» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან



25 წლის მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. "ფერენცვაროშმა" "ჰონვედი" 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობა 3 ტურით ადრე გაინაღდა.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო, დვალმა თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. ჩემპიონობაზე, რეაბილიტაციის პროცესსა და სხვა თემებზე GOAL.GE ქართველ ფეხბურთელს ესაუბრა.

"ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა შესანიშნავი გრძნობაა. ამ სეზონში ტრავმის გამო ბევრი გამიცდა. მიუხედავად ამისა, თავს გუნდის სრულფასოვან წევრად და ჩემპიონად ვგრძნობ. ის ტრავმა, რის გამოც სეზონი გამოვტოვე, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამაძლიერებს - ამას დრო გვაჩვენებს."

ამ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარე და ნოემბრის შემდეგ არ გითამაშია, როგორია ამჟამად შენი მდგომარეობა და როდის უნდა ველოდოთ დაბრუნებას?

რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მუხლი აღარ მაწუხებს. 2 კვირაში გუნდს შევუერთდები და სრულფასოვან ვარჯიშს განვაახლებ.

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან

გასულ წელს, "ფერენცვაროში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლასთან ახლოს იყო, ამის შანსი გუნდს წელსაც ექნება. როგორ ფიქრობ, უკვე გამოცდილ "ფერენცვაროშს", რამდენად შესწევს ძალა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და გიხილავთ თუ არა ამ კლუბში მომდევნო სეზონში?

90% შემიძლია იმის თქმა, რომ "ფერენცვაროშში" დავრჩები. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს,  6 თვე გამიცდა და რთულია იმის წარმოდგენა, ამ ზაფხულს "ფერენცვაროშზე" უკეთეს გუნდში გადავიდე. ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობ, რომ პროგრესი განვიცადო. როცა თამაშს დავიწყებ და შემოთავაზებები იქნება, აუცილებლად განვიხილავ. გადავალ მხოლოდ იმ გუნდში, სადაც ჩემი ტრანსფერი წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.

რაც შეეხება ევროთასებზე ასპარეზობას, მიზანი სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რა რთულია ამ მიზნის მიღწევა, თან ოდნავი გამართლებაც გჭირდება.

გულშემატკივრის ფაქტორი ფერენცვაროშისთვის

კორონავირუსის გამო, გუშინდელ მატჩში ტრიბუნები სავსე არ იყო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, როცა ავტობუსით ბაზაზე დავბრუნდით, უამრავი ქომაგი დაგვხვდა და ჩემპიონობას აღნიშნავდნენ. გულშემატკივარი ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია. რა ჯობია, როცა სავსე სტადიონია და ხალხი შენს და შენი გუნდის სახელს სკანდირებს - ეს უფრო მეტ შემართებას გვაძლევს.

უნგრეთში ბუდუ ზივზივაძეც თამაშობს, რომელსაც კარგი სეზონი აქვს. როგორც ვიცით, "ფერენცვაროშს" მისი ყიდვა სურს...

"ფერენცვაროშის" სამწვრთნელო შტაბმა ბუდუზე რამდენჯერმე მკითხა. მისი შეძენით დაინტერესებულები არიან და ის დადებითად დავუხასიათე. არ ვიცი ტრანსფერი რამდენად რეალურია, მაგრამ ზივზივაძისთვის "ფერენცვაროშში" გადმოსვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მას კარგი სეზონი აქვს და ჩემი აზრით, ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს.

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან

გერმანიასთან მატჩი

ქვეყანა, სადაც გაიზარდე, მისი სახელით თამაში ყოველთვის სასიამოვნო გრძნობაა. საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი გერმანიასთან შედგა და ემოციებში ვიყავი. გათავისებული მქონდა, რა დიდი ნაკრების წინააღმდეგ ვთამაშობდი. ჩემი ფიქრები მხოლოდ იმას უკავშირდებოდა, რომ დავალება კარგად შემესრულებინა და ფეხბურთი მეთამაშა.

"ფერენცვაროშში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობ, ნაკრებში კი მარცხენა მცველად გიწევს ყოფნა და ამ პოზიციაზე კარგი მატჩები გქონდა.

19-წლამდე ნაკრებში თითქმის ყველა მატჩი მარცხენა მცველად ვითამაშე, უბრალოდ, მაშინ ამ პოზიციაზე თამაშის პრაქტიკა მქონდა, რადგან გუნდშიც მარცხნივ ვთამაშობდი. ახლა "ფერენცვაროშში" ცენტრში ვარ, ნაკრებში კი მარცხნივ. ფიზიკური კუთხით, სირთულეები ნამდვილად იყო. მარცხენა მცველად თამაში უფრო დიდ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრში დგომა, მე კი ამის პრაქტიკა არ მქონდა. უკეთესი იქნებოდა, გუნდშიც მარცხნივ ვთამაშობდე, მაგრამ პროფესიონალი ვარ, მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვითვალისწინებ და მზად ვარ, ნაკრებს და გუნდს დავეხმარო იმ პოზიციაზე, სადაც მათ სჭირდებათ.

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან

საქართველოს ნაკრები

17 და 19 წლამდე ნაკრებებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მითამაშია და ახლა ეროვნული ნაკრების დროც დადგა. ვიცი, რა გრძნობაა, როცა ასეთ დიდ ფორუმზე გადიხარ და ყველას ყურადღება შენსკენაა მომართული. დადგა დრო, ავიხდინოთ ოცნება და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, ამის შანსი საკმაოდ დიდია.

მეგობრები მეხუმრებოდნენ, ტრავმა რომ გაქვს, კორონავირუსი შენ შემოაგდე, 26 მარტს ბელარუსთან თამაში რომ გადადებულიყოვო (იცინის). გამიმართლა, რომ ეს მატჩი გადაიდო. სავარაუდოდ, ის შემოდგომაზე ჩატარდება, როცა უკვე მზად ვიქნები და თუ ვაისი გადაწყვეტს, ვითამაშებ კიდეც. ვაისი კვალიფიციური სპეციალისტია, ეს სლოვაკეთის ნაკრებშიც დაამტკიცა, ჩვენთანაც კარგად მუშაობს და მასთან ერთად წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

ლაშა დვალის ტოპ 5

გიორგი ლორია - დღესდღეობით, ის საქართველოში საუკეთესო მეკარეა

ვაკო გვილია - კარგი შემქმნელია, დაცვაში ბევრს მუშაობს და მოედანზე გაუჩერებლად დარბის.

თორნიკე ოქრიაშვილი - ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ოქრიაშვილს თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია და გუნდისთვის სულ ბოლომდე იხარჯება.

გიორგი პაპუნაშვილი - მასთან ერთად ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი. მინის ბრწყინვალედ თამაშობს და ერთად ბევრჯერ მოგვიგია.

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან

"მეგობრები მეხუმრებოდნენ, კორონავირუსი შენი შემოგდებულიაო" - ინტერვიუ ლაშა დვალთან ბაჩო ცალუღელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

გუშინ, 23:55

საუკეთესო მოედანზე: ლუკა ლოჩოშვილის ბრწყინვალე მატჩი ავსტრიაში

ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვოლფსბერგერი" "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:52

ინტერმა მილანის ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა და უდინეზეს ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" "უდინეზეს" ესტუმრა.

გუშინ, 23:04

ატალანტამ სან სიროზე მილანს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გაანადგურა! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ატალანტას" უმასპინძლა.

გუშინ, 22:57

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს.

გუშინ, 22:44

ზაფხულში მბაპესა და ჰოლანდის რეალში გადასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია

"რეალს" კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, იტყობინება Marca.

გუშინ, 22:36

"დიახ, ბისექსუალი ვარ", - დიბალას მეგობარი გოგონას სკანდალური აღიარება

"იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ აღიარა, რომ ბისექსუალია.

გუშინ, 22:31

უილშირი: "არსენალი ოზილს უსამართლოდ მოექცა, მასთან არ მილაპარაკია"

"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა მესუთ ოზილის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:19

"ვნახოთ, რა გამოგვივა", - არტეტა რეალის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მარტინ ედეგორის შესაძლო დამატებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:57

"ყველა სუარესზე მეკითხება, როცა გოლს იტანს", - კუმანი გააბრაზეს

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბიდან წასული თავდამსხმელის, ლუის სუარესის თემას შეეხო.

გუშინ, 21:51

"მადრიდიდან ჩემთვის არავის დაურეკავს", - ჰაკიმის აგენტი ჭორებს ეხმაურება

"ინტერის" მცველ აშრაფ ჰაკიმის აგენტმა, ალეხანდრო კამანომ გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

გუშინ, 21:42

ოზილის ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი ცნობილი გახდა

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

გუშინ, 21:35

რამდენ მილიონს ითხოვს სეტიენი ბარსელონასგან კომპენსაციის სახით?

"ბარსელონა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს კომპენსაციის საკითხზე ვერ უთანხმდება.

გუშინ, 21:29

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა ედეგორის ტრანსფერი დააანონსა

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა მარტინ ედეგორის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 21:01

ვარანი საკუთარ მომავალზე დაფიქრდა და რეალის დატოვება უნდა

"რეალის" მცველი, რაფაელ ვარანი მადრიდული კლუბიდან ზაფხულში წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გუშინ, 20:54

ატლეტიკო სუარესს წარმატებულ თამაშს დაუფასებს - MARCA

"ატლეტიკოს" ფორვარდი, ლუის სუარესი ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ ხელფასის გაზრდასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

არსენალი დამარცხდა - საუთჰემპტონმა ინგლისის თასიდან მოქმედი ჩემპიონი გააგდო [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალში "საუთჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა და დაამარცხა - 1:0.

გუშინ, 20:35

კუმანი: "ბარსელონას ფეხბურთელები პენალტებს ვერ ასრულებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ გუნდი თერთმეტმეტრიანს ხშირად აფუჭებს.

გუშინ, 20:29

უხვგოლიანი თრილერი! რომამ სპეცია დაამარცხა და რევანში აიღო [VIDEO]

სერია ა-ს მე-19 ტურში „რომამ“ შინ „სპეციას“ 4:3 მოუგო.

გუშინ, 20:17

ედინ ჯეკო გუნდიდან მოკვეთეს და კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პაულო ფონსეკამ „სპეციასთან“ მატჩის წინ გუნდს ედინ ჯეკოს შემადგენლობიდან ამოგდების შესახებ შეატყობინა.

გუშინ, 18:32

ბარსელონა დემბელეს გაყიდვაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქრდება

„ბარსელონა“ უსმან დემბელეს მომავალზე გადაწყვეტილებას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

გუშინ, 18:29

მბაპეს რეალში გადასვლაში ეჭვი რამდენიმე მიზეზის გამო ეპარება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 18:24

ჰოლანდმა ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი გაიმეორა

ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში „გლადბახმა“ „დორტმუნდს“ 4:2 მოუგო.

გუშინ, 17:52

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

გუშინ, 17:46

სალაჰი თუ ვან დეიკი? ლივერპულმა კონტრაქტის გახანგრძლივების პრიორიტეტი აირჩია

„ლივერპულმა“ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვისთან უფრო სურს კონტრაქტის გახანგრძლივება.

გუშინ, 17:44

რაფაელ ბენიტესმა ჩინური გუნდი კორონავირუსის გამო დატოვა

ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩინური „დალიან პრო“ დატოვა.

გუშინ, 17:40

ჰოლანდი: "ვერც წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრაზებული ვარ"

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, „გლადბახთან“ 2:4 წაგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:30

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა და დასაბრუნებლად მზადაა!

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა.

გუშინ, 17:29

უილშირი: "ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემპიონშიპში მომიწევდა თამაში"

„არსენალის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, „ბორნმუთთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:28

ჯორჯ ვეა: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო არ არის, მაგრამ ყველაფერს იმსახურებს, რასაც მიაღწია"

„მილანის“ ექს-ფორვარდმა, აფრიკელმა ჯორჯ ვეამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 17:22
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10