» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?


რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ოდნავ გადავუხვიოთ საფეხბურთო თემატიკას და ვისაუბროთ ცნობილ მილიარდერებსა და მათ ავტომობილებზე.

ზოგადად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს არ უყვართ ეპიცენტრში ყოფნა და შესაბამისად ისინი ისეთ ავტომობილებს არჩევენ, რომლებიც პრესის დიდ ყურადღებას არ მიიპყრობს.

სიახლე Businessinsider-ის მიხედვით არის მომზადებული და თავად გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი წყარო შესაძლოა 100%-ით ზუსტი არ იყოს.

სიზუსტის პრობლემას ის იწვევს, რომ მსოფლიოს მილიარდერების დაფიქსირება მათსავე ავტომობილებში ურთულესია.

განსხვავებით სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან, რომლებიც ესკორტებით გადაადგილდებიან, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს მსგავსი უსაფრთხოების სისტემა არ აქვთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად იცავენ თავს - მაგალითად 2019 წელს Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა უსაფრთხოებაში 23 მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა მისი ავტომობილების ესკორტი არასდროს არავის არ დაუფიქსირებია.

მილიარდერები მუშაობენ სქემით, რომლის მიხედვითაც მათი უსაფრთხოების სისტემა მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა იყოს.

ასევე, იხილეთ: "ახალი მხეცი" - როგორ გამოიყურება რონალდუს 3 მილიონიანი ავტომობილი

ასევე, იხილეთ: ფოტო - სერხიო რამოსი ვარჯიშზე 1957 წლის ავტომობილით მივიდა

ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი
Alphabet-ის დამფუძნებლები, რომლის შემადგენლობაშიც შედის Google, Youtube, Android, Google Pixel, Calico, Google Fiber, Google X და ა.შ

სერგეი ბრინისა და ლარი ფეიჯის ქონება 65-65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ისინი მსოფლიოს მილიარდელთა სიის მე-7 და მე-8 პოზიციებზე იმყოფებიან.

ცნობილია, რომ ლარი ფეიჯი Toyota Prius-ით გადაადგილდება, რომლის ღირებულება 23,700 აშშ დოლარიდან იწყება.

ფოტოზე ხედავთ, Google-ის დამფუძნებლებს Toyota Prius-ში.

ცნობისთვის, სერგეი ბრინი 1973 წელს საბჭოთა კავშირში, კერძოდ კი მოსკოვში დაიბადა. 1979 წლიდან ის აშშ-ში იზრდებოდა, თუმცა ასეა თუ ისე, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რუსი სწორედ ბრინია.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ჯეფ ბეზოსი
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. ჯეფ ბეზოსის ქონება 154 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბოლო რამდენიმე დღეში, 56 წლის ამერიკელის ქონება 718 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

Amazon-ის დამფუძნებელმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არნახული პროგრესი განიცადა. მისი ქონება სულ რაღაც 3-4 თვეში 38 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. დიახ, 38 მილიარდით.

ცნობილია, რომ ბეზოსი Honda Acord-ის მოყვარულია. 1999 წელს მან ერთ-ერთ გადაცემაშიც გააკეთა კომენტარი ამ ავტომობილზე: "დიახ, ეს მანქანა მომწონს."

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

უორენ ბაფეტი
უორენ ბაფეტი ამერიკელი ბიზნეს მაგნატია, რომელიც საკმაოდ დიდ აქციებს ფლობს ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის Apple, Coca Cola, American Express, Bank Of America და ა.შ

ცნობილია, რომ ბაფეტის რჩეული ავტომობილი Cadilac XTS არის, რომლის ღირებულებაც 23,500 აშშ დოლარიდან იწყება.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

სტივ ბალმერი
Microsoft-ის ყოფილი მენეჯერი და ამჟამად, NBA-ის გუნდის, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მფლობელი, რომლის ქონებაც 50 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მისი ფავორიტი ავტომობილი Ford Fusion არის, რომლის ღირებულებაც 19,500 დოლარიდან იწყება. ბალმერის ავტომობილი ჰიბრიდულ ძრავზეა.

ასევე, იხილეთ: როგორ გამოიყურება სტარიჯის მანქანის გასაღები, რომელიც 150 000 ფუნტი ღირს

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ბილ გეითსი
ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მდიდარი იყო - ამჟამად მისი ქონება 111 მილიარდი აშშ დოლარი არის.

Businessinsider წერს, რომ Microsoft-ის დამფუძნებელი 1988 წელს გამოშვებულ Porsche 959 ფლობს. იმ პერიოდში საბაზრო ღირებულება 300 000 აშშ დოლარიდან იწყებოდა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილი იყო.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

მარკ ცუკერბერგი
Facebook-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში რიგით მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანი. ცუკერბერგის ქონება 85 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და კორონავირუსის პერიოდში ის 8 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა.

Businessinsider-ის თანახმად 36 წლის ამერიკელი რამდენიმე ავტომობილს ფლობს.

მარკ ცუკერბერგს Honda FIt ჰყავს, რომლის საბაზრო ღირებულება 16,700 აშშ დოლარიდან იწყება. ასევე, მის გარაჟში Acura TSX და Volkswagen Golf GTI-იც დგას.

ცუკერბერგი იტალიურ Pagani Huayra-საც ფლობს, რომლის ღირებულებაც 1,400,000 აშშ დოლარია.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ფილ ნაითი
მსოფლიოში სპორტული ფეხსაცმელების ნომერ პირველი ბრენდის, Nike-ს დამფუძნებელი. მისი ქონება 35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

82 წლის ფილ ნაითი Audi R8-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც 120,000 აშშ დოლარიდან იწყება.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ბერნარ არნო
ფრანგი მაგნატი, რომელიც Louis Vuitton-ის მეწილე და დირექტორია.

მისი ქონება 88 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

71 წლის ფრანგი BMW მე-7 სერიის ავტომობილით გადაადგილდება, რომლის ღირებულებაც 86,000 აშშ დოლარიდან იწყება.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ჯეკ მა
ჩინური ონლაინ ვაჭრობის მაგნატი - Alibaba-ს დამფუძნებელი, რომლის ქონებაც 46 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ყველაზე მდიდარი ჩინელია.

ჯეკ მა ჩინური Roewe RX5 SUV-ით გადაადგილდება, რომლის ღირებულებაც 17,000 აშშ დოლარიდან იწყება.

ასევე, ამ ავტომობილში Alibaba's YunOS-ის ოპერაციული სისტემაა ჩამონტაჟებული.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ელის უოლტონი
Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის შვილი, რომელსაც მემკვიდრეობით ამავე კომპანიის აქციები ერგო. მისი ქონება 54 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ელის უოლტონი ამერიკულ Ford F-150 ფლობს, რომლის ღირებულებაც 40,000 აშშ დოლარიდან იწყება.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ილონ მასკი
PayPal-ის, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი. ილონ მასკის ქონება 47 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

48 წლის, სამხრეთ აფრიკელის ისტორია ავტომობილებთან ოდნავ ადრე იწყება და ის გერმანული ავტომობილების მოყვარული იყო.

მასკის პირველი ავტომობილი 1978 წლის BMW 320i იყო, რომლის სანაცვლოდაც მხოლოდ 1,400 აშშ დოლარი გადაიხადა.

PayPal-ის გაყიდვის შემდეგ, მან McLaren F1 შეიძინა, 2007 წელს კი BMW M5-ს ფლობდა. 2012 წელს ილონ მასკის გარაჟში Porsche 911-იც იდგა.

დღესდღეობით, სამხრეთ აფრიკელი ბიზნესმენი ძირითადად Tesla Model S-ით გადაადგილდება, რომლის ღირებულებაც 78,000 აშშ დოლარიდან იწყება.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ტიმ ქუქი
Apple-ის დირექტორი BMW მე-7 სერიის ავტომობილით გადაადგილდება და ის ამ ავტომობილთან ერთად, კამერებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს.

რომელ ავტომობილებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები?

ასევე, იხილეთ: 100 კმ/სთ 2.5 წამში, - ბენზემას ახალი, 2.5 მილიონ ევროიანი სუპერმანქანა, რომელიც რონალდუსაც ჰყავს[ფოტო]

ასევე, იხილეთ: "ზიდანსა და ფიგუზე ნიჭიერი იყო" - საბჭოთა ტალანტი, რომელიც ავარიის შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილანი ვერც გატუზომ გატეხა - ფრე ნეაპოლში [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა "ნაპოლისა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 01:44

პოდოლსკიმ სანე გააკრიტიკა: "ის ტოპ დონის მოთამაშე არ არის"

მომავალი სეზონიდან გერმანელი ფეხბურთელი ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

დღეს, 01:31

მოურინიო: "ერთადერთი, რაშიც არსენალს ვაჯობეთ, გულით თამაშია"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "არსენალს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 01:28

გადაწყვეტილია: ლივერპულს პირველი ფეხბურთელი დატოვებს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულს" პირველი ფეხბურთელი დატოვებს.

დღეს, 01:25

საფრანგეთში ფეხბურთი დაბრუნდა - პსჟ-მ 9:0 მოიგო [VIDEO]

4-თვიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთში ფეხბურთი განახლდა და "პსჟ"-მ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 01:22

ოთარ კაკაბაძის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შვეიცარიაში [VIDEO]

8-თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე მოედანს წინა ტურში დაუბრუნდა და შეცვლიდან შევიდა.

დღეს, 01:05

ეროვნული ლიგა - მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-5 ტური ქართულმა ელ-კლასიკომ დახურა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" "დინამო თბილისთან" უგოლო ფრე ითამაშა.

დღეს, 00:35

VIDEO: კვარაცხელიამ ცსკა-სთანაც კარგი მატჩი ჩაატარა, პენალტი მოიპოვა და გუნდს ქულა მოუტანა

რუსეთის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული დაპირისპირება მოსკოვის "ცსკა"-სა და ყაზანის "რუბინს" შორის.

დღეს, 00:30

ჩხეტიანმა ქუთაისში თავისი ყოფილი გუნდი ვერ დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის შედგა.

დღეს, 00:27

მიზეზი, რის გამოც იმობილე ლაციოდან წასვლას ჩქარობს

Сalciomercato-ს თუ დავუჯერებთ, რომის "ლაციოს" ლიდერი, ჩირო იმობილე თავისი ამჟამინდელი კლუბიდან თავის დაღწევას ცდილობს.

დღეს, 00:06

"მესისთვის დასვენების გამოყოფის ფუფუნება არ მაქვს", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ის ვერ დაასვენებს გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის:

გუშინ, 23:55

იოვიჩს რეალის შემდეგ მატჩში თამაშის შანსი გაუჩნდა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს თავისი გუნდის მოახლოებულ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლის შანსი გაუჩნდა.

გუშინ, 23:47

ატალანტას ბურთის ფლობის მასკერკლასი იუვეს - რა ხდებოდა ბერგამოელთა პირველ გოლამდე?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსისა" და ბერგამოს "ატალანტას" საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გუშინ, 23:33

ჟოზე: "არ გვინერვიულია, მაშინაც კი, როცა არსენალი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლონდონურ დერბიში "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვება შეაფასა:

გუშინ, 23:20

ლოვრენი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

Daily Express-ის ცნობით, "ლივერპულის" ცენტრალური მცველი, დეიან ლოვრენი უდიდესი ალბათობით სხვა გუნდში გადავა.

გუშინ, 23:09

შოთა არველაძე ლა ლიგაში ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

"ბილბაოსთან" შეხვედრაში "ლევანტეს" 21 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

გუშინ, 23:03

"ლივერპულის მოთამაშეების მესმის", - რიომ მერსისაიდელების მოდუნების მიზეზი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ლივერპულის" შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:56

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა? ორივე!"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:18

ჩრდილო ლონდონური დერბი - ტოტენჰემმა შინ არსენალს მოუგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "არსენალს" უმასპინძლა.

გუშინ, 21:34

"თილისმა არ ვარ", - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ მომავალზე ღიად ალაპარაკდა

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:18

"ტოპ კლასის ჯერ კიდევ არ არის", - პოდოლსკი სანეს ბაიერნში ტრანსფერს ეხმაურება

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, ლუკას პოდოლსკიმ ლეროი სანეს მიუნხენურ გრანდში ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 21:13

ESPN: დემბელემ მანჩესტერ იუნაიტედს პასუხი შეუთვალა

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

გუშინ, 21:09

VIDEO: რამდენიმე წუთის წინ, ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ლა ლიგის მატჩში, "ლევანტემ" "ბილბაო" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 21:07

კონტემ ზაფხულისთვის 3 სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა.

გუშინ, 20:43

ჩელსი ჰავერცის გამო 3 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

"ჩელსი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს.

გუშინ, 20:36

ზიდანი: "ხამეს როდრიგესი რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის ნახევარმცველ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა.

გუშინ, 20:33

შეთავაზება მზადაა, იოვიჩს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა

"რეალის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბია დაინტერესებული.

გუშინ, 19:45

MARCA: ბარსელონამ ნეიმარის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, 2019/20 წლების სეზონს პარიზში გაატარებს.

გუშინ, 19:30

პუიოლი: "ინიესტამ ბევრი ტრავმა გადაიტანა, მაგრამ არასოდეს დანებებულა"

ესპანეთის ნაკრების ექს-მცველმა, კარლეს პუიოლმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

გუშინ, 19:10

შეთანხმება მიღწეულია, ვილიანი ახალ კლუბს უახლოვდება

"ჩელსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვილიანი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

გუშინ, 19:00
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10