» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი


ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

„ალისონი - მეკარეების ლეო მესია. მას ლიონელის მსგავსი მენტალობა გააჩნია. ეს არის მეკარე, რომელსაც შეუძლია, ეპოქის სიმბოლოდ იქცეს.“ – რობერტო ნეგრისოლო, „რომას“ მეკარეების ყოფილი მწვრთნელი.

როცა საუბარი „ლივერპულსა“ და ფარაონებზე იწყება, პირველი თავში მოჰამედ სალაჰი მოდის. მაგრამ, არის კიდევ ერთი, ალისონ ბეკერი, რომლის მეორე სახელიც, მამის სურვილით, რამზესი გახდა, სწორედ ეგვიპტეს დიდებული ფარაონის საპატივცემლოდ. მეკარის პირველი სახელიც ისტორიას უკავშირდება - ნაკლებად ლეგენდარულს, მაგრამ მაინც სამეფოს. უკვე პროფესიონალური ფეხბურთელობის ჟამს, ალისონი (ეს სახელი მას დედამ დაარქვა) თავის მეგობარ გოგონასთან ერთად დისნეილენდში წავიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ ამერიკაში, ალისონი - ქალის სახელია. ეს მაშინ გაირკვა, როცა ატრაქციონებზე სახელების გამოცხადებისას, ორჯერ, ძალიან გამოკვეთილად, პრინცესა ალისონი დაპატიჟეს.

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

მაგრამ, დავბრუნდეთ ცოტა უკან. მეკარის პროფესია ალისონს ალბათ თავიდანვე ჰქონდა დაბედებული. საქმე სულაც არაა იმაში, რომ ხუთი წლით უფროს ძმასთან და მის თანატოლებთან თამაშისას, ალისონს ფაქტობრივად არ ჰქონდა შანსი, რომ სხვა პოზიციაზე ეთამაშა. ყველაფერი უფრო სიღრმისეულია, კერძოდ კი გენეტიკური: ფეხბურთელის ბაბუა და მამა მეკარე-ფეხბურთელები იყვნენ, დედა კი იმავე პოზიციაზე ხელბურთს თამაშობდა. ძმა მურიელიც ასევე „საგვარეულოს საქმიანობით“ იყო დაკავებული - მეტიც, სწორედ ის იყო ალისონის პირველი კონკურენტი, „ინტერნასიონალის“ ძირითად შემადგენლობისთვის ბრძოლაში.

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

თავიდან, ბუნებრივია, ალისონი უბრალოდ მურიელის დუბლიორის როლზე აცხადებდა პრეტენზიას. თავის პირველ სეზონში ამ უფლებისთვის ის ვიღაც აგენორს ებრძოდა, მეორე სეზონში კი გუნდში დიდა მოვიდა. სწორედ ის დიდა, მსოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და „მილანის“ ლეგენდა. ნელსონის დამსახურებით, უმცროსმა ბეკერმა პენალტის მოგერიებაში საგრძნობლად მოუმატა: „ჩემი სამზადისი ტრიადას ეყრდნობა: ვარჯიში, სწავლება და ინსტინქტები. ყველაფერი მომენტზეა დამოკიდებული. წინ ორი შესანიშნავი მაგალითი მქონდა: ტაფარელი და დიდა.

მაღალ, შავგვრემან და ცისფერთვალება ალისონს, რომელიც გიტარაზეც შესანიშნავად უკრავდა, სულ სხვა გზით შეეძლო წასვლა, ფეხბურთში საქმე რომ სათანადოდ არ გამოსვლოდა. მას, როგორც ცნობილ და სიმპათიურ მეკარეს, მოდელობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და ფეხბურთზე კონცენტრირება ამჯობინა.

უკვე 22 წლის ასაკში, რამზესმა „ინტერნასიონალის“ ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც ერთი წლის შემდეგ კაპიტანი გახდა. სულ მალე, ის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და უკვე ერთ წელიწადში, მან „პენტაკამპეონების“ კარი დაიცვა არგენტინასთან პრინციპულ შეხვედრაში. თუმცა, ალისონი ნაკრებში ყველას გულიანად ნამდვილად არ მიუღია. კერძოდ, ერთ-ერთი ბრაზილიელი ტელეექსპერტი, ნეტო ამტკიცებდა, ის გუნდში უფრო ცისფერი თვალების გამო მოხვდა, ვიდრე ნიჭისო.

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეტო ვარაუდობდა: „თუ ტიტე ბეკერის დაყენებას გააგრძელებს, მუნდიალიდან სახლში დაბრუნებისას მას მსოფლიო ჩემპიონობის აღნიშვნა კი არა, სამი ბოთლი არყის დალევა მოუწევს.“

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

2016 წლის ზაფხულში ალისონი ევროპაში, ბრაზილიის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელის რანგში გადაბარგდა და „რომას“ პირველი მეკარე უნდა გამხდარიყო, რამეთუ „მგლებმა“ მასში რვა მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა, რომაელებმა პარალელურად „არსენალთან“ ვოიცეხ შესნის იჯარაც კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, ასე რომ ალისონს სათასო დაპირისპირებებითა და ევროპა ლიგით მოუხდა კმაყოფა.

„მწვრთნელის გადაწყვეტილებებით საკმაოდ ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მწვრთნელთან წასვლა და რაიმეს შეჩივლება მერიდებოდა. მან უმაღლესი დონის ორ გოლკიპერს შორის მიიღო გადაწყვეტილება და მე სათასო მატჩები მომიჩინა. სპალეტი შესნის ენდობოდა, რადგან მან იტალიაში თავისი პირველი სეზონი სათანადო დონეზე ჩაატარა. მოდი ასე ვთქვათ, ამ სიტუაციაში მოთმინება ვისწავლე.“ - იხსენებდა მოგვიანებით ბრაზილიელი.

ასეთი მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, არსებობდა ნაკრებში ადგილის დაკარგვის რისკიც, მითუმეტეს, რომ ბრაზილიაში უფრო და უფრო ხშირად ისმოდა ედერსონზე ფსონის გაკეთების მოწოდებები. ამიტომ, ალისონი „რომას“ დატოვების წინააღმდეგი არ იყო. თუმცა რომაელებმა ვოიცეხ შესნი თავისთან ვერ დაიტოვეს და ალისონი „მგლების“ პირველ ნომრად იქცა.

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

შემდეგ კი იყო ფენომენალური 2017/18-წლების სეზონი, რომელშიც ალისონი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარემდე გაიზარდა. 155 სეივი ყველა ტურნირზე (ტოპ-5 ჩემპიონატებში ამაზე მეტი მხოლოდ „ვერონას“ ნიკოლასს ჰქონდა) და სეივების პროცენტულობით მესამე საუკეთესო მაჩვენებელი (79.6%, დავიდ დე ხეას 80.28% და იან ობლაკის 82.68%-ს შემდეგ). ამას დამატებული კიდევ 22 მშრალი მატჩი - შთამბეჭდავი ციფრებია, არა?

მაგრამ, ამ ციფრებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რაც „რომამ“ საფეხბურთო მოედანზე გააკეთა. კერძოდ, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა. „ატლეტიკოსთან“, „ჩელსისთან“ და „ყარაბაღთან“ ჯგუფის მოგების შემდეგ, რომაელები „შახტარს“ (1:2, 1:0) და „ბარსელონას“ (1:4, 3:0) გაცდნენ, შემდეგ კი „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ 5:0-ს აგებდნენ, თუმცა სხვაობა 3-მდე შეამცირეს და 2:5 დამარცხდნენ. სახლში, „მგლებს“ დაძაბულ ბრძოლაში საქმის ექსტრა-ტაიმამდე გადაყვანამდე ცოტა დააკლდათ - 4:2.

იმ კამპანიის შედეგად, „რომას“ მეკარე სეზონის საუკეთესოდ დასახელდა. არც ისე ცუდი შედეგია ბიჭისთვის, რომელიც სულ ახლახანს გუნდის დატოვებას აპირებდა, არა?

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

ალისონს „ლივერპულს“ ჯერ კიდევ შუა სეზონში უკავშირებდნენ, მაგრამ აშკარა იყო, რომ „რომა“ ბოლომდე ივაჭრებდა. რომაელებს ხელს აძლევდა „რეალის“ ინტერესი (გარკვეულ პერიოდში მისი მადრიდულ გრანდში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავი იყო) და „ჩელსის“ და „პსჟ-ს“ დაკვირვებაც. მეორე მხრივ, „ლივერპულიდან“ წასვლას არ ჩქარობდა ლორის კარიუსი, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგებინა. კლოპი მასზე ფსონის გაკეთებას თითქოს კიდევ ერთ სეზონში აპირებდა, მაგრამ გერმანელმა წინასასეზონო მომზადების დროს გამართულ ამხანაგურ მატჩშიც უხეში შეცდომა დაუშვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ლივერპულმა“, როგორც მანამდე ვან დეიკის შემთხვევაში, გარისკა და გარისკა მსხვილად. 2018 წლის ივლისში „წითლებმა“ ალისონში იმდროისთვის სარეკორდო 67 მლნ ფუნტი გაისროლეს, რამაც ბრაზილიელი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცია - თუ,ცა, არც ისე დიდი ხნით, რამეთუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, „ჩელსიმ“ „ბილბაოს“ კეპა არისაბალაგაში 71 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ზაფხულში კი, ალისონი, იმ ნეტოს ჯინაზე, ბრაზილიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო მუუნდიალზე, რომლის მოგებაც პენტაკამპეონებმა ვერ მოახერხეს, მაგრამ მეკარის მიმართ პრეტენზია არავის გასჩნია. უცნობია, რას სვამდა ტიტე სახლში დაბრუნებისას თვითმფრინავში, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნებოდა ის სამი ბოთლი არაყი, რომელსაც ტელეექსპერტი ვარაუდობდა.

ერთი წლის შემდეგ, ბრაზილიამ კოპა ამერიკა 2019 მოიგო, ალისონი კი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

პირველად კარიერაში, ალისონი მოხვდა გუნდში, სადაც მასზე ფსონს როგორც პირველ მეკარეზე აკეთებდნენ და ბრაზილიელმა არავინ დააღალატა. თავის პირველივე სეზონში, მან „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო ყველაზე მეტი მშრალად შენახული მატჩისთვის - 21, ედერსონის 20-ს წინააღმდეგ. ედვინ ვან დერ სართან ერთად, ეს ტურნირის მეორე საუკეთესო შედეგია, პირველი ადგილი კი პეტრ ჩეხს უკავია, რომელმაც „ჩელსიში“ თამაშისას ერთ სეზონში კარი მშრალად 24-ჯერ შეინახა.

თუმცა, ასეთი გმირობებიც კი არასაკმარისი აღმოჩნდა „ლივერპულისთვის“. გუნდმა პრემიერ ლიგაში 97 ქულა დააგროვა, პარალელურად კი „სიტიმ“ 98 მოიპოვა და ჩემპიონიც გახდა.

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

მეორე მხრივ კი, „წითლები“ ისტორიაში მეექვსედ გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. ამჯერად, ფინალში გუნდი „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და ალისონმა კარი კვლავ მშრალად შეინახა - 2:0. სეზონის შედეგად, ბრაზილიელი არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, არამედ, პირველად ისტორიაში, ახალი დაწესებული, ლევ იაშინის საპატივცემლო ჯილდოც მოიპოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იუვენტუსმა ბარსელონას სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

დღეს, 21:31

400! - ნოიერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

"ბაიერნის" მეკარე, მანუელ ნოიერი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 21:26

ფოტო: რონალდუს ახალი უჩვეულო ვარცხნილობა

"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების შემტვემა, კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა.

დღეს, 21:22

კიმიხის გენიალური გოლი დორტმუნდის კარში [VIDEO]

„სიგნალ იდუნა პარკზე“ ბუნდესლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობს.

დღეს, 21:21

ჩელსიმ სანჩოს ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

მოგეხსენებათ, "ჩელსი" "დორტმუნდის" გარემარბის, ჯეიდონ სანჩოს ყიდვას გეგმავს.

დღეს, 21:17

ნეიმარი მზადაა ბარსელონას გამო დათმობაზე წავიდეს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე კვლავ დაფიქრდა.

დღეს, 21:13

დიბალამ და პიანიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი იუარეს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იუარეს.

დღეს, 20:03

ESPN: შეთანხმება ახლოსაა, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 19:53

იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების თარიღი ცნობილია

ცნობილი გახდა, თუ რამდენ ხანს იუქმებს "მილანის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო.

დღეს, 19:31

ორი მიზეზი, რომელიც პოგბას იუვენტუსში ტრანსფერს უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

დღეს, 19:26

ალაბას ზღაპრული შეთავაზება გაუმზადეს

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მცველ დავიდ ალაბას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

დღეს, 19:21

მილანს იოვიჩი სურს, რეალის პოზიცია ცნობილია

"რეალის" ფორვარდი, ლუკა იოვიჩი იჯარის წესით შესაძლოა "მილანში" გადავიდეს, წერენ იტალიურ პრესაში.

დღეს, 19:17

"მანჩესტერი დე ხეას სკამზე დასმას ვერ გაბედავს", - ჰისლოპი

"ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, შაკა ჰისლოპმა დავიდ დე ხეას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:12

"ვიცოდით, რომ მილანი ლივერპულზე ძლიერი იყო", - კარაგერმა სტამბულის ფინალი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა

დღეს, 18:58

მთელი ზაფხული ლაზარეთში? - ზლატანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქუსლის ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ჩანდა.

დღეს, 18:11

ტრაორეს პრემიერ ლიგაში სერიოზული მსურველი ჰყავს

Daily Mail-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს თანახმად, "ვულვერჰემპტონის" ლიდერს, ადამა ტრაორეს სერიოზული მსურველი ჰყავს.

დღეს, 17:56

ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ჩაიშალა

ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი აღარ განახლდება.

დღეს, 17:47

"მახსოვს, თუ როგორ აწამებდა 17-წლის რონალდუ ოშის", - სილვესტრი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, მიქაელ სილვესტრმა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი გაიხსენა:

დღეს, 17:35

მიზეზი, რის გამოც გრიზმანი კოუტინიოს გაყიდვას მოუთმენლად ელის

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის მომენტში,

დღეს, 17:25

მანჩესტერი გამოირიცხა, ალეგრი ახალ გუნდს უახლოვდება

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მასიმილიანო ალეგრისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 17:09

რონალდუ: "ჩემზე სრულყოფილი ფეხბურთელი ისტორიაში არავინ ყოფილა"

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი საკუთარი თავის ქებას არ ივიწყებს.

დღეს, 16:01

რეალს ლევანდოვსკის მიზერული თანხის სანაცვლოდ შეეძლო

რობერტ ლევანდოვსკისადმი ინტერესს მადრიდის „რეალს“ მრავალი წლის მანძილზე აწერდნენ, თუმცა ყველაზე რეალური შანსი „ბლანკოსმა“ 2013 წელს გაუშვა.

დღეს, 15:57

ბუნდესლიგის 28-ე ტური - დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი საჩემპიონო ბრძოლა

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათიდან მაყურებელს ელის ბუნდესლიგის ოთხი შეხვედრა.

დღეს, 15:53

ფლიკი: "ჰოლანდის ლევანდოვსკისთან შედარება ჯერ ძალიან ნაადრევია"

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

დღეს, 15:53

ბეილი: "ვერ ვხვდები, რატომ არის ჩემი გოლფისადმი სიყვარული ვინმესთვის პრობლემა"

მადრიდის „რეალის“ და უელსის ნაკრების შემტევმა, გარეტ ბეილმა, გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ ბევრი ადამიანი მის გოლფით გატაცებას ნეგატიურად აფასებს.

დღეს, 15:42

ზიდანისთვის ვან დე ბეეკი კვლავ სარეზერვო ვარიანტია - ფრანგს სხვა ფეხბურთელი სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „აიაქსის“ შუახაზელთან, დონი ვან დე ბეეკთან კავშირს ინარჩუნებს.

დღეს, 15:39

მილანი იბრაჰიმოვიჩის ტრავმაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

იტალიურმა „მილანმა“, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მიღებული ტრავმის შესახებ ინფორმაცია განათავსა.

დღეს, 15:36

არც ბათუმი, არც თბილისი - ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება

რამდენიმე დღეა, ჯანო ანანიძის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს, 13:37

ჰენდერსონმა ბალაკს უპასუხა და ვან დეიკი დაიცვა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა ვირჯილ ვან დეიკის თამაშის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა.

დღეს, 13:23
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10