ავტორიზაცია

VIDEO: ანახეთ დღევანდელი მატჩი ავსტრიელებს: გიორბელიძის სპრინტები და 90 წუთი თავდაუზოგავი მუშაობა

VIDEO: ანახეთ დღევანდელი მატჩი ავსტრიელებს: გიორბელიძის სპრინტები და 90 წუთი თავდაუზოგავი მუშაობა
თარიღი 12 Jul 2020, 00:46
ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გორის "დილამ" "მერანი თბილისი" საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა.

გორელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე, რომელმაც ტრადიციულად ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

გიორბელიძე თავდაუზოგავად მუშაობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. "დილას' 2 გოლი მისი საკვანძო გადაცემის შემდეგ გავიდა, 83-ე წუთზე კი ისეთი აჩქარება გააკეთა, ჩვენთან რომ იშვიათად ხდება - მთელი მოედანი დაფარა.

შეგახსენებთ, რომ გიორბელიძე აგვისტოდან ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" ითამაშებს და თუ ავსტრიელები დღევანდელ მატჩს ნახავდნენ, გიორბელიძისადმი ორმაგად დადებითად განეწყობოდნენ.