ავტორიზაცია

3 გრანდი გამოირიცხა - კოუტინიოს ინგლისიდან 3 გუნდი ეპატიჟება

3 გრანდი გამოირიცხა - კოუტინიოს ინგლისიდან 3 გუნდი ეპატიჟება
თარიღი 27 Jul 2020, 23:25
„ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, „ნისლიან ალბიონზე" ბრაზილიელი ფეხბურთელით „არსენალი", „ტოტენჰემი" და „ლესტერი" ინტერესდებიან.

თავის მხრივ, „მანჩესტერ იუნაიტედი", „მანჩესტერ სიტი" და „ჩელსი" კოუტინიოს დაპატიჟების ვარიანტს აღარც განიხილავენ.

როგორც ირკვევა, კოუტინიო პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებას ელოდა, რათა შეეფასებინა, თუ რომელი გუნდი იასპარეზებს მომდევნო სეზონში ევროთასებზე.

ამ სეზონს ფილიპე „ბაიერნში" ატარებს, რომელიც მის გამოსყიდვას არ აპირებს.