» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს


ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ფეხბურთი ძალიან წარმატებული და ამავდროულად, თავისებური სპორტია. მისი არსებობის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს. განვიხილოთ 10 ყველაზე ცნობილი შემთხვევა.

10. ოლივიე ჟირუ და მარიო ბალოტელი

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ფრანგის შემთხვევაში ყველაფერი ძალიან კურიოზული და მოულოდნელი იყო. ევრო 2016-ს დაწყებამდე, იმდროისთვის „არსენალის“ ფორვარდს საფრანგეთის ნაკრებში 7 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და 7 გოლიც გაიტანა, მაგრამ გულშემატკივართა მხრიდან სტვენისა და ლანძღვის საგანი ხდებოდა. მიზეზი: კარიმ ბენზემა. გულშემატკივრები ნაკრებიდან „რეალის“ ცხრიანის მოკვეთას ჟირუს სტვენით აპროტესტებდნენ და ბენზემას დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა როგორც ვიცით, დიდიე დეშამი შეუპოვარი აღმოჩნდა და თავისი მაინც გაიტანა.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ჟირუ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდა და პრესაშიც ასეთი რამ თქვა: „ვიცი, რომ გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ კი არა, უბრალოდ ბენზემასკენ არიან.“

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

რაც შეეხება ბალოტელის - „სუპერ მარიოს“ პირველ წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ კარგი სტატისტიკა და მატჩები ჰქონდა - 36 მატჩი, 14 გოლი და ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის კარში გატანილი დუბლი. თუმცა, აპენინებზე საყვარელ ფეხბურთელად ის იმიტომ ვერ იქცა, რომ მასში იტალიური სისხლი არ არის. მისი ნამდვილი მშობლები განიდან არიან, იტალიის ტიფოზებს შორის კი ულტრა-მემარჯვენე გულშემატკივრები ჭარბობს. 2018 წელს, როდესაც მანჩინიმ ბალოტელი ნაკრებში დააბრუნა, ქომაგებმა ძველი დრო გაიხსენეს და ბანერიც გამოფინეს: „ჩემი კაპიტანი იტალიური სისხლის უნდა იყოს.“ ბალო სოციალურ ქსელში მათ ასე პასუხობდა: „მეგობრებო, 2018 წელია, საკმარისია.“ მაგრამ მათზე ამან არანაირი გავლენა არ იქონია.

9. ელ-ჰაჯი დიუფი

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ამ ფეხბურთელის ურთიერთობა „ლივერპულის“ ფეხბურთელებთან მას შემდეგ გაფუჭდა, რაც გაირკვა, რომ აფრიკელი, რომელიც გუნდმა 10 მილიონ ფუნტად შეიძინა, ყოველ მატჩში ბოლომდე დახარჯვას არ აპირებს და ზარმაცია. თანაც, დიუფს ერთი ცუდი თვისება დასჩემდა - ის იფურთხებოდა ყველას მიმართ, ვინც აღიზიანებდა. გულშემატკივრებიდან დაწყებული, მეტოქეებით დამთავრებული. პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მატჩში მან „მიდლსბროს“ 11 წლის გულშემატკივარსაც კი შეაფურთხა.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ამის გამო, ფეხბურთელი თავისივე თანაგუნდელებმა, სტივენ ჯერარდმა და ჯეიმი კარაგერმაც კი გააკრიტიკეს, რომლებსაც დიუფი დღემდე ვერ იტანს და სტივი ჯის „საკუთარ თავზე შეყვარებულ რასისტს“, კარაგერს კი „უსარგებლო ინდაურს“ ეძახის. „ლივერპულის“ ქომაგები ელ-ჰაჯის დღემდე ვერ იტანენ, რისი მაგალითიც სადიო მანემ საკუთარ თავზე გამსოცადა.

არც ისე დიდი ხნის წინ, მერსისაიდელთა ათიანმა ელ-ჰაჯი დიუფი თავის საყვარელ აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელა და საკუთარი მისამართით უამრავი ლანძღვის მოსმენა მოუწია.

8. ჯანლუიჯი დონარუმა

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

შემთხვევა, როცა ყველაფერი შენივე აგენტის ბრალია. ცნობილი სკანდალური აგენტის, მინო რაიოლას რჩევით, 2016-ში დონარუმამ „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რადგან მას გუნდის ფინანსური შემოთავაზება არ აკმაყოფილებდა. ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელის გადაბირება მაშინ ყველა ევროპულ ტოპ-კლუბს სურდა, ამიტომ რაიოლა თავისთვისაც კარგი ბონუსის გამოკვრას გეგმავდა.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ „მილანის“ ტიფოზებმა თავიანთი მცირეწლოვანი მეკარე პირდაპირი მნიშვნელობით ატირეს. გამოფინეს ბანერები წარწერით „დოლარუმა“ და „მოშორდი და შენი უსარგებლო უფროსი ძმაც“ გაიყოლე. საბოლოოდ, ჯიჯიომ ახალი კონტრაქტი მაინც გააფორმა და „მილანის“ გულშემატკივართა გულები დაიბრუნა. თუმცა, 2021 წელს მას კონტრაქტი ისევ უმთავრდება და არაა გამორიცხული, ყველაფერი დეჟავუს სახით განმეორდეს.

7. ჟერარ პიკე

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

„სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ“, - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ფარისეველი გამოთქმაა, რაც საკუთარ თავზე ესპანელმა ფეხბურთელმა გამოსცადა.

ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა და ამით „ფურია როხას“ მხარდამჭერები გადაიმტერა, რომლებიც ყველა მატჩის დაწყებისას პიკეს გამაყრუებლად უსტვენდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პიკემ, ცრემლნარევი თვალებით, 2018 წლის მუნდიალის დაწყებამდე ნაკრების დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, ტურნირი მაინც ჩაატარა, სადაც ესპანელები რუსეთთან სამარცხვინოდ გამოვარდნენ და მას შემდეგ, პიკეს ნაკრების მაისური აღარ მოურგია.

6. დიმიტრი პაიე

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 2015/16-წლებში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და ევროპის ჩემპიონატზეც გაიბრწყინა, სადაც საფრანგეთმა, საკუთარ კედლებში, ფინალამდე მისვლა მოახერხა, მაგრამ იქ პორტუგალიასთან დამარცხდა.

„ვესტ ჰემში“ თამაშისას, პაიემ გუნდის დატოვების სურვილი ღიად რამდენჯერმე გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე რამდენიმე თვით ადრე, გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამისათვის სათანადო ბონუსიც მიიღო. ბუნებრივია, ლონდონელები ამას არ ეპუებოდნენ, მაგრამ ფრანგმა უკადრებელი იკადრა და შემდეგი რამ თქვა: „თუ „ვესტ ჰემი“ გუნდიდან არ გამიშვებს, ჯვარედინ მყესებს გავიწყვეტ“.

რა თქმა უნდა, ეს გულშემატკივართა ზიზღშიც გამოისახა, რომლებმაც შექებისა და მხარდაჭერის სიმღერები „გუნდიდან წაეთრიე, პაიეთი“ შეცვალეს.

საბოლოოდ, დიმიტრი „მარსელში“ დაბრუნდა, სადაც იშვიათი გამონათებები ისევ აქვს, მაგრამ 2018 წლის ევროპა ლიგის ფინალში, ანუ სეზონის ბოლო მატჩში რეალური ტრავმა მიიღო, რომლის გამოც დიდიე დეშამმა ის ტრიუმფალურ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

5. გარეთ ბეილი

ბრიტანელისთვის მადრიდული კარიერა შესანიშნავად იწყებოდა - 2013 წელს ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, „რეალმა“ კი პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა, 12 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ბეილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა...

ხშირმა ტრავმიანობამ და შედეგად, უფეხბურთობამ, ბეილს სხვა გატაცება, გოლფი მოუტანა, რომელიც ხშირად მას ფეხბურთის თამაშშიც ხელს უშლის და გულშემატკივართა ბეილისადმი ზიზღშიც გამოისახა.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ყველაფერს ის დაემატა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ბეილმა უელსის ნაკრებთან ერთად, დროშით აღნიშნა, რომელსაც ეწერა: "უელსი, გოლფი, მადრიდი. ამ თანმიმდევრობით", ამან „რეალის" ქომაგებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და მათ ამ დროშის თავისი ვერსიით უპასუხეს.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

მანამდე კი, 2018 წელს, ფლორენტინო პერესი კრიშტიანუ რონალდუს შეელია და გუნდის ლიდერად გარეტ ბეილი დატოვა, თუმცა უელსელმა არათუ ლიდერობა ვერ ითავა, არამედ ურონალდუო გუნდშიც კი ვერ ახერხებდა ხშირად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას. „რეალის“ მატჩების ტრიბუნიდან თვალის დევნებისას კი სტადიონს ნაადრევად ტოვებდა, თუ თამაშობდა მოედანზე თითქმის არ ჩანდა, რამაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ გამაყრუებელი სტვენა გამოიწვია, როცა ის ბურთს წამიერად მაინც ეხებოდა. ეს მტრობა დღემდე გრძელდება, რადგან „ბლანკოსი“ ბეილს ვერაფრის დიდებით ვერ იშორებს.

4. დევიდ ბექჰემი

თითქოს, რით არ უნდა მოაწონოს ლეგენდარულმა ინგლისელმა თავისი გუნდის გულშემატკივრებს? მაგრამ, ასეთი ორი შემთხვევა იყო.

1998 წლის მუნდიალზე, არგენტინა-ინგლისის მატჩში, ბექჰემი დიეგო სიმეონეს პროვოკაციას წამოეგო და მოედნიდან გააძევეს, „სამი ლომი“ კი ტურნირს პენალტების სერიაში გამოეთიშა. შედეგად, საკუთარ ქვეყანაში ბექჰემი განტევების ვაცად აქციეს და ყველანაირი წარუმატებლობა მას დააბრალეს. მისი კრიტიკისგან და ლანძღვისგან თავს მისივე გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებიც კი არ იკავებდნენ თავს.



მეორე შემთხვევა კი უკვე მაშინ მოხდა, როცა ბექსი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ ღირსებას იცავდა. სეზონის დასრულებისას, ის „მილანში“ იჯარით გადაბარგდა, სადაც ყოფნა იმდენად მოეწონა, რომ თავის გუნდში სეზონის დაწყების მიუხედავად არ ბრუნდებოდა და 17 მატჩიც გამოტოვა. დაბრუნებულ ბექჰემს ქომაგებმა ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს. დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩის შესვენებაზე, საქმე ქომაგსა და ბექსის შორის ლამის ჩხუბამდეც მივიდა. ინგლისელს ათასგვარი ბანერები გამოუფინეს, დაქირავებულ მონას უწოდებდნენ და ა.შ.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

თუმცა მას ეს არ ადარდებდა და შემდეგ სეზონში ისევ იჯარით, ისევ „მილანში“ წავიდა. მაგრამ, ამჯერად დროულად დაბრუნდა, გულშემატკივრებმა კი ნელ-ნელა ეს ამბავი მიივიწყეს და ბექჰემსაც აპატიეს.

3. მაურო იკარდი

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

24 წლის ასაკისთვის არგენტინელ ფორვარდს „ინტერის“ მაისურით 100-მდე გოლი ჰქონდა გატანილი, გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო და კაპიტნის სამკლაურსაც დამსახურებლად ატარებდა. თუმცა, თავის ავტობიოგრაფიაში შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი ისტორია გამოააშკარავა: „წაგების შემდეგ, საკუთარი მაისური ტრიბუნაზე მჯდომ ერთ-ერთ მცირეწლოვან გულშემატკივარს ვაჩუქე, თუმცა ერთ-ერთმა ქომაგმა ის გამოართვა და უკან მესროლა.“ მაურო წერს, რომ მასთან კონფლიქტში ჩაება, რის გამოც თავის თანაგუნდელებს შორის ნამდვილ გმირად იქცა.

ინტერის“ უმსხვილესმა ფან-დაჯგუფებამ, Curva Nord-მა, ამ და სხვა რამდენიმე მის წიგნში დაწერილ ისტორიას სიცრუეა უწოდა. „ვითხოვთ, რომ შენ, ჯამბაზო, კაპიტნის სამკლაური მოიხსნა.“ - მოუწოდებდნენ იკარდის ქომაგები ბანერებით.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

იკარდი დაჯგუფებასთან უკან დახევას არ აპირებდა და საქმის გარჩევაზე თავისი არგენტინელი მეგობრების ჩამოყვანას პირდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მილანის ქუჩებშიც გამოჩნდა ბანერები: „ჩვენ აქ ვართ! როდის ჩამოვლენ შენი არგენტინელი მეგობრები, გვეტყვი? თუ მშიშარა ხარ?“ ბუნებრივია, ეს ყველა მატჩში მაუროს სტვენაშიც გამოისახა. ბოლოს, იკარდის შესანიშნავმა თამაშმა კონფლიქტი შედარებით ჩააცხრო, თუმცა „ინტერის“ ბევრ გულშემატკივარს მაურო დღემდე სძულს.

2. ლუკა მოდრიჩი

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

2018 წლის მუნდიალის დაწყებისას, ხორვატი ნახევარმცველი სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე მოძულე სელებრითად იქცა. ყველაფერი ზაგრების „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, ზდრავკო მამიჩის სასამართლოდან დაიწყო, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ტრანსფერების მაქინაციების გამო მიუსაჯეს. მან ფულის გათეთრება ათეულობით შემთხვევებში მოახერხა და ამის გამო, მთელ ხორვატიას ეზიზღება. პირველ ჩვენებაზე, მოდრიჩმა მოსამართლეს უთხრა, რომ მამიჩთან წინასწარი შეთანხმებით, „ტოტენჰემში“ ტრანსფერისას, ზაგრების „დინამოს“ 20 მილიონი ევროს დამალვაში დაეხმარა.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ამის შემდეგ, ლუკას სამშობლოში მამიჩის ბანკომატი უწოდეს. მაგრამ, ნამდვილი ზიზღი დაიწყო მას შემდეგ, რაც მეორე ჩვენებაზე მოდრიჩმა ჩვენება შეცვალა და ამ ფრაზით შემოიფარგლა: „არ მახსოვს.“ გაჟონა ინფორმაციამ, რომ გაქცეული მამიჩი მოდრიჩს დაემუქრა და ჩვენების შეცვლა აიძულა, თუმცა ხორვატებს ეს აღარ ადარდებდა. ბევრმა ქომაგმა, კაპიტნის ამ საქციელის გამო, რუსეთის მუნდიალზე გამგზავრებაც კი იუარა (სადაც ლუკა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხორვატები კი ფინალამდე მივიდნენ). ზიზღი იმხელა იყო, რომ ნაკრების 10-ნომრიანი მაისურის შეძენისას, ხალხი მოდრიჩის გვარს ცვლიდნენ წარწერით: „არ მახსოვს“.

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

ლუკას პრობლემები დღემდე გრძელდება, რადგან ჩვენების შეცვლისთვის, თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთა ემუქრება. თუმცა, სავარაუდოდ, თავს ჯარიმით დაიძვრენს.

1. კრიშტიანუ რონალდუ

ტოპ-10 შემთხვევა, როცა გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელი შეიძულეს

დიახ, არ მოგეჩვენათ. საჩვენებელი ისტორია იმისა, რომ პატივი უნდა სცე იმ ქვეყანას, რომელიც ხელფასს გიხდის. 2006 წლის მუნდიალზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. კრიშტიანუს საკლუბო თანაგუნდელი, უეინ რუნი, ერთ-ერთ პორტუგალიელ ფეხბურთელზე დაჯარიმდა, რონალდუ კი მსაჯს აქტიურად სთხოვდა რუნის გაძევებას და თავისას მიაღწია.



თუმცა, ამით არ შემოიფარგლა და კამერებმა შეამჩნიეს, რომ რუნის გაძევების შემდეგ, თავის ერთ-ერთ მწვრთნელს თვალიც კი ჩაუკრა. შედეგად, ინგლისი მუნდიალიდან გავარდა, რონალდუს კი ინგლისელი ქომაგებისგან იმხელა ზიზღი დაესხა თავს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნებას დიდხანს ერიდებოდა.

მაშინ, რონალდუ ჯერ არ ყოფილა ისეთი, როგორსაც მას დღეს იცნობს მსოფლიო და „მყვინთავისა“ და ნარცისის რეპუტაცია ჰქონდა. ამიტომ, „იუნაიტედის“ ქომაგები მის გაყიდვას ითხოვდნენ, მაგრამ ყველაფრის დალაგება მოხერხდა. 2008 წელს კი კრირო გახდა ტრებლის მომგები გუნდის ლიდერი და ოქროს ბურთსაც დაეუფლა.

რუნიმ აღიარა, რომ თვადაც ეუბნებოდა მსაჯს, რომ რონალდუ სულ ყვინთაობს და ბარათს იმსახურებს, კრიშტიანუმ კი უეინს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი უწოდა. პიარ-მენეჯერებმა საკუთარი საქმე იდეალურად შეასრულეს და კონფლიქტი ჩაცხრა, მაგრამ „მანიუს“ ბევრ გულშემატკივარს ეს ისტორია დღემდე კარგად ახსოვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

დღეს, 03:38

ვერნერი-ჰავერცი ძირითადში, ტიაგო სკამზე: ჩელსისა და ლივერპულის შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა ლონდონის "ჩელსისა" და "ლივერპულის" სასტარტო თერთმეტეულები დღევანდელი შეხვედრის წინ.

დღეს, 18:42

მოურინიომ საუთჰემპტონთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა: "თამაში მოკლა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "საუთჰემპტონთან" მოპოვებული გამარჯვება (5:2) შეაფასა:

დღეს, 18:35

ფედე ვალვერდე: "გვინდოდა თუ არა რეალში მესის ბარსადან წასვლა?"

„რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ აღნიშნა, რომ გუნდში ლიონელ მესის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე არ უსაუბრიათ.

დღეს, 17:48

სონმა და ჰარი კეინმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარეს

პრემიერ ლიგის მეორე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „საუთჰემპტონი“ გაანადგურა.

დღეს, 17:43

გადაწყდა: ნელსონ სემედუ ბარსელონას დატოვებს - კატალონიელებმა აიაქსის მცველს დაუმიზნეს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ნელსონ სემედუ „ბარსელონას“ დატოვებს.

დღეს, 17:39

VIDEO: 11 დაკავებულია - რა ნომრით ითამაშებს ბეილი ტოტენჰემში?

გუშინ, 19 სექტემბერს, „ტოტენჰემმა“ გარეტ ბეილის იჯარით დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:28

მბაპემ დაბრუნება გოლით აღნიშნა, პსჟ-მ ლიგა 1-ში მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]

ფრანგული ლიგა 1-ს მეოთხე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ნიცა“ 3:0 გაანადგურა.

დღეს, 16:58

სონის პოკერი, კეინის ოთხი ასისტი და გოლი! ტოტენჰემმა საუთჰემპტონი გაანადგურა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში „ტოტენჰემი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 1:5 გაანადგურა.

დღეს, 16:54

გვარდიოლა: "სიტიში დარჩენას ვისურვებდი, მაგრამ ახალ კონტრაქტს დამსახურება სჭირდება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ გუნდში დიდი ხნით ისურვებდა დარჩენას.

დღეს, 16:43

ნაპოლიმ სერია ა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „პარმამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა.

დღეს, 16:39

რუმენიგე: "გვინდა, რომ ალაბა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც გუნდში დარჩეს"

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, დავიდ ალაბასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

დღეს, 16:16

პიანიჩმა ბარსელონაში თავისი დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, კატალონიურ გუნდში დებიუტზე ისაუბრა.

დღეს, 16:12

უახლოეს საათებში, ბარსელონას ორი ფეხბურთელი დატოვებს

„ვულვერჰემპტონი“ „ბარსელონას“ მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს დამატებასთან არის ახლოს.

დღეს, 15:46

ბართომეუ: "კუმანი ბარსელონაში მრავალი წლით დარჩება"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, რონალდ კუმანზე ისაუბრა.

დღეს, 15:41

"მეც ვისურვებდი ამ დონეზე ასვლას", - ვერნერმა ლივერპულისთვის უარის თქმის მიზეზი დაასახელა

„ჩელსის“ თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, „ლივერპულში“ ტრანსფერზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.

დღეს, 15:39

ოფიციალურად: ჯენგიზ უნდერი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

„რომას“ ნახევარმცველი, ჯენგიზ უნდერი, „ლესტერში“ გადავიდა, იტყობინება ინგლისური გუნდის ვებ-გვერდი.

დღეს, 15:07

VIDEO: ნამდვილად ადამიანია?! თითქმის 2-მეტრიანმა ჰოლანდმა მეორე გოლის დროს წარმოუდგენელი სისწრაფე განავითარა

თავისი გაბარიტებისთვის, ნორვეგიელი თავდამსხმელი წარმოუდგენლად სწრაფია.

დღეს, 14:52

მარიო მანჯუკიჩი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც „ალ-დუხაილიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია, რუსეთის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 14:30

სიტი იმატებს ცენტრალურ მცველს, რომლითაც რეალი და ბარსელონაც ინტერესდებოდნენ

„სევილიას“ მცველი, ჟულ კუნდე, რომლის შეძენაც „რეალს“ და „ბარსელონას“ სურთ, უახლოეს პერიოდში შესაძლოა „მან.სიტიში“ გადავიდეს.

დღეს, 14:23

ვან დე ბეკი: "მანჩესტერში დებიუტით ბედნიერი ვარ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დონი ვან დე ბეკმა გუნდის რიგებში ჩატარებული სადებიუტო მატჩი შეაფასა.

დღეს, 13:18

ანჩელოტიმ საუკეთესო დამაგვირგვინებელი თავდამსხმელი დაასახელა

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:14

"ჰავერცს ვესაუბრე და ძალიან გაკვირვებული დავრჩი", - ლამპარდი ჩელსის ახალწვეულზე

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ ახალწვეულ კაი ჰავერცზე ისაუბრა.

დღეს, 13:08

კლოპი: "სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის აქტიურობა კლუბის ამბიციებს გვიჩვენებს"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "ჩელსისთან" გასამართი მატჩის წინ ლონდონელთა შესახებ ისაუბრა.

დღეს, 12:46

"კარიერის დასრულების შემდეგ, მესის მარადონასა და პელეს გვერდით დააყენებენ", - რობერტსონი

"ლივერპულის" მცველმა, ენდი რობერტსონმა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი შეაქო.

დღეს, 12:35

კოუტინიო: "მოტივირებული ვარ და ველოდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ელის 2020/21 წლების სეზონისგან.

დღეს, 12:26

"სტაბილურად ვერ ვთამაშობდი", - ტორესი ჩელსიში გატარებულ პერიოდს იხსენებს

"ჩელსის" ექს-ფორვარდმა, ფერნანდო ტორესმა "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ ლონდონში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

დღეს, 12:21

"არენდით წასვლას ვურჩევდი", - კუმანი ბარსელონას ამომავალ ვარსკვლავზე

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველ რიკი პუჩის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 12:12

ევრა: "ზაჰას მანჩესტერული კარიერა მოიესის ქალიშვილთან რომანზე გავრცელებულმა ჭორებმა გააფუჭა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ Sky Sports-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:00

"კლოპი დიდი მწვრთნელია", - კაი ჰავერცი ლივერპულთან მატჩის წინ

"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა.

დღეს, 11:50
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10