» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დაბრუნებული ბუნდესლიგა - ტური 2 (27) - ბაიერნს რევანში სწყურია


დაბრუნებული ბუნდესლიგა - ტური 2 (27) - ბაიერნს რევანში სწყურია

კორონავირუსის შემდეგ დაბრუნებულ ბუნდესლიგაში დღეს მორიგი მატჩები გაიმართება.

მატჩები კვლავაც უმაყურებლოდ ჩატარდება, მაგრამ რიგით 27-ე ტურში საინტერესო თამაშები მაინც საკმარისად გვექნება.

თუ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტოპ-ჩემპიონატზე ფსონის გაკეთება მოგენატრა, ამის გაკეთებას 1xbet.com-ზე გირჩევთ, სადაც პირველ დეპოზიტზე 300 ლარამდე 100% ბონუსი გელოდება. გადადი ლინკზე და პირობებს თავად გაეცანი

17:30 საათზე გასამართი მატჩები:

„გლადბახი“ – „ლევერკუზენი“

ორივე გუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და შეიძლება, ამ მატჩს ტურის ერთ-ერთი საუკეთესოც კი ვუწოდოთ. მასპინძლები 52 ქულით მესამე ადგილს იკავებენ და ლიდერ „ბაიერნს“ 6 ქულით ჩამორჩებიან, ფარმაცევტები კი უკან მხოლოდ ორი ქულით არიან, თუმცა მეხუთე პოზიციას იკავებენ.

ჩემპიონობაზე ოცნება რომ გვერდით გადავდოთ, დარწმუნებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და საკმაოდ დიდი შანსებიც აქვთ ამის, რამეთუ მეხუთე ადგილოსანი „ლევერკუზენი“ მეექვსე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ მთელი 11 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ დიდი ჰანდიკაპია.

ბოლო 5 მატჩში „გლადბახმა“ 3 მოიგო, 1-ხელ დამარცხდა („დორტმუნდთან“) და 1-ც ფრედ დაასრულა („ჰოფენჰაიმთან“). „ლევერკუზენს“ კი კიდევ უფრო უკეთესი სტატისტიკა აქვს (4 გამარჯვება, ,1 ფრე).

„ფრაიბურგი“ – „ვერდერი“

დღევანდელი სტუმრები საშინელ სეზონს ატარებენ და 25 მატჩში მხოლოდ 4 გამარჯვების მოპოვება შეძლეს, რაც სატურნირო ცხრილზეც სათანადოდ აისახა - მხოლოდ 18 მოპოვებული ქულა და ბოლოსწინა ადგილი. გადასარჩენ ზონას გუნდი 9 ქულით ჩამორჩება (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), პლეი-ოფების მომტან პოზიციამდე კი 5 ქულა აშორებს.

„ფრაიბურგი“ გაცილებით სტაბილურია და ევროპა ლიგის მეორე საგზურის მოპოვებისთვის „ვოლფსბურგს“ ებრძვის, რომელზეც მხოლოდ ორი ქულით ნაკლები აქვს. თუმცა, ბოლო დროს გუნდი არასათანადო ფორმაში იყო და უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ 1-ს მოგება მოახერხა (2 ფრე, 2 წაგება). შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტი აშკარად გამოკვეთილია. თუმცა, „ვერდერისთვისაც“ ნებისმიერ ქულას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

„პადერბორნი“ – „ჰოფენჰაიმი“

ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანი მეცხრე პოზიციაზე მყოფ „ჰოფენჰაიმს“ მიიღებს, რომელიც ასევე ევროპა ლიგისთვის იბრძვის, რამეთუ მეცხრე ადგილის მიუხედავად, მეექვსემდე მხოლოდ 4 ქულა აშორებს. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში ქულები ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რაც მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

„ვოლფსბურგი“ – „დორტმუნდი“

კიდევ ერთი მატჩი, რომელსაც პრეტენზია ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაზე აქვს. 39 ქულით „მგლები“ ევროპა ლიგის მომტან მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, მათ ფეხის დაცდენას ძალიან ბევრი გუნდი ელოდება და დღეს, ამის დიდი შანსი იქნება, რადგან გუნდს მეორეადგილოსანი, დორტმუნდის „ბორუსია“ და ჩინებულ ფორმაში მყოფი ერლინგ ჰოლანდი ესტუმრება.

წინა ტურში „დორტმუნდმა“ უშანსოდ გაანადგურა რურის დერბიში „შალკე 04“ (4:0) და საერთოდ, ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. გუნდს ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გამარჯვება აქვს და ლიდერ „ბაიერნამდე“ 4 ქულა აშორებს. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, „ფუტკრებისთვის“ ფეხის დაცდენა პრაქტიკულად ჩემპიონობისთვის ბრძოლიდან გამოთიშვის ტოლფასი იქნება.

20:30


„ბაიერნი" - „აინტრახტი"

დღის უკანასკნელ შეხვედრაში კი ჩემპიონი შარშანდელ სენსაციას, „აინტრახტს“ მიიღებს, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა და პარალელურად, ევროპა ლიგის ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. თუმცა, ზაფხულში ლიდერები გაყიდა და წელს, იმ გუნდის აჩრდილიღა დარჩა.

ამჟამად, „აინტრახტი“ მე-13 ადგილს იკავებს და ბოლო 5 მატჩში 4 წაგება და მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს. ფიქრი იმაზე, რომ დღეს, „ალიანც არენაზე“, გუნდს რაიმეს შანსი მაინც ექნება, დიდი უტოპია იქნება, რისიც ბუკმეიკერებსაც არ სჯერათ.

„ბაიერნი“ ჰანსი ფლიკთან ერთად პირველ ადგილს დაუბრუნდა და ბოლო 5 მატჩში 5 მოგებით, 58 ქულით ლიდერობს ცხრილს. არაა გამორიცხული, დღეს „ალიანც არენაზე“ მორიგი უხვგოლიანი სანახაობა ვიხილოთ, თუმცა უფრო მეტად ერთი გუნდის შესრულებით.

თუმცა, ამ მატჩის მოლოდინი ერთი ფაქტორის გამო კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი - პირველ ტურში, „აინტრახტმა" საკუთარ მოედანზე ჯერ კიდევ ნიკო კოვაჩის გუნდი 5:1 გაანადგურა. უკვე მეცხრე წუთზე, მოედნიდან წითელი ბარათის გამო ჟერომ ბოატენგი გააძევეს, 10-კაციანმა გუნდმა კი მასპინძლების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. დღეს კი, რაღა თქმა უნდა, რევანშის აღება მოუნდებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნი. ნაწილი მეორე.

დღეს, 10:09

"სიტუაციით აღელვებული კიდევ ერთი ესპანელი ვარ", - ისკომ ჟურნალისტის კრიტიკას უპასუხა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, მის მიმართ წამოსულ კრიტიკას უპასუხა.

დღეს, 09:49

შიში დაძლეულია? კანტემ ჩელსის ბაზაზე პირველად ივარჯიშა

ფრანგმა ფეხბურთელმა სახლის მიღმა ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.

დღეს, 09:43

პსჟ-ს მეკარე ავარიაში მოყვა და Lamborghini დაამტვრია [ფოტოები]

„პსჟ-ს“ გოლკიპერი, მარცინ ბულკა, ავტოავარიაში მოყვა.

დღეს, 09:38

ოფიციალურად: ვიქტორ ვალდესი ესპანური კლუბის მწვრთნელი გახდა

კარიერის დასრულების შემდეგ, ესპანელმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.

დღეს, 04:25

გიორგი ჩაკვეტაძე დინამო თბილისში ვარჯიშობს

მოგეხსენებათ, ბელგიის ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 04:23

დაბრუნებაც ამას ჰქვია - რა მატჩები გახსნის იტალიაში ფეხბურთს?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიაში ფეხბურთი ივნისის შუა რიცხვებიდან დაბრუნდება.

დღეს, 04:04

სკანდალი ავსტრიაში: დისტანციის დარღვევისთვის ლიდერ კლუბს 12 ქულა დააკლეს

ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემებმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს.

დღეს, 03:56

გვარდიოლას ასისტენტი: "მესი ხავის ფუნქციებს ირგებს"

პეპ გვარდიოლას ყოფილი ასისტენტი დომინიკ ტორენტი ლეო მესიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:48

როცა კანტემ პრემიერ ლიგის განახლების შესახებ გაიგო, ვარჯიში განაახლა

მოგეხსენებათ, ნგოლო კანტე თავისი და თანაგუნდელების უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშისგან თავს იკავებს.

დღეს, 03:45

ხორდი ალბა: "ბუნდესლიგაში რაც ხდება სისულელეა, იმედია, აქაც ასე არ იქნება"

გადაწყვეტილია, რომ ესპანეთში ფეხბურთი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

დღეს, 03:01

ოფიციალურად: დინამო თბილისს ნაკრების ფეხბურთელი დაუბრუნდა

1.5-წლიანი იჯარის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე "დინამო თბილისში" დაბრუნდა.

დღეს, 02:30

აგენტმა დაადასტურა: ჟორჟინიოს ყიდვა 2 კლუბს სურს

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის ჟორჟინიოს ყიდვა 2 კლუბს სურს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტი საუბრობს.

დღეს, 02:22

"ეს სრული სიგიჟე იქნება" - სერია ა-ს გუნდი სეზონის განახლების წინააღმდეგია

გადაწყვეტილია, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას 20 ივნისისთვის უნდა ველოდოთ.

დღეს, 02:03

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ შესაძლოა ქართველი ჩოგბურთელის საქმეზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს.

გუშინ, 23:48

2020 წლის ყველაზე ძვირადრირებული ევროპული კლუბები - რეალი კვლავ პირველია

გლობალური აუდიტის სამსახურმა, KPMG-მ, 2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული ევროპული კლუბები დაასახელა.

გუშინ, 23:27

"ერთი წელიც რომ ჰქონდეს კონტრაქტით დარჩენილი, ნაკლებად არ გავყიდით", - ლივერპულს ვერნერის ფასი შეუთვალეს

„ლაიფციგის“ დირექტორმა, ოლივერ მიტცლაფმა, მსურველებს ტიმო ვერნერის გამოსასყიდი თანხის გადახდისკენ მიუთითა.

გუშინ, 23:19

ყველა მატჩი სხვადასხვა დროს - პრემიერ ლიგამ წინასწარი განრიგი გამოაქვეყნა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება.

გუშინ, 23:11

"ეს უცნაური, პატარა კაცი ჯიჰადისტის წვერით, რეალში ყოფნას არ იმსახურებს", - ესპანეთში ისკო გააკრიტიკეს

ესპანელმა ჟურნალისტმა, ალფონსო უსიამ, „რეალის“ ნახევარმცველი, ისკო ალარკონი გააკრიტიკა.

გუშინ, 23:03

იტალიის სპორტის მინისტრმა სერია ა-ს და იტალიის თასის დაბრუნების თარიღი გაამხილა

იტალიელებმა ყველა ტურნირის განახლების თარიღი შეათანხმეს.

გუშინ, 22:47

577 ცხენის ძალა, 60 კმ/სთ 4.5 წამში - რაშფორდის ახალი, 150-ათასიანი ავტომობილი [ფოტოები]

„ემიუს“ თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი, თავისი მანქანებისადმი სიყვარულით დიდი ხანია ცნობილია.

გუშინ, 22:36

ბარსელონა თანამშრომლების ნახევარს სამსახურიდან უშვებს

კატალონიურ კლუბზე კრიზისი ძალიან ცუდად მოქმედებს.

გუშინ, 22:33

ლა ლიგის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღები უკვე ცნობილია

ესპანური ლიგის (პრიმერას და სეგუნდას) კლუბების შეკრებაზე, სეზონის ჩამთავრების სავარაუდო ვადები გაირკვა.

გუშინ, 22:29

"ჩემში პირლოს შემცვლელს ხედავდნენ", - პარედესი იხსენებს, თუ როგორ იწვევდნენ იუვენტუსში

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ სურდა მისი შეძენა "იუვენტუსს".

გუშინ, 21:32

ოფიციალურად: პრემიერ ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

პრემიერ ლიგის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:25

რეალმა პრემიერ ლიგაში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"ლესტერის" ნახევარმცველმა, უილფრედ ნდიდიმ კარიერა შესაძლოა "რეალში" გააგრძელოს.

გუშინ, 21:18

"თუ მესი ბარსელონას დატოვებს, ჩვენს რიგებში ითამაშებს", - ნიუელს ოლდ ბოისის ვიცე-პრეზიდენტი

"ნიუელს ოლდ ბოისის" ვიცე-პრეზიდენტი, კრისტიან დ'ამიკო საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:10

რეალი მზადაა მანჩესტერს პოგბას სანაცვლოდ 4 ფეხბურთელი დაუთმოს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას კარიერის "რეალში" გაგრძელება უნდა.

გუშინ, 20:59

ვან გაალი: "მანჩესტერ იუნაიტედი საჩემპიონო თვისებებს არ ფლობდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 20:52

ჩელსიმ კეპა არისაბალაგას პოტენციური შემცვლელი შეარჩია

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10