» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სად გადავა ტიმო ვერნერი? ვარიანტების განხილვა და Goal.ge-ს პროგნოზი


სად გადავა ტიმო ვერნერი? ვარიანტების განხილვა და Goal.ge-ს პროგნოზი

არავისთვისაა საიდუმლო, რომ სეზონის ბოლოს, ტიმო ვერნერი „ლაიფციგს“ დატოვებს.

24 წლის ფეხბურთელმა, თავის კარიერაში უდიდესი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და, სავარაუდოდ, სხვა კლუბში გადასვლას მას ხელს მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის შედეგები თუ შეუშლის - რომლის გამოც, პოტენციური მსურველები, გერმანელ ბომბარდირში 60 მილიონი ევროს გადახდას ვერ მოახერხებენ.

ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფასები საგრძნობლად დაეცემა და მაგალითად, თუ აქამდე, პრემიერ ლიგის გუნდებს 60-მილიონიანი ტრანსფერის გაჩარხვა მარტივად შეეძლოთ, ახლა სიტუაცია ძალიან შეიცვლება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფრო და უფრო პოპულარული იქნება ფეხბურთელების გაცვლა.

მიუხედავად ამისა, გვინდა კარგის იმედი გვქონდეს და ვიფიქროთ, რომ კრიზისის შედეგები არ იქნება იმდენად დიდი, როგორც ამას ვარაუდობენ და კლუბები სტაბილურობას შეინარჩუნებენ, თუმცა, სატრანსფერო ბაზარს ცივი შხაპი ხელს ნამდვილად არ შეუშლის - ბოლო დროს, ფეხბურთელებში მართლაც ზედმეტად დიდ ფულს იხდიდნენ. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ვერნერში 60 მილიონი ევრო (ასეთი კლაუსულა მის კონტრაქტშია გაწერილი), ამჟამინდელი სიტუაციისთვისაც კი, საკმაოდ მისაღები ფასია.

თავის კარიერაში, ტიმომ „ლაიფციგის" მაისურით 150 მატჩი ჩაატარა: მის ანგარიშზე 88 გოლი და 39 საგოლე გადაცემაა. სტატისტიკა შესანიშნავია და გასაგებად უსვამს ხაზს იმას, თუ რატომ ნადირობენ მის შესაძენად წამყვანი ევროპული კლუბები. ვერნერი გუნდის მაისურით შედეგიანი ქმედებით თავს საშუალოდ ყოველ 0.85 მატჩში იჩენს.

სად გადავა ტიმო ვერნერი? ვარიანტების განხილვა და Goal.ge-ს პროგნოზი

და მაინც, სად გადავა ვერნერი მომდევნო ზაფხულს?


„ლივერპული“

„წითლები“ ტიმოსთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად სახელდებიან. თუმცა, The Telegraph-ის ინფორმაციით, თავიდან „ლივერპულს“ კორონავირუსის შედეგების შეფასება სურს, სანამ სატრანსფერო ბაზარზე რაიმე ნაბიჯს გადადგამს. სწორედ ის, რაზეც საუბარი თავში გვქონდა - მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას, ერთ ფეხბურთელში 60 მილიონი ევროს გადახდა ეშინია, რადგან გაუგებარია, რა იქნება შემდგომში.

ალბათ, ასეთ სიტუაციაში, ფული რომ გვერდით გადავდოთ, თავში მხოლოდ ერთი კითხვა მოდის: რობერტო ფირმინოს რა ვუყოთ? ნუთუ ის სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს? კითხვა მართლაც საინტერესოა, რადგან საეჭვოა, რომ ან ფირმინო და ან, მითუმეტეს, ვერნერი, ერთმანეთის დუბლიორობას დათანხმდნენ. პლიუს არ უნდა დავივიწყოთ ბრაზილიელის მნიშვნელობაც და ის, თუ რა შედეგი მოაქვს მას გუნდისთვის თავისი შრომისმოყვარეობით. მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოს გაწყვეტაც, ალბათ, არასასურველი რამ არის, გულშემატკივრებისთვის პირველ რიგში...

„მანჩესტერ იუნაიტედი“

დიდი ხანია იწერება, რომ „წითელი ეშმაკები“ ზაფხულში ტოპ-ფორვარდის შეძენას შეეცდებიან. თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, სიფრთხილე „მანჩესტერსაც“ მართებს. პრესა მათ „ტოტენჰემის“ ჰარი კეინისადმი ინტერესსაც აწერდა, შემდეგ საუბრები იშვა ვერნერზეც, ბოლოს კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოდიონ იგალოს იჯარა კიდევ ერთი სეზონით იქნება გაგრძელებული.

ფორმალურად, „ემიუს“ ხელმძღვანელობამ ვერ იპოვნა რომელუ ლუკაკუს შემცვლელი, რომელიც გასულ ზაფხულს „ინტერში“ გაყიდა. ფურცელზე, რაშფორდი - ვერნერი - მარსიალის ტრიო ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი არამხოლოდ კლუბის ფინანსურ შესაძლებლობებზე, არამედ ფეხბურთელების პოზიციაზეც არის დამოკიდებული.

სად გადავა ტიმო ვერნერი? ვარიანტების განხილვა და Goal.ge-ს პროგნოზი

„ჩელსი“

ჯერ კიდევ იანვარში, „ლურჯები“ ვერნერზე პრეტენზიას აცხადებდნენ, თუმცა შუა სეზონშ ამხელა ტრანსფერის განხორციელება, ძალიან პრობლემური ამბავია. ასაკოვანი ოლივიე ჟირუ, „ფეიკ“ ახალი დროგბა მიში ბატშუაი და ჯერ კიდევ გამოუცდელი ტემი აბრაჰამი - ეს „ჩელსის“ ამ სეზონის ფორვარდებია, რომელსაც ტოპ-დონის შედეგიანი თვდამსხმელი ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა.

ასეთ შემთხვევაში, ფრენკ ლამპარდი აბრაჰამი - ვერნერის დუეტის ათამაშებას მოახერხებდა, ან კიდევ ინგლისელს სათადარიგოთა სკამზე გადასწევდა. როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო აბრაჰამი სეზონის შეჩერებამდე, ვერნერი აშკარად უფრო მაღალი დონისაა. თანაც, ლონდონელებს, დიეგო კოშტას წასვლის შემდეგ პირველად, უმაღლესი დონის თავდამსხმელიც ეყოლებოდათ.

„მანჩესტერ სიტი“

„ქალაქელები“ ერთი ფორვარდით თამაშობენ და ეს პოზიცია მჭიდროდ უჭირავს სერხიო აგუეროს, სკამზე კი გუნდს ჯერ კიდევ არასტაბილური, მაგრამ მაინც პერსპექტიული გაბრიელ ჟესუსი უზის. გერმანელის „სიტიში“ გადასვლა ამჟამად არარეალურია, გამომდინარე გუნდში არსებული დიდი კონკურენციისა და ამას ისიც ემატება, რომ დიდი ალბათობით, მომდევნო ორ სეზონში „სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ.

სად გადავა ტიმო ვერნერი? ვარიანტების განხილვა და Goal.ge-ს პროგნოზი

„ბარსელონა“

შეიძლება ცოტა გასაკვირიც კია, რომ კატალონიური კლუბი ასე აქტიურად ცდილობს ლაუტარო მარტინესის შეძენას, როცა პარალელურად, ტიმო ვერნერი თითქმის ნახევარ ფასშია ხელმისაწვდომი. გერმანელის „ბარსაში“ გადასვლის თაობაზე კონკრეტული ჭორები არც გავრცელებულა, მაგრამ The Telegraph-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი ამ ვარიანტზე უარს არ იტყვის, თუ „ლივერპული“ საქმეს გააჭიანურებს.

„რეალი“

როცა ჰორიზონტზე ტოპ-ფეხბურთელის ან რაღაც მსგავსი დონის მოთამაშე ჩნდება, მას ყოველთვის უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. თუმცა, ამჟამად მადრიდულ გუნდს შეტევაში სიძლიერე მართლაც არ შეუშლის, მაგრამ ვინ იცის, გახდებოდა თუ არა ვერნერი სწორედ ის, ვინც რეგულარულად კრიტიკის ქარცეცხლში მყოფ კარიმ ბენზემას ამოაგდებს შემადგენლობიდან?

„იუვენტუსი“

სრულიად გამორიცხვა არ ღირს, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარებაც საკმაოდ არარეალურად გამოიყურება. თუმცა, მაურიციო სარიმ შესაძლოა მოედანზე ადგილი კრიშტიანუ რონალდუსაც, ტიმო ვერნერსაც და პაულო დიბალასაც გამოუძებნოს, რატომაც არა?

„ინტერი“

იმავე The Telegraph-ის ინფორმაციით, ტიმო ვერნერი მზად იქნება სერია ა-ში და იმავე „ინტერში“ გადასვლა განიხილოს, თუ პრემიერ ლიგის ვარიანტი ჩავარდება. თუმცა, ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ლაუტარო მარტინესი სხვა გუნდში მართლაც გადავა.

„ბაიერნი“

ამ გუნდის შემთხვევაში, ტიმო ვერნერმა ყველაფერს ბოლო თავადვე მოუღო: „ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, ამაზე კამათი სისულელეც კია. თანაც, ჰანსი ფლიკმა ამ სეზონში დაამტკიცა, რომ რეალურად კარგი მწვრთნელია. მაგრამ, რაღაც მომენტში, საკუთარ მომავალზე რომ მქონდეს დასაფიქრებელი, „ბაიერნში“ გადასვლას კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება მირჩევნია.“

„პსჟ“

როცა ასეთ ხმაურიან ტრანსფერზე ვსაუბრობთ, სად გავექცევით პარიზულ გრანდს? თუმცა, პარიზული კლუბი თავის ყურადღებას ალბათ მაურო იკარდის შეძენაზე გადაიტანს და შეეცდება არგენტინელის ფასი შეამციროს.

Goal.ge-ის პროგნოზი: ტიმო ვერნერი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიტიმ ბარსელონა უარით გაისტუმრა

Marca-ს თანახმად, "მანჩესტერ სიტიმ" არ ისურვა ჟოაო კანსელოს ნელსონ სემედოზე გაცვლა, მიზეზი - ფინანსური პრობლემები.

დღეს, 11:48

ნიუკასლის სავარაუდო მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია

The Telegraph-ის თანახმად, "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი სავარაუდო მთავარი მწვრთნელისა და სატრანსფერო სამიზნეების ვინაობა ცნობილია.

დღეს, 11:34

ზამორანო: "ბარსელონას ლაუტაროს ყიდვის ფული არ აქვს"

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ივან ზამორანომ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

"არსენალი განადგურების პირას იყო, ფული არაფერ შუაშია",- კოული ჩელსიში ტრანსფერის შესახებ

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა ლონდონის "არსენალიდან" მეზობელ "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა:

დღეს, 10:07

მაინცის ტვიტერი კლოპს: "გთხოვ, მოგვაშორე ის"

"მაინცის" ოფიციალურმა ტვიტერმა ირონიული ფორმით მიმართა თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს:

დღეს, 09:56

ინტერი დათმობაზე მიდის, იკარდის ტრანსფერი ახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:38

იგალო მანჩესტერს ტოვებს

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ოდიონ იგალო უახლოეს პერიოდში ჩინეთში დაბრუნდება.

დღეს, 09:26

VIDEO: ზუსტად 15 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა

ზუსტად 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგა.

დღეს, 04:26

რომელი მატჩით განახლდება ლა ლიგა? - პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის განახლება 8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, 04:21

გიგსმა ერთმანეთს ვან გაალი და ფერგიუსონი შეადარა

ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგსი ერთმანეთს სერ ალექს ფერგიუსონს და ლუი ვან გაალს ადარებს.

დღეს, 04:18

შვაინშტაიგერი გიოტცეს მომავალზე საუბრობს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მარიო გიოტცე "დორტმუნდს" დატოვებს.

დღეს, 04:14

ინძაგი ჩემპიონატის განახლებას ეხმაურება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას ივნისის თვეში უნდა ველოდოთ.

დღეს, 04:11

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" ითამაშა.

დღეს, 04:08

რამდენი მილიონი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს თავის კარიერაში?

გასაკვირი არაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური ინფორმაცია უცხოურმა გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს.

დღეს, 03:51

ბასილაშვილის მამა: "მან სასამართლოში ყალბი ვიდეოები წარადგინა"

ნიკოლოზ ბასილაშვილი მამა ნოდარ ბასილაშვილი "პრაიმთაიმთან" ინტერვიუში საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:47

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: "მხარდაჭერას ვუცხადებ"

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო დატრიალებულ ამბებს ეხმაურება.

დღეს, 03:25

ვერნერმა თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

როგორც მოგეხსენებათ, "მაინცთან" შეხვედრაში "ლაიპციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 00:50

"ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან კლატენბურგი ხელს ვეღარ შეგვიშლის", - მადრიდის მერი

მადრიდის მერმა და "ატლეტიკოს" მხურვალე გულშემატკივარმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:37

რა თანხას მიიღებენ რეალის მოთამაშეები ჯილდოს სახით ორი ტიტულის მოგების შემთხვევაში?

Marca-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგების შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსი ელოდებათ.

გუშინ, 23:59

"ფირმინოს ის ვერ ამოაგდებს", - ჰარგრივზი ლივერპულის პოტენციური ახალწვეულის შესახებ

ყოფილმა ინგლისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა ისაუბრა "ლივერპულის" პოტენციური შენაძენის,

გუშინ, 23:46

ლივერპული-ატლეტიკოს საპასუხო მატჩმა 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Sunday Times-მა გამოიკვლია, თუ რა გავლენა მოახდინა "ლივერპულისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელებაზე.

გუშინ, 23:32

ბეკენბაუერი: "ბუნდესლიგა აღარ უნდა შეწყდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:15

"ის ბოლომდე ჩემი ერთადერთი შვილის დედად დარჩება" - ბასილაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს

დღევანდელ სკანდალთან დაკავშირებით, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 22:56

"ჩელსის გასახდელში მე და აზარმა რეალში თამაშზე ვისაუბრეთ", - კურტუა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:45

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბარსელონაში გადადის", - ლაუტაროს ექს-კლუბის პრეზიდენტი

არგენტინული "რასინგის" პრეზიდენტის აზრით, ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" გადავა.

გუშინ, 22:36

"ფული ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის", - ინტერის ექს-დირექტორი მესის არშემდგარ ტრანსფერზე

"ინტერის" ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 21:45

ბარსელონას ფეხბურთელი, რომლის ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვაზეც ინტერი თანახმაა

მოგეხსენებათ, "ბარსელონას" "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის დამატება უნდა.

გუშინ, 21:35

მოურინიო: "მხოლოდ მოგების შემდეგ ვტირი, პირველად ეს 2009 წელს მოხდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:30

ლაუტარომ ინტერი უარით გაისტუმრა, ბარსელონაში ტრანსფერი ახლოვდება

"ინტერის" თავდამსხმელი, ლაუტარო მარტინესი მილანური კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:49

იუვენტუსი მზადაა იგუაინი გაყიდოს და ფასიც დაადო

"იუვენტუსი" მზადაა ზაფხულში თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი გაყიდოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10