ავტორიზაცია

ზიკო: "ფრედი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემაა"

ზიკო: "ფრედი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემაა"
თარიღი 07 Jul 2014, 09:02
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ზიკომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინ კომენტარი გააკეთა. ლეგენდალური ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა ფრედია. ზიკოს თქმით ბრაზილიელთა სამწვრთნელო შტაბს მისი ალტერნატიული შემცვლელის ძიება მოუწევს. "ფრედი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. ვფიქრობ, რომ პოზიცია, რომელზეც მას უწევს თამაში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სუსტი მხარეა. გასულ 5 მატჩში აშკარად გამოჩნდა, რომ ფრედი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მისი ალტერნატიული შემცვლელის ძიება მოუწევს.", - დაასრულა ზიკომ. ინფორმაციის წყარო: Sambafoot