» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]


სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

დღეიდან, GOAL.GE-ზე მადრიდის "რეალის" ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონადირების წაკითხვა შეგეძლებათ.

წიგნი 2013 წელს გამოვიდა სახელწოდებით "სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება." მისი ავტორი ენრიკე ორტეგოა. ეს მწერალი ისეთ ფეხბურთელებს ეხმარებოდა ავტობიოგრაფიების დაწერაში, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ, იკერ კასილასი, ზინედინ ზიდანი, რაული, ალფრედო დი სტეფანო. ახლა კი, სერხიო რამოსის ჯერი დადგა...

ჩემი გარემოება

ჩემი გარემოება - მთელი ჩემი ოჯახია, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში. სწორედ ამ ხალხმა მაჩუქა პროფესიონალური და პირადი სტაბილურობა. ჩემი ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში, როდესაც "სევილიას" ახალგაზრდულ გუნდებში ვთამაშობდი, ისინი მუდამ გვერდში მედგნენ და ჩემთან ერთად იყვნენ, ხოლო მადრიდში გადმობარგებისას, მათ ჩემს გამო ყველაფერი მიატოვეს. არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მსგავს შემოთავაზებებს მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ გვერდით მრჩეველი და დამხმარე არ ეყოლება. ყველაზე ახლოს ჩემთან მამაჩემი, ხოსე მარია და ძმა, რენე იყვნენ. თუმცა, არც ბებიის, ბაბუის, დედისა და დის დავიწყებაა მართებული, ეს ხალხი ბავშვობიდან ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. სწორედ პატარა ასაკიდან გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვარ ჩემი ოჯახისთვის.

ყოველთვის მაწუხებდა, როდესაც ჩემს ოჯახზე ნეგატიურად საუბრობდნენ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უარყოფითი რაღაცები ხდება და როდესაც ზედიზედ რამდენიმე მატჩს ჩავაგდებ. თუმცა, ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს გვერდითაა და ჩემთვის იმედები არასოდეს გაუცრუებიათ. მათ ბევრ რამეზე თქვეს უარი ჩემი კეთილდღეობისთვის. ასე იყო სევილიაში, ასეა ახლაც. მათ ბევრი რამ მასწავლეს. მამაჩემმა იცოდა, როგორ დავეყენებინე ფეხზე. მას არასდროს ზედმეტად არც გავუკრიტიკებივარ, და არც შევუქივარ. ყველაფერს ზომიერად აკეთებს.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტი, როდესაც მისმა ჩარევამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ. „სევილიას" ერთ-ერთ ჭაბუკთა გუნდში ასპარეზობისას, ხოაკინ კაპაროსმა პირველ გუნდთან ერთად სხვადასხვა ტურნეებში მიმიწვია. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ყველა ვარჯიში დილით ტარდებოდა და არჩევანი არც მქონია. ან ღამის სკოლაში უნდა მევლო, ან საერთოდ დამენებებინა თავი სკოლისთვის. ძალიან დავიბენი. თუმცა, მამა ძალიან დამეხმარა. ის მიხვდა, რომ ფეხბურთს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდი. ჩემი ძმა, რენე, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ის „ტერსერას“ ერთ-ერთ გუნდშიც ასპარეზობდა, მაგრამ ფეხბურთს ისეთი სერიოზულობით არ უდგებოდა, როგორც მე. მას სხვა ინტერესები ჰქონდა და მისთვის ფეხბურთი უფრო ჰობი იყო.

ვარჯიშების შემდეგ სახლში გადაღლილი მოვდიოდი, რადგან ისინი ძალიან ინტენსიურად ტარდებოდა. იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე შეჩვეული ვიყავი. ვჭამდი, ვიძინებდი და უკვე რამდენიმე საათში კვლავ ვიღვიძებდი. სკოლაში, გაკვეთილებზე ან საშინაო დავალების კეთებისას მეძინებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ დიადი ფეხბურთელობისთვის 24-საათიანი წვალება იყო საჭირო. მამა მეუბნებოდა, რომ სწავლასა და ფეხბურთს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა და თუ მეორეს ავირჩევდი, მაშინ მას სრულად უნდა მივუძღვნა თავი.

მშობლები ძალიან ღელავდნენ იმაზე, რომ სწავლას შევეშვი, რადგან არავის აქვს იმის გარანტია, რომ უდიდესი ფეხბურთელი გახდება. იმისთვის, რათა სწავლას მთლად არ ჩამოვრჩენოდი, ღამის სკოლაში დავიწყე სიარული და დავდიოდი იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ ფეხბურთი მთელ თავისუფალ დროს მართმევს. ახლა ძალიან მსურს ინგლისური ენის შესწავლა. მამაჩემი ამ მხრივ ძალიან მომთხოვნი იყო. მას ჩემდამი დიდი რწმენა გააჩნია, თუმცა ვთხოვე, რომ ამაზე ოჯახის სხვა წევრებთან ბევრი არ ესაუბრა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ნებისმიერ მომენტში მამისგან ნდობის შეგრძნება. ის ხშირად ეუბნებოდა რენეს, ჩემს ძმას, რომ ის დამხმარებოდა, რათა სრული კონცენტრაცია ფეხბურთზე მქონოდა. რა თქმა უნდა, რენე მას უჯერებდა. იმ მომენტიდან, რენე ჩემს ჩრდილად იქცა. ახლაც ასეა, ჩვენ ხშირად ვხვდებით. მშობლებს და დასაც ყოველდღიურად ვნახულობ. არც ისე დიდი ხანია, რაც ცალკე საცხოვრებლად გადავედი, თუმცა, ოჯახთან ერთად ცხოვრებისას საკუთარი დამოუკიდებლობა არ დამიკარგავს.

ნორმალურია, რომ მამა მეჩხუბებოდა, თუ რაიმე საკითხში მართალი არ ვიყავი. მის თვალსაზრისს ვიზიარებ და ვითვალისწინებ. ის ძალიან გულახდილია, არასდროს ანიჭებს დიდ მნიშვნელობას საკუთარ კარგ საქციელებს, სწორედ ამის გამო ვცემთ მას ძალიან დიდ პატივს. თუმცა, ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს ხშირად დისკომფორტს მიქმნიდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხოვრებისგან უფრო მეტად დადებითი მომენტები დამამახსოვრდა. იმის დანახვა, თუ როგორ უხაროდა მამას ჩემი ტრიუმფი, ძალიან ემოციური იყო. ის ბევს არ ლაპარაკობს, თუმცა შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დროს სულ მიმეორებს: "მიყვარხარ, მეამაყები". ატირებული მამა მხოლოდ ორჯერ ვიხილე ცხოვრებაში. პირველად, როდესაც ბებია გარდაიცვალა, და მეორედ - როდესაც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოვიპოივეთ გამარჯვება.

რენე ჩემთვის მეორე მამა და დამატებითი მეგობარია. ჩვენს შორის არ არსებობს საიდუმლო, ის საკუთარ ცხოვრებას მთლიანად მიყვება. არასდროს მინახავს, რომ ის რაიმეზე წუწუნებდეს ან სისუსტეს ამჟღავნებდეს. ამ ხალხის დიდი მადლიერი ვარ.

სიმართლე „მადრიდში" ტრანსფერის შესახებ

ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. არანაირი გამარჯვების გემოც კი არ ვიცოდი. ჩემთვის "რეალი" სულ სხვა გალაქტიკა იყო, რაღაც მიუღწეველი. ჩემი მაშინდელი ოცნება - "სევილიას" პირველ გუნდში ასპარეზობა გახლდათ. ეს გუნდი ჩემს გულში იყო. "რამონ სანჩეს პისხუანზე" "Biris Norte"-სთან ("სევილიას ულტრასები) ერთად დავდიოდი. ჩემი მეორე გუნდი "დეპორტივო" იყო, რადგან ამ ორი გუნდის "ულტრასები" ძალიან მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ. სწორედ ამიტომ, ბავშვობაში, ჩემს ოთახში, „დეპორტივოს" დროშა, ბებეტოს მაისური და რივალდოს პოსტერი ეკიდა. იმ ზაფხულს ყველანაირი გაზეთი ჩემს ტრანსფერს განიხილავდა.

აგვისტოს ბოლოს ესპანეთის ნაკრებში გამომიძახეს და მე შეკრებაზე თეთრ კოსტუმში გამოვცხადდი, რათა დაძაბულობის მოსახსნელად იუმორი შემომეტანა. ეს კოსტუმი ახალი შეძენილი მქონდა და როგორც აღმოჩნდა, მან ბედნიერება მომიტანა, რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნაკრების შეკრებაზე "სევილიის" ფეხბურთელად ჩავედი, მაგრამ უკვე "რეალის" ფეხბურთელის სტატუსით წამოვედი. თანაგუნდელებმა, ასეთი კოსტუმის დანახვისას, სიცილი ვერ შეიკავეს და ამბობდნენ, რომ ასეთი ჩაცმულობით მხოლოდ ქორწილში უნდა იარო. ჩემს გარდა, ხოაკინიც თეთრი კოსტუმით გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ისინი ერთსა და იმავე მაღაზიაში შევიძინეთ.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

"სევილიის" პრეზიდენტთან, მისსავე ოფისში, ძალიან საინტერესო ბაასი გვქონდა. არასდროს მსურდა ტყუილის თქმა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, გულშემატკივრებმა უკვე იციან, თუ რა საუბარი შედგა ჩვენს შორის. მაშინ ლა ლიგაში პირველი თამაში უნდა ნათამაშები გვქონდა, მე ტანსაცმლის მაღაზიაში წასასვლელად 4 დღე მრჩებოდა. მან მითხრა, რომ კანტერანო "სევილიაში" ფულს ვერასდროს გამოიმუშავებდა. ამან ძალიან ამაღელვა, მე ხომ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ამიტომ ვუთხარი, რომ "სევილია" ასეთ დიდებულ კლუბად სწორედ კანტერანოების დახმარებით იქცა. რამდენიმე თვით ადრე, მათ მითხრეს, რომ ბევრი კლუბია ჩემით დაინტერესებული, ამიტომ მისი გაშვებისგან თავის დასაზღვევად, სამუდამო კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი. ეს იყო კონტრაქტი 10-წლიანი პირობებით, რომლის თანახმადაც ჩემი ხელფასივე იმდენი იქნებოდა, რამდენსაც იმდროისთვის გუნდის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი იღებდა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჩემი სურვილი პირველ რიგში იყო ის, რომ კანტერანოელ ბიჭებსაც ეგრძნოთ სათანადო დაფასება.

საბოლოოდ, ისინი ჩემს ტრანსფერზე დაფიქრდნენ. ხალხი ყოველთვის ტრანსფერის ერთ მხარეს იმახსოვრებს და ამიტომ, მათ ჩემზე წყენა შერჩათ. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ "სევილიამ" უბრალოდ გამიშვა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ფეხბურთელები. თავიდან, მე პრესკონფერენციის გამართვა მსურდა, რათა ამეხსნა ჩემი გუნდიდან წასვლის მიზეზები და გულშემატკივრებს გამოვმშვიდობებოდი,, მაგრამ საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ვთქვი. მადრიდში ჩამოსვლა შთამბეჭდავი იყო. პრეზენტაცია, სტადიონი, გულშემატკივრები. ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ ასეთ სანახაობას ნამდვილად არ ველოდი. იმ წუთიდან გასახდელს იმ ხალხთან ვიყოფდი, რომლებიც ჩემი კუმირები იყვნენ. რობერტო კარლოსთან, ზიდანთან, რონალდოსა და ბექჰემთან შეხვედრის წინ ძალიან ვღელავდი. რაულსა და კასილასს ნაკრებიდან ვიცნობდი და ისინი თავიდანვე ძალიან მეხმარებოდნენ.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

გატაცება სვირინგებით

მარცხენა ყურთან: მგლის ჩინური ვარიანტი. ეს ცხოველი ძალიან მომწონს. თუ დაუკვირდებით, შესაძლებელია ჩემი ინიციალების დანახვა: SR

მარჯვენა მხარზე: ჯუჯა. 14 წლის ვიყავი, როდესაც ეს ტატუ გავიკეთე. მამამ რომ შეამჩნია, ძალიან გაბრაზდა.

მარცხენა წინამხარზე: მამისა და დედის ინიციალები, მათ შორის კი ჩემთვის სიკეთის მომტანი რომაული ციფრი VII. ფრაზა მთლიანად ასე იშიფრება: "არასოდეს დაგივიწყებთ".

მარცხენა ხელის შუათითზე: ჩემი ძმების ინიციალები. მათაც აქვთ ასეთი ტატუ.

მარჯვენა მტევანზე: ჩვენი სახელები არაბულ ენაზე. რენესაც აქვს ზუსტად ასეთი სვირინგი.

ბიცებსზე: ციცერონის ციტატა: "მკვდარი ტყუილის სული".

მარცხენა ხელზე: პირადი მნიშვნელობის სხვადასხვა ნახატები. იესო, ფრაზა იტალიურად (ჩემი ოჯახი - ჩემი სისხლია), დავიდის ვარსკვლავი ბებია ნენეს სამახსოვროდ, რომელმაც დედაჩემს ოქროს ვარსკვლავი გადასცა, რომელსაც ხშირად თან ვატარებ, ის ჩემი თილისმაა. და ბოლოს, სიტყვა "თავისუფლება" ინგლისურად.

მარჯვენა ხელზე: ჰირალდა - სევილიის სიმბოლო და ღირსშესანიშნაობა.

მარცხენა ხელის შიდა მხარე: მშობლების სახელები. რუბიო - მამაჩემის მეტსახელი, პაკი - დედაჩემის სახელი.

ნეკნებზე:ნელსონ მანდელად ფრაზა ფილმიდან "დაუმორჩილებელი": "მადლობა უფალს დაუძლეველი სულისთვის".

წელზე: ჩემი დის, მირიამის სახელი, ჩემი ნომერი (4) და ძმის სახელი - რენე.

მარჯვენა ფეხზე: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თასი.

გაგრძელება იქნება...

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კორნავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:29

ეროვნული ლიგა - მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 04:59

"რატომ არ თამაშობდა ასე კარგად ბარსელონა აქამდე?" - სეტიენის პასუხი

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

დღეს, 04:58

ბარსელონას პრეზიდენტმა ლეო მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ლეო მესი გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:54

გვარდიოლა: "როცა 20-ჯერ ურტყამ და კარში 10 კაცი დგას, გოლის გატანა რთულია"

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა - "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონთან" სტუმრად დამარცხდა.

დღეს, 04:50

ბართომეუ: "ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ეს უცვლელია - VAR-ი სულ რეალისკენაა"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ-მარია ბართომეუ მადრიდის "რეალის" დღევანდელ მოგებას ეხმაურება.

დღეს, 04:47

გვარდიოლას ანტი-რეკორდი - პირველად მანჩესტერულ კარიერაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:43

VIDEO: კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი რუსეთში, ასისტი და თამაშის MVP

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინი" "ორენბურგს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:34

სუარესის ბრწყინვალე შედეგი, რომელიც მესისაც არ აქვს დაფიქსირებული

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

დღეს, 03:30

ლეო მესიმ ლა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვილიარეალს" დაუპირისპირდა და 1:4 გაიმარჯვა.

დღეს, 02:40

გატუზოს ნაპოლის მორიგი კარგი მატჩი და მნიშვნელოვანი გამარჯვება რომასთან [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 02:07

ბარსელონამ ვილიარეალი გაანადგურა და რეალთან სხვაობა შეამცირა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის.

დღეს, 02:02

მანჩესტერ სიტი სტუმრად საუთჰემპტონთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 23:55

გრიზმანი დაბრუნდა - ვილიარეალი - ბარსელონა: სასტარტო შემადგენლობები

ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც „ბარსელონა“ სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

გუშინ, 23:09

ზიდანი: "ძალიან დამღალა იმაზე საუბრებმა, რომ მსაჯების დახმარებით ვიგებთ"

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ბილბაოსთან" გამარჯვება შეაფასა (1:0).

გუშინ, 23:05

მოულოდნელი ლიდერები - რა მდგომარეობაა ამჟამად პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში?

ინგლისში ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაგრამ საუკეთესო ბომბარდირი - ჯერ არა.

გუშინ, 22:53

ზიდანი: "რატომ არ იყო განაცხადში ხამესი? იმიტომ, რომ თავად არ მოინდომა"

„ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა განაცხადში ხამეს როდრიგესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:42

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა - ხორვატი შესაძლოა სერია ა-ში ისევ ვიხილოთ

მარიო მანჯუკიჩი თავისუფალი აგენტი გახდა, ამიტომ სულ მალე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

გუშინ, 22:38

VIDEO: უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? [გამოკითხვა]

ბილბაოს „ატლეტიკის“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრაში, ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა.

გუშინ, 22:30

"რამოსისა და რაულ გარსიას ეპიზოდი - პენალტია", - იტურალდე გონსალესი

ყოფილმა ესპანელმა არბიტრმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა, „ბილბაო" - „რეალის" შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები შეაფასა.

გუშინ, 22:26

"თუ ერთ დარღვევაზე ჩასტვინე, მეორეზეც უნდა ჩასტვინო", - ბილბაოს ფეხბურთელი - მსაჯს

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველმა, დანი გარსიამ, „რეალთან" მატჩის შემდეგ, მსაჯი, ერნანდეს ერნანდესი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:23

100 გოლი+პასი 116 შეხვედრაში - სალაჰზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს

„ლივერპულის" ეგვიპტელმა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, „ასტონ ვილასთან" მატჩში (2:0) საგოლე გადაცემა გაიფორმა.

გუშინ, 22:19

პირველი გამარჯვება ჩემპიონის რანგში - ლივერპულმა ასტონ ვილა დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში უკვე გაჩემპიონებულმა „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:24

აცილებული პენალტი, 2 გაძევება - ინტერი შინ ბოლონიასთან დამარცხდა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ინტერი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

გუშინ, 21:11

ხავი: "ახლა მხოლოდ ალ-სადის წარმატებები მაინტერესებს"

„ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, „ალ-სადთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 19:33

პოლ სქოულზმა განმარტა, თუ რა აკლია იუნაიტედს ლივერპულთან ჩემპიონობისთვის საბრძოლველად

„მან.იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, ისაუბრა, თუ რა აკლია გუნდს პრემიერ ლიგის მოგებისთვის საბრძოლველად.

გუშინ, 19:23

რონალდუსა და რამოსის გარეშე - კარლო ანჩელოტიმ ოცნების გუნდი შეადგინა

„ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შეადგინა ოცნების გუნდის თავისი ვერსია იმ ფეხბურთელებისგან, ვისთანაც ოდესმე იმუშავია.

გუშინ, 19:18

ბარსა გამოირიცხა? ხავიმ ალ-სადთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მასში საინტერესო პუნქტია

„ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გუშინ, 19:16

მუნიაინი: "ყველა ხედავს, მუდმივად ვის სასარგებლოდ იღებენ ბოლო დროს მსგავს გადაწყვეტილებებს"

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელი, იკერ მუნიაინი, „რეალთან“ მატჩში წაგების შემდეგ, ბრაზი ვერ დამალა.

გუშინ, 18:34

პირველი 2005/06-წლების შემდეგ და ისტორიაში მეოთხე! რამოსის გენიალური მიღწევა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი, ისტორიაში შესვლას აგრძელებს.

გუშინ, 18:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10