» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი


ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

„ბავშვობიდანვე ჩანდა, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია, რომელიც თავისზე გაცილებით უფროს ბიჭებთანაც გამოირჩეოდა, ხოლო მისი ბავშვური გუნდის თამაშებზე, სკაუტების შენიშვნაც საკმაოდ ხშირად შეიძლებოდა.“ - ასეთ ისტორიებს საკმაოდ ხშირად მოისმენთ, თანაც სხვადასხვა ფეხბრუთელებზე. მაგრამ, მათ კატეგორიას არ მიეკუთვნება ვირჯილ ვან დეიკი, რომელიც 2019 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მეორე ადგილს დასჯერდა და ლეო მესისთან დამარცხდა.

12 წელი უკან რომ გადავახვიოთ, ტილბურგში მოვხვდებით. იქ, „ვილემ 2-ის“ ბავშვთა გუნდში, საშუალო დონის მარჯვენა მცველი თამაშობს. არაფრით გამორჩეული, უბრალოდ დაცვის ცენტრში სათამაშოდ ის არასაკმარისად კარგია. არც მაღალია - მასზე სამი წლით უმცროსი მისივე ძმაც კი მასზე მაღალი იყო. მოკლედ, თამაშობს და ითამაშოს, მაგრამ მისგან რაღაც განსაკუთრებულის დალოდებას აზრი არ აქვს.

ალისონ ბეკერი: მეკარეების მესი

ვან დეიკის სწრაფი ნახტომი 2008 წლის ზაფხულში შედგა, როცა 17 წელი შეუსრულდა. მაშინ, მან ტანი სწრაფად აიყარა - არც მეტი და არც ნაკლები, 17 სანტიმეტრით. თუმცა, სათამაშო თვალსაზრისით ამხელა ნახტომი ახლოსაც არ ყოფილა. ვირჯილი 2010 წლამდე „ვილემ 2-ის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. შემდეგ კი, კლუბში გატარებული 10 წლის შემდეგ, სრულიად უფასოდ წავიდა.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

უცნობია, რა დაინახა ვან დეიკში „გრონინგენის“ სკაუტმა, მარტინ კუმანმა (რონალდის მამამ), მაგრამ მისი რჩევით, ვირჯილი „თეთრ-მწვანე არმიის“ ფეხბურთელი გახდა. თუ მშობლიური ბრედადან ტილბურგამდე სულ რაღაც 30 კილომეტრი იყო, გრონინგენი 180 კილომეტრის მოშორებით მდებარობს. ცხოვრებაში პირველად, ვან დეიკს მარტო მოუწია ცხოვრება. ტრანსფერიდან სულ მალე, ვირჯილმა მანქანის მართვის შესწავლა დაიწყო - იქამდე კი, ვარჯიშებზე ველოსიპედით დადიოდა.

20 წლის იუბილემდე რამდენიმე თვით ადრე, „გრონინგენის“ პირველ გუნდში მისი დებიუტი, „დენ ჰააგთან“ მატჩში შედგა. მის მიერ იმ სეზონში ჩატარებული ხუთი მატჩიდან, სამი სწორედ „დენ ჰააგთან“ მატჩებზე მოდის. 2011 წლის მაისის ბოლოს, „გრონინგენი“ მათ ევროპა ლიგის პლეი-ოფისთვის ებრძოდა. პირველ მატჩში, ვირჯილი მოედანზე მეორე ტაიმში, 0:1-ზე გამოვიდა, რათა დაცვა გაეძლიერებინა, მაგრამ ეს ნაკლებად გამოუვიდა - გუნდი 1:5 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, პიტერ ჰეისტრამ ვან დეიკი საპასუხო მატჩზე ძირითადში დააყენა. ტიმ მატავჟმა დუშან ტადიჩის პასით „გრონინგენი“ წინ გაიყვანა, მაგრამ სულ მალე „დენ ჰააგმა“ ანგარიში ვან დეიკის შეცდომის გამო გაათანაბრა. მეორე ნახევარში უკვე თავად ვირჯილმა ორი გოლი შეაგდო, კიდევ თითო-თითოჯერ კი თავი ლეანდრო ბაკუნამ და იმავე მატავჟმა გამოიჩინეს. ანგარიში კვლავ 5:1 იყო, მაგრამ ამჯერად „გრონინგენის“ სასარგებლოდ. თუმცა, პენალტების სერიაში თეთრ-მწვანეებმა ორი ბურთი გააცუდეს და 3:4 დამარცხდნენ.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

ყოველდღიური 9-საათიანი მგზავრობა და თავდაუზოგავი შრომა: სალაჰის გზა ლივერპულამდე

ერთი წლის შემდეგ, ვირჯილი „გრონინგენის“ უკვე მნიშვნელოვანი წევრი იყო, როცა პირველ აპრილს საავადმყოფოში მოხვდა. სახუმარო საქმე ნამდვილად არ ყოფილა: აპენდიქსის და თირკმელების პრობლემის გამო, მან ჰოსპიტალში 13 ღამე გაატარა და რაღაც ანდერძის მაგვარის დაწერაც მოასწრო. 10 დღე ის ვერც კი დადიოდა, ხოლო როცა ნელ-ნელა ფეხი გადადგა, 10 მეტრის გავლაც დიდ შრომას უკავშირდებოდა.

შემდეგი სეზონი ვან დეიკმა „გრონინგენში“ კარგ დონეზე ჩაატარა, ზაფხულში კი კლუბის შეცვლის საკითხი დადგა. ამბობენ, რომ ვირჯილს „აიაქსს“ სთავაზობდნენ, მაგრამ ამსტერდამელთა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, მაიკ ვან დენ ჰოორნზე გადაწყვიტა არჩევნის გაკეთება, რომელიც ახლა „სუონსიში“ თამაშობს.

იყო „ბრაიტონის“, „კრასნოდარის“ და „მეტალისტის“ ვარიანტებიც. ამბობენ, ხარკოველებმა 3-მილიონიანი ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და თავად ფეხბურთელიც არ იყო უკრაინაში გადაბარგების წინააღმდეგი. მაგრამ, შემდეგ „სელტიკის“ ვარიანტი გამოჩნდა და ვირჯილმა შოტლანდიაში გადასვლა ამჯობინა, რადგან იქიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში აღმოჩენა გაცილებით ადვილია, რომელში თამაშზეც ის სულ ოცნებობდა. „მეტალისტი“ კი როდრიგო მოლედოთი შემოიფარგლა.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

ვან დეიკის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ვერ გამოდგა. „სელტიკი“ კარაგანდაში ადგილობრივ „შახტართან“ (0:2) დამარცხდა, რის შემდეგაც ყაზახებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდეს, როცა გახარებულებმა ცხვარი მოედანზევე დაკლეს. გლაზგოში „კელტებმა“ თავისი მაინც გაიტანეს (3:0) და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ, სადაც ბედმა ისინი „მილანს“, „ბარსელონას“ და „აიაქსს“ შეახვედრა. გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ერთი სასიამოვნო მომენტი მოგონებაში მაინც დაიტოვა: საშინაო გამარჯვება „აიაქსთან“, რომელმაც, რამდენიმე თვით ადრე, ვირჯილი დაიწუნა.

შოტლანდიაში მოპოვებული ორი ჩემპიონობისა და ლიგის თასის შემდეგ, ვან დეიკისთვის წინსვლის დრო დადგა. და კვლავაც, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი კუმანმა შეასრულა: ამჯერად რონალდმა ის პრემიერ ლიგაში, „საუთჰემპტონში“ წაიყვანა. ტრანსფერი „წმინდანებს“ 15.7 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

უკვე „სოტონის“ ფეხბურთელობისას შედგა ვირჯილის დებიუტი ნიდერლანდების ნაკრებში, 2016 წელს, ყაზახეთთან შეხვედრაში (2:1). ფეხბურთელი მაშინ უკვე 24 წლის იყო. კონტრასტისთვის, „სტაფილოსფერთა“ რიგებში ვან დეიკის დაცვის პარტნიორი, მატეის დე ლიგტი, 24 წლის როცა იქნება, ნაკრებში თამაშის უკვე შვიდწლიანი გამოცდილება გაუმაგრებს ზურგს.

„საუთჰემპტონში“ ჰოლანდიელს გასაქანად დრო არ დასჭირდა. შეგვიძლია WhoScored-ის რეიტინგს სკეპტიკურად მოვეპყროთ, მაგრამ პირველ 18 მატჩში ეს პორტალი საუკეთესო ფეხბურთელად გამუდმებით ვან დეიკს ასახელებდა. მაშინ იშვა საუბრები იმაზე, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გააძლიეროს, თუმცა, თემა ამ საუბრებს არ გასცდა. ფეხბურთელი „სენტ-მერიზე“ დარჩა და პროგრესი განაგრძო. ვარდნები, ჩაჭრები, ბლოკები, საჰაერო ორთაბრძოლები - ეს ყველაფერი ვირჯილმა უმაღლეს დონემდე განავითარა და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის წოდებაც დაისაკუთხა.

2016 წლის ბოლოსთვის, პრესაში აქტიურად იწერებოდა ვან დეიკისადმი ინტერესზე, „ჩელსის“, „ლივერპულის“, „მან.სიტის“ და „ბარსელონას“ მხრიდანაც კი. ყველაზე მეტი საუბრები „ქალაქელებს“ უკავშირდებოდა - პრესა იმდენად იყო აჭრელებული, რომ „საუთჰემპტონში“ მას „სეკრეტ სანტამ“ „სიტის“ მაისურიც კი აჩუქა.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

ტრანსფერი არ შედგა, სეზონის ბოლოს კი ავანსცენაზე „ლივერპული“ გამოჩნდა, რომელიც ვირჯილში თავისი დაცვის პრობლემების გადაჭრის გზას ხედავდა. „წითლები“ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს „საუთჰემპტონისგან“ მალულად აწარმოებდნენ და ამით განრისხებულმა „სოტონმა“ პრემიერ ლიგასაც კი შესჩივლა. „ლივერპულს“ ბოდიშის მოხდა სახალხოდ მოუწია, რამაც ტრანსფერის საუბრები ჩააცხრო.

მთელი ეს ისტორია ვან დეიკის ტრავმის ფონზე ხდებოდა, რომლის გამოც ის იანვრიდან ვერ თამაშობდა. ამიტომ, როცა ჰოლანდიელი სექტემბერში მოედანზე დაბრუნდა, ის პროტესტების წამოწყებას არც აპირებდა და თამაშისგან სიამოვნების მიღება სურდა.

ხანგრძლივმა უთამაშებლობამ პოტენციური მსურველები ვერ შეაშინა“ 2017 წლის დეკემბერში, The Telegraph წერდა, რომ „მანჩესტერ სიტი” ფეხბურთლის 60 მილიონ ფუნტად შეძენასთანაა ახლოს. ზაფხულში, ამ გამოცემის ჟურნალისტმა, დეივ ო’კონელმა შემდეგი რამ დაწერა: „სიმართლე გითხრათ, პრესის საუბრების გამო, ხალხი ფიქრობს, რომ ვან დეიკი იმაზე უკეთესია, ვიდრე რეალურად არის. ის კარგი მცველია, მაგრამ საუბარია წარმოუდგენელ თანხებზე.“

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონის“ ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ალტერნატიულ ვარიანტს მიმართა - აიმერიკ ლაპორტს, რომელიც გუნდმა „ბილბაოდან“ 57 მილიონ ფუნტად გადაიბირა.

„ლივერპული“, რომელზე მეტიც ტოპ-6 გუნდებიდან მხოლოდ „არსენალს“ ჰქონდა გაშვებული, ვან დეიკს მიუბრუნდა. „საუთჰემპტონი“ დათმობაზე მაინც არ წავიდა და „წითლებს“ მისი გამოსასყიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ, რამაც 2018 წლის ზამთარში ვან დეიკი ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცია.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

მასში ჩადებული ფულის ამოღება ჰოლანდიელმა ეგრევე დაიწყო. მისი დებიუტი „ევერტონთან“ ინგლისის თასის მესამე რაუნდში შედგა, რომელშიც მან გამარჯვების გოლის გატანა შეძლო (2:1). მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვირჯილმა არეული დაცვა დაალაგა. თუ ადრე მეტოქეები საკმაოდ ხშირად მერსისაიდელთა მცველებს ასულელებდნენ, ვან დეიკის ტრანსფერის შემდეგ, წითლებმა პრემიერ ლიგის 14 მატჩში მხოლოდ 9 გოლი გაუშვეს (7 მათგანში გუნდმა კარი საერთოდ მშრალად შეინახა).

სადიო მანე: სენეგალის სოფლიდან გაქცევის მცდელობიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე

იმავე სეზონში, „ლივერპული“, თავის ახალწვეულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, სადაც „რეალთან“ დამარცხდა - 1:3.

ერთი წლის შემდეგ, გუნდი ევროტურნირის ფინალამდე კვლავ მიაღწია და ამჯერად უკვე იმარჯვა - „ტოტენჰემთან“ 2:0. ვან დეიკი გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვილემ 2-სა და აიაქსის მიერ დაწუნებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ვირჯილ ვან დეიკი

პრემიერ ლიგაში „წითლებმა“ ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს - 38 მატჩში მხოლოდ 22 და 97 ქულა დააგროვეს, მაგრამ „სიტი“ კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა და ჩემპიონი 98 ქულით გახდა. ვირჯილის როლს „ლივერპულში“ უფრო მეტად ის უსვამს ხაზს, რომ ის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს როგორც ფეხბურთელებმა, ისევე ჟურნალისტებმა.

გარდა ამისა, ვან დეიკი უეფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 2019 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კი ლეო მესის მიზერული შვიდი ქულით ჩამორჩა (679: 686). სუსტი ნუგეში მისთვის შესაძლოა გახდეს ის, რომ ვან დეიკმა გამოკითხვაში უფრო მეტი პირველი ადგილი მოიპოვა (69:61), მაგრამ ბრძოლას ქულათა საერთო რაოდენობა წყვეტს და არა პირველი ადგილების.

ასეა თუ ისე, არც ისე ცუდია, „ვილემ 2-ში“ ჩავარდნილი ფეხბურთელისთვის, არა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გოლი და ბრწყინვალე ასისტი - ბუდუს უნგრეთში კორონას შემდეგაც ვერ აჩერებენ [VIDEO]

უნგრეთის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "მოლ ფეჰერვარი" და "მეზოკოვეშდი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 21:45

"ყველაფერი რიგზეა", - მანჩესტერ იუნაიტედში კარგი სიახლეებია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ვარჯიშების განახლებაზე ისაუბრა.

დღეს, 21:42

"ამ ეტაპზე, პსჟ-ში საუკეთესო მარკინიოსია", - კლუბის ექს-ფეხბურთელი

"პსჟ"-ს ექს-ფეხბურთელმა, პაულო სეზარმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:38

იუვენტუსმა ბარსელონას სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ბარსელონა" "იუვენტუსის" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

დღეს, 21:31

400! - ნოიერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

"ბაიერნის" მეკარე, მანუელ ნოიერი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 21:26

ფოტო: რონალდუს ახალი უჩვეულო ვარცხნილობა

"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების შემტვემა, კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა.

დღეს, 21:22

კიმიხის გენიალური გოლი დორტმუნდის კარში [VIDEO]

„სიგნალ იდუნა პარკზე“ ბუნდესლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი მიმდინარეობს.

დღეს, 21:21

ჩელსიმ სანჩოს ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

მოგეხსენებათ, "ჩელსი" "დორტმუნდის" გარემარბის, ჯეიდონ სანჩოს ყიდვას გეგმავს.

დღეს, 21:17

ნეიმარი მზადაა ბარსელონას გამო დათმობაზე წავიდეს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე კვლავ დაფიქრდა.

დღეს, 21:13

დიბალამ და პიანიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი იუარეს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იუარეს.

დღეს, 20:03

ESPN: შეთანხმება ახლოსაა, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 19:53

იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების თარიღი ცნობილია

ცნობილი გახდა, თუ რამდენ ხანს იუქმებს "მილანის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო.

დღეს, 19:31

ორი მიზეზი, რომელიც პოგბას იუვენტუსში ტრანსფერს უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

დღეს, 19:26

ალაბას ზღაპრული შეთავაზება გაუმზადეს

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მცველ დავიდ ალაბას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

დღეს, 19:21

მილანს იოვიჩი სურს, რეალის პოზიცია ცნობილია

"რეალის" ფორვარდი, ლუკა იოვიჩი იჯარის წესით შესაძლოა "მილანში" გადავიდეს, წერენ იტალიურ პრესაში.

დღეს, 19:17

"მანჩესტერი დე ხეას სკამზე დასმას ვერ გაბედავს", - ჰისლოპი

"ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, შაკა ჰისლოპმა დავიდ დე ხეას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:12

"ვიცოდით, რომ მილანი ლივერპულზე ძლიერი იყო", - კარაგერმა სტამბულის ფინალი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა

დღეს, 18:58

მთელი ზაფხული ლაზარეთში? - ზლატანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქუსლის ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ჩანდა.

დღეს, 18:11

ტრაორეს პრემიერ ლიგაში სერიოზული მსურველი ჰყავს

Daily Mail-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს თანახმად, "ვულვერჰემპტონის" ლიდერს, ადამა ტრაორეს სერიოზული მსურველი ჰყავს.

დღეს, 17:56

ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ჩაიშალა

ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი აღარ განახლდება.

დღეს, 17:47

"მახსოვს, თუ როგორ აწამებდა 17-წლის რონალდუ ოშის", - სილვესტრი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, მიქაელ სილვესტრმა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი გაიხსენა:

დღეს, 17:35

მიზეზი, რის გამოც გრიზმანი კოუტინიოს გაყიდვას მოუთმენლად ელის

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის მომენტში,

დღეს, 17:25

მანჩესტერი გამოირიცხა, ალეგრი ახალ გუნდს უახლოვდება

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მასიმილიანო ალეგრისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 17:09

რონალდუ: "ჩემზე სრულყოფილი ფეხბურთელი ისტორიაში არავინ ყოფილა"

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი საკუთარი თავის ქებას არ ივიწყებს.

დღეს, 16:01

რეალს ლევანდოვსკის მიზერული თანხის სანაცვლოდ შეეძლო

რობერტ ლევანდოვსკისადმი ინტერესს მადრიდის „რეალს“ მრავალი წლის მანძილზე აწერდნენ, თუმცა ყველაზე რეალური შანსი „ბლანკოსმა“ 2013 წელს გაუშვა.

დღეს, 15:57

ბუნდესლიგის 28-ე ტური - დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი საჩემპიონო ბრძოლა

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათიდან მაყურებელს ელის ბუნდესლიგის ოთხი შეხვედრა.

დღეს, 15:53

ფლიკი: "ჰოლანდის ლევანდოვსკისთან შედარება ჯერ ძალიან ნაადრევია"

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

დღეს, 15:53

ბეილი: "ვერ ვხვდები, რატომ არის ჩემი გოლფისადმი სიყვარული ვინმესთვის პრობლემა"

მადრიდის „რეალის“ და უელსის ნაკრების შემტევმა, გარეტ ბეილმა, გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ ბევრი ადამიანი მის გოლფით გატაცებას ნეგატიურად აფასებს.

დღეს, 15:42

ზიდანისთვის ვან დე ბეეკი კვლავ სარეზერვო ვარიანტია - ფრანგს სხვა ფეხბურთელი სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „აიაქსის“ შუახაზელთან, დონი ვან დე ბეეკთან კავშირს ინარჩუნებს.

დღეს, 15:39

მილანი იბრაჰიმოვიჩის ტრავმაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

იტალიურმა „მილანმა“, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მიღებული ტრავმის შესახებ ინფორმაცია განათავსა.

დღეს, 15:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10