» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში


თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

ზოგისთვის პენალტი - ლატარეაა, სხვებისთვის კი - გოლის გატანის პრაქტიკულად გარანტირებული შესაძლებლობა.

თუმცა, კამათს არავინ დაიწყებს იმაზე, რომ პენალტი უკვე დიდი ხანია იქცა თამაშის ისეთ ნაწილად, რომლის გარეშეც ფეხბურთის წარმოდგნეა შეუძლებელია.

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ბოლო ათი წლის პენალტების საუკეთესო შემსრულებლები წარმოადგინა.

ედენ აზარი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი პენალტი: 46

გაცუდებული: 6

აზარის პენალტი გოლკიპერებისთვის ნამდვილი თავსატეხია. ბელგიელის გამორბენი ძალიან ნელია, ის მეკარის მოძრაობას აკვირდება და ბურთს საპირისპირო მიმართულებით უშვებს. შესრულების ასეთი ტექნიკა ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, მეტიუ ლა ტისიემ შეიმუშავა და აზარის შესრულებაც მოიწონა.

„ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო, ასე რომ დაარტყა. აზარი - ნამდვილად ერთ-ერთი ასეთია. როგორც წესი, ის მეკარის მოძრაობის დაწყებას ელოდება. ეს მართლა შესანიშნავი ხერხია.“

ედენი პენალტების შესრულებას „ლილში“ იწყებდა და „ჩელსიშიც“ გააგრძელა. სხვათაშორისო, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში მას ზედიზედ 24 თერთმეტმეტრიანი ჰქონდა გატანილი. სერია 2015 წლის 3 მაისს შეწყდა, როცა მან „კრისტალ პალასს“ ვერ გაუტანა.

ბოლო 10 წელიწადში აზარმა 46 პენალტი შეაგდო და მხოლოდ ექვსჯერ უმტყუნა ტექნიკამ.

ერან ზახავი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი პენალტი: 46

გაცუდებული: 8

რით არის 32 წლის ფორვარდი გამორჩეული? იბრაელი ძალიან შედეგიან სეზონს ატარებს. ევრო 2020-ს კვალიფიკაციაში მან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი გაიყო, 2019-ში კი ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეც გახდა. ზახავიმ 29 გოლი შეაგდო, საიდანაც პენალტით - 5 იყო.

რობერტ ლევანდოვსკი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 47

გაცუდებული: 5

ლევანდოვსკის ტიპური პენალტი: პოლონელი ზედმიწევნით აკვირდება გოლკიპერს, აფასებს სიტუაციას და ბოლო წამს იღებს გადაწყვეტილებას დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე.

რობერტს რეკორდიც აქვს დამყარებული - მან ზედიზედ 29 პენალტი შეაგდო. სერია 2018 წლის 10 მარტს, „ჰამბურგთან“ ბუნდესლიგის შეხვედრაში შეწყდა.

ნეიმარი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 47

გაცუდებული: 13

ერთხელ, პენალტის შესრულების უფლებამ ნეიმარი კინაღამ „პსჟ-დან“ წასვლამდე მიიყვანა. ეს 2017 წელს მოხდა, როცა 11-მეტრიანი მოედანზე კავანისა და ბრაზილიელს შორის კამათის მიზეზი გახდა.

თუმცა, კონფლიქტი ჩაცხრა, 2019 წლის დეკემბერში კი ნეიმარმა პენალტის შესრულების უფლება კავანის პირადადაც დაუთმო. ბოლო 10 წელიწადში მას 60 დარტყმა დაუგროვდა - 47 წარმატებული, 13 კი - წარუმატებელი.

ედინსონ კავანი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 52

გაცუდებული: 12

ნეიმართან იმ კონფლიქტის გამო, „პსჟ-ს“ მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ურუგვაელს ბონუსი შესთავაზა - ერთი მილიონი ევრო იმაში, რომ მას პენალტის შემსრულებლის წოდება ნეიმარისთვის დაეთმო. კავანიმ უარი თქვა და ეს იმით განმარტა, რომ „პსჟ-ში“ იმ მომენტისთვის მეხუთე სეზონს ატარებდა და გუნდის მესამე კაპიტანი იყო.

პრობლემა პენალტების რიგ-რიგობით შესრულებით გადაიჭრა, თუმცა კავანის ნეიმარზე ოდნავ უკეთესი სტატისტიკა აქვს.

ჰალკი:

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 62

გაცუდებული: 14

რათ უნდა თქმა იმას, რომ პენალტის შესრულებისასაც, ჰალკი მთავარ აქცენტს ძალაზე აკეთებს. ბოლო 10 წელიწადში მან 76 პენალტი შეასრულა და 62-ჯერ მისმა მეთოდმა გაამართლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 65

გაცუდებული: 10

როცა მესიმ 2010 წელს გერდ მიულერის გოლების რეკორდი მოხსნა, იბრამ შემდეგი რამ თქვა:

„90 გოლს გავიტანდი, მსაჯებმა იმდენი პენალტის შესრულების უფლება რომ მომცენ, რამდენსაც „ბარსელონას“ აძლევენ.

ლიონელ მესი

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 75

გაცუდებული: 23

დღესდღეობით ხშირად გაიგებთ ფრაზას, რომ მესი ჯარიმებს გაცილებით უკეთ ურტყამს, ვიდრე პენალტებს. არგენტინელს 11-მეტრიანების საუკეთესო შემსრულებელს ნამდვილად ვერ უწოდებთ, მაგრამ 2015-მდე მისი სტატისტიკა კიდევ უფრო საშინელი იყო - ის ყოველ მესამე პენალტს აფუჭებდა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაკრებსა და კლუბში ამდენი პენალტი გავაცუდე. მე შტატიანი შემსრულებელი ვარ და ამიტომ, გოლკიპერები ჩემს ტექნიკას სწავლობენ.“ - აღნიშნა ერთხელ ლეომ.

კრიშტიანუ რონალდუ

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

გატანილი: 98

გაცუდებული: 17

პენალტების მეფე, რომელმაც პირველი გოლი თერთმეტმეტრიანიდან შორეულ 2005 წელს შეაგდო. ფეხბურთელის თქმით, მას სტანდარტების შესრულება სიამოვნებს, იქნება ეს პენალტი თუ ჯარიმა. კარიერის მანძილზე კრიშტიანუს უამრავი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი ნიშნულიდან, როგორც კლუბში, ისევე ნაკრებში.

თერთმეტმეტრიანების საუკეთესო შემსრულებლები უკანასკნელ 10 წელიწადში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან ერთად უკვე მე-2 თასი მოიგო!

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის "ცსკა"-სთან ერთად უკვე მეორე თასი მოიგო.

დღეს, 02:31

სეზონის სტარტი დიდი დანაკლისით: აგუერო 2 თვეს გამოტოვებს

არგენტინელმა თავდამსხმელმა კუნ აგუერომ მუხლის ტრავმის გამო შესაძლოა 2 თვე გამოტოვოს.

დღეს, 02:20

"რატომ პასიურობს მანჩესტერი ტრანსფერებში?" - სოლსკიაერის კომენტარი

მაშინ, როცა ინგლისური კლუბები ყოველდღე ტრანსფერებს ახორციელებენ, "მანჩესტერი" დუმს.

დღეს, 02:14

გადაწყვეტილია: ტიაგოს შემდეგ, ლივერპულმა 45-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

"ლივერპული" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. გუნდმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:11

ცხელი შემოდგომა: დიდი შანსია, ქართული კლუბი ევროპა ლიგაზე გავიდეს, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე

მიუხედავად კორონავირუსისა, რომელმაც მთელი წელი აგვირია, შესაძლოა 2020 წელი ქართული ფეხბურთისთვის მაინც ისტორიული გამოდგეს.

დღეს, 01:57

როდის ითამაშებენ ქართული კლუბები ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპს?

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული გუნდი იასპარეზებს.

დღეს, 01:51

ყველაფერი კარგადაა - კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, "დინამო მოსკოვთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო.

დღეს, 01:47

"ის სწორ გზაზე იყო" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ "რაპიდთან" ტრავმა მიიღო და 2 კვირას გამოტოვებს.

დღეს, 01:44

ლევანდოვსკიმ რუმენიგეს გადაასწრო - მოხსნის პოლონელი მიულერის რეკორდს?

ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 8:0 გაანადგურა.

დღეს, 01:39

გვარდიოლა ტიაგოს ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტიაგო ალკანტარა კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.

დღეს, 01:34

ახალი სეზონი, ძველი ბაიერნი - ბავარიელებმა შალკე 8:0 გააცამტვერეს [VIDEO]

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა წარმოუდგენლად დაიწყო!

დღეს, 00:23

VIDEO: ლევანდოვსკის გენიალური საგოლე გადაცემა რაბონათი თომას მიულერზე

მიუნხენის „ბაიერნი" „შალკეს" აცამტვერებს.

გუშინ, 23:59

რეალის 5 ბრაზილიელიდან ნაკრებში მხოლოდ 2 გამოიძახეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევისთვის განაცხადი დაასახელა.

გუშინ, 23:55

ტოტენჰემის ექიმებმა ბეილს ტრავმა აღმოუჩინეს

ესპანური გამოცემა Marca გარეტ ბეილზე წერს.

გუშინ, 23:49

ოფიციალურად: ცნობილი გახდა რეალის ფეხბურთელი, რომელმაც ბეილის 11-ნომრიანი მაისური მოირგო

ოფიციალურად დადასტურდა, თუ ვინ მოირგებს მომდევნო სეზონში „რეალში“ გარეტ ბეილის წასვლით გათავისუფლებულ 11-ნომრიან მაისურს.

გუშინ, 23:41

ტიაგოს შემდეგ, ლივერპული კიდევ ერთ, 35-მილიონიან ტრანსფერს ათანხმებს

„ლივერპული“ „ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველის, დიოგუ ჟოტას ტრანსფერთან ახლოსაა.

გუშინ, 23:36

სუარესი: "იუვენტუსში გადასვლა სავსებით რეალურია"

„ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, „იუვენტუსში“ გადასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 23:32

ფოტო: ბეილმა და ტოტენჰემის პრეზიდენტმა გოლფის სათამაშოდ მოედანი დაჯავშნეს

ქსელში გავრცელდა სქრინ-შოტი, რომელზეც მინდვრის ჯავშანი ჩანს.

გუშინ, 22:58

"ბეილის და რეგილონის გარდა, რეალიდან კიდევ ერთ ფეხბურთელს წავიყვანდი", - რედნაპი

„ტოტენჰემის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელამ, ჰარი რედნაპმა, გუნდს „რეალიდან“ კიდევ ერთი ფეხბურთელის წამოყვანა ურჩია.

გუშინ, 22:37

BREAKING: მანჩესტერი ბრაზილიელ მარცხენა მცველს შეუთანხმდა, ჯერი კლუბებზეა

სერხიო რეგილონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „იუნაიტედმა“ ყურადღება სხვა მარცხენა მცველზე გადაიტანა.

გუშინ, 22:31

ბაიერნი ტიაგოს სენსაციურ დაბრუნებაზე დაფიქრდა

მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლოა მარიო გიოტცე დაბრუნდეს.

გუშინ, 22:26

გვარდიოლამ ახსნა, თუ რატომ არ ეცადა სიტი ტიაგო ალკანტარას შეძენას

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ისაუბრა, თუ რატომ არ ეცადა „ბაიერნიდან“ ტიაგო ალკანტარას შეძენას.

გუშინ, 22:11

კლასიკოს გამოტოვების რისკის მიუხედავად, მესი ნაკრებში გამოიძახეს

არგენტინის ნაკრების „ტვიტერ“ - ექაუნთზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელების განაცხადი, ვინც 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ, 22:01

"მართლა ბედნიერი ვარ", - კლოპმა ტიაგოს ტრანსფერი შეაფასა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი შეაფასა.

გუშინ, 21:55

როდის შედგება ტიაგოს დებიუტი ლივერპულში?

„ლივერპულმა“ ტიაგო ალკანტარას შეძენის საბუთების მწყობრში სწრაფად მოყვანა მოახერხა.

გუშინ, 21:52

ფიფამ ფეხბურთელების მიერ ნაკრების შეცვლის წესში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა

ფიფამ საფეხბურთო მოქალაქეობის წესში მნიშვნელოვანი წესი შეიტანა.

გუშინ, 21:47

გადაწყვეტილია: დიეგო გოდინი ინტერს ტოვებს და სერია ა-ს სხვა გუნდში გადადის

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიეგო გოდინი კარიერას იტალიურ „კალიარიში" გააგრძელებს.

გუშინ, 21:39

მოურინიო: "ჩემი გუნდის ფეხბურთელების რაოდენობით უკმაყოფილო ვარ - ზედმეტად ბევრნი არიან"

ჟოზე მოურინიომ უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ითამაშა დელე ალიმ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში.

გუშინ, 21:36

რა თანხა დაჯდა თავის დროზე ტიაგოს ტრანსფერი ბარსელონადან ბაიერნში?

"ლივერპულს" ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი სულ რაღაც 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. მიუნხენის "ბაიერნი"

გუშინ, 19:56

"ლივერპულის ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - ტიაგო

"ლივერპულში" გადმოსვლის შემდეგ, ტიაგო ალკანტარამ პირველი კომენტარი გააკეთა: "უზომოდ ბედნიერი ვარ. აქ გადმოსვლას

გუშინ, 19:44
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10