ჰალკი ნეიმარს: “ნეიმარ, ჩემი ძმა ხარ! მთელი ბრაზილია შენთანაა!“

“ზენიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, ჰალკი გამოექომაგა ნეიმარს, რომელმაც კოლუმბიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და იძულებულია მუნდიალის დასკვნით მატჩებზე უარი თქვას.
“ღმერთი შენთანაა, ჩემო ძმაო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მთელი ბრაზილია შენთანაა!“ - დაწერა ჰალკმა საკუთარ ინსტაგრამზე.
აღსანიშნავია, რომ ნეიმარი შეხვედრის 88-ე წუთზე შეცვალეს მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ნაკრების მცველმა, ხუან სუნიგამ ძალიან უხეშად ჩაარტყა.

