» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს


ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება.

ამ უიქენდზე იწყება უკრაინის პრემიერ ლიგა, დაწყებულია ხორვატიის, სერბეთის და პოლონეთის ჩემპიონატებიც. რაც შეეხება ტოპ-ტურნირებს, მათ დაწყებას ივნისის შუა რიცხვებში ველოდებით, ჯერჯერობით კი კვლავ ბუნდესლიგაზე უნდა ვისაუბროთ, რომელშიც დღეს, 30 მაისს, 29-ე ტურის მატჩები შედგება.

„ჰერტა“ – „აუგსბურგი“ [17:30]

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

უშუალო კონკურენტების დაპირისპირება. დედაქალაქური კლუბი 35 ქულით მეათე პოზიციას იკავებს, „აუგსბურგის“ ანგარიშზე კი 4 ქულით ნაკლები და მე-12 პოზიციაა. საინტერესო კი ის არის, რომ მიუხედავად ცხრილის შუაში ყოფნისა, ორივე გუნდი ახლოსაა როგორც ევროსაზგურებთან, ისე გასავარდნ ზონასთან. სწორედ ეს ხდის წლევანდელ ბუნდესლიგას ასე განსაკუთრეულს.

მე-17 ადგილს „აუგსბურგი“ სულ რაღაც 4 ქულით უსწრებს და ამიტომ ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ბოლო ხუთ შეხვედრაში გუნდმა 3 წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც - მოიგო.

„ჰერტას“ ბოლოდროინდელი შედეგები შედარებით უკეთესია - 2 გამარჯვება და 3 ფრე. ბუკმეიკერები დღევანდელი შეხვედრის ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ, რომელთა გამარჯვებაც 1.90 კოეფიციენტით ფასდება, თუმცა ბოლო დროს გუნდებს შორის გამართული მატჩები ძალიან უხვგოლიანი გამოდის (4:0, 3:4, 2:2, 2:2) ამიტომ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ დღესაც ბევრ ბოლს უნდა ველოდოთ.

„მაინცი“ – „ჰოფენჰაიმი“ [17:30]

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგში“ წასვლის მიუხედავად, დღევანდელი სტუმრები ჩვეულ დონეს მაინც ინარჩუნებენ და 28 მატჩის შემდეგ 39 მოპოვებული ქულით ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვიან. თუმცა, ბოლო დროს შედარებით მოუკლეს - ბოლო ხუთ მატჩში გუნდმა 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-ჯერაც დამარცხდა. ამჟამად, ევროპა ლიგის საგზურის მომტან მეექვსე ადგილამდე გუნდს 3 ქულა აშორებს.

„მაინცი“ კი სულ სხვა მიზნებისთვის იბრძვის - 28 მატჩის შემდეგ გუნდს 28 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 6 ქულით ასწრებს, პლეი-ოფების პოზიციამდე კი მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

დღევანდელ შეხვედრაში ბუკმეიკერები ფავორიტს პრაქტიკულად ვერ ასახელებენ, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც სტუმართა მხარეზეა (2.75 – 2.37).

„შალკე“ – „ვერდერი“ [17:30]

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

ბუნდესლიგის ორი ტრადიციული ბინადარი, რომელსაც აშკარად რთული პერიოდი უდგას. „შალკე“ სეზონს კარგად იწყებდა, მაგრამ ბოლო 5 მატჩში არც ერთი მოგება არ აქვს (4 მარცხი, 1 ფრე), რის გამოც უკვე მეცხრე პოზიციას იკავებს და ევროტურნირების ზონას 5 ქულით არის დაშორებული.

„ვერდერის“ მდგომარეობა კი გაცილებით სატირალია - გუნდი მე-17 ადგილს იკავებს, გადასარჩენ ზონას 6 ქულით ჩამორჩება და ბოლო 27 გამართულ შეხვედრაში მხოლოდ 5 მოგება აქვს გაფორმებული.

რურის დერბიში განადგურებული „შალკესთვის“ ეს გამარჯვების გზაზე დაბრუნების იდეალური შანსია, თუმცა ბუკმეიკერები ასე ცალსახად ნამდვილად არ ფიქრობენ და გილზენკირხენელთა გამარჯვებასაც საკმაოდ სარისკო, 2.40 კოეფიციენტს აძლევენ. თუმცა, ბრემენელების კიდევ უფრო მეტად არავის სჯერა - 2.90.

„ვოლფსბურგი“ – „აინტრახტი“ [17:30]

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

„მგლების“ პოზიციაზე ყოფნას ახლა ბევრი გუნდი ისურვებდა. იმ მხრივ, რომ სწორედ ეს გუნდი იკავებს ევროპა ლიგის მომტან მეორე და უკანასკნელ პოზიციას და მის ფეხის დაცდენას ძალიან ბევრი გუნდი ელის, პირველ რიგში „ჰოფენჰაიმი“. 28 ტურის შემდეგ გუნდს 42 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს.

„აინტრახტი“ კი თავისივე სატრანსფერო პოლიტიკის მსხვერპლია - წარმატებული შარშანდელი სეზონის შემდეგ, გუნდმა ყველა ვარსკვლავი გაყიდა და სხვებით სათანადოდ ვერ შეცვალა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა - 27 მატჩში 29 ქულა, მხოლოდ 8 გამარჯვება და მე-14 პოზიცია. გასულ სეზონში, ძალთა ბალანსი ძალიან სხვანაირი იქნებოდა, დღეს კი ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად „ვოლფსბურგს“ მიიჩნევენ (1.95), „აინტრახტის“ კი თითქმის არ სჯერავთ (3.60).

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

„ბაიერნი" - „დიუსელდორფი" [20:30]

სათამაშო დღეს ქვეყნის ჩემპიონი დახურავს, რომელიც საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ერთ-ერთ აუთსაიდერს მიიღებს. წინა ტურში მიუნხენელებმა „სიგნალ იდუნა პარკზე“ დერ კლასიკერი მოიგეს და ლიდერობა გაიმყარეს. ახლა, „დორტმუნდს“ გუნდი უკვე მთელი 7 ქულით ასწრებს, რაც ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, საკმაოდ დიდი ჰანდიკაპია.

„დიუსელდორფი“ კი ამჟამად საპლეიოფო პოზიციას იკავებს, ბოლო ტურში გუნდმა გასაცოდავებული „შალკე“ დაამარცხა და გადარჩენისთვის ბრძოლაში შანსები აიმაღლა.

თქმაც არ უნდა იმას, რომ „ალიანც არენაზე“ გასამართ მატჩში აშკარა ფავორიტი „ბაიერნია“, რომლის გამარჯვებაც მიზერული 1.08 კოეფიციენტით ფასდება, სტუმრების მოგების შემთხვევაში კი 19.00 კუშს „დაიჭერთ“.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კონტე: "ქულების სულელური დაკარგვა უნდა შევწყვიტოთ"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ინტერმა" მორიგი არასტაბილური მატჩი ჩაატარა და "ვერონასთან" 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:19

ხამესი ევერტონში? - ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ხამეს როდრიგესი მომავალი სეზონიდან "ევერტონში" ითამაშებს.

დღეს, 03:15

მამუკა გორგოძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში ითამაშებს.

დღეს, 03:11

სოლსკიაერი: "მანჩესტერი საჩემპიონო გუნდი ხდება"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:58

მარსელის მფლობელი: "ერთ დღეს, ჩემს გუნდში ზიდანს და რონალდუს ვიხილავდი"

ფრანგული "მარსელის" მომავალი მფლობელი მოჰამედ აიაჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

დღეს, 02:55

მოურინიო VAR-ს არ ეშვება: "ყველამ ყველაფერი ისედაც იცის"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ტოტენჰემი" "ბორნმუთს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:51

ბათუმის პირველი გამარჯვება ამ სეზონში და ჭიაბრიშვილის წარუმატებელი დებიუტი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლოკომოტივსა" და "დინამო ბათუმს" შორის შედგა.

დღეს, 02:47

გრინვუდმა უიენ რუნის რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლი კვლავ გაიტანა.

დღეს, 02:36

მანჩესტერის დიდებული შედეგი - პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" ესტუმრა და 0:3 დაამარცხა.

დღეს, 02:33

ცუდი სერია გრძელდება - ინტერმა კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში მილანის "ინტერი" "ვერონას" ესტუმრა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:30

მანჩესტერმა ასტონ ვილა გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 0:3 გაანადგურა.

დღეს, 02:21

რივალდო: "VAR-ზე საუბრით, ბართომეუ ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს"

წარსულში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ლა ლიგის მსაჯობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:33

ამ სეზონში პირველად - მოურინიოს ტოტენჰემი ვარდნას აგრძელებს

როგორც გითხარით, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" სტუმრად „ბორნმუთს" დაუზავდა.

გუშინ, 23:28

"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? პასუხი აშკარაა", - ფაბრეგასი

„მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, დაახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ოდესმე უთამაშია.

გუშინ, 23:18

დადასტურდა: მერვედფინალის საპასუხო მატჩებს გუნდები საკუთარ სტადიონებზე ჩაატარებენ

მოახლოვებული ევროთასების წინ, უეფა საბოლოო დეტალებს ამტკიცებს.

გუშინ, 23:14

მორიგი კრახის პირას - ტოტენჰემი მარცხს VAR-მა გადაარჩინა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ტოტენჰემი" „სტუმრად" „ვულვერჰემპტონს" დაუზავდა.

გუშინ, 23:00

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კენჭისყრა: ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

2019/20-სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/4, 1/2 და ფინალური ეტაპების კენჭისყრა ხვალ, 10 ივლისს, შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

გუშინ, 22:48

ჯოვანი სიმეონე: "ატლეტიკო ჩემი ოცნებაა, სულ რომ მამაჩემი იქ აღარ იყოს"

„კალიარის" თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ, რომელიც „ფიორენტინას" ეკუთვნის, „ატლეტიკოში" თამაშზე ოცნებობს.

გუშინ, 22:37

მარსელო: "კლუბს ჩემი იჯარით გაშვება უნდოდა, მაგრამ მე ვთქვი, არა!"

როცა 2007 წლის იანვარში, მარსელოს 18 წლის ასაკში „რეალში" ჰქონდა დებიუტი, ბევრი მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა

გუშინ, 22:30

კორონავირუსზე ვინისიუსის განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაიტარა.

გუშინ, 21:33

"ეს გუნდი მომენატრება", - დავიდ სილვა მანჩესტერ სიტის დაემშვიდობა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ თანაგუნდელებს მიმართა.

გუშინ, 21:25

ზიდანი: "დავიღალე იმის გამეორებით, რომ რეალს ჯერ კიდევ არაფერი მოუგია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის მიწურულზე ისაუბრა.

გუშინ, 21:17

"ჩემი აზრით, ყველას დასცინის", - ვან დერ ვაარტმა მაგუაირი გააკრიტიკა

"ტოტენჰემის" ექს-ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა "მანჩესტერის" მცველი, ჰარი მაგუაირი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:09

არსენალმა ბარსელონას გენდუზის ფასი შეუთვალა

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, მატეო გენდუზი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს.

გუშინ, 21:01

მიზეზები, რომელთა გამოც რეალი მზადაა იოვიჩი გაყიდოს

"რეალის" თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, წერს MARCA.

გუშინ, 20:40

შეხვედრა შედგა, მილანმა რებიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიღო

მოგეხსენებათ, "აინტრახტის" თავდამსხმელი, ანტე რებიჩი "მილანის" ღირსებას იჯარის წესით იცავს.

გუშინ, 20:37

სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სამი პოზიციის გაძლიერება უნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.

გუშინ, 20:32

იუვენტუსი 50-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"რომას" ნახევარმცველი, ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს, იტყობინება ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.

გუშინ, 20:27

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, არსენალი ატლეტიკოს ვერ უთანხმდება

ლონდონის "არსენალი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებს წააწყდა.

გუშინ, 20:21

აგენტმა დე ბრუინის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

პატრიკ დე კოსტერმა, "სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის აგენტმა, თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 19:23
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10