» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო


იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

სხვისი რეკორდების დამხობა - რობერტ ლევანდოვსკის ჰობი 2019 წელს. დეკემბერში პოლონელმა გაიტანა 221-ე გოლი ბუნდესლიგაში, რითაც მან ჩამოიტოვა თვით იუპ ჰაინკესი. გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების ცხრილში მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერზე წინ დგას მხოლოდ ორი მოთამაშე: გერდ მიულერი და კლაუს ფიშერი.

"რეკორდმაისტერის" ცხრიანი არც 2020 წელს მოდუნებულა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული წყვეტა რომ არა, მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ციფრების მიხედვით, ვარშაველი ატარებს საუკეთესო სეზონს, თავად განსაჯეთ: თითოეულ მატჩში საშუალოდ ის 1.10 გოლს იტანს.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ არის მოყვანილი პენალტები. თერთმეტმეტრიანების გამოკლებით, 31-წლის თავდამსხმელის შედეგიანობა სულ რაღაც 0.97-მდე ეცემა. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო გაძლიერებულ ლევანდოვსკის ვხედავთ.

6 შეხვედრა, 11 გოლი, საშუალო კოეფიციენტი - 2.05 ბურთი ერთ მატჩში, შთამბეჭდავია. პოლონელი საჯარიმოში მეფობს და ის თამაშობს ისეთ სტილში, რომ ასაკი მას არაფერს აკლებს. აღნიშნულ ფაქტს ეთანხმება ხერარდ პიკე, რომელიც რობერტს ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევს.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

მიროსლავ კლოზეს საერთოდ მიაჩნია, რომ "წითლების" ლიდერი თავის საქმეს მასზე 10-ჯერ უკეთესად ასრულებს. ერთი სიტყვით, "ბავარიას" ცხრიანი კოლეგებისა და კონკურენტების კომპლიმენტებში ბანაობს. მოძრაობა, კონცენტრაცია, დაგვირგვინება, ვარშაველის თამაშის 3 ძირითადი ასპექტი.

შეგვიძლია გავიყვანოთ საინტერესო პარალელი 31-წლის თავდამსხმელსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის, თუმცა მათი შედარება არც ისე მართებულია. "ალიანც არენას" მკვიდრების ფილოსოფია ტურინის "იუვენტუსის" იდეოლოგიისგან კარდინალურად განსხვავდება, ისევე როგორც გერმანიის ჩემპიონატი სერია ა-სგან.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის დაჯახება "ბებერ ქალბატონთან", სადმე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. დიახ, ლევანდოვსკის მადრიდის "რეალის" წინააღმდეგაც არაერთხელ უთამაშია, მაგრამ იმ დროს პორტუგალიელი სხვა ფუნქციებით იყო დატვირთული.

პოლონელის მოქმედების არეალი მოწინააღმდეგის საჯარიმოა, თუმცა იყო დრო, როდესაც ის უფრო მრავალფუნქციურადაც თამაშობდა. იურგენ კლოპი დორტმუნდის "ბორუსიაში" სულაც არ ხედავდა რობერტს ერთგვარ გოლების მანქანად. შეიძლება ითქვას, "შავ-ყვითლებში" მოთამაშე "ბაიერნის" ამჟამინდელი ლიდერი, რობერტო ფირმინოს დემო ვერსია იყო.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

თავად განსაჯეთ - "ლივერპულის" ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით გატარებულ უკანასკნელ სეზონში "ფუტკრების" ყოფილი ცხრიანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28 პასს აკეთებდა. რაც შეეხება უშუალოდ ასისტებს სხვებისთვის: 19 მთელი მიუნხენური კარიერის 14 საგოლე გადაცემის წინააღმდეგ.

ალემანიელი სპეციალისტი ვარშაველისგან აკეთებდა მრავალფუნქციურ თავდამსხმელს, უშუალოდ საჯარიმოს გოლეადორობა მოხდა მოგვიანებით, ხოსეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით. ცნობისთვის, ნიკო კოვაჩმა და ჰანს-დიტერ ფლიკმა 31-წლის ფორვარდს სწორედ "შვარცგელბენში" გატარებული პერიოდი გაახსენეს.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

ხორვატმა და გერმანელმა ლევანდოვსკის თამაშს დაუმატეს პრესინგი, მომენტის შექმნა და სივრცეების გახსნა. დიახ, პოლონელი მოწინააღმდეგის საჯარიმოს გასცდა. რობერტს აღნიშნული თვისება ადგება ნაკრებშიც, მაშინ, როდესაც მას უწყვილებენ კშიშტოფ პიონტეკს ან არკადიუშ მილიკს.

აგვისტოში "რეკორდმაისტერმა" თავის ლიდერს ხელშეკრულება ორი წლით გაუხანგრძლივა. იშვიათი შემთხვევა, როდესაც "წითლები" 30 წელს გადაცილებულ მოთამაშეს ასე ბრმად ენდობიან. გამონაკლისი ალბათ იყო არიენ რობენი-ფრანკ რიბერის ლეგენდარული დუეტი და უნდა ითქვას, "ბავარიას" 9-იანი მათზე უკან ნამდვილად არ არის.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

ამასთან ერთად, ვარშაველი სულაც არ თვლის, რომ მისი კარიერის დასკვნითი ეტაპი ახლოვდება. 31-წლის თავდამსხმელის მიზანია დიდ ფეხბურთში კიდევ 5-7 წლით გაჩერება. მოკლედ, "ალიანც არენაზე" უნდა შეეშვან ერლინგ ჰოლანდსა და ტიმო ვერნერზე ფიქრს, რადან ლევანდოვსკის ფორმა ამის საჭიროებას ნამდვილად არ იძლევა.

იდეალური ცხრიანი - ლევანდოვსკის საუცხოო ფორმის საიდუმლო

ლევანდოვსკი დღეს საუკეთესო ცხრიანია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:51

"პრემიერ ლიგის მეორე ადგილი ინგლისის თასის მოგებაზე მნიშვნელოვანია", - პეპი

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერ ლიგა და ინგლისის თასები შეადარა:

დღეს, 14:38

"მანჩესტერს ჩელსისთან უპირატესობა აქვს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა "წითელი ეშმაკების" ოთხეულში მოხვედრის შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:27

"ქომაგების მხარდაჭერის გარეშე, ნაპოლის დამარცხება გაგვიჭირდება", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:13

მილიკი ახალ გუნდს უახლოვდება - ნაპოლიმ დაადასტურა

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი კლუბს დატოვებს.

დღეს, 14:05

"რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენ ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე მხარემ გადაწყვიტა", - შენგელიას მიმართვა ფანებს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით თანამემამულე გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 13:46

ფოტო: მოწყენილი ბეილი თვალებზე აფარებული პირბადით ალავესთან მატჩში

მადრიდის "რეალისა" და "დეპორტივო ალავესის" შეხვედრის მსვლელობისას მატჩის რეჟისორებმა საინტერესო კადრი დაიჭირეს.

დღეს, 13:28

რომელ გუნდს გულშემატკივრობდა ლეგენდარული ენიო მორიკონე?

ენიო მორიკონემ ვერ მოასწრო დანიელე დე როსისთან ერთად ღვინის დალევა. ერთხელ, ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა

დღეს, 13:03

"ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ს ერთი ფავორიტი ჰყავს", - გასპერინი

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს ფავორიტი დაასახელა:

დღეს, 12:51

ბენზემადან - ბენზემამდე: რეალის 500 გოლი ზიდანის მწვრთნელობით

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "დეპორტივო ალავესის" კარში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 12:46

UFC 251: სამი სუპერ-დაპირისპირება საბრძოლო კუნძულზე

ხვალ, თბილისის დროით 02:00 საათიდან (11 ივლისის ღამის დასასრული-12 ივლისის ღამის დასაწყისი) სტარტს აიღებს UFC-ის რიგით 251-ე ღონისძიება.

დღეს, 12:32

"მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება", - არტეტა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჟოზე მოურინიოს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:39

"ბარსა ნამდვილი ვალჰალაა, დე ლიგტი იუვეში გადასვლით არ შემცდარა", - აიაქსის ექს-ანალიტიკოსი

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვიდეო-ანალიტიკოსმა, მიშელ სანტონიმ მატეის დე ლიგტის სატრანსფერო გადაწყვეტილება შეაფასა:

დღეს, 10:31

"დე ხეა ჩვეულ დონეზე ვეღარასდროს დაბრუნდება", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა დავიდ დე ხეას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:22

ჩემპიონობა ორშაბათს? - რეალი მიზანთან ძალიან ახლოს არის

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში დაამარცხა "დეპორტივო ალავესი"

დღეს, 10:13

რეალის მახლობლად - ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევი, ხამეს როდრიგესი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 10:03

კარიერის საუკეთესო სეზონი - კურტუას ბრწყინვალე შედეგები რეალში

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ალავესთანაც" დამაჯერებელი იყო.

დღეს, 04:12

ზიდანი: "ჩემპიონობა? - წინ კიდევ 3 მატჩია და ვნახოთ, რა მოხდება"

"ალავესთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:09

რეალის გამორჩეული შედეგი - პირველად 2006 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:01

ლამპარდმა ჰავერცის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კაი ჰავერცი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:59

ფერნანდეშმა კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ზამთარს ტოპ ტრანსფერი განახორციელა. ბრუნო ფერნანდეში გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

დღეს, 03:55

კლოპი: "რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს!"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს.

დღეს, 03:52

მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადება

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.

დღეს, 03:47

როგორი ფორმით ითამაშებს რეალი შემდეგ სეზონში? [ფოტო]

ცნობილია მადრიდის "რეალის" ის ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში იასპარეზებს.

დღეს, 03:45

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას უხსნიან? - ყველაფერი 2 დღეში გაირკვევა

არის იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტის" უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მისცეს.

დღეს, 03:41

მოურინიო: "ტოტენჰემზე დოკუმენტური ფილმი? - ამის ყურების სურვილი არ მაქვს"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს რომ ის მისი გუნდის დოკუმენტური ფილმის ხილვას არ აპირებს.

დღეს, 03:38

შოთა არველაძე: "ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია"

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

დღეს, 03:33

სრული სვლით 34-ე ლა ლიგისკენ! რეალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა" „ალავესს" უმასპინძლა.

დღეს, 01:57

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:56

ლივერპული მზადაა ტიაგო შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში

„ლივერპულის" მიერ „ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა, ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გუშინ, 23:37
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10