"სუარესს არასოდეს ვაპატიებ", - განის ნაკრების ექს-მცველი

განის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჰანს სარპეიმ განაცხადა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში ხელით თამაშის გამო ურუგვაელ ლუის სუარესს არასოდეს აპატიებს.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე, როცა ანგარიში 1:1 გახლდათ, სუარესმა თავისი გუნდის კარის ხაზიდან ბურთი ხელით გამოიტანა.
არბიტრმა ლუისს წითელი ბარათი უჩვენა, განელთა კაპიტანმა, ასამოა გიანმა კი პენალტი ვერ გამოიყენა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ურუგვაიმ 4:2 მოიგო და განას უფლება არ მისცა მუნდიალის ისტორიაში პირველი ნახევარფინალისტი გამხდარიყო აფრიკიდან.
"სუარესს ვერ ვაპატიებ, რადგან ეს შემთხვევითობა არ იყო", - ციტირებს სარპეის სიტყვებს BBC.
"იცოდა, რასაც აკეთებდა. ვტიროდით და ვუყურებდით, როგორ ზეიმობდნენ თაღლითები. შემიძლია თუ არა მას ვაპატიო? არასოდეს ცხოვრებაში", - დასძინა განელმა ექს-ფეხბურთელმა.