» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ზღაპრული იოვიჩი - გამოაცხადეს ძებნაში, მოიტეხა ფეხი, ახლა კი კარანტინს არღვევს


ზღაპრული იოვიჩი - გამოაცხადეს ძებნაში, მოიტეხა ფეხი, ახლა კი კარანტინს არღვევს

ის თვით სერბეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა. და შენ რას მიაღწიე კარანტინში?

სეზონის დაწყებიდანვე, ზინედინ ზიდანს ფორვარდების პრობლემა წარმოეშვა. მძიმე ტრავმა მიიღო ასენსიომ, ზედიზედ რამდენჯერმე დაშავდა აზარი, როგორც ყოველთვის ძალიან ცოტას თამაშობდა ბეილი და ვასკესიც კი, ნოემბერში, ორი თვით დაილეწა. საკმაოდ დიდი დროით, „რეალი“ შემცირებული კადრებით დარჩა და ასეთ დროს, ნებისმიერი ფეხბურთელის ფასმა საგრძნობლად იმატა და ზოგმა, ამით სარგებელიც კი ნახა.

როდრიგომ და ვინისიუსმა საკმარისი სათამაშო დრო მიიღეს, ვალვერდემ რამდენიმე მატჩი შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაატარა, ისკო ყველა პოზიციაზე ვიხილეთ, გარდა ცენტრფორვარდისა. და მხოლოდ ლუკა იოვიჩმა ვერ ნახა ვერანაირი სარგებელი თავისი კონკურენტების პრობლემებისგან: მან ბენზემას ვერაფერი მოუხერხა. ფრანგი შესანიშნავ სეზონს ატარებს, ბევრს იტანს, საგოლეებსაც არიგებს და ამიტომ, თავიდანვე აშკარად გასაგები იყო, რომ იოვიჩს ამ სეზონში მხოლოდ ერთგან აქვს ადგილი გარანტირებული: სკამზე.

სერბი თავის შანსს შეცვლებზე ელოდა, მაგრამ ხშირად არ უმართლებდა: ხან მომენტებს ვერ იყენებდა, ხან გოლებს უუქმებდნენ. პირველი გოლი კი 31 ოქტომბერს მოვიდა. პერიოდში, როცა „რეალი“ ტრავმებისგან იტანჯებოდა, იოვიჩმა თავი ძირითადში მაინც ვერ დაიმკვიდრა. ახლა კი, ტრავმების ეპიდემია უკან არის მოტოვებული და სასტარტო თერთმეტეულზე უფრო მეტი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. აზარის და ასენსიოს დაბრუნებით, „რეალის“ შეტევა ხდება ზუსტად ისეთი, როგორსაც ზიდანი ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდა.

მოედანზე ლუკას არ უმართლებდა, მის ფარგლებს გარეთ კი ისიც არ იქცეოდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ნამდვილი პროფესიონალივით. ერთ უსიამოვნო ისტორიას მეორე მოყვება.

როგორ გაატარა იოვიჩმა კარანტინი

თავიდან, ის მშობლიურ სერბეთში ძებნაში გამოაცხადეს. მარტის შუა რიცხვებში ლუკა მადრიდიდან სამშობლოში დაბრუნდა და აეროპორტშივე მოაწერა ხელი იმ საბუთს, რომ ორკვირიანი კარანტინის გავლის ვალდებულებას იღებდა - ასეთი წესი ქვეყანაში ყველასთვის მოქმედებდა. მაგრამ, უკვე რამდენიმე დღეში, ლუკა, თავის შეყვარებულთან და სხვა მეგობრებთან ერთად, ბელგრადის ცენტრში შენიშნეს. ამ დარღვევის გამო, სერბეთში 3-თვიდან 3-წლამდე ციხეა გათვალისწინებული. როდესაც ფეხბურთელმა წესი მეორედაც დაარღვია, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმაც კი ვერ შეიკავა თავი: „თუ იოვიჩი ბინას კიდევ ერთხელ მაინც დატოვებს - მას დააკავებენ. სამწუხაროა, რომ საფეხბურთო ვარსკვლავები ნეგატიურ მაგალითს იძლევიან. ისინი მილიონებს შოულობენ, მაგრამ აიგნორებენ წესებს, რომლებიც ყველასთვის ერთნაირია.“

დაარღვიო წესები ისე, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტმაც კი უკმაყოფილება გამოთქვას - ნამდვილად დიდი ნიჭია, მაგრამ იოვიჩი ჯერ მხოლოდ იწყებდა. საბოლოოდ, მან თავი ჯარიმით დაიძრინა, არადა რეალური პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, არ გასულა რამდენიმე დღე და უკვე მადრიდში, შემოწმების დროს, მას მოტეხილობა დაუდგინეს. ქუსლის ძვლის ტრავმა ფეხბურთში არც ისე ხშირია. მამამისი ამტკიცებს, რომ ლუკამ ტრავმა მაშინ მიიღო, როცა „რეალის“ მიერ გამოგზავნილი გეგმის თანახმად ვარჯიშობდა. უცნაურად ჟღერს, არა? ალტერნატიული ვერსიაც არსებობს: მოტეხილობა მან ბელგრადში მიიღო, როცა კედლიდან გადაძვრომას ცდილობდა და ჩამოვარდა. ამის შესახებ სერბულმა გამოცემა Kurir-მა დაწერა.

ახლა ლუკას სამი თვე გაუცდება, რაც ნამდვილი აბსურდია, იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის ჩემპიონატში „რეალს“ თამაშები ყოველ სამ დღეში მოუწევს და თავის სათამაშო დროს ის აუცილებლად მიიღებდა. თუმცა, მისთვის სეზონი დასრულებულია და როგორც ჩანს, ლუკამ მოლხენა გადაწყვიტა. მან მეგობრებთან ერთად წვეულება და ბარბექიუ მოაწყო.

ამაში ცუდი არაფერია, თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის პანდემიას, რომლის გამოც, ყველა იძულებულია, სოციალური დისტანცია დაიცვას და პირბადეები ატაროს. ესპანეთში, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა დაახლოებით 10% გარდაიცვალა, იყო შემთხვევები, როცა მოხუცთა თავშესაფრის პერსონალმა შიშისგან სამუშაო ადგილი დატოვა, ასაკში შესული ადამიანები კი დახმარების გარეშე გარდაიცვალნენ. მთლიანობაში, ესპანეთში ვირუსს 27 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ამიტომ წესების დაცვას იქ ძალიან მკაცრად ითხოვენ. იოვიჩი კი, ყველაფერს ერთად არღვევს: ფოტოზე ჩანს უამრავი ადამიანი, რომლებიც არც დისტანციას იცავენ და არც პირბადეები უკეთიათ.

ზღაპრული იოვიჩი - გამოაცხადეს ძებნაში, მოიტეხა ფეხი, ახლა კი კარანტინს არღვევს

დავუშვათ და იოვიჩი ვერ ცხოვრობს მეგობრებისა და ბარბექიუს გარეშე, პირბადე კი სუნთქვაშ უშლის ხელს, საკვანძო პასუხი მაინც რჩება: ინსტაგრამში ფოტოებს რაღატო დებს? ლუკა ორ მილიონ ადამიანს ჰყავს გამოწერილი, უმეტესობა - „რეალისა“ და სერბეთის ნაკრების გულშემატკივრები არიან, რომლებსაც უწევთ იმ წესების დაცვა, რომელსაც თავად ფეხბურთელი არღვევს. დარღვევების დემონსტრაცია მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.

თითქოს ეს ყველაფერი არასაკმარისი იყო და Deportes Cuatro-მ ცეცხლში ნავთი ჩაასხა და გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ წვეულებაზე სხვა მადრიდული გუნდების ფეხბურთელებიც იყვნენ: ივან შაპონიჩი „ატლეტიკოდან“ და ნემანია მაქსიმოვიჩი „ხეტაფედან“. ანუ, ლუკა მოგზაურობს, ხვდება ადამიანებს უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე - შემდეგ კი სხვა ფეხბურთელებსაც დაავადების რისკში აგდებს, რომლებსაც სულ რაღაც ერთ კვირაში ჩემპიონატი ეწყებათ.

რა უნდა შეცვალოს იოვიჩმა

ლუკა კლუბს 60 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ ერთ წელიწადში სერბმა ორი გოლი გაიტანა, ორი ასისტი მიითვალა და 4-ჯერ გაეხვა სკანდალში. „რეალის“ შეტევაში ყველა ტრავმირებული დაბრუნდა, ანუ ძირითადისთვის ბრძოლა გაჩაღებულია, როგორც არასდროს და აქ ჩნდება კითხვა შემდეგი სეზონის პერსპექტივებზე: რა ბედი ეწევა სერბს?

არასაფეხბურთო ისტორიებს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, იოვიჩის პერსპექტივები ნათელია: ბენზემა უკვე 32 წლისაა, ხოლო სხვა ცხრიანი ლუკას გარდა „რეალს“ არ ჰყავს. სერბი 22 წლისაა და ამ ასაკში კარიერის განადგურება ფიზიკურად შეუძლებელია: იქნება მეორე და შემდეგ კიდევ მესამე შანსიც. თუმცა, იმისთვის, რომ ფეხბურთელმა ხელიდან ისინიც არ გაუშვას, იოვიჩმა ბევრი რამ უნდა შეცვალოს.

სუპერკლუბის ძირითად ფორვარდს მხოლოდ გოლების გატანა არ ევალება. იდეალში ის სამაგალითო პროფესიონალიც უნდა იყოს, მომენტებს წარმოუდგენელი სიზუსტით იყენებდეს, დიდ მატჩებში იჩენდეს თავს და გარდა ამისა, იყოს მოსაწყენი, როცა საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რომელმაც შესაძლოა მის კარიერას ზიანი მიაყენოს. ლევანდოვსკი, ფირმინო, რონალდუ, სუარესი, ობამეიანგი - სეზონის მთავარ ბომბარდირებს შორის ყველას აქვს ხასიათში რაღაც თავისებურობა. მაგრამ, არც ერთ მათგანთან არ ასოცირდება ცუდი ყოფაქცევა, რომელმაც შესაძლოა მისი კარიერა ეჭვქვეშ დააყენოს. რონალდუ „იუვენტუსთან“ კონფლიქტშიც კი გაება, როცა მადეირაზე უნდოდა დარჩენა - მაგრამ, იქ ის უსაფრთხოების წესებს ბოლომდე იცავდა და არანორმალურივით ვარჯიშობდა. იმავე ბენზემას ადამიანობა ბევრ კითხვებს იწვევს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენს, რომ ფრანგი შესაძლოა რაღაც კედელზე აძვრეს და ფეხის მოტეხვის შანსი გაიჩინოს.

თუ იოვიჩს „რეალში“ ან სხვა ნებისმიერი დიდი გუნდის ძირითადში უნდა ადგილის დამკვიდრება, მან უნდა ისწავლოს, როგორ არ უნდა ავნოს თავის კარიერას. ჯერჯერობით მან ეს არ იცის და გოლების რაოდენობა არაფერს ცვლის - შედეგიანობა მხოლოდ გარემოებებზეა დამოკიდებული, იოვიჩის ყოფაქცევა კი მხოლოდ რისკებს თუ ზრდის. უახლოეს თვეში, კალენდარიდან გამომდინარე, მას ცხოვრების ყველაზე დიდი შანსის მიღება შეეძლო: „რეალში“ რეგულარული სათამაშო დროის მიღებით. მაგრამ, ამისათვის ჩუმად ვარჯიშია საჭირო და არა ის ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერეთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რა ხდება სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში, რონალდუს დუბლის შემდეგ?

ამ ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

დღეს, 01:55

მილანი ვერც გატუზომ გატეხა - ფრე ნეაპოლში [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა "ნაპოლისა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 01:44

პოდოლსკიმ სანე გააკრიტიკა: "ის ტოპ დონის მოთამაშე არ არის"

მომავალი სეზონიდან გერმანელი ფეხბურთელი ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

დღეს, 01:31

მოურინიო: "ერთადერთი, რაშიც არსენალს ვაჯობეთ, გულით თამაშია"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "არსენალს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 01:28

გადაწყვეტილია: ლივერპულს პირველი ფეხბურთელი დატოვებს

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულს" პირველი ფეხბურთელი დატოვებს.

დღეს, 01:25

საფრანგეთში ფეხბურთი დაბრუნდა - პსჟ-მ 9:0 მოიგო [VIDEO]

4-თვიანი პაუზის შემდეგ, საფრანგეთში ფეხბურთი განახლდა და "პსჟ"-მ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 01:22

ოთარ კაკაბაძის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შვეიცარიაში [VIDEO]

8-თვიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე მოედანს წინა ტურში დაუბრუნდა და შეცვლიდან შევიდა.

დღეს, 01:05

ეროვნული ლიგა - მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-5 ტური ქართულმა ელ-კლასიკომ დახურა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" "დინამო თბილისთან" უგოლო ფრე ითამაშა.

დღეს, 00:35

VIDEO: კვარაცხელიამ ცსკა-სთანაც კარგი მატჩი ჩაატარა, პენალტი მოიპოვა და გუნდს ქულა მოუტანა

რუსეთის ჩემპიონატში გაიმართა დაძაბული დაპირისპირება მოსკოვის "ცსკა"-სა და ყაზანის "რუბინს" შორის.

დღეს, 00:30

ჩხეტიანმა ქუთაისში თავისი ყოფილი გუნდი ვერ დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის შედგა.

დღეს, 00:27

მიზეზი, რის გამოც იმობილე ლაციოდან წასვლას ჩქარობს

Сalciomercato-ს თუ დავუჯერებთ, რომის "ლაციოს" ლიდერი, ჩირო იმობილე თავისი ამჟამინდელი კლუბიდან თავის დაღწევას ცდილობს.

დღეს, 00:06

"მესისთვის დასვენების გამოყოფის ფუფუნება არ მაქვს", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ის ვერ დაასვენებს გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის:

გუშინ, 23:55

იოვიჩს რეალის შემდეგ მატჩში თამაშის შანსი გაუჩნდა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს თავისი გუნდის მოახლოებულ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლის შანსი გაუჩნდა.

გუშინ, 23:47

ატალანტას ბურთის ფლობის მასკერკლასი იუვეს - რა ხდებოდა ბერგამოელთა პირველ გოლამდე?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსისა" და ბერგამოს "ატალანტას" საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

გუშინ, 23:33

ჟოზე: "არ გვინერვიულია, მაშინაც კი, როცა არსენალი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ლონდონურ დერბიში "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვება შეაფასა:

გუშინ, 23:20

ლოვრენი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

Daily Express-ის ცნობით, "ლივერპულის" ცენტრალური მცველი, დეიან ლოვრენი უდიდესი ალბათობით სხვა გუნდში გადავა.

გუშინ, 23:09

შოთა არველაძე ლა ლიგაში ქოჩორაშვილის დებიუტს გამოეხმაურა

"ბილბაოსთან" შეხვედრაში "ლევანტეს" 21 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა.

გუშინ, 23:03

"ლივერპულის მოთამაშეების მესმის", - რიომ მერსისაიდელების მოდუნების მიზეზი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ლივერპულის" შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:56

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა? ორივე!"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავისი გუნდის ამბიციების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:18

ჩრდილო ლონდონური დერბი - ტოტენჰემმა შინ არსენალს მოუგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "არსენალს" უმასპინძლა.

გუშინ, 21:34

"თილისმა არ ვარ", - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ მომავალზე ღიად ალაპარაკდა

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:18

"ტოპ კლასის ჯერ კიდევ არ არის", - პოდოლსკი სანეს ბაიერნში ტრანსფერს ეხმაურება

"ბაიერნის" ექს-თავდამსხმელმა, ლუკას პოდოლსკიმ ლეროი სანეს მიუნხენურ გრანდში ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 21:13

ESPN: დემბელემ მანჩესტერ იუნაიტედს პასუხი შეუთვალა

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, უსმან დემბელე სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

გუშინ, 21:09

VIDEO: რამდენიმე წუთის წინ, ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ლა ლიგის მატჩში, "ლევანტემ" "ბილბაო" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 21:07

კონტემ ზაფხულისთვის 3 სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელთა სია შეადგინა.

გუშინ, 20:43

ჩელსი ჰავერცის გამო 3 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

"ჩელსი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს.

გუშინ, 20:36

ზიდანი: "ხამეს როდრიგესი რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდის ნახევარმცველ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა.

გუშინ, 20:33

შეთავაზება მზადაა, იოვიჩს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა

"რეალის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბია დაინტერესებული.

გუშინ, 19:45

MARCA: ბარსელონამ ნეიმარის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, 2019/20 წლების სეზონს პარიზში გაატარებს.

გუშინ, 19:30

პუიოლი: "ინიესტამ ბევრი ტრავმა გადაიტანა, მაგრამ არასოდეს დანებებულა"

ესპანეთის ნაკრების ექს-მცველმა, კარლეს პუიოლმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა.

გუშინ, 19:10
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10