» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს


როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

ხშირად, ფეხბურთელები „ბარსელონას“ შემოთავაზებაზე უარს ვერ ამბობენ, მაგრამ გამონაკლისები ყოველთვის არსებობს.

ბოლო წლებში, „ბლაუგრანა“ თავისი სატრანსფერო გეგმების რეალიზებას საკმაოდ ხშირად ვერ ახერხებდა. გავიხსენოთ, თუ რომელმა ფეხბურთელებმა გაისტუმრეს უარით კატალონიური გრანდი.

კევინ გამეირო

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

„სევილიასთან“ წარმატებული სეზონისა და 2016 წლის ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, გამეირო ბევრი კლუბის სამიზნე აღმოჩნდა, მათ შორის „ბარსელონასიც“. თუმცა, მან უარი თქვა და სიტუაცია ობიექტურადაც შეაფასა:

„ამ ზაფხულს „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი. რა მესაქმება „ბარსაში“? იქ ნეიმარი, მესი და სუარესი არიან. ამ ფეხბურთელებს ყველა მატჩში სურთ მონაწილეობის მიღებას და 10 წუთით მოედნის დატოვებაზეც უარს აცხადებენ. გაიხსენეთ, რა ბედი ეწია იბრას.“

გამეირო 30 მლნ ევროდ „ატლეტიკოში“ გადავიდა, „ბარსამ“ კი თავისი ყურადღება „ვალენსიელ“ პაკო ალკასერზე გადაიტანა, რომელმაც „კამპ ნოუზე“ საკმარისი სათამაშო დრო ვერ მიიღო მალევე „დორტმუნდში“ გადაბარგდა. რაც შეეხება ფრანგს, მან იმედები ვერც „ატლეტიკოში“ გაამართლა და 2018-ში ის 16 მილიონად „ვალენსიაში“ გაყიდეს.

კოკე

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

ლა ლიგის მოგებისა და 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, „ატლეტიკოს“ თავისი ლიდერების გუნდში შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწია. ფილიპე ლუისი, დიეგო კოშტა და ნათხოვარი ტიბო კურტუა „ჩელსიში“ გადავიდნენ, ჟოაო მირანდა კი „ინტერში“ გადაბარგდა. კოკეს მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ იჩენდა, რომელსაც მისით ხავის შეცვლა სურდა, მაგრამ შუახაზელმა მშობლიური კლუბის ერთგულება არჩია.

„მართალია, რომ „ბარსელონასთვის“ უარის თქმა გამიჭირდა, მაგრამ კიდევ მრავალი წლის „ატლეტიკოში“ გატარება ჩემი უმთავრესი სურვილი იყო. წასვლისთვის იდეალური დრო ჯერ არ დამდგარა. ეს ჩემი სახლია და ვგრძნობ, რომ მოთხოვნადი ვარ, კლუბს კი ჩემი გაყიდვის საჭიროება არ ჰქონია. როგორ შემეძლო გუნდის დატოვება პიკზე? „ბარსელონას“ მხრიდან ინტერესი მსიამოვნებს. ეს აჩვენებს, რომ ჩემი სამსახური ფასდება, მაგრამ „ატლეტიკო“ - ჩემი სახლია.“

მარკო ასენსიო

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

ესპანელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა „რეალში“, მაგრამ მისი კარიერა სულ სხვა გზით შეიძლებოდა წასულიყო, „ბარსელონაზე“ რომ შეეჩერებინა თავისი არჩევანი. ზიდანის გუნდში ფეხის მოკიდებამდე, ასენსიომ თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა:

„ბარსელონაში“ ან სხვა რომელიმე კლუბში შემეძლო გადასვლა, მაგრამ „რეალი“ ავირჩიე. ახლა „ბარსაში“ თამაშის საშუალება აღარ მექნება. მე სასტარტოსთვის მსურს ბრძოლა, იქ კი ბევრი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელიც კლუბში მრავალი წელია იმყოფება.“

რაფაელ გერეირო

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

პორტუგალიის მიერ 2016 წლის ევროპის პირველობის ისტორიული მოგების შემდეგ, „ლორიანის“ მცველს, რაფაელ გერეიროს, კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი ჰქონდა.

„ბარსელონასთვის უარის თქმა რთული იყო. მაგრამ, არჩევანი უნდა გამეკეთებინა და „ბორუსიას“ შემოთავაზებამ უფრო დამარწმუნა.“ - ახსნა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გამეიროს მსგავსად, გერეირომ „ბარსელონასთვის“ უარის თქმა უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის სასარგებლოდ განმარტა. დრომ გვიჩვენა, რომ პორტუგალიელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამეთუ „დორტმუნდის“ რიგებში დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს

მაურისიო ლემოსი

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

რამდენიმე წლის წინ „ბარსელონა“ მაურისიო ლემოსის შეძენას აპირებდა, მაგრამ მცველმა „ლას-პალმასში“ არჩია დარჩენა, რათა სათამაშო პრაქტიკა რეგულარულად მიეღო და განვითარება გაეგრძელებინა.

„ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ 20 წლის ასაკში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკმარისი სათამაშო დრო მომეცეს. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება „ლას-პალმასში“ დარჩენა იქნება. ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ არასდროს არ იცი, განვითარებისთვის რამდენი დრო დაგჭირდება.“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.

ტიაგო სილვა

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

ტიაგო სილვა დღეს „პსჟ-ს“ ყველა ბოლოდროინდელ წარმატებებთან ასოცირდება, მაგრამ მას „ბარსელონაშიც“ შეეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება, ამ კლუბის ხელმძღვანელობას რომ უფრო სარფიანი შემოთავაზება გაეკეთებინა.

„მე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა მქონდა, რომელთა დაკმაყოფილებისთვისაც „ბარსა“ მზად არ იყო. მალევე მივხვდი, რომ ეს სიტუაცია არ მაკმაყოფილებდა. კლუბის პრეზიდენტის, სანდრო როსელის მთელი პატივისცემისდა მიუხედავად, მის შემოთავაზებას ფიზიკურად ვერ დავთანხმდებოდი.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ESPN.

დარიო სრნა

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

თუ ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბარსას“ უარს სათამაშო პრაქტიკაზე ღელვის გამო ეუბნებოდნენ, ისინი იმასაც ხვდებოდნენ, რომ სათანადოდ განვითარების შემთხვევაში, მათი შეძენა კლუბს მომავალშიც მოუნდებოდა. ეს მოსაზრება ვეტერანებს ნამდვილად არ ეხება. თუ კატალონიელები შანსს გამოცდილ ვარსკვლავებს აძლევენ, როგორც წესი, ისინი მას დაუფიქრებლად იყენებენ და „სიბერეში“ „ბარსაშიც“ სცდიან ძალებს.

თუმცა, ანალოგიური რამ არ მოხდა ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელის, დარიო სრნას შემთხვევაში, რომელმაც „ბარსას“ უარი 2017 წლის იანვარში უთხრა, რათა დარჩენილიყო თავის საყვარელ „შახტარში“, რომლის ღირსებასაც 2003 წლიდან იცავდა.

„მინდა, კარიერა დონეცკში დავასრულო. როცა პრეზიდენტმა ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, საპასუხოდ მხოლოდ მადლობა გადავუხადე. რეალურად, მე ნებისმიერ პირობებს დავთანხმდებოდი.

ალბათ, „ბარსელონას“ ისტორია უკვე ყველამ მოისმინეთ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩემი გული სხვა კლუბს ეკუთვნის. მე „შახტარში“ ბედნიერი ვარ.“ - ციტირებდა ფეხბურთელის სიტყვებს Goal.com.

უკვე კარიერის დასრულების შემდეგ, სრნამ თავისი გადაწყვეტილება იმითაც განმარტა, რომ იმდროისთვის, უკრაინაში ომი იყო და მას საყვარელი გუნდის დატოვება ამ რთულ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებოდა.

თავისი ლოიალურობის გამო დარიო კარიერის დასრულების შემდეგაც დაფასდა, როდესაც ერთი სეზონის „კალიარიში“ გატარების შემდეგ, „შახტარში“ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაბრუნდა.

დავიდ ლუისი

როცა ცდუნებას უძლებ - ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო წლებში უარი ბარსელონას უთხრეს

ბევრი იცინოდა, როცა „პსჟ-მ“ დავიდ ლუისის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგრამ, ბრაზილიელის თქმით, მის მიმართ ინტერესს სხვა გრანდებიც იჩენდნენ.

„ბარსელონას“ ჩემი შეძენა რამდენჯერმე სურდა. მათი შემოთავაზებები საინტერესო იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი შეძენის რეალური სურვილი მხოლოდ „პსჟ-ს“ ჰქონდა.“

როგორც იცით, „პარიზის“ შემდეგ, ლუისი ისევ „ჩელსიში“ დაბრუნდა, პრემიერ ლიგა, თასი და ევროპა ლიგა მოიგო, 2019 წელს კი მოულოდნელად „არსენალში“ გადაბარგდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:51

"მანჩესტერს ჩელსისთან უპირატესობა აქვს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა "წითელი ეშმაკების" ოთხეულში მოხვედრის შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:27

"ქომაგების მხარდაჭერის გარეშე, ნაპოლის დამარცხება გაგვიჭირდება", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:13

მილიკი ახალ გუნდს უახლოვდება - ნაპოლიმ დაადასტურა

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი კლუბს დატოვებს.

დღეს, 14:05

"რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენ ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე მხარემ გადაწყვიტა", - შენგელიას მიმართვა ფანებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით თანამემამულე გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 13:46

ფოტო: მოწყენილი ბეილი თვალებზე აფარებული პირბადით ალავესთან მატჩში

მადრიდის "რეალისა" და "დეპორტივო ალავესის" შეხვედრის მსვლელობისას მატჩის რეჟისორებმა საინტერესო კადრი დაიჭირეს.

დღეს, 13:28

რომელ გუნდს გულშემატკივრობდა ლეგენდარული ენიო მორიკონე?

ენიო მორიკონემ ვერ მოასწრო დანიელე დე როსისთან ერთად ღვინის დალევა. ერთხელ, ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა

დღეს, 13:03

"ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ს ერთი ფავორიტი ჰყავს", - გასპერინი

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა:

დღეს, 12:51

ბენზემადან - ბენზემამდე: რეალის 500 გოლი ზიდანის მწვრთნელობით

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "დეპორტივო ალავესის" კარში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 12:46

UFC 251: სამი სუპერ-დაპირისპირება საბრძოლო კუნძულზე

ხვალ, თბილისის დროით 02:00 საათიდან (11 ივლისის ღამის დასასრული-12 ივლისის ღამის დასაწყისი) სტარტს აიღებს UFC-ის რიგით 251-ე ღონისძიება.

დღეს, 12:32

"მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება", - არტეტა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჟოზე მოურინიოს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:39

"ბარსა ნამდვილი ვალჰალაა, დე ლიგტი იუვეში გადასვლით არ შემცდარა", - აიაქსის ექს-ანალიტიკოსი

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვიდეო-ანალიტიკოსმა, მიშელ სანტონიმ მატეის დე ლიგტის სატრანსფერო გადაწყვეტილება შეაფასა:

დღეს, 10:31

"დე ხეა ჩვეულ დონეზე ვეღარასდროს დაბრუნდება", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა დავიდ დე ხეას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:22

ჩემპიონობა ორშაბათს? - რეალი მიზანთან ძალიან ახლოს არის

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში დაამარცხა "დეპორტივო ალავესი"

დღეს, 10:13

რეალის მახლობლად - ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევი, ხამეს როდრიგესი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 10:03

კარიერის საუკეთესო სეზონი - კურტუას ბრწყინვალე შედეგები რეალში

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ალავესთანაც" დამაჯერებელი იყო.

დღეს, 04:12

ზიდანი: "ჩემპიონობა? - წინ კიდევ 3 მატჩია და ვნახოთ, რა მოხდება"

"ალავესთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:09

რეალის გამორჩეული შედეგი - პირველად 2006 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:01

ლამპარდმა ჰავერცის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კაი ჰავერცი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:59

ფერნანდეშმა კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ზამთარს ტოპ ტრანსფერი განახორციელა. ბრუნო ფერნანდეში გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

დღეს, 03:55

კლოპი: "რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს!"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს.

დღეს, 03:52

მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადება

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.

დღეს, 03:47

როგორი ფორმით ითამაშებს რეალი შემდეგ სეზონში? [ფოტო]

ცნობილია მადრიდის "რეალის" ის ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში იასპარეზებს.

დღეს, 03:45

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას უხსნიან? - ყველაფერი 2 დღეში გაირკვევა

არის იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტის" უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მისცეს.

დღეს, 03:41

მოურინიო: "ტოტენჰემზე დოკუმენტური ფილმი? - ამის ყურების სურვილი არ მაქვს"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს რომ ის მისი გუნდის დოკუმენტური ფილმის ხილვას არ აპირებს.

დღეს, 03:38

შოთა არველაძე: "ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია"

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

დღეს, 03:33

სრული სვლით 34-ე ლა ლიგისკენ! რეალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა" „ალავესს" უმასპინძლა.

დღეს, 01:57

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:56

ლივერპული მზადაა ტიაგო შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში

„ლივერპულის" მიერ „ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა, ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გუშინ, 23:37

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ოფიციალურად გაირკვა

გერმანიის საფეხბურთო საბჭომ 2020/21-წლების სეზონის დაწყების თარიღები დაასახელა.

გუშინ, 23:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10