» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ


იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ეს „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ათი წლის იუბილეზე მოხდა. წარმოგიდგენთ მის მთლიან ვერსიას.

ჟოზე მოურინიო, „ინტერში“ რომ მოხვედით, გვაცინეთ, როცა თქვით, რომ იდიოტი არ ბრძანდებით. შემდეგ კი, წასვლისას, მატერაცის ჩაეხუტეთ და ჩვენც აგვატირეთ. მოგებები უფრო მეტი გქონდათ თუ სხვადასხვა ემოციები?

ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იქ გავატარე. მილანში ყოფნის დროს, თითქოს სახლში ვიყავი, სადაც გუნდის ემოციებს ვგრძნობდი და მთელი გულით, 200%-ით ვიხარჯებოდი. იქ უფრო ადამიანი ვიყავი, ვიდრე მწვრთნელი. ამიტომაც, მილანში უფრო სხვა ადამიანების წარმატება მახარებდა, ვიდრე საკუთარი - დაწყებული მორატით და დამთავრებული უბრალო თანამშრომლებით. მათ ჩემთვის უკვე ნაცნობი ემოციები შეიგრძნეს - მე ხომ მანამდე ჩემპიონთა ლიგა უკვე მოგებული მქონდა. კარიერის მანძილზე მომხდარა ისეც, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე ვფიქრობდი და არა სხვებზე, მაგრამ „ინტერში“ - არასდროს. ოჯახური სიტუაცია იყო: როცა მამა ხდები, ხვდები, რომ შენზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც გაჩნდა და მეორეხარისხოვან როლს ირგებ.

რამდენად ხშირად იწერება „მამა“ გუნდის WhatsApp ჩატში?

ათი წლის შემდეგ, კვლავაც ერთად ვართ. რამდენიმე დღის წინ ალესიოს ველაპარაკე, რომელიც მაშინ ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. როდის გაგიგიათ, რომ მწვრთნელს, რომელიც გუნდიდან ათი წლის წინ წავიდა, დღემდე აქვს კონტაქტი ავტობუსის მძღოლთან? აი, რას ნიშნავს ჩემთვის „ინტერი“. ეს ჩემი ხალხია.

ასეთი რამ სხვა გუნდებშიც გქონიათ?

არსებობს სხვანაირი დამოკიდებულებაც: მე მწვრთნელი ვარ, შენ - ფეხბურთელი. ემპათია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეგიძლია მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ეს პაზლის მაგვარია. „ინტერში“ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისეთ ადამიანს ელოდნენ, როგორიც მე ვარ და ეს პაზლიც იდეალურად აეწყო. ყალბი არასდროს ვყოფილვარ, ორიგინალური - კი. ასეთი ვარ და წერტილი. მომხდარა ისეც, რომ სულელივით ვიქცეოდი, მაგრამ ეს მაინც მე ვიყავი.

მაგალითად?

პირველ რიგში, ბერგამოში წაგების შემდეგ (3:1, 2009 წლის იანვარი). ფეხბურთელებთან ძალიან მკაცრი ვიყავი, ვუთხარი, რომ „სკუდეტო“, რომელსაც აქამდე იგებდნენ - ნაგავია. შემდეგ კი მივხვდი, რომ ამით ვაწყენინე, რადგან გავიაზრე ადრე მომხდარი რაღაცები და ბოდიში მოვიხადე.

ყველაზე მეტად ბერგამოში იყვირეთ, კიევში შესვენებაზე თუ კატანიას შემდეგ?

კატანიაში დისკვალიფიცირებული ვიყავი. ფეხბურთელებს ავტობუსში ველოდი და მეტ-ნაკლებად ცივსისხლიანი ვიყავი, ყველაფერი უკვე ერთი დღის შემდეგ გამოვუთქვი. კიევში უფრო ცხელი სიტუაცია იყო: „შეიძლება გავვარდეთ კიდეც, მაგრამ არა ასე!“ და აი ამ „არა ასეს“ შემდეგ, გაბრაზებული ხუთი წუთის დრო დადგა. შემდეგ, თავში ჩიპი შემიცვალეს და ერთად, ბოლომდე წავედით. თუმცა, სეზონის ყველაზე მძიმე დღე, ფლორენციაში ფრის შემდეგ მქონდა.

იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ

გარდამტეხი მომენტი - კიევში თუ ლონდონში?

თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვლაპარაკობთ, მაშინ კიევი: 85-ე წუთზე ჯერ კიდევ არ ვიყავით პლეი-ოფში გასული და თუ ბედს ოთხ წუთში ცვლი, ესეიგი ეს ნამდვილად საკვანძო მომენტია. მაგრამ, ფუნდამენტური მომენტი იყო „რომასთან“ თასის ფინალიც, 5 მაისს. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ოცნება იყო, სკუდეტო - ვალდებულება, თასის მოგება კი თითქოს გვეუბნებოდა: „აი, კიდევ ერთი ჯილდო. გადავდივართ შემდეგის მოსაგებად.“ ამ მატჩის გამეორების ხილვა ჩემ ასისტენტ, ჯოვანი ჩერასთან ერთად მიყვარს, რომელიც „რომას“ ქომაგია და დღემდე ამ შეხვედრას მისტირის.

სამი ფინალიდან ყველაზე მეტად რომელმა განერვიულათ?

იტალიის თასის მატჩის დაწყებაც კი არ მინდოდა. როცა სტარტის წინ „რომას“ ჰიმნი ისმოდა, პროვოცირება დავიწყე: „ან მუსიკა გათიშეთ, ან აქედან მივდივართ.“ სიენაში ძალიან მეშინოდა, რადგან ექვს დღეში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გვქონდა და ვშიშობდი, რომ ბიჭები ამ მატჩს სათანადოდ არ მიუდგებოდნენ. შესვენებაზე „რომა“ 2:0-ს იგებდა, გასახდელში კი ძალიან ცხელოდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა დავხმარებოდი გუნდს ტაქტიკურად გადაწყობაში, ძალიან რთული და უსასრულო სიტუაცია იყო. თავის დროზე მქონდა ნათქვამი, რომ ერთხელაც, ჩემპიონატის ბოლო ტურში მოგება მინდა, მაგრამ იმ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი: „აღარასოდეს.“

დავბრუნდეთ დასაწყისში: თქვენი პირველი შეხვედრა მორატისთან.

ის პარიზში შედგა, თანაც მასთან სტუმრად და არა საიდუმლო სასტუმროში. მას უნდოდა, რომ თავი საჭირო ადამიანად მეგრძნო, მაგრამ ამავდროულად თავადაც ისე იქცეოდა, როგორც საკუთარ სახლში. მე კი შევიგრძენი ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანის მთელი ეს ვნება. მივხვდი, რომ ის შეპყრობილი იყო, თუმცა ეს სიტყვა დიდად არ მომწონს. მას გრანდიოზული ოცნება ჰქონდა: ჩემპიონთა ლიგის მოგება.

რამდენად სამართლიანი იქნება მტკიცება, რომ „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის თასი 2009 წლის მარტში, მანჩესტერში დაიბადა? (როცა ჟოზეს პირველ სეზონში, „ნერაძური“ ტურნირს მერვედფინალში, „იუნაიტედთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა - ავტ.)

კი, რამეთუ იმ დღეს აშკარად დაგვანახეს, რომ „ინტერის“ კვალიფიკაცია სკუდეტოსთვისაა საკმარისი და არა ჩემპიონთა ლიგისთვის. აუცილებლად უნდა შევცვლილიყავით, მათ შორის ტაქტიკურადაც. ფეხბურთელები გასახდელში ძალიან წუხდნენ, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ არავინ ტიროდა: მე, მორატი, ბრანკა და ორიალი უკვე დაცვის მაღალ ხაზზე ვლაპარაკობდით, განვიხილავდით ფეხბურთელებს, რომლებიც მინიმუმ ორი სათამაშო სქემისთვის გვჭირდებოდნენ, ახალწვეულებზე, რომლებიც უნდა მოგვეყვანა და იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც უნდა დაგვეტოვებინა.

ივლისის ბოლოს, ბოსტონში, იბრაჰიმოვიჩს დაემშვიდობეთ

არეულობა უფრო ადრე, პასადენეში, „ჩელსისთან“ ამხანაგური მატჩის დღეს დაიწყო. იმ დღეების საკვანძო ფრაზა: „იბრაჰიმოვიჩი „ბარსელონაში“ მიდის.“ „არა, აღარ მიდის“ და ა.შ. მან 45 წუთი ნამდვილი პროფესიონალივით ჩაატარა, შემდეგ კი, გასახდელში გვითხრა: „მე მივდივარ, ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგო.“ ჩემი იტალიელი ასისტენტები უბრალოდ კვდებოდნენ: „მის გარეშე მოგება შეუძლებელია.“ მისი დაკარგვა არც თანაგუნდელებს უნდოდათ. მეც აღელვებული ვიყავი, მაგრამ, სიტყვა ვერ შევიკავე და ვუთხარი: „იქნებ, შენ რო წახვალ, მერე მოვიგოთ.“ სიგიჟეს ჰგავდა, მაგრამ გასახდელში ატმოსფერო გაუმჯობესდა. შემდეგ ბრანკას ვუთხარი: „თუ ის „ბარსელონაში“ აპირებს წასვლას, მოდი ეტო’ოს წამოყვანა ვცადოთ.“ ის და მილიტო გუნდს ტაქტიკურად გაამრავალფეროვებენ.

კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება სნეიდერმა მოიტანა?

გვჭირდებოდა ვინმე, ვინც ნახევარდაცვას და ორ თავდამსხმელს დააკავშირებდა ერთმანეთს და ამას დიდებული მობილობით გააკეთებდა. ამ საქმისთვის სნეიდერი იდეალურად გვერგებოდა. რაღაც მომენტში, მისი ტრანსფერის იმედი დაკარგული მქონდა, მაგრამ პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ მას მივიჩნევდი. მაშინ, ბრანკამ მითხრა: „არ დანებდე, მორატის ერთად მივაწვეთ.“ იმ დღიდან, მორატის ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი: „უესი გვჭირდება, უესი, უესი...“

იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ

ის ჯოჯოხეთში ჩახტა, როდესაც ვარჯიშების გარეშე, პირდაპირ დერბიში ითამაშა...

მენეჯერ ანდრეა ბუტის, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის, ვუთხარი: „ახალი ფეხბურთელი გვყავს? უნდა ითამაშოს!“ შემდეგ, უესლისთან მივედი და ვკითხე: „ითამაშებ?“ მის თვალებში გაკვირვება ან შიში არ დამინახავს. „ვითამაშებ, მაგრამ როცა დავიღლები, შემცვლით.“ „მას საკმარისი კვერცხები გააჩნია, ის ერთ-ერთი ჩვენგანია.“ - ვუთხარი მაშინ საკუთარ თავს. კვირა დღე, 4:0 მოვიგეთ, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩა.

ეს თქვენი იდეალური „ინტერი“ იყო?

იდეალურთან მიახლოვებული: გამაგიჟებელი გოლები, ტოტალური კონტროლი. ის „მილანი“ ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო. მაგრამ, ჩემი „ინტერის“ სიმბოლო - ბოლო მატჩი იყო, რომელიც ჯერ კიდევ დაწყებამდე მოვიგეთ. საკმაოდ უცნაურია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ყველა - მწვრთნელით დაწყებული, თავს იმდენად ძლიერად გრძნობენ, რომ ყველაფერს კონტროლის ქვეშ იქცევენ.

სამი ნაბიჯით უკან, „სტემფორდ ბრიჯი“. იქ ეტო’ოს მსხვერპლი და „ინტერის“ ახალი ტაქტიკური თამაში დაიბადა.

ერთადერთი, რაც ეტო’ოს უნდა გაუკეთო - თავში შეუძვრე, მაშინ, მასთან მუშაობა ძალიან მარტივი ხდება. სამუელი ძალიან ამაყია, ამიტომ მჭირდებოდა მისი დარწმუნება იმაში, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ის ჩემპიონთ ლიგაზე. თან, მეტოქედ გვყავდა ჩემი „ჩელსი“ პლიუს ანელკა. მათ ზეპირად ვიცნობდი და თავდამსხმელებს ველაპარაკებოდი: „იდეალური ვარიანტი იქნება მათთან 4-2-3-1-ით თამაში, მაგრამ თქვენ ეს, ეს და ეს გექნებათ შესასრულებელი.“ ათი წლის წინ, მარჯვენა ფლანგზე ცაციები და პირიქით ძალიან იშვიათად თამაშობდნენ.“

ის „ინტერი“, „რეალთან“ ერთად, დაცვის მოყვარული მოურინიოს იარლიყისგან ყველაზე შორს იყო?

დაცვითი მოურინიოს სიმბოლო „კამპ ნოუს“ მატჩი გახდა, მაგრამ იმ „ბარსელონამ“ ხომ „სან-სიროზე“ 3:1 წააგო და ჩვენ დავიმსახურეთ უფლება გვეთამაშა ისე, როგორც გვინდოდა. პანდევი გახურების დროს რომ არ დამტვრეულიყო, მატჩზე პანდევით, სნეიდერით, ეტო’ოთი და მილიტოთი გავიდოდით.

მორატი: „ბარსელონასთან“ შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დრამატულია. თქვენც ასე მიიჩნევთ?

არა, იმიტომ რომ ტრიბუნაზე დრამის გადატანის დრო გაქვს. ბოლო-ბოლო, ლოცვაც შეგიძლია. მოედანზე კი გადაწყვეტილებებია მისაღები. ვიტყოდი, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე ბედნიერი მარცხია: ჩვენ 1:0 კი არ წავაგეთ, 3:2 მოვიგეთ, ეპიკურ პირობებში.

გამონახეთ დრო, რომ გვარდიოლასთან მისულიყავით და რაღაც გეთქვათ.

როცა ბუსკეტსი მოწყვეტით მინდორზე დაეცა, ზუსტად იქ ვიდექი, სადაც ეპიზოდი მოხდა, ანუ ჩვენსა და მათ სათადარიგოთა სკამებს შორის. გვერდითა ხედვით შევამჩნიე, რომ „ბარსელონა“ ამ გაძევებას ისე აღნიშნავდა, თითქოს მოგება უკვე გარანტირებული ჰქონდა. გვარდიოლამ თავისთან იბრაჰიმოვიჩს უხმო და ტაქტიკებზე დაუწყო ლაპარაკი. 11-10-ზე თამაშის დროს, ტაქტიკებზე ლაპარაკი... მე კი მათთან უბრალოდ მივედი და ვუთხარი: „დროზე ადრე ნუ გიხარიათ, მატჩი ჯერ არ დამთავრებულა.

იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ

მადრიდში გასამართი ფინალის წინ, ძანეტის, ეტო’ოს და ფიგუს, რომელიც იმდროისთვის „ინტერის“ ელჩი იყო, სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცით. რატომ?

ძანეტის იმიტომ, რომ ის კაპიტანი იყო და „ინტერში“ ფეხბურთელების თაობის ნამდვილი სიმბოლო, რომლებიც ოცნებით ცხოვრობდნენ. ეტო’ოს ვუთხარი: „შენ უნდა აგვიხსნა, რა არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და როგორ უნდა მოიგო ეს მატჩი.“ ლუიშს იმიტომ, რომ ის დიდი ოპტიმისტია. მას შეეძლო აეხსნა, როგორი ბედნიერებაა ასეთ მატჩში თამაში. ის ფულსაც გადაიხდიდა ფინალში სათამაშოდ.

თქვენ მხრებზე შვილი გეჯდათ და ისე აღნიშნავდით, სახალხოდ შეურიეთ მწვრთნელი მოურინიოს და ადამიანი ჟოზეს შეგრძნებები. ეს ექსპრომტად მოხდა?

ზუკა (ჟოზე-უმცროსი) სულ რაღაც ოთხი წლის იყო, როცა „პორტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ის იქ იყო, მაგრამ არაფერი ახსოვს. „ბარსელონასთან“ მატჩის წინ, მან მითხრა: „მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ და ეს მთელი ცხოვრება მახსოვდეს.“ ჩემ მხრებზე ჯდომისას ის ამას უკეთ დაიმახსოვრებდა.

რატომ არ დაბრუნდით გუნდთან ერთად მილანში?

იმიტომ, რომ თუ გუნდთან ერთად ქალაქში დავბრუნდებოდი და დავინახავდი ხალხს, რომელიც მიმღერებდნენ: „ჟოზე, ჩვენთან დარჩი“, ვეღარასოდეს წავიდოდი. ფინალამდე, „რეალთან“ კონტრაქტი გაფორმებული ნამდვილად არ მქონია. სისულელეა ის ჭორი, თითქოს „რეალის“ წარმომადგენელი, მატჩის წინ, სასტუმროში გვეწვია. ფინალის წინ მხოლოდ ის მოხდა, რომ ფეხბურთელების აღნიშვნისთვის გამზადებული მაისურები ვნახე და გავიქეცი, რომ არ მენახა. „რეალში“ გადასვლა მინდოდა. ჩემი დაპატიჟება ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე უნდოდათ და მორატის სახლში ვეწვიე, რომ წასვლის სურვილი გამომეთქვა, მაგრამ მან გამაჩერა: „არ წახვიდე.“ „რეალისთვის“ უარი „ჩელსიში“ მუშაობის დროს მქონდა ნამთქვამი, შემდეგ „ინტერში“ პირველი წლის მერე ვუთხარი, ამ გუნდისთვის სამჯერ უარის თქმა კი არ შეიძლება. დღეს, შემიძლია გუნდში 4-5-6 წელიც დავრჩე, მაგრამ მაშინ მინდოდა ერთ-ერთი პირველი გავმხდარიყავი, ვინც ინგლისის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატებს მოიგებდა. საკუთარ თავს ვუთხარი: „აქ ორი დღით დავრჩები, გავაფორმებ კონტრაქტს და ამის მერე წავალ მილანში, მაშინ ვეღარაფერი გამაჩერებს.“

ორი საღამოს შემდეგ, მორატისთან და ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ვახშმობდით. მაგრამ, წასვლა რეალურად როდის გადაწყვიტეთ და ამის შესახებ მორატის როდის უთხარით?

„ბარსელონასთან“ მეორე ნახევარფინალის შემდეგ გადავწყვიტე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდი. მორატი ისე შევამზადე, რომ სიტყვები საჭირო აღარ იყო. ჩვენი ჩახუტების სიძლიერემ გააგებინა მას ის, რისი თქმაც მე მინდოდა. მან მითხრა: „წასვლის უფლება გაქვს.“ ამით სურვილის ასრულების უფლება მივიღე, მაგრამ უფრო მეტად ვერ გავბედნიერდი. მილანში მართლაც უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე მადრიდში.

იბრას წასვლა, ლიგის მოგება გვარდიოლასთვის რაღაცის თქმა და ბევრი სხვა - ჟოზეს ვრცელი ინტერვიუ

ანუ, მოგებების გამო წახვედით და არა მტრების ჩურჩულის გამო...

ჩემი წასვლა ასი პროცენტით ამბიციებმა განაპირობა. მტრების ჩურჩული, რომლებიც შემდეგ ტიროდნენ, შესანიშნავი იყო. რეალურად, ეს უფრო შიშის კანკალი იყო, ვიდრე რაღაც ჭორაობა. თუმცა, კარგად რომ დავფიქრდეთ, ეს ერთი და იგივეა: როცა ვიღაცა ჩურჩულს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეშინია.

თქვენი ბოლო ფოტო „ინტერში“: რატომ გადმოხვედით მანქანიდან და მატერაცის ჩასახუტებლად გაეშურეთ?

იმიტომ, რომ მარკო მთელი ჩვენი დარდის და გუნდური ფეხბურთელობის მაგალითი იყო. როცა ის გუნდს „ჩელსისთან“, „რომასთან“ და „სიენასთან“ სჭირდებოდა - ის იქ იყო. მე კათოლიკე ვარ და ამისი ნამდვილად მჯერა. შესაძლოა, ჩვენი შეხვედრა ღმერთმა მოაწყო, მატერაცი კი ბოლო ფეხბურთელი იყო, რომელიც მაშინ დავინახე. მასთან ერთად, ყველა ჩემს ფეხბურთელს გადავეხვიე. ვიტყვი კიდევ ერთ რამეს: „ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ დღეს, მისნაირი ადამიანი „ინტერში“ არ მუშაობს - მწვრთნელად, დირექტორად, უბრალო თანამშრომლად ან არ ვიცი, სულაც მძღოლად.

„ინტერიდან“ წასვლის შემდეგ, რაღაც დროის მანძილზე იმეორებდით: „ერთხელ დავბრუნდები.“ რატომ აღარ იმეორებთ ამ ფრაზას?


ვიცი, რატომაც მისვამთ ამ შეკითხვას, მაგრამ იდიოტი არ ვარ...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, ჩვენს საიტზე, მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

გუშინ, 21:17

"ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება" - იტალიის პრემიერ მინისტრი სეზონის განახლებაზე

იტალიის პრემიერ მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა ჩემპიონატის განახლებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

დღეს, 03:48

ჰოლანდი ბაიერნთან შანსებს აფასებს

დღეს გაიმართება ბუნდესლიგის ცენტრალური შეხვედრა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის.

დღეს, 03:42

"ლივერპულის წაგება გამიხარდა", - ვენგერი

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცადება გააკეთა:

დღეს, 01:04

რაზეა დამოკიდებული ოდეგორის მომავალი?

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" თავისი შემტევი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის შანსის მიცემას აპირებს.

დღეს, 00:38

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით", - ფლიკი დორტმუნდის შესახებ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:56

"რატომ არ ვათამაშებდი ძირითადში მესის 2006 მუნდიალზე?", - პეკერმანის განცხადება

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა:

გუშინ, 23:32

იგუაინის გარეშე - არგენტინელებისგან შემდგარი ნაპოლის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული

"ნაპოლის" პრეს-სამსახურმა შეადგინა არგენტინელებისგან შემდგარი კლუბის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული.

გუშინ, 23:16

დოროყაშვილის ადვოკატი: "ბასილაშვილის წარმატებაში მისი ყოფილი მეუღლის წვლილი დიდია"

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს.

გუშინ, 22:41

ვერნერის შეძენის გამო, ლივერპული სამ ფეხბურთელს ყიდის

„ლივერპულმა“, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა სამი ფეხბურთელი გაასხვისოს.

გუშინ, 21:35

იუვენტუსმა პიანიჩის სანაცვლოდ მორიგი ფეხბურთელი მოითხოვა, ამჯერად იჯარით

„ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გუშინ, 21:25

ლაციოს პრეზიდენტი ცნობილ იტალიურ გაზეთს უჩივის

„ლაციომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო, იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს უჩივის.

გუშინ, 21:15

ბაიერნს დერ კლასიკერში საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება

მიუნხენის „ბაიერნი“ მოახლოვებულ დერ კლასიკერს დანაკლისით ხვდება.

გუშინ, 21:07

ვალვერდე: "გვინდა, დავბრუნდეთ და ისე ვითამაშოთ, რომ სიტის ბარიერის დაძლევა შევძლოთ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ, „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მესი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა, რონალდუ მხოლოდ მეთერთმეტეა

გამოცემა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალების ბოლო 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

გუშინ, 20:49

ვინ არის ბასილაშვილის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება?

უკვე 2 დღეა, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე მთელი საქართველო საუბრობს.

გუშინ, 20:01

"ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ ფეხით ცუდად თამაში არ ყოფილა", - ჯო ჰარტმა გვარდიოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ ექს-მეკარემ, ჯო ჰარტმა, რომელიც ამჟამად „ბარნლიში“ ასპარეზობს, „ქალაქელთა“ რიგებიდან წასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:58

მანჩესტერი იგალოს იჯარას ვერ ახანგრძლივებს - ფეხბურთელს ჩინეთში უწევს დაბრუნება

ნიგერიელი თავდამსხმელის საიჯარო ხელშეკრულება „წითელ ეშმაკებთან“ დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 19:54

ფეხბურთელი, რომლის დამატებითაც არტეტა ფიქრობს, რომ სიტის და ლივერპულის დონეზე ავა

ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიოსთვის ბრძოლაში ლონდონის „არსენალიც“ ჩაერთო.

გუშინ, 19:49

ზლატანს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ? შვედ თავდამსხმელს შესაძლოა მძიმე ტრავმა აღმოაჩნდეს

თავდამსხმელს შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი გაუცდეს.

გუშინ, 19:45

73 წლის ჰარი რედნაპი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს

ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი, შესაძლოა საქმიანობას დაუბრუნდეს.

გუშინ, 19:40

"ის ბურთისკენ უბრალოდ კი არ ახტა, არამედ მიფრინდა", - ბრუნომ რონალდუს ლეგენდარული გოლი გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს მიერ, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 19:35

ჟოაო ფელიქსმა მორიგი ტრავმა მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, მორიგი ტრავმა მიიღო.

გუშინ, 19:27

"პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელს აქებს

"პაპუს ფაქტორი" - ასეთი სათაური გამოიტანა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელზე.

გუშინ, 19:24

"მან ცხვირი გამიტეხა", - გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, რაიან გიგსმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 17:37

კონტაქტი შედგა - კლოპი ვერნერს ვიდეოზარით ესაუბრა

"ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს ესაუბრა.

გუშინ, 17:29

ალეგრი ბრუნდება, მისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

"იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დაბრუნებას მალე აპირებს.

გუშინ, 17:20

დემბელეს პსჟ-ს შემდეგ მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 17:15

ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 17:09

"იქ შეუძლია უკეთესი გახდეს", - ლოთარ მათეუსმა გიოტცეს კლუბი ურჩია

გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10