ავტორიზაცია

გოლის ფიქსაციის სისტემას ლიცენზია მიანიჭეს

გოლის ფიქსაციის სისტემას ლიცენზია მიანიჭეს
თარიღი 02 მარ 2013, 00:53
გოლის ფიქსაციის სისტემა, რომელიც სულ ახლახანს დაინერგა თანამედროვე ფეხბურთში ლიცენზია მიანიჭეს. გოლის გაშვება-არ გაშვებას ყველა მაღალი დონის სტადიონზე 14 მაღალი სიჩქარის კამერა დააფიქსირებს, რომელიც მოედნის გარშემო იქნება დამონტაჟებული. სისტემა გოლის გატანის შემთხვევაში მსაჯს უგზავნის სიგნალს, რომლის მიხედვითაც მსაჯი თვლის ან არ თვლის გოლს. სისტემის გამოყენება სავალდებულო გახდება 2014 წლიდან ყველა უმაღლეს ჩემპიონატში, პირველი კი "პრემიერ ლიგა" იქნება. სისტემა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება გამოყენებული. წყარო : FIFA.COM