ავტორიზაცია

"ლივერპული" მარკოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის

"ლივერპული" მარკოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის
თარიღი 07 Jul 2014, 08:53
უცხოური გავლენიანი გამოცემა BBC იტყობინება, რომ "ბენფიკას" 20 წლის შემტევი, ლაზარ მარკოვიჩი "ლივერპულში" გადასვლასთან ახლოსაა. მერსისაიდელებმა მარკოვიჩის თაობაზე "ბენფიკასთან" შეთანხმებას მიაღწიეს. "ლივერპულს" ლაზარ მარკოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა მარკოვიჩის გარდა "ლილის" 19 წლის ფორვარდის დივოკ ორიჯის ტრანსფერიც შეათანხმეს. არ არის გამორიცხული, რომ დივოკ ორიჯი და ლაზარ მარკოვიჩი მერსისაიდულ კლუბს კვირის ბოლოს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ ლაზარ მარკოვიჩმა გასულ სეზონში "ბენფიკას" მაისური 26 შეხვედრაში მოირგო, საიდანაც 5 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახრხა. ინფორამციის წყარო: BBC