან" დამარცხდნენ. თბილისელებთან შეხვედრამდე, თიურინგელებმა გამოიარეს ურთულესი გზა, რომლის მსვლელობისას გუნდმა ბრძოლას გამოთიშა "რომა", "ვალენსია", "ნიუპორტ ქაუნთი" და ლისაბონის "ბენფიკა".

"ჯალორისისთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება - ევროპული ფეხბურთის კლასიკაა. თავად განსაჯეთ - პირველ შეხვედრაში "მგლების" მიერ დაფიქსირებულ 3:0-ს, "ლურჯ-ყვითლებმა" 4:0-ით უპასუხეს. კარლო ანჩელოტიმ, პაულო რობერტო ფალკაომ და "წითელ-ყვითლების" სხვა ვარსკვლავებმა, "ერნსტ აბეზე" დემორალიზება განიცადეს.

კარლ ცაისი - რომა 4:0



დავუბრუნდეთ ისევ ქართველებთან შეხვედრას. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, უბრალოდ გავიხსენოთ ის ლეგენდარული მატჩი, რომელშიც ჰანს მაიერის შეგირდების წინააღმდეგ, "ლურჯ-თეთრებმა" დაუვიწყარი ქამბექი გამოადნეს.

"კარლ ცაისმა" ასპარეზობა დაასრულა დამარცხებულმა, თუმცა თავაწეულმა. იენელები მოგვიანებითაც აგრძელებდნენ ევროთასებზე გამოსვლას, მაგრამ საინტერესო და გამორჩეული აღარაფერი მომხდარა. მოგვიანებით, "ოპტიკოსები" ევროპული ფეხბურთის რადარებიდან საერთოდ გაქრნენ.

დინამო - კარლ ცაისი 2:1



ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ

გერმანიის გაერთიანება ნიშნავდა ობერლიგის გაუქმებას, უფრო სწორედ, გდრ-ს ჩემპიონატის ბუნდესლიგაში ინტეგრირებას. რეფორმის შედეგად, გერმანული ფეხბურთის ელიტაში მოხვდა აღმოსავლეთ რეგიონის ორი საუკეთესო კლუბი: როსტოკის "ჰანზა" და დრეზდენის "დინამო".

დანარჩენი ექვსი საუკეთესო გუნდი, მათ შორის თიურინგული კოლექტივი, გადანაწილებული იქნა მეორე ბუნდესლიგაში, სხვები კი რეგიონალურ ლიგებში. "ლურჯ-ყვითლები" აღნიშნულ დივიზიონში დიდი ხნით არ გაჩერებულან. უკვე 30 წელია, რაც "ერნსტ-აბეზე" გერმანული ფეხბურთის ფსკერიდან თავის დაღწევაზე ოცნებობენ, მაგრამ, უიმედოდ.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

მცირე გამონათება მოხდა 2007-2008 წლის სეზონში, თუმცა არა ჩემპიონატში, არამედ ქვეყნის თასზე. მესამე ლიგის ბინადრებმა, ჰენინგ ბიურგერის შეგირდებმა აღნიშნულ ტურნირზე 1/2 ფინალამდე გააღწიეს და გზად დაამარცხეს ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი "შტუტგარტი", "ნიურნბერგი" და ბილეფელდის "არმინია". "კარლ ცაისის" ზღაპარი დორტმუნდის "ბორუსიასთან" დასრულდა.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

ქართველები, რომლებიც გუნდის გადარჩენას ცდილობდნენ

ჩრდილოეთის რეგიონალური მესამე ლიგის 2005-2006 წლის სეზონის შედეგების მიხედვით, იენელები მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნდნენ და ადგილის განმტკიცებაზეც დაფიქრდნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რადგან "ოპტიკოსები" აუტსაიდერების როლში აღმოჩნდნენ და სატურნირო ცხრილის მეორე ნაწილიდანაც ვერ ამოვიდნენ.

ნათელი იყო, რომ აღნიშნულ დივიზიონში დასარჩენად, თიურინგელებს სჭირდებოდათ გაძლიერება. სწორედ ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველ დღეს, "ლურჯ-ყვითლებში" ნახევარი წლით მოვიდნენ მიხეილ აშვეთია და გიორგი ლომაია, რომლებსაც რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ კარგი პრესა ჰქონდათ.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

ქართველები "ერნსტ-აბე-შპორტფილდზე" მალევე გაშინაურდნენ და წამყვანი ფეხბურთელებიც გახდნენ. ჰაიკო ვებერისა და ფრანკ ნოიბარტის შეგირდებმა გეგმა შეასრულეს და გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დატოვეს. "კარლ ცაისმა" სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა, ჩვენმა თანამემამულეებმა კი ფანების პატივისცემა დაიმსახურეს.

ლომაია იენაში ძირითად მეკარედ იქცა, აშვეთიამ კი 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა "მიუნხენ 1860"-ის წინააღმდეგ, რომელსაც დუბლი შეუსრულა. მოკლედ, მიხეილმა და გიომ პირობა შეასრულეს, რის შემდეგაც ისინი "ოპტიკოსებიდან" თავაწეულები წავიდნენ.

კარლ ცაისი - მიუნხენ 1860 3:1 (აშვეთიას დუბლი)



2007 წლის ზაფხულში თიურინგიაში მოვიდა კიდევ ოთხი ქართველი, თუმცა წინამორბედების მსგავსი კვალის დატოვება მათ ვერ მოახერხეს. საუბარია ილია კანდელაკის, გიორგი ონიანის, გიორგი სეთურიძისა და რევაზ ბარაბაძის შესახებ. ქართველებმა "ლურჯ-ყვითლები" ვეღარ გადაარჩინეს, შედეგად, მე-18 ადგილი და მეორე ბუნდესლიგასთან განშორება.

გავარდნის მიუხედავად, "ერნსტ-აბე-შპორტფილდზე" ტრაგიკული განწყობა ნამდვილად არ სუფევდა, მიზეზი - გერმანიის თასზე დაფიქსირებული ხმაურიანი შედეგი, 1/2 ფინალი. დიახ, ჩვენი თანამემამულეები ამ ყველაფრის მონაწილეები იყვნენ. ცნობისთვის, ონიანმა "ნიურნბერგის" კარი პენალტების სერიაში აიღო.

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

"კარლ ცაისში" ქართული ექვსეულის მოსვლამდე, 1994-1995 წლებში ვაწყდებით კიდევ ერთ ჩვენს თანამემამულეს - ზაზა დადუნაშვილს, რომელმაც გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა. მოკლედ, "ფრაიბურგის" შემდეგ, იენამ გვაჩუქა კიდევ ერთი ქართული დიასპორა გერმანიაში.

"ოპტიკოსების" ხელმძღვანელობას არასდროს გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ მაინცდამაინც ჩვენი თანამემამულეები? სავარაუდოთ, ეს ყველაფერი მოხდა კლაუს ტოპმიოლერისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებით, რომელიც იმ დროს საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობდა.

გერმანელი სპეციალისტი, ისევე როგორც მისი პარტნიორები, რალფ მინგე და პეტარ სეგრტი, თიურინგულ კლუბსა და მის წარმომადგენლებს კარგად იცნობდნენ. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-ყვითლებს" ჩვენს ფეხბურთთან მართლაც ბევრი რამ აქვთ საერთო. იმედი დავიტოვოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, "ერნსტ-აბეზე" ევროტურნირების სული კვლავ დაისადგურებს, ისევე როგორც "დინამოში".

დინამოს ისტორიული მეტოქე, რომლის გადარჩენას ქართველებიც ცდილობდნენ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლივერპულმა ვერნერის ალტერნატივა ბარსელონაში იპოვნა

„ბარსელონას“ ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს, მორიგი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 18:52

სიმპსონების ოჯახი და სონიკი - სანჩომ მულტფილმების გმირების ტატუ გაიკეთა [ფოტოები]

დორტმუნდის „ბორუსიას“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო, ვარჯიშზე ახალი ტატუებით გამოჩნდა.

დღეს, 18:46

"მბაპეს ნაცვლად, ლივერპულმა სხვა ორი ფეხბურთელიდან რომელიმე უნდა შეიძინოს", - წითლების ექს-ფეხბურთელი

„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი, ჯეისონ მაკატირი მიიჩნევს, რომ „წითლებმა“ „პსჟ-ს“ ლიდერი არ უნდა შეიძინონ.

დღეს, 18:42

"ეს არის შეცდომა, რომელიც მანჩესტერს დღემდე თან სდევს", - ჩიჩარიტო

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მექსიკელი ფორვარდი, ხავიერ ერნანდესი, თავისი ყოფილი გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეცდომაზე საუბრობს.

დღეს, 18:38

"სამტრედიას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია" - რიკარდო ფერეირას ინტერვიუ

"სამტრედიას" პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდო ფერეირა თბილისშია და სეზონის განახლებას ელის.

დღეს, 18:24

"ზენიტს ჩემი მესიში გაცვლა უნდოდა", - არშავინი ბარსელონაში არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

"არსენალის" ექს-თავდამსხმელმა, ანდრეი არშავინმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:12

Mundo Deportivo: ტიაგო ალკანტარას ბარსელონაში დაბრუნება უნდა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვას.

დღეს, 15:10

ინტერს ლანგლე სურს, ბარსელონასა და თავად ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერის" ხელმძღვანელობას "ბარსელონას" მცველი, კლემან ლანგლე სურს.

დღეს, 15:07

"რონალდუს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესი ისტორიაში საუკეთესოა", - ლინეკერი

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.

დღეს, 15:03

ბარსელონა ცდილობს არტური გუნდიდან წასვლაზე დაითანხმოს

"ბარსელონა" ცდილობს გუნდის ნახევარმცველ არტურ მელოსთან შეთანხმებას მიაღწიოს.

დღეს, 14:45

შეთავაზება მზადაა, ზიდანმა არსენალში სასურველ ტალანტს მიაგნო

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ლონდონის "არსენალის" 18 წლის ვუნდერკინდით დაინტერესდა.

დღეს, 14:36

ფეხბურთელი, რომელიც ცდილობს ვერნერი ჩელსიში გადასვლაში დაარწმუნოს

არ არის გამორიცხული, "ლაიფციგის" ლიდერმა, ტიმო ვერნერმა კარიერა "ჩელსიში" გააგრძელოს.

დღეს, 14:26

25 წლის ფეხბურთელი, მისი მამა და ბაბუა კორონავირუსს ემსხვერპლნენ

დეიბერტ ფრანს რომან გუზმანი 25 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციისგან გარდაიცვალა.

დღეს, 14:22

მოლაპარაკება დაწყებულია: ლევან კუტალია შესაძლოა ეროვნული ლიგის კლუბში დაბრუნდეს

როგორც მოგეხსენებათ, ყაზახური "ირტიში" გაკოტრდა და წელს ყაზახეთის ჩემპიონატში 12-ის ნაცვლად 11 გუნდი ითამაშებს.

დღეს, 14:14

ყაზახეთში ქართველი ფეხბურთელის გუნდი გაკოტრდა და დაიშალა

კორონავირუსის პანდემიამ ყაზახური კლუბიც დააზარალა და გააკოტრა.

დღეს, 14:03

"ალექსანდერ-არნოლდი სათამაშო პოზიციას შეიცვლის", - ლივერპულის ექს-მცველი

"ლივერპულის" ექს-მცველმა, ჯონ ფლენაგანმა ამ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შეაქო.

დღეს, 13:27

"უბრალოდ კვდება ამ კლუბში თამაშის სურვილით", - ვიდალის თანამემამულე

ჩილეს ნაკრებისა და "ბოლონიას" ნახევარმცველმა, გარი მედელმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:23

კლუბი, რომელსაც ბარსელონამ კოუტინიოს იჯარით დამატება შესთავაზა

"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან განშორება უნდა.

დღეს, 13:16

დორტმუნდმა სანჩოს საბოლოო ფასი დაასახელა

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

დღეს, 12:33

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

ჟურნალ Playboy-ს ყოფილმა მოდელმა, ანამარია პროდანმა შესაძლოა საფეხბურთო კლუბი იყიდოს.

დღეს, 12:26

პსჟ-მ 60 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა - GOAL.COM

"პსჟ"-მ "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.

დღეს, 11:54

მარსელო: "სულმოუთქმელად ველოდებით პირველ მატჩს"

"რეალის" მცველი, მარსელო ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლებაზე დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 11:29

ბაიერნი მანჩესტერ სიტის ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს გადაბირება უნდა.

დღეს, 11:15

კურტუა: "შვილებს ვესაუბრები, მაგრამ უკვე ერთი თვეა არ მინახავს"

ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შვილები ერთი თვეა არ უნახავს.

დღეს, 11:12

"მესისა და მარადონას წინააღმდეგ მითამაშია, მესი უფრო მაგარია", - კოსტაკურტა

"მილანის" ექს-მცველმა გაიხსენა დღე, როცა ახალგაზრდა ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშა.

დღეს, 10:58

შეთანხმება მიღწეულია, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 10:43

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება.

დღეს, 10:26

"ბრეიტუეიტის ყიდვით, ბარსელონამ გაგვანადგურა", - ლეგანესის დირექტორი

"ლეგანესის" სპორტულმა დირექტორმა, ჩემა ინდიასმა მარტინ ბრეიტუეიტის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:03

მანჩესტერი კეინზე 4-ჯერ უფრო იაფ ფორვარდზე გადაერთო

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ "ტოტენჰემის" ლიდერის,

დღეს, 08:50

"ფურცელზე დაწერილითა და დაზეპირებული მეთოდებით ლივერპული არ თამაშობს", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ფორმაციის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10