» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]


ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ბოლო პერიოდში, პრესაში საკმაოდ განსხვავებული ინფორმაციები ჩნდება: ერთნი ამტკიცებენ, რომ „ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგას შემდეგი სეზონისთვის დატოვება გადაწყვიტა და კიდევ ერთ შანსს მისცემს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისი გადაწყვეტილებაა ეს: ხელმძღვანელობის (ფულის დაზოგვის მიზნით) თუ ფრენკ ლამპარდის, რომელმაც ესპანელისთვის ნდობის გამოცხადება მართლაც გადაწყვიტა. ამავდროულად, სხვები ამტკიცებენ, რომ 41 წლის ინგლისელს კეპას მოშორება რაც შეიძლება მალე სურს და შემდეგ სეზონში, მთავარ მეკარედ სხვის ხილვ ასურს.

კერძოდ, ESPN ამტკიცებს, რომ ლამპარდმა კეპასადმი ნდობა საბოლოოდ დაკარგა და მის წასვლას ყველაფრის ფასად ელოდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში „ჩელსის“ ახალი გოლკიპერი დასჭირდება, რომელიც 25 წლის ფეხბურთელს შეცვლიდა. არისაბალაგას მიერ 2019/20-წლების სეზონში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მასზე უკეთესად ასპარეზობა არც ისე რთული იქნება, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მატჩის თადარიგში გატარების შემდეგ, ესპანელი სასტარტო შემადგენლობას როცა დაუბრუნდა, საკმაოდ მაღალი ფეხბურთიც აჩვენა.

შეიძლება, სეზონის შეჩერება კეპას სასიკეთოდაც წაადგეს - ის საჭირო დასკსვნებს გააკეთებს და მხრებზე დაწოლილი ზეწოლისგანაც გათავისუფლდება. ჭორები იმაზე, რომ არისაბალაგა ლამპარდმა საბოლოოდ აითვალწუნა, დიდიხანია ვრცელდება. არადა, 2018 წლის ზაფხულში, „ჩელსიმ“ მასში 80 მილიონი ევრო გადაიხადა და ის დღემდე ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში!

Goal.Ge განიხილავს, თუ ვის შეუძლია „ჩელსიში“ მეკარის პოზიციის პრობლემის გადაჭრა.

ანდრე ონანა („აიაქსი)

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ვინმეს შეიძლება 2018/19-წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან მისი შეცდომები გაიხსენოს, რაც „აიაქსს“ ტურნირიდან გამოვარდნად დაუჯდა. მაგრამ, საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, ონანა - ღირსეული მეკარეა, რომელმაც „ბარსელონას“ აკადემიაშიც მოასწრო თამაში. სხვათაშორის, კატალონიელები მისით დღემდე ინტერესდებიან.

სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს კამერუნელი პრემიერ ლიგაში ათამაშებას? გააძლირებს თუ არა ის „ჩელსის“. თუ ჩემპიონატის შეჩერებამდე კეპას თამაშს გავიხსენებთ, აუცილებლად გააძლიერებს. მაგრამ, რამდენად? აქ ეჭვები ჩნდება.

ნიკ პოუპი („ბარნლი“)

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ინგლისელი - საკმაოდ საინტერესო პერსონაა. მიმდინარე სეზონში ნიკმა პრემიერ ლიგის 29 მატჩში კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა და ეს ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. ერთია, როცა ასეთი შედეგი პრემიერ ლიგის ფავორიტს და ჩემპიონობისთვის მებრძოლს აქვს, ხოლო მეორე - როცა ასეთ რაღაცას ახერხებს მეკარე, რომლის გუნდიც ხან გადარჩენილისთვის იბრძვის და ხან, მაქსიმუმ, ცხრილის შუაში აღმოჩნდეს. თუმცა, გრანდში თამაშის გამოცდილების გარეშე, გაურკვეველია, რამდენად მოახერხებს პოუპი პირდაპირ „ჩელსის“ ძირითადი გოლკიპერის სტატუსის მორგებას.

მიუხედავად ამისა, ეს საკმაოდ საინტერესო ვარიანტია და ტრავმების გარეშე, პოუპს პროგრესის გაგრძელება შეუძლია.

დინ ჰენდერსონი („შეფილდ იუნაიტედი“/ „მანჩესტერ იუნაიტედი“)

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

კიდევ ერთი საინტერესო კანდიდატურა. ბოლო ორ სეზონში ჰენდერსონმა საგრძნობლად მოუმატა, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა: ისინი ჩემპიონშიპიდან ამოვიდნენ და ევროთასების ზონაშიც დამკვიდრდნენ.

პრემიერ ლიგის 27 მატჩში ჰენდერსონმა კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა, რაც ნიკ პოუპის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. „მანჩესტერ იუნაიტედში“ დინი ნამდვილად არ დაბრუნდება, რადგან იქ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიდ დე ხეას მჭიდროდ უკავია, ამიტომ არაა გამორიცხული, სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში, „წითელი ეშმაკები“ მის გაყიდვასაც დათანხმდნენ.

მარტინ დუბრავკა („ნიუკასლი“)

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

სლოვაკი უკვე 31 წლისაა და ის საკმაოდ მაღალ დონეს წლებია აჩვენებს, რის გამოც „კაჭკაჭებმა“ ის „სპარტადან“ გამოისყიდეს. მარტის 29 მატჩში 9 ქლინშიტი აქვს მეკარეებს შორის, ის ინგლისის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია.

თუ „ჩელსიმ“ მისი შეძენა გადაწყვიტა, ამას საკმაოდ დაბალ ფასად მოახერხებს და კორონავირუსის კრიზისის პირობებში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“)

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

21 წლის გოლკიპერი, რომელმაც თავისი ასაკის მიუხედავად „მილანში“ უკვე 190 მატჩის ჩატარება მოასწრო. მას, დიდწილად თავისი აგენტის, მინო რაიოლას გამო, სკანდალური რეპუტაცია ჩამოუყალიბდა, რომელთანაც საქმის დაჭერა ოდითგანვე წარმოუდგენლად რთული იყო.

თუ „ჩელსი“ დონარუმაზე გაამახვილებს ყურადღებას, საპირისპიროდ „მილანს“ შეუძლია ტიემუ ბაკაიოკო შესთავაზოს, რომელმაც „როსონერიში“ იჯარის დროს თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ტრანსფერის ალბათობას ის ზრდის, რომ იტალიელ გოლკიპერს სეზონი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და არაა გამორიცხული, მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, „მილანი“ მის გაყიდვას დათნხმდეს.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში შესაძლოა ისეთი გვარებიც დავამატოთ, როგორიც ალფონს არეოლაა, რომელიც „პსჟ-დან“ „რეალში“ ერთსეზონიანი იჯარით გადაბარგდა, მაგრამ ტიბო კურტუასთან კონკურენციას აგებს და ნაკლებად სავარაუდოა, „ჩელსიმ“ თითქმის უპრაქტიკოდ დარჩენილი მეკარის შეძენა მოისურვოს.

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

საუკეთესო ვარიანტი იან ობლაკი იქნებოდა, რომელმაც 2018-ში „ჩელსიში“ გადასვლა უკვე იუარა. „ატლეტიკოში“ სტაგნაციისგან თავის ასარიდებლად, ის შეიძლება პრემიერ ლიგაში ტრანსფერს დათანხმებოდა კიდეც, მაგრამ პანდემიის გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, სლოვაკი ამჟამად ნამდვილი უძრავი ქონებაა.

ყველაფრის გათვალისწინებით, Goal.Ge-ს ვარაუდით, „ჩელსისთვის“ ამჟამად საუკეთესო ვარიანტი ანდრე ონანა იქნებოდა, რომელმაც „აიაქსიდან“ წასვლის სურვილი ღიად გამოთქვა და მისი არაორდინალური სათამაშო სტილი პრემიერ ლიგას საკმაოდ მოუხდებოდა. თანაც, ამსტერდამელები მას საკმაოდ რეალურ 40-მილიონიან იარლიყს აკრავენ, რაც კრიზისის ფონზეც კი საკმაოდ მისაღებ თანხად ჟღერს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იქნება ჩელსისთვის საუკეთესო ვარიანტი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 ტოპ-მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:42

"მაშინ ბევრი სპეკულაცია იყო", - ლევანდოვსკიმ რეალში არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა

„ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, მადრიდის „რეალის" მხრიდან არსებული ინტერესი გაიხსენა.

დღეს, 13:23

"ყველას აქვს ამაღლებისა და დაცემის პერიოდები", - ატლეტიკოს პრეზიდენტი გრიზმანზე

„ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, ანტუან გრიზმანის პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც ფრანგი ბოლო დროს „ბარსელონაში" აწყდება.

დღეს, 13:18

"სიმართლე გითხრათ, ის სულაც არ მჭირდება", - კლოპი საჩემპიონო დერეფანზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, აღიარა, რომ „სიტისთან“ მატჩში საჩემპიონო დერეფნით დაინტერესებული არ არის.

დღეს, 12:14

"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ის ჩუსტებით თამაშობს", - ვან დეიკმა საკუთარი თავი ფედერერს შეადარა

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვა დეიკმა, საკუთარი თავი გრენდ სლემების 20 გზის გამარჯვებულს, როჯერ ფედერერს შეადარა.

დღეს, 12:10

VIDEO: ლეროი სანე მიუნხენშია

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ლეროი სანე, „ბაიერნში“ ტრანსფერის დადასტურების წინ, მიუნხენში იმყოფება.

დღეს, 12:04

გრიზმანის აგენტი ბარსელონას ხელმძღვანელობას შეხვდება

ბოლო პერიოდში, „ბარსელონას“ შესახებ არსებულ ინფორმაციებში, ყველაზე ხშირად ანტუან გრიზმანის სახელი ისმის.

დღეს, 12:01

დე იონგი, აზარი, გრიზმანი - წლის 6 ყველაზე ძვირიანი, მაგრამ ჩავარდნილი ტრანსფერი

ესპანურმა გამოცემა Marca-მ წლის ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ იმედგამაცრუებელი ტრანსფერები დაასახელა.

დღეს, 11:54

მანჩესტერ სიტი - ლივერპული: პეპის შეგირდები ჩემპიონს უმასპინძლებენ

პეპ გვარდიოლას შეგირდები საკუთარ კედლებში იურგენ კლოპის კოლექტივს მიიღებენ.

დღეს, 09:56

მილანის ბრწყინვალე სტატისტიკა გუშინდელ მატჩში - პირველად 7 წლის შემდეგ

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანი" სტუმრად "სპალს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:32

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი: "ლეო მესის ჩვენთან გადმოსვლა შესაძლებელია"

"ნიუელ ოლდ ბოისის" ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლეო მესის იქ გადასვლა შეუძლებელი არაა.

დღეს, 03:28

მოხუცთა გუნდი: როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა შემდეგ სეზონში?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" ითამაშებს.

დღეს, 03:22

გვარდიოლა სანჩოზე: "ის გუნდიდან თავად წავიდა და ახლა დაბრუნება მოუნდება?"

მას შემდეგ, რაც ლეროი სანემ გუნდი დატოვა, სანჩოს "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებაზე ბევრი იწერება.

დღეს, 03:18

სამაგალითო მუშაობა: როგორი იყო კლოპის გუნდი როცა ლივერპულში მივიდა და როგორია ახლა?

2015 წელს, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა, რომელიც გულშემატკივარს დაპირდა, რომ რამდენიმე წელში პრემიერ ლიგას მოიგებდა და პირობა შეასრულა.

დღეს, 03:15

მილანი კვლავ დაუმარცხებელია - როსონერი წაგებას 94-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "სპალსა" და "მილანს" შორის ფრედ 2:2 დასრულდა.

დღეს, 01:46

ვილიანმა სესკ ფაბრეგასის რეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:14

წარუმატებელი დებიუტი ახალი მაისურით - ჩელსიმ ბოლო წუთზე წააგო [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვესტ ჰემსა" და "ჩელსის" შორის.

დღეს, 01:10

ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი სეტიენზე: "ასეთი არაკომპეტენტური მწვრთნელი არ მინახავს"

"ბარსელონამ" ლა ლიგის გასულ ტურში ქულები კვლავ დაკარგა და საჩემპიონო შანსები საგრძნობლად შეიმცირა.

დღეს, 01:05

რატომ არ არის აზარი განაცხადში? - ზიდანი კომენტარს აკეთებს

დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, 01:02

გვარდიოლა: "ვგიჟდები კლოპის სამწვრთნელო მეთოდებსა და ტაქტიკაზე"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა თავისი გამორჩეული კოლეგის, იურგენ კლოპის შესახებ:

დღეს, 00:15

ცოტა ხნის წინ, ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა [VIDEO]

ცოტა ხნის წინ, ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა

დღეს, 00:09

კვლავ აზარის გარეშე - ბელგიელი ხეტაფესთან მატჩს გამოტოვებს

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ტვიტერმა დაადასტურა, რომ ედენ აზარი გუნდის უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს.

დღეს, 00:06

ობამეიანგმა ანრი ჩამოიტოვა და არსენალში ახალი რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალისა" და "ნორვიჩ სიტის" შეხვედრაში დუბლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიფორმა.

გუშინ, 23:54

ინტერმა სერია ა-ს აუტსაიდერი არ დაინდო - 6:0 მეაცაზე [VIDEO]

სერია ა-ს 29-ე ტურის ფარგლებში მილანის "ინტერმა" შინაურ კედლებში მიიღო ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერი - "ბრეშია".

გუშინ, 23:36

ოფიციალურად: მანჩესტერმა სანჩესისა და სმოლინგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა, რომ კლუბმა ალექსის სანჩესისა და კრის სმოლინგის თაობაზე

გუშინ, 23:25

არსენალმა შინაურ კედლებში ნორვიჩი გაანადგურა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ კედლებში მიიღო ჩემპიონატის აუტსაიდერი, "ნორვიჩ სიტი".

გუშინ, 23:11

კომანს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"ბაიერნის" გარემარბმა, კინგსლი კომანმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს.

გუშინ, 21:36

ბარსელონაში სეტიენის პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გაუშვან.

გუშინ, 21:32

"ყველაფერი შეთანხმებული იყო", - კარლოსი ჩელსიში ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს

ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ 2007 წელს "ჩელსიში" გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 21:25
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10