ავტორიზაცია

ვოლფსბურგის გოლკიპერი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს

ვოლფსბურგის გოლკიპერი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს
თარიღი 12 ივლ 2020, 20:18
"ვოლფსბურგის" გოლკიპერი, ფილიპ მენცელი გუნდიდან წავიდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში იგი კლაგენფურტის "აუსტრიაში" ითამაშებს - ავსტრიული ბუნდესლიგის ახალწვეულ გუნდში.

21 წლის მეკარემ 2019/20 წლების სეზონში "ვოლფსბურგის" ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა.

მენცელმა "რეგიონალლიგა ნორდის" გათამაშებაში რვა შეხვედრა ჩაატარა, შვიდი გოლი გაუშვა და სამჯერ შეინახა კარი მშრალად.