გრინვუდი ბესტსა და რუნის გაუთანაბრდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მეისონ გრინვუდმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში მე-17 გოლი გაიტანა.
ინგლისელი ფორვარდი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში გახდა რიგით მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს ერთ სეზონში მოზარდობაშივე მიაღწია.
"მანიუს" აღზრდილი გაუთანაბრდა ჯორჯ ბესტს (1965-1966), ბრაიან კიდსა (1967-1968) და უეინ რუნის (2004-2005).
ბრიტანელ ფორვარდს საამისოდ 46 შეხვედრა დასჭირდა. შეგახსენებთ, 18-წლის შემტევის გოლით, "მანკუნიანელებმა" "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" ქულა მოიპოვეს.