» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]


სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნი. ნაწილი მეორე.

ყველაზე ძვირფასი ადამიანები

შვილები ჯერ არ მყავს, (შეგახსენებთ, რომ წიგნი 2013 წელს დაიწერა, დღეისთვის, სერხიო და მისი მეგობარი გოგონა პილარ რუბიო, სამი ბავშვის მშობლები არიან), , მაგრამ ძალიან მინდა, რადგან პატარა ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარული გამაჩნია. ახლა ყველაზე მეტად სამ ადამიანზე ვზრუნავ - დედაზე, დასა და ძმისშვილ დანიელაზე. მეოთხე ასეთი ადამიანი ჩემი ბებიაა, მაგრამ მისთვის ამ წიგნის სხვა თავია გამოყოფილი.

მე დედიკოს ბიჭი ვარ. ჩემი და - დედაჩემის მარჯვენა ხელია. მე კი, იძულებული ვიყავი ის ფეხბურთის გამო დამეტოვებინა. ჩემი რწმენა დედასადმი ჩემს მეგობრებსაც კი აკვირვებს. მას ყველაფერს ვუყვები, აბსოლიტურად ყველაფერს და სამაგიეროდ არაფერს ვითხოვ. ის ჩემთვის მეგობარი უფროა, ვიდრე დედა.

ბავშვობაში, ჩემს ოჯახში ერთადერთი მკაცრი ადამიანი მამა იყო. ის იყო ერთადერთი, ვინც გვსჯიდა ან გვეჩხუბებოდა, თუ რაიმე ცუდს ვაშავებდით. დედა სულ ჩემი თანამოაზრე იყო და სულ მე მიჭერდა მხარს. თუ მამა მსჯიდა და არ მაძლევდა გარეთ გასვლის ან ფეხბურთის თამაშის უფლებას, მე ეგრევე დედასთან გავრბოდი, ყველაფერს ვუყვებოდი და ჩვენ ერთად ვთხოვდით მამას, რომ მას გადაწყვეტილება შეეცვალა, რომელიც არასოდროს არ გვცემდა, თუმცა თუ გვეჩხუბებოდა, ხელში სულ ჩექმა ეჭირა, რომელსაც არ იყენებდა, რადგან არ სურდა ჩვენთვის ზიანის მოყენება. უბრალოდ, ის ჩვენგან მისი სიტყვის დამორჩილებას ითხოვდა.

ჩვენ ოჯახში ერთმანეთისთვის საჩუქრების კეთებას ვართ შეჩვეულნი, საამისოდ არ ველით არც ვინმეს დაბადების დღეს და არც შობას. მე ხშირად დავდიოდი უბნის მაღაზიაში, რათა დედასთვის ყვავილები შემეძინა. თუმცა, პირველი სერიოზული საჩუქარი დედისთვის ყელსაბამი იყო. დედას ოქროს ყელსაბამი ჰქონდა, რომელიც მას ბებიისგან ერგო და მე ძალიან მომწონდა. იმდენად, რომ ხშირად მას უბრალოდ ვიღებდი და ვუყურებდი.1 4 თუ 15 წლის ასაკში, ის ავიღე და ვარჯიშზე გავიყოლე. იქ თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ ვინმეს ჩემს ჩანთაში ჩაედო, რადგან იმ დროს საკუთარი კარადები არ გვქონდა. საბოლოოდ, ყელსაბამი დაიკარგა. მის ძებნას დაახლოებით თვეზე მეტი შევალიე, ისიც კი ვიფიქრე, რომ ვინმემ წაიღო, მოედანი ათასჯერ შემოვიარე, მაგრამ მისი პოვნა ვერ მოვახერხე. როცა დედამ მოიკითხა, თუ სად წავიდა მისი ყელსაბამი, აღარაფერი მქონდა დარჩენილი, ვუთხარი, რომ სხვას მივეცი, მაგრამ აუცილებლად დავაბრუნებდი.

ბუნებრივია, ყელსაბამის დაბრუნება ვეღარ მოვახერხე, რადგან არც ვიცოდი სად იყო, მაგრამ დედას ჩემთვის არაფერი უთქვამს. მან სიმართლე იცოდა, უბრალოდ მაკვირდებოდა და აინტერესებდა, მის წინაშე თავს როგორ გავიმართლებდი.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

პირველივე ხელფასით საიუველირო მაღაზიაში წავედი და დედას მსგავსი ყელსაბამი ვუყიდე. იდენტური არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე დავაბრუნე ის, რაც დავკარგე. დედას ჩემი საჩუქარი ძალიან მოეწონა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

დედაჩემი ფეხბურთმა ძალიან დააზარალა. ის ყველაფერს სხვა ადამიანებზე მეტად განიცდის, რადგან შესანიშნავი ადამიანი, ისევე, როგორც ჩემი და. მამამ ყველაფერი შედარებით მარტივად გადაიტანა, ჩემი ძმა კი დღემდე იგერიებს ბედის უძლიერეს იერიშებს. ყველაზე რთული დედასთვის და დისთვის იყო, რადგან ცხოვრებაზე ცოტა სხვანაირი შეხედულებები აქვთ. ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და მიაჩნიათ, რომ ამ მსოფლიოში ყველაფერი კარგი, გულახდილი და უბრალოა, მათი მსგავსი ადამიანი დედამიწაზე ძალიან ცოტაა, ამიტომ ორივე ხშირად რაღაცისგან იჩაგრება.

დედა საჩუქრებით ხშირად მანებივრებს. მან დღემდე იცის, როდის რა მჭირდება ყველაზე მეტად და მისი მოცემისთვის საუკეთესო პერიდოს არჩევს. მან ჩემი გემოვნება ძალიან კარგად იცის. ბოლო საჩუქარი, რომელიც დედამ გამიკეთა, იყო ოქროს ბეჭედი, რომლებიც დედამ ჩემს გარდა ძმასა და დასაც აჩუქა. ბეჭდის მეორე მხარეს ამობეჭდილია წარწერა: "დედას უყვარხართ, ძვირფასებო".

მახსოვს, რა ხშირად მყიდულობდა ის ბოტასებს, როდესაც პატარა ვიყავი. ეს იყო მუქი ნაიკი ჰაეროვანი ძირით. ძალიან ბედნიერი ვიყავი და არასდროს ვიხდიდი. იმ დროს ჩვენ საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით, მაგრამ რთული მომენტებიც იყო.

ჩემი და მირიამი - ჩემი სისუსტეა. თუ შევხვდები გოგოს, რომელიც ჩემს დას რაიმეთი მაინც ემსგავსება, აუცილებლად ვიქორწინებ მასზე. ის ერთადერთი გოგონაა სახლში. ის ჩემზე სულ რამდენიმე თვითაა უფროსი, ჩვენ არასდროს დავშორებულვართ ერთმანეთს. მირიამი განსაკუთრებულია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემთან თამაშის უფლებას არასდროს ვაძლევდი. ის მუდამ ჩემთან ერთად გამოდიოდა სასეირნოდ, სეირნობდა ჩემს მეგობრებთან ერთად, ეს კი ძალიან არ მომწონდა. მას ვეუბნებოდი, რომ წასულიყო და გოგოებთან ეთამაშა. შემდეგ ის მირბოდა და ყველაფერს მამას უყვებოდა, რომელიც ამის გამო მეჩხუბებოდა. ის სპეციალურად მაბრაზებდა, რადგან იცოდა, რომ მამა მას არასოდეს უბრაზდებოდა. მე და მირიამი ყოველდღე ერთ საწოლში ვიძინებდით. მე რენეს (ძმის) ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ იმის გამო, რომ სახლში ძალიან გვიან მოვდიოდი, დასაძინებლად მირიამის გვერდით ვწვებოდი.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

გასულ ზაფხულს ის გათხოვდა და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე; ამაზე საუბარს წიგნში ცალკე თავს მივუძღვნი. ვტიროდი. ბევრს ვტიროდი. მტირალა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მგრძნობიარე ვხდები. იმის დანახვამ, რომ ჩემი და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს, ძალიან გამაბედნიერა. მირიამი ამ მხრივ არაჩვეულებრივია, ჩვენ მას სულ ვიცავთ. ვფიქრობდი, რომ იმ დღემდე ის არ აპირებდა დამოუკიდებლად ყოფნას, მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე თვე და რეალობა ის არის, რომ ახლა ის ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს თავის ქმართან ერთად. ის ჩემი მეგობარია, ბავშვობიდან.

პირველად ავტირდი მაშინ, როდესაც ის ტაძარს უახლოვდებოდა. მაგრამ, რამდენიმე ცრემლი მაშინაც წამსკდა, როცა ვუყურებდი მას ალფონსო XIII-ს სასტუმროში და ვფიქრობდი, თუ როგორი მომხიბვლელი იყო ის. როდესაც ეკლესიაში წავედით და ერთმანეთს გადავხედეთ, მას თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ არ შეეძლო ტირილი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მაკიაჟი წაიშლებოდა. მე კი, ეს არ მაღელვებდა და პატარა ბავშვივით ვბღაოდი. შემდგომ კიდევ ორჯერ ვიტირე. ერთხელ, ბებიაჩემის სიკვდილის დროს და მეორედ, ანტონიო პუერტას დასაფლავებაზე. მაგრამ, ჩემი დის ქორწილში ბედნიერების ცრემლები იყო. (წიგნი დაწერილია "დორტმუნდთან" 2013 წლის ნახევარფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრამდე და სწორედ ამიტომ არ არის აღნიშნული მისი მატჩისშემდგომი ცრემლები - ავტ.)

ოჯახის დანარჩენი წევრები ნამდვილად გაკვირვებულნი იყვნენ, როდესაც შეამჩნიეს, რომ ვტიროდი. მაგრამ, ეს არ მაღელვებდა. ეს შინაგანი ემოციების გამოვლენება იყო. ეს კეთილი ტირილი იყო და თუ ამ სცენას კიდევ ვიხილავ, კვლავ ავტირდები. ეს იმ საღამოს კულმინაცია იყო და ასეთი ემოციების შეგრძნებას კიდევ ერთხელ ვისურვებდი. მე და მირიამს ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ კიდეც. თქვენ მას ძალიან ვერ გაუბრაზდებით, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა და თუ მას ვეჩხუბებით, ის თავს გარიყულად გრძნობს. მეტიც, თუ ერთმანეთზე ნაწყენები ვართ, ეს წყენა ორ დღეზე მეტს არ გრძელდება. ასეა დედას შემთხვევაშიც. მაგრამ, პირველ ნაბიჯს ისინი დგამენ. ისინი მოდიან და ჩემთან ლაპარაკს იწყებენ, იმიტომ, რომ მე უფრო ჯიუტი ვარ. თუმცა, ნელ-ნელა ვიცვლები. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მე არასოდეს ვითხოვდი პატიებას, მაგრამ ახლა, ეს აუცილებელია და ამას ვაკეთებ კიდეც.

ჩემთვის მესამე ძვირფასი ადამიანი დანიელაა, რენეს შვილი, ჩემი მზეთუნახავი. მსურს, რომ ჩემი შვილები მას ჰგავდნენ. ძალიან მსურს მამა გავხდე. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა. ეს ჩვენს ოჯახში პირველი ბავშვი იყო და ჩემი მშობლების პირველი შვილიშვილი. როგორც ადრე უკვე მითქვამს, პირველი ბავშვი ბრწყინვალე გამოდგა. ყოველთვის, როდესაც მას ვხედავ, როცა ის ჩემთან ჩამოდის მადრიდში ან მე ჩავდივარ მათთან სევილიაში, ვგრძნობ, თუ როგორ მსურს საკუთარი შვილის ყოლა. თუმცა, ფაქტიურად, ის ჩემი შვილია. დანიის კარში გატანილი გოლი მას მივუძღვენი, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის, ის ჯერ ამქვეყნად მოვლენილიც კი არ იყო. ის ძალიან ლამაზი ბავშვია. მთელი ჩვენი ოჯახი უბრალოდ გიჟდება მასზე. უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ზეიმობისას, ვხედავდი, როგორ ერთობოდნენ ჩემი თანაგუნდელები თავის ბავშვებთან ერთად და დანიელას ვუხმე, რომ ჩემთან მოედანზე გამოსულიყო.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

ჩემი ბებია რეიესი

დედაჩემის დედა, ანუ ჩემი ბებია კამასში ცხოვრობდა, ჩვენს სიახლოვეს. ისინი ცენტრში ცხოვრობდნენ, საფეხბურთო მოედნის გვერდით, ჩვენ კი რაიონ ატალაიაში. დედის მშობლებთან უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვიდრე მამის. არასოდეს მინახავს მამაჩემის დედა, ნენა, რადგან ის ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა. ბაბუა, პეპინი კი, გამოემშვიდობა წუთისოფელს მაშინ, როდესაც მე 14 წლის ვიყავი.

ბებიას ყოველდღიურად ვინახულებდი. როცა კამასში ვთამაშობდი, ფეხბურთის მოედნიდან პირდაპირ მასთან მივრბოდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდებოდი სახლში. ყოველ კვირას ჩვენ მასთან მივდიოდით და ან ერთად ვსადილობდით, ან ყველა ერთად მივდიოდით ერთ ოჯახში, რომელიც ალკალეში ცხოვრობდა.

ჩემს ბებიას, რეიესს ძალიან მოსწონდა ფეხბურთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მას საკუთარი შვილიშვილიც უყვარდა. ის ხშირად უყურებდა ჩემს თამაშებს ტელევიზორის მეშვეობით, ზოგჯერ კი "რამონ სანჩეს პისხუანზე" მოდიოდა სევილიაში. როცა მოედანზე ჩემს წინააღმდეგ უხეშობდნენ ის ყვიროდა: "რატომ კადრულობენ ისინი მსგავს სიუხეშეს, მათ ფეხებს დავულეწავ". ბაბუაჩემ ხუანს კი, ფეხბურთის გარდა, ხარების ბრძოლაც ძალიან იზიდავს. კამასი ამ სახეობის ცენტრია, იმიტომ, რომ აქ, კამასში, დაიბადნენ ისეთი დიდებული ტორეადორები, როგორიცაა კურო რომერო და პაკო კამინო. ასეა თუ ისე, ბებუას ჰქონდა მთელი სეზონის აბონიმენტები სევილიაში გასამგზავრებლად. თავდაპირველად, ბებიას საყვარელი შვილიშვილი რენე იყო, მაგრამ უკვე შემდგომში მისი ფავორიტი მე გავხდი. ის სულ იმეორებდა: "სად არის ჩემი ქერა". სხვათაშორის, სულ ასე მეძახდა.

ერთხელ, როდესაც მათ სახლში ვიყავით, დავპირდი, რომ პირველი ხელფასით, მის აბაზანას გავარემონტებ. ის ძალიან ძველი იყო და დიდი ხნის მანძილზე ხელი არავის შეუვლებია. იქ ხშირად შესვლაც კი სახიფათო იყო. სიტყვა შევასრულე. როცა აბაზანის გასარემონტებელი ფული მივუტანე, მან მკითხა, სამზარეულოს რემონტისთვის რატომ არ მაძლევ ფულსო. რაღა დამრჩენოდა და ამის ფულიც მივეცი. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მან შემოსასვლელის ფულიც მომთხოვა. მაგრამ მე ვუთხარი, რომ უკვე ახალი ბინის ყიდვა იყო საჭირო. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ახალ სახლში გადავედით, სადაც დღემდე, დეიდაჩემთან ერთად ცხოვრობენ.

მას მოსწონდა, რომ შვილიშვილი ფეხბურთელი იყო. ხშირად, ბაბუასთან ერთად ის თამაშებზე ხშირად დადიოდა. ის 2011 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. სევილიაში, მეგობრების ქორწილში ვაპირებდი გამგზავრებას. 11 ივლისს კი "რეალთან" ერთად ლოს-ანჟელესის ტურნე გვქონდა დაგეგმილი. მე ცრემლები მომდიოდა. უკანასკნელ შობას ის უკვე ავად იყო. ქალაქგარეთ მყოფ სახლში ვიმყოფებოდით და სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგვჭირდა. მას ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა და უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მისი ტანჯვის დანახვა ძალიან რთული იყო, ძალიან მძიმე. მაგრამ, იმ სიტუაციაში, მის გვერდით ყოფნა საუკეთესო გამოსავალი იყო. მეძინა, როცა ის გარდაიცვალა. ჩემი დის ტირილმა გამაღვიძა. მე და დედაჩემი ბებიას მის საყვარელ, ვარდისფერ კაბას ვაცმევდით. ვარდისფერი ასევე ჩემი საყვარელი ფერია. ის იმავე სასაფლაოზე განისვენებს, სადაც მამაჩემის მშობლები.

სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 2]

ბებია მუდამ მემახსოვრება, როგორც ძალიან ხალისიანი ქალი, რომელიც ყოველთვის მასთან ცეკვას მაიძულებდა, მიუხედავად ფეხების პრობლემებისა. რომ არა დაავადება, ის კიდევ მინიმუმ 20 წელი იცხოვრებდა. ბედნიერი ვარ, რომ მას სიხარულს ვანიჭებდი და რომ მასთან ერთად ბედნიერი მომენტები გავიზიარე. მაგრამ, სამწუხაროა, რომ მან ჩემი დის ქორწილი გამოტოვა. მათ ჩინებული ურთიერთობა ჰქონდათ.

ახლა, ყველა ჩემს გოლს ბებია რეიესს ვუძღვნი, როდესაც ხელებს ცისკენ ვიშვერ. აქამდე, გოლებს პეპინს და ნენეს ვუძღვნიდი.

გაგრძელება იქნება...


პირველი ნაწილი იხილეთ აქ: სერხიო რამოსი: გული, ხასიათი, ვნება [ნაწილი 1]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

6 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 06:23

სატრანფერო ფანჯარა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების გეგმები თითქმის ყველა საქმიანობაში შეცვალა, მათ შორის, საფეხბურთოშიც.

დღეს, 16:10

სუარესმა გუნდიდან მესის შესაძლო წასვლაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა

„ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, გუნდიდან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:59

ბარსელონამ ტოტენჰემის ნახევარმცველის შეძენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

„ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ლონდონის „ტოტენჰემს" გუნდის ინგლისელი ნახევარმცველის, რაიან სესენიონის ტრანსფერზე მიმართა.

დღეს, 15:15

კლოპი: "კარგია, რომ არსენალთან დავმარცხდით"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „არსენალთან" მარცხი შეაფასა, რომელიც პრემიერ ლიგის 36-ე ტურში შედგა.

დღეს, 15:07

ვან დეიკი: "არსენალს გოლები უბრალოდ ვაჩუქეთ"

„ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „არსენალთან" წაგება შეაფასა.

დღეს, 15:04

ფოტო: მანჩესტერ სიტიმ ახალი სეზონისთვის განსხვავებული სტილის ფორმა წარადგინა

„მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი სეზონის ფორმის საშინაო კომპლექტი წარმოადგინა.

დღეს, 15:01

"ასეთ კითხვას ლამპარდს, კლოპს ან გვარდიოლას ვერ დაუსვამთ", - ჟოზე ჟურნალისტს გაუბრაზდა

„ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ჟურნალისტის კითხვით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 14:57

ინტერის ლეგენდა: "იუვენტუსით სკუდეტოს მოგება ნებისმიერ მწვრთნელს შეუძლია"

მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალესანდრო ალტობელიმ ტურინის "იუვენტუსის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:06

ხამესი რეალის განაცხადში თავისი სურვილით ვერ ხვდება?!

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ მადრიდის "რეალში" ხამეს როდრიგესი მოწინავე პოზიციებზე ნამდვილად არ არის.

დღეს, 13:52

Bild: სანჩოს მანჩესტერში გადასვლის ორი სცენარი

Bild-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა გარდაუვალია.

დღეს, 13:43

როდის შეძლებს ჰავერცი ლევერკუზენის დატოვებას?

kicker-ის ცნობით, ლევერკუზენის "ბაიერის" ლიდერი, კაი ჰავერცი მინიმუმ აგვისტოს შუა რიცხვებამდე სხვა გუნდში ვერ გადავა.

დღეს, 13:33

ფოტო: სიტიმ ახალი ფორმა წარადგინა

"მანჩესტერ სიტიმ" 2020-2021 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. "ქალაქელები" ტრადიციას არ ღალატობენ და ლურჯ ფერზე

დღეს, 13:24

"ალეგრის, სარისგან განსხვავებით, იუვეს მართვა შეეძლო", - სიტის ექს-ფორვარდი

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, როლანდო ბიანკიმ მაურიციო სარის მუშაობის მეთოდები გააკრიტიკა:

დღეს, 13:14

"კუბოს მოთხოვნები ჩვენთვის მიუღებელი იყო", - ბარსელონას დირექტორი

"ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ხავიერ ვილახოანამ ტაკეფუსა კუბოს ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:06

"ფერგიუსონის მანჩესტერის სათამაშო სტილს ვუახლოვდებით", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:52

AS: ლა ლიგის თასი უკვე ვალდებებასშია

AS-ის თანახმად, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ლა ლიგის თასის ვალდებებასში ჩატანის თაობაზე.

დღეს, 12:42

"მაგუაირის რამოსსა და ვან დეიკთან შედარება უაიდგილოა", - ლებეფი

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ფრანკ ლებეფმა ჰარი მაგუაირის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:31

"პოგბა რეალისთვის იდეალური ტრანსფერი იქნებოდა", - ემიუს მეკარეების ექს-თავკაცი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა, ემილიო ალვარესმა პოლ პოგბას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:56

ბარსელონა არ ნებდება - 70 მილიონი და ერთი ფეხბურთელი ინტერს

Cadena SER-ის თანახმად, "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" ლაუტარო მარტინესის თაობაზე ახალი სარფიანი წინადადება მოუმზადა:

დღეს, 11:44

ითამაშებს თუ არა დე იონგი ოსასუნასთან? - სეტიენის კომენტარი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ფრენკი დე იონგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

დღეს, 11:33

"რეალმა ზიდანს ძეგლი უნდა დაუდგას", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ზინედინ ზიდანის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:15

"სოლსკიაერი ლივერპულისა და სიტისთვის კონკურენტს ამზადებს", - იორკი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დუაიტ იორკმა "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:01

ტრანსფერები ოქტომბრამდე - პრემიერ ლიგაში ფანჯარა იხსნება!

პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა თარიღი, თუ როდის გაიხსნება და დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა.

დღეს, 10:40

კლოპი: "არსენალმა სახიფათო მომენტების შექმნის გარეშე მოგვიგო"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ლონდონის "არსენალთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 10:24

"ლივერპულსა და არსენალს შორის მთელი უფსკრულია", - არტეტა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ თავისი გუნდის "ლივერპულთან" გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 10:13

"მალე სერია ა-ს კიდევ ერთი ატალანტა ეყოლება", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ბერგამოს "ატალანტას" სერია ა-ს ერთი-ერთი გუნდი შეადარა:

დღეს, 10:04

ფერან ტორესის ახალი გუნდი ცნობილია

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ვალენსიას" ახალგაზრდა შემტევის, ფერან ტორესის ახალი გუნდი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა.

დღეს, 09:57

3 გრანდი, რომელიც შკრინიარის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ინტერმა სლოვაკს ფასი დაადო

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, მილანის "ინტერის" ცენტრალურ მცველს, მილან შკრინიარს ჰყავს სამი სერიოზული მსურველი.

დღეს, 09:49

ლიანა ჯოჯუას UFC-ში პირველი გამარჯვების ვიდეო-მიმოხილვა

როგორც მოგეხსენებათ, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა დაამარცხა დიანა ბელბიტა,

დღეს, 09:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10