» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იუვენტუსის ისტორიაში სამი გამორჩეული მწვრთნელი - ვირჩევთ საუკეთესოს


იუვენტუსის ისტორიაში სამი გამორჩეული მწვრთნელი - ვირჩევთ საუკეთესოს

ტურინული გუნდის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელები.

ჯოვანი ტრაპატონი

იუვენტუსის ისტორიაში სამი გამორჩეული მწვრთნელი - ვირჩევთ საუკეთესოს

„იუვენტუსი“ უნდა შევაქოთ. ტურინულ გრანდში ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას არასდროს ერიდებოდნენ და საბოლოოდ, ეს რისკი უფასდებოდათ კიდეც. ტრაპატონის ისტორიაც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა.

„ბიანკონერიმ“ სპეციალისტი 1976 წელს მოიყვანა და იმ მომენტისთვის 37 წლის ჯოვანის გამოცდილება მხოლოდ მშობლიურ „მილანში“ მოკლევადიანი დანიშვნა იყო, რომელშიც მან დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია.

თუმცა, ახალგაზრდა მწვრთნელისადმი ნდობა უკვე შემდეგსავე სეზონში გამართლდა, როცა „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, ევროასპარეზზე კი უეფას თასს დაეუფლა. შემდეგ წლებში, „ბებერი ქალბატონის“ ტიტულები კიდევ უფრო მომრავლდა. პირველი კადენცია ტრაპატონიმ „იუვეში“ ათი წლის შემდეგ, 1986 წელს დაასრულა და იმდროისთვის, „იუვე“ იტალიური ფეხბურთის უძლიერესი ძალა იყო.

ათ წელიწადში ჯოვანიმ კლუბს ექვსი სერია ა, ორი იტალიის თასი, ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი და საერთაშორისო თასი მოუტანა. ცალკეული დამსახურება მწვრთნელს „ოქროს“ თაობის აღზრდაშიც ჰქონდა - დინო ძოფი, პაოლო როსი, გაეტანო შირეა, მარკო ტარდელი, კლაუდიო ჯენტილე და ბევრი სხვა. სწორედ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებისგან იყო შემდგარი იტალიის ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელმაც 1982 წლის მუნდიალზე წარმატებას მიაღწია.

1986 წელს ტრაპატონიმ ტურინი დატოვა და „ინტერი“ ჩაიბარა, სადაც ასევე დიდ წარმატბას მიაღწია და გუნდს 9 წლის შემდეგ პირველი სერია ა და საერთაშორისო ტიტული მოუტანა. თავის მხრივ, „იუვეს“ შედეგები დაეცა და ჯოვანი გუნდში კვლავ დაბრუნდა. სამ სეზონში შიდა ასპარეზზე შედეგების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, მაგრამ 1993 წელს მან კოლექციას კიდევ ერთი უეფას თასი შემატა.

მარჩელო ლიპი

იუვენტუსის ისტორიაში სამი გამორჩეული მწვრთნელი - ვირჩევთ საუკეთესოს

ლიპის გზა ტრაპატონისას ძალიან წააგავს. სწორედ მარჩელო დაპატიჟეს გუნდში 1994 წელს ტრაპატონის ნაცვლად, რომ მას სერია ა-ს წარუმატებლობები შეეჩერებინა და მოეგო ტიტული, რომლის გემოც „იუვეს“ დაახლოებით 10 წელი არ ჰქონდა გაგებული. უნდა ითქვას, რომ ტურინში მისვლამდე ლიპი ტრაპატონიზე გაცილებით გამოცდილი იყო, მაგრამ ტიტული მოგებული არც მას ჰქონია, „ბიანკონერიში“ დაპატიჟება კი მხოლოდ კლუბში ხელმღვანელობის შეცვლის გამო დაიმსახურა.

ასეა თუ ისე, გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი იპოვეს და 90-იანი წლების შუაში „იუვენტუსის“ მშრალი სერია შეწყდა - მიუხედავად სკეპტიკური პროგნოზებისა, ლიპის პირველივე სეზონი სერია ა-ს და იტალიის თასის მოგებით დასრულდა. 1995/96-წლებში „იუვემ“ პირველობა „მილანს“ დაუთმო, მაგრამ ისტორიაში მეორედ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა. საინტერესოა, რომ გუნდმა ლიგის ფინალში მომდევნო ორ სეზონშიც მოახერხა გასვლა, მაგრამ ორივეჯერ მარცხი იწვნია.

ტურინში გატარებულ ხუთ წელიწადში, ლიპიმ შთამბეჭდავი გუნდი შექმნა, რომელშიც ზიდანი, კონტე, ფერარა, დელ პიერო და სხვა მრავალნი თამაშობდნენ და იქამდე, სანამ გუნდს 1999 წელს დატოვებდა, მარჩელომ ყულაბას იტალიის ორი სუპერთასი, ქვეყნის ორი ჩემპიონობა, უეფას სუპერთასი და საერთაშორისო თასი მოუტანა. შემდეგ კი, ტრაპატონის მსგავსად, ალენატორე „ინტერში“ გადაბარგდა.

თუმცა, მილანში ლიპიმ მხოლოდ ერთი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, შემდეგ კი კვლავ „იუვენტუსი“ ჩაიბარა და კვლავაც წარმატებით. იტალიელი ტურინში 2004 წლამდე დარჩა და სამ სეზონში ორი სერია ა და ორი სუპერთასი მოიგო, 2003-ში კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ ფინალამდე მიიყვანა, სადაც „მილანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

ანტონიო კონტე

იუვენტუსის ისტორიაში სამი გამორჩეული მწვრთნელი - ვირჩევთ საუკეთესოს

ბევრმა შეიძლება თქვას, რომ კონტეს ადგილი მასიმილიანო ალეგრიმ უნდა დაიკავოს, რომლიც ხუთწლიან კანდეციაზეც გუნდის მრავალი ტიტული და წარმატებები მოდის. თუმცა, სწორედ კონტეა - თანამედროვე „იუვენტუსის“ შემქმნელი, რომელიც შიდა ასპარეზზე ერთპიროვნულად ლიდერობს და სერია ა ზედიზედ რვაჯერ აქვს მოგებული. სწორედ ანტონიომ შეაჩერა კლუბის სატიტულო სიმშრალე, რომელმაც 9 წელი გასტანა (თუ არ ჩავთვლით სერია ა-ს ორ ჩამორთმეულ ტიტულს და სერია ბ-ს ჩემპიონობას).

ანტონიომ „იუვენტუსი“ ლუიჯი დელნერის წარუმატებული მუშაობის შემდეგ ჩაიბარა და გუნდში შედეგის ჩვენება ყოველგვარი სამზადისის გარეშე დაიწყო . ტურინელები პირველ ადგილზე სადებიუტო სეზონშივე დაბრუნდნენ. შემდეგ წლებში კონტემ თავისი წარმატება მხოლოდ განავითარა და „ბიანკონერის“ შიდა წარმატებები გაგრძელდა.

ანტონიომ „იუვეში“ მხოლოდ სამი სეზონი გაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „ბებერ ქალბატონს“ საუკეთესო იტალიური გუნდის წოდება დაებრუნებინა. ბუნებრივია, ალეგრიმ დროულად მოუსწრო და ეს წარმატებები განავითარა, მაგრამ შეძლებდა თუ არა ის ამ ყველაფერს კონტეს გარეშე? ნაკლებად სავარაუდოა. მენეჯერი გუნდში 2011 წელს, გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის სტატუსით მოვიდა და 2014-ში ამას ლეგენდარული მწვრთნელის წოდებაც დაამატა და იტალიის ნაკრები ისე ჩაიბარა.

თუმცა, Goal.ge-ს აზრით, „იუვენტუსის“ ყველა დროის სიმბოლური გუნდის შედგენისას, მწვრთნელობა ჯოვანი ტრაპატონის უნდა ჩავაბაროთ.

თქვენი აზრით, ვინ არის იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:51

მილიკი ახალ გუნდს უახლოვდება - ნაპოლიმ დაადასტურა

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი კლუბს დატოვებს.

დღეს, 14:05

"რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენ ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე მხარემ გადაწყვიტა", - შენგელიას მიმართვა ფანებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით თანამემამულე გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 13:46

ფოტო: მოწყენილი ბეილი თვალებზე აფარებული პირბადით ალავესთან მატჩში

მადრიდის "რეალისა" და "დეპორტივო ალავესის" შეხვედრის მსვლელობისას მატჩის რეჟისორებმა საინტერესო კადრი დაიჭირეს.

დღეს, 13:28

რომელ გუნდს გულშემატკივრობდა ლეგენდარული ენიო მორიკონე?

ენიო მორიკონემ ვერ მოასწრო დანიელე დე როსისთან ერთად ღვინის დალევა. ერთხელ, ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა

დღეს, 13:03

"ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ს ერთი ფავორიტი ჰყავს", - გასპერინი

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა:

დღეს, 12:51

ბენზემადან - ბენზემამდე: რეალის 500 გოლი ზიდანის მწვრთნელობით

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "დეპორტივო ალავესის" კარში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 12:46

UFC 251: სამი სუპერ-დაპირისპირება საბრძოლო კუნძულზე

ხვალ, თბილისის დროით 02:00 საათიდან (11 ივლისის ღამის დასასრული-12 ივლისის ღამის დასაწყისი) სტარტს აიღებს UFC-ის რიგით 251-ე ღონისძიება.

დღეს, 12:32

"მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება", - არტეტა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჟოზე მოურინიოს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:39

"ბარსა ნამდვილი ვალჰალაა, დე ლიგტი იუვეში გადასვლით არ შემცდარა", - აიაქსის ექს-ანალიტიკოსი

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვიდეო-ანალიტიკოსმა, მიშელ სანტონიმ მატეის დე ლიგტის სატრანსფერო გადაწყვეტილება შეაფასა:

დღეს, 10:31

"დე ხეა ჩვეულ დონეზე ვეღარასდროს დაბრუნდება", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა დავიდ დე ხეას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:22

ჩემპიონობა ორშაბათს? - რეალი მიზანთან ძალიან ახლოს არის

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში დაამარცხა "დეპორტივო ალავესი"

დღეს, 10:13

რეალის მახლობლად - ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევი, ხამეს როდრიგესი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 10:03

კარიერის საუკეთესო სეზონი - კურტუას ბრწყინვალე შედეგები რეალში

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ალავესთანაც" დამაჯერებელი იყო.

დღეს, 04:12

ზიდანი: "ჩემპიონობა? - წინ კიდევ 3 მატჩია და ვნახოთ, რა მოხდება"

"ალავესთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:09

რეალის გამორჩეული შედეგი - პირველად 2006 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:01

ლამპარდმა ჰავერცის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კაი ჰავერცი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:59

ფერნანდეშმა კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ზამთარს ტოპ ტრანსფერი განახორციელა. ბრუნო ფერნანდეში გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

დღეს, 03:55

კლოპი: "რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს!"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს.

დღეს, 03:52

მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადება

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.

დღეს, 03:47

როგორი ფორმით ითამაშებს რეალი შემდეგ სეზონში? [ფოტო]

ცნობილია მადრიდის "რეალის" ის ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში იასპარეზებს.

დღეს, 03:45

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას უხსნიან? - ყველაფერი 2 დღეში გაირკვევა

არის იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტის" უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მისცეს.

დღეს, 03:41

მოურინიო: "ტოტენჰემზე დოკუმენტური ფილმი? - ამის ყურების სურვილი არ მაქვს"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს რომ ის მისი გუნდის დოკუმენტური ფილმის ხილვას არ აპირებს.

დღეს, 03:38

შოთა არველაძე: "ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია"

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

დღეს, 03:33

სრული სვლით 34-ე ლა ლიგისკენ! რეალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა" „ალავესს" უმასპინძლა.

დღეს, 01:57

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:56

ლივერპული მზადაა ტიაგო შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში

„ლივერპულის" მიერ „ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა, ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გუშინ, 23:37

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ოფიციალურად გაირკვა

გერმანიის საფეხბურთო საბჭომ 2020/21-წლების სეზონის დაწყების თარიღები დაასახელა.

გუშინ, 23:34

მცველი ლუკას ვასკესი - რეალის სასტარტო ალავესთან მატჩში

მცველების არყოფნაში, ზინედინ ზიდანმა მარჯვენა მცველად ლუკას ვასკესი დააყენა.

გუშინ, 23:20

სიტის ევროთასების ბანს მოუხსნიან - ინსაიდერი

ინსაიდერული ინფორმაციით, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო „სიტის" ევროთასებიდან ორწლიან ბანს მოუხსნის.

გუშინ, 23:18
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10