ავტორიზაცია

ფაქტები: ბაიერნი და დორტმუნდი ბუნდესლიგის ყველაზე შემოსავლიანი კლუბები არ არიან

ფაქტები: ბაიერნი და დორტმუნდი ბუნდესლიგის ყველაზე შემოსავლიანი კლუბები არ არიან
თარიღი 20 ივლ 2020, 10:49
Kicker-მა დაითვალა, თუ რამდენს იღებენ ბუნდესლიგის კლუბები სასპონსორო ხელშეკრულებების გათვალისწინებით.

საუბარია თანხებზე, რომელიც გერმანიის ჩემპიონატის გუნდებს ყოველწლიურად სპონსორებისგან მოსდით, სხვა შემოსავლები გათვალისწინებული არ არის.

ბუნდესლიგის მთავარი ტიტანი, მიუნხენის "ბაიერნი", რომელიც Telecom-ისგან იღებს 45 მილიონს, მეორე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება დორტმუნდის "ბორუსიას", "ლაიპციგის" მსგავსად, 35 მილიონიანი შემოსავლით ეს გუნდი მესამე პოზიციაზეა.

გერმანიის ჩემპიონატის ყველაზე მდიდარი კლუბი კი "ვოლფსბურგია", რომელიც Volkswagen-ისგან 70 მილიონ ევროს იღებს.