ავტორიზაცია

VIDEO: კვარაცხელიას ტოპ მატჩი - მაკრატელა, საგოლე გადაცემა და მატჩის MVP!

VIDEO: კვარაცხელიას ტოპ მატჩი - მაკრატელა, საგოლე გადაცემა და მატჩის MVP!
თარიღი 20 Jun 2020, 17:29
რუსეთის პრემიერ ლიგაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ურალსა" და ყაზანის "რუბინს" შორის.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, ხვიჩა კვარაცხელიამ მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში, კვარაცხელიამ მცველები გააცურა, საგოლე გადაცემა გააკეთა და "რუბინს" 1:2 მოაგებინა.

გასაკვირი არაა, რომ ქართველი ტალანტი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"რუბინის" კიდევ ერთი შემტევი ზურიკო დავითაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

23 ტურის შემდეგ, "რუბინს" 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.

კვარაცხელიას მაკრატელა


კვარაცხელიას ასისტი