» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ


რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, გასულ ზაფხულს ბუცები ლურსმანზე, 35 წლის ასაკში ჩამოკიდა.

მისი პროფესიონალური კარიერა ხმაურიანი გამარჯვებებითა და მწარე მარცხებით იყო სავსე, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებებს ნიდერლანდელმა სწორედ „ბაიერნში“ მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, მისი გერმანულ გუნდში გადასვლა შეიძლებოდა არც შემდგარიყო. თუმცა, ვან გაალმა ის „რეალის“ დატოვებისა და მასთან „ბაიერნში“ გადმოსვლის აუცილებლობაში მაინც დაარწმუნა.

არიენი გერმანული გამოცემა Socrates-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა, რომლებშიც თავისი კარიერის გერმანულ ეტაპზე, ფრანკ რიბერისთან კონფლიქტზე, გვარდიოლასთან მუშაობასა და ბევრ სხვა საკითხზე ისაუბრა.

ბავშვობაში ან ახალგაზრდულ ასაკში, ბუნდესლიგას თვალს თუ ადევნებდით?

ყოველ უქმეებზე არა, მაგრამ მამაჩემთან ერთად მატჩებს ხშირად ვუყურებდი. ჩვენთვის, ჰოლანდიელებისთვის, ბუნდესლიგა იყო ის ჩემპიონატი, რომელსაც თვალს აქტიურად ვადევნებდით. იმ დროს, „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ შორის დაპირისპირება უკვე არსებობდა, მაგრამ მწვერვალზე ბრემენის „ვერდერიც“ ასულა.

გერმანიის ჩემპიონატიდან ყველაზე კარგად რომელი ფეხბურთელის ასპარეზობა დაგამახსოვრდათ?

„ბაიერნიდან“ ოლივერ კანი, სტეფან ეფენბერგი და ჯოვანი ელბერი ყველაზე კარგად დავიმახსოვრე. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდიან აილტონი, სტეფან შაპუიუზა და კარლ-ჰაინც რიდლე.

ყველანი ქარიზმატული ფეხბურთელები იყვნენ. ნებისმიერ დიდებულ ფეხბურთელს თავისი ძლიერი მხარე აქვს და ყველა ბავშვმა იცის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე: მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეწევა და კარში დარტყმა. ამაყობთ თუ არა იმით, რომ ეს ილეთი იდეალამდე დახვეწეთ?

ჩემი მეუღლე ამბობს, რომ შემიძლია, ამით ვიამაყო. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, სახელს საკუთარი შესაძლებლობებით ვიქმნიდი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი 35 წლის ასაკშიც მუშაობდა.

რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ

გასულ ზაფხულს თქვენ პროფესიონალური კარიერა დაასრულეთ. იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება?

შემიძლია თამამად და სიამაყით ვთქვა, რომ „ბაიერნში“ ყველა შესაძლოა ტიტული მოვიგე და ამ საპატიო მიღწევებით წარმოუდგენლად ვამაყობ. გუნდის წარმატებებში ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვან როლს ვასრულებდი და ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო.

სიმართლე რომ ვთქვათ, იფიქრებდით თუ არა იმას, რომ თქვენი კარიერის მიუნხენური ეტაპი ასეთი ხანგრძლივი გამოვიდოდა?

ეს შეკითხვა ჩემთვის 2009 წლის აგვისტოში რომ დაესვათ, ანუ „ბაიერნში“ გადმოსვლის დროს, ალბათ, უარყოფით პასუხს გავცემდი. მაგრამ, ამდენი წლის მანძილზე ასეთი დიდებული გუნდის ერთგულების შენარჩუნება - ძალიან სასიამოვნო მომენტია და ამით ძალიან ვამაყობ. 35 წლის ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშს ყველა ნამდვილად ვერ მოახერხებს. „ბაიერნი“ - მსოფლიო დონის გუნდი არამარტო სპორტული თვალსაზრისით არის, ეს ასევე ოჯახიცაა.

როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ ამ წლების მანძილზე ფრენკ რიბერისთან?

დროის გასვლასთან ერთად, ერთმანეთს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. როგორ ჩაივლიდა წინა ათწლეული ფრენკის გარეშე? პასუხი აშკარაა: ასე წარმატებულად ნამდვილად ვერა. უმაღლესი დონის თამაშით მან მთელი ეპოქა შექმნა. ერთად უდიდეს შედეგებს მივაღწიეთ, „ბაიერნი“ კი ახალი სათამაშო სტილის ხარჯზე, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდა.

რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ

„ახალ სათამაშო სტილზე“ საუბრისას, კონკრეტულად რას გულისხმობთ?

სანამ მე და ფრენკი მიუნხენში გადმოვიდოდით, ფლანგებიდან შეტევებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა. „ბაიერნი“ უფრო მეტად შეტევების ცენტრიდან აწყობით იყო ცნობილი. მე და ფრენკმა თამაში უფრო ფართო და არაპროგნოზირებადი გავხადეთ.

თქვენი ურთიერთობა რიბერისთან ყოველთვის ჰარმონიული არ ყოფილა, თუ გავიხსენებთ „რეალთან“ 2012 წელს გამართული შეხვედრის შესვენებას (მაშინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რობენმა და რიბერიმ კინაღამ იჩხუბეს იმის გამო, თუ ვის უნდა შეესრულებინა საჯარიმო დარტყმა).

იმ მომენტისთვის ყველაფერი ემოციების თამაში იყო. როცა ეს ეპიზოდი მახსენდება, მეცინება. კონფლიქტებს და კამათს ადგილი ყველა გუნდში აქვს. სხვათაშორის, იმ მომენტის შემდეგ, საფეხბურთო მოედნის მიღმა ერთმანეთს გაცილებით უკეთ ვუგებდით.

ეს მატჩებშიც გამოჩნდა. 2013 წელს, რიბერიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლზე გაგიკეთათ ასისტი. არის თუ არა ეს თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი?

ეჭვგარეშეა. ეს მომენტი არასდროს არ დამავიწყდება. ფრენკმა პასი ინსტინქტურ დონეზე გამიკეთა, ყველა უბრალოდ აღფრთოვანებული იყო. როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონები გავხდით! ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია.

„ბაიერნში“ რამდენიმე ცნობილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მუშაობდით, ლუი ვან გაალის, ხოსეპ გვარდიოლას, კარლო ანჩელოტის, იუპ ჰაინკესის და ნიკო კოვაჩის ჩათვლით. ვინ იყო მათ შორის საუკეთესო?

ხოსეპ გვარდიოლას გამოვარჩევდი, მისი დიდი ფანი ვარ. შემტევი ფეხბურთი ძალიან მიყვარს და პეპი ამ საქმეში ოსტატია. ის ბურთის ფლობასა და შეტევაზეა მთლიანად ორიენტირებული, ყველა ვარჯიშზე უდიდეს დროს ბურთთან მუშაობას ვუთმობდით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მომწონდა, ერთ ტალღაზე ვიმყოფებოდით. საწყენია, რომ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. მაგრამ, ტრავმებმა, დისკვალიფიკაციებმა და მსაჯების წარუმატებელმა გადაწყვეტილებებმა იქამდე მიგვიყვანეს, რომ სამივეჯერ ნახევარფინალიდან გავვარდით. გვარდიოლას მოსვლის დროისთვის 30 წელი შემისრულდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკში პროგრესი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.

რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ

კონკრეტულად რაში განვითარდით გვარდიოლასთან ერთად?

თამაშის კიდევ უფრო უკეთ წაკითხვა ვისწავლე. მეტოქის საჯარიმოში მოქმედების დროს გავიაზრე, თუ როდის იყო უკეთესი კარში დარტყმა. მისი დახმარებით უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გავხდი. ჩემთვის, პეპი - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მიუნხენში მასთან ერთად სამ გატარებულ წელიწადში უამრავი რამ ვისწავლე.

ვან გაალმა, სავარაუდოდ, თქვენს კარიერაში არანაკლები როლი შეასრულა...

მან 2009 წელს „ბაიერნში“ მომიყვანა. მასში შესანიშნავ სპეციალისტს ვხედავდი, რომელიც ძალიან მეწვრილმანე იყო და უდიდეს როლს დისციპლინას უთმობდა. ის გარანტიას იძლევა, რომ მისი თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალური თვალსაზრისით გაუმჯობესდება. მასთან ერთად, უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. მიუნხენში კარგი დრო გავატარეთ. არ ვიცი, აღვმოჩნდებოდი თუ არა საერთოდ „ბაიერნში“, რომ არა ვან გაალი.

თქვენი „ბაიერნში“ ტრანსფერის შესახებ უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ...

როცა ვან გაალმა დამირეკა, მადრიდის „რეალში“ ბედნიერი ვიყავი. მიზეზი, რის გამოც მან მიუნხენში გადმოსვლა დამარწმუნა, იყო ის, რომ „რეალი“ სუპერვარსკვლავებს მიყოლებით ყიდულობდა. მაშინ, ჩემი ერთადერთი სურვილი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, „ბაიერნი“ კი ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის არ ირიცხებოდა. მაგრამ, გავრისკე და ეს ამად ღირდა.

თქვენს გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

იმ დროს, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, „ბაიერნში“ კარიერის საუკეთესო ეტაპი გავატარე.

„ბაიერნში“ პირველივე მატჩში მოახერხეთ გოლის გატანა. მოგვიყევით თქვენი დებიუტის შესახებ.

თავს კომფორტულად პირველივე დღიდან ვგრძნობდი და რა თქმა უნდა, ეს კარგ დებიუტში დამეხმარა. ყველაფერი სიზმარს ჰგავდა: „ვოლფსბურგთან“ მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში გავედი და ორი გოლი შევაგდე.

რომელი მატჩის გახსენება გსიამოვნებთ ყველაზე მეტად?

რეალურად, ასეთი მატჩი ორია: 2013 წელს, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებები: სახლში 4:0 მოვიგეთ, „კამპ ნოუზე“ კი - 3:0. ვგრძნობდი, რომ მაშინ დაუმარცხებლები ვიყავით. „ბორუსიასთან“ ფინალური მატჩის შემდეგ, ცხოვრებაში საუკეთესო შვებულება მქონდა. მთავარი კი ის არის, რომ მოგებების წყურვილს და მოტივაციას ვინარჩუნებდით, ტრებლის მიუხედავად.

რიბერისთან კონფლიქტი, ტრებლი ბაიერნში, გვარდიოლას გენიალურობა - რობენის ვრცელი ინტერვიუ

გამარჯვებების გემო ყოველთვის მარცხის სიმწრით იცვლება და ასევე პირიქით. ყველაზე მეტად რომელი იმედგაცრუებები ჩაგრჩათ გულში?

2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, „ჩელსის“ წინააღმდეგ. მაშინ აშკარა ფავორიტები ვიყავით, ვლიდერობდით და მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე დავწინაურდით კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ხელმოცარულები დავრჩით. თუმცა, იმაზეც ხშირად ვფიქრობ, რომ ესპანურ გუნდებთან ნახევარფინალური დაპირისპირებები ჩაგვივარდა. 2014 წელს „რეალთან“ და 2016-ში - „ატლეტიკოსთან“ შეხვედრებში ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. სამწუხაროა, რომ პეპთან ჩვენი წარმოუდგენელი სამუშაო წარმატებულ ნოტაზე ვერ დავასრულეთ.

კარიერის მანძილზე ხშირად თან ტრავმები გსდევდათ. ასეთ მომენტებში ყველაფრის მიტოვება და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება არ გიფიქრიათ?

რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულია ტრავმასთან გამკლავება, მაგრამ ასევე ეს კიდევ ერთი შანსი იყო, რომ საკუთარი სხეული, შექმნილ ვითარებაში, უკეთ გამეცნო. ასე დასვენების დღეებში მუშაობა ვისწავლე, რასაც იქამდე არასდროს ვაკეთებდი. საქმეს უფრო პროფესიონალურ დონეზე მივუდექი. მნიშვნელოვანი როლი ამ საკითხში სამედიცინო განყოფილებამ შეასრულა, ექიმ ჰანს-ვილჰელმ-მიულერ-ვოლფარტის მეთაურობით. მრავალი წლის მანძილზე, ერთმანეთისადმი დიდი ნდობა გაგვაჩნდა.

ათ წელიწადში, საკუთარ თავზე ყველაზე მეტად რისი წაკითხვა გესიამოვნებოდათ?

სწორედ იმის, რომ „ბაიერნის“ წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი შევასრულე, რისი პიკიც 2013 წელს მოპოვებული ტრებლი იყო. მას შემდეგ, „ბაიერნის“ ქომაგებს შევუყვარდი, მანამდე, 2012 წლის აცილების გამო კი, მემდუროდნენ. ასეა თუ ისე, ყოველთვის ვრჩებოდი იმად, რაც ვიყავი და თავს ბოლომდე გუნდს ვუძღვნიდი. ვფიქრობ, ადამიანებმა ეს ძალიან დააფასეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰავერცისთვის ბრძოლას ჩელსიც ეთიშება?

Sport Bild-ის ცნობით, არაა გამორიცხული, ლევერკუზენის "ბაიერის" ლიდერი, კაი ჰავერცი საერთოდ მსურველების გარეშე დარჩეს.

დღეს, 10:40

"ნეიმარი პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა, ბრაზილიელი ბავშვები ასე იზრდებიან", - ჟუნინიო

ლიონის "ოლიმპიკის" ტექნიკურმა დირექტორმა, ჟუნინიო პერნამბუკანომ ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:20

სოლსკიაერმა მცველი შეათვალიერა: "ასე გააგრძელე და აქ გადმოხვალ"

The Telegraph-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ბორნმუთის" ცენტრალური მცველით, ნატან აკეთი.

დღეს, 10:11

მხოლოდ მესი და რონალდუ - ორი ლეგენდის კიდევ ერთი მიღწევა

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში თამაშობს ორი ფეხბურთელი, რომელმაც 2007-2008 წლის სეზონის შემდეგ, 25+ გოლი სისტემატურად 10

დღეს, 10:02

იუვენტუსის ანტი-რეკორდი: პირველად 2013 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 31-ე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" "მილანთან" ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

დღეს, 09:52

იბრა კვლავ ხუმრობის ხასიათზეა: "თავიდანვე რომ მილანში ვყოფილიყავი, წელს სკუდეტოს მოვიგებდით"

შვედმა ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და ლიდერ "იუვენტუსს" პენალტი გაუტანა.

დღეს, 03:05

ფიოლი: "2 ბურთით ვაგებდით და თამაში მოვიგეთ! - ეს კლუბის მენტალიტეტის შედეგია"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 03:01

სარი მილანთან მარცხის შემდეგ: "წავაგეთ, მაგრამ პოზიტივი უნდა დავინახოთ"

"მილანთან" წაგებული 4:2 მატჩის შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" თავკაცმა მაურისიო სარიმ გააკეთა.

დღეს, 02:58

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა

კონტრაქტის თანახმად, ოგბაიძეს "ვიქტორია ბერლინის" ძირითად გუნდშიც შეეძლება თამაში.

დღეს, 02:33

რონალდუ მორიგ ისტორიულ რეკორდთან ახლოსაა - ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანმა" "იუვენტუსს" 4:2 მოუგო, რონალდუმ თავისი მისია შეასრულა და კვლავ გაიტანა.

დღეს, 02:27

მაკარიძემ ამ ტურში 3 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "სეტუბალი" შინ "ფერეირას" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 02:23

ობამეიანგმა ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა

"არსენალის" გაბონელმა შემტევმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.

დღეს, 02:19

ვარდის ბრწყინვალე შედეგი არსენალთან - მე-4 ფეხბურთელი ისტორიაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლესტერი" სტუმრად ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 02:07

გაგახსენდათ ძველი მილანი? - როსონერიმ იუვენტუსს 4:2 ქამბექით მოუგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში მორიგი სუპერ მატჩი გაიმართა, სადაც "მილანმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა.

დღეს, 01:43

ვარდის მორიგი გოლი - ინგლისელმა არსენალს ბოლო წუთზე გაუტანა და ქულა მოიპოვა

ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი "არსენალსა" და "ლესტერს" შორის.

დღეს, 01:20

ბარსელონამ ახალი ფორმები წარადგინა, რითიც შემდეგ სეზონში ითამაშებენ [ფოტო]

კატალონიის "ბარსელონამ" წარადგინა ახალი ფორმები, რითიც გუნდი 2020/21 წლების სეზონში ითამაშებს.

დღეს, 01:01

ლუკასი: "სონსა და ლორისს შორის დაპირისპირება ნიშნავდა იმას, რომ მოსაგებად ვიყავით გასული"

"ევერტონთან" მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემის" ფეხბურთელები სონი და ლორისი ერთმანეთს დაუპრისპირდნენ.

დღეს, 00:57

შმეიხელმა დე ხეა კრიტიკოსებისგან დაიცვა: "ის ასეთ დონეზე კიდევ 10 წელი ითამაშებს"

"ტოტენჰემთან" გაშვებული გოლის გამო, ესპანელ კიპერს დავიდ დე ხეას "მანჩესტერის" გულშემატკივრები აკრიტიკებენ.

დღეს, 00:50

ჩელსიმ უხვგოლიან მატჩში კრისტალ პალასს მოუგო და მე-3 პოზიციაზე აღზევდა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსი" "კრისტალ პალასს" ესტუმრა.

გუშინ, 23:03

შეთავაზება უკვე მზადაა, ჩელსიმ ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

"ლევერკუზენის" ნახევარმცველი, კაი ჰავერცი "ჩელსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 22:26

სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერული დერბი იწყება

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავენ.

გუშინ, 21:26

გრანდები საქმეში, ტრაორესთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელმა, ადამა ტრაორემ ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო.

გუშინ, 21:22

მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო აზიელი ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები

აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ ისტორიაში საკმაოდ საინტერესო სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

გუშინ, 21:15

ოფიციალურად: ბარსელონამ სანტოსს სასამართლო მოუგო

ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ბრაზილიური "სანტოსის" ბრალდება არ მიიღო.

გუშინ, 21:10

გვარდიოლა მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:01

მანჩესტერ იუნაიტედმა პოგბას შესანარჩუნებლად გეგმა შეიმუშავა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ პოლ პოგბასთან განშორებას არ აპირებს.

გუშინ, 20:56

ჩელსი მზადაა ჟორჟინიო გაყიდოს და ფასიც დაასახელა

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გუშინ, 20:48

დორტმუნდმა სანჩოს თაობაზე მანჩესტერს ულტიმატუმი წაუყენა

"დორტმუნდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს თაობაზე ულტიმატუმი წაუყენა.

გუშინ, 20:34

უბერებელი ქეცბაია! - ქართველმა მწვრთნელმა ვარჯიშზე ეფექტური გოლი გაიტანა [VIDEO]

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ვარჯიშები განაახლა და გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

გუშინ, 20:10

დეკანოზი თამაზი შენგელიაზე: "ვინც ძმები დაგვიხოცა, მათთან ნუ თამაშობთ!"

თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას "ცსკა"-ში გააგრძელებს.

გუშინ, 19:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10