» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მანჩესტერ სიტი - ლივერპული: პეპის შეგირდები ჩემპიონს უმასპინძლებენ


მანჩესტერ სიტი - ლივერპული: პეპის შეგირდები ჩემპიონს უმასპინძლებენ

პეპ გვარდიოლას შეგირდები საკუთარ კედლებში იურგენ კლოპის კოლექტივს მიიღებენ.

„მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული“

2 ივლისი, თბილისის დროით 23:15, სტადიონი „ეტიჰადი“, მთავარი არბიტრი - ენტონი ტეილორი


გლობალურად რომ შევხედოთ, ამ მატჩს დიდად ინტრიგა არ გააჩნია. „ლივერპული“ - ჩემპიონია, იურგენ კლოპის გუნდისთვის სეზონის დარჩენილ ნაწილს, ფორმალურად არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა „წითლებს“ აინტერესებდეთ - შიდა რეკორდებია. მაგალითად, დააგროვონ 100 ქულა და „მანჩესტერ სიტის“ მიერ 2017/18-წლებში დამყარებული შედეგი გააუმჯობესონ. თუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

არ უნდა ველოდოთ, რომ მოახლოვებული დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მარტივი გასეირნება იქნება. „მანჩესტერ სიტის“ თავისი სიძლიერის დამტკიცება უნდა უნდოდეს, მითუმეტეს, რომ „ქალაქელების“ მეტოქე იქნება გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის ჩემპიონობა წაართვა. პეპ გვარდიოლას კოლექტივი დამაჯერებლად იმყოფება მეორე პოზიციაზე და არანაირი რისკი პრაქტიკულად არ არსებობს იმისა, რომ „სიტის“ ცხრილში ვინმე გადაასწრებს. ახლა, მანკუნიანელებს ერთადერთ რამ აინტერესებთ - დაკმაყოფილდება თუ არა მათი აპელაცია და შესაბამისად, ითამაშებენ თუ არა ისინი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

მნიშვნელოვანი დანაკლისი „სიტიში“: ტრავმირებულია სერხიო აგუერო, „ჩელსისთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო ფერნანდინიომ, რის გამოც დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

რაც შეეხება „ლივერპულს“ არ ითამაშებენ ჯეიმს მილნერი და ჯერდან შაქირი, თუმცა შვეიცარიელს მოედნის ხშირ სტუმას მაინც ვერ ვუწოდებთ. დიდი ალბათობით, ამ სეზონში გუნდს ჯოელ მატიპიც ვერ დაეხმარება.

ბუკმეიკერთა აზრით, დღევანდელი მატჩის ფავორიტი „მანჩესტერ სიტია“, რომლის გამარჯვებაც 2.01 კოეფიციენტით ფასობს, ფრე 4.0-ით არის შეფასებული, „ლივერპულის“ გამარჯვება კი - 3.45.

მანჩესტერ სიტი - ლივერპული: პეპის შეგირდები ჩემპიონს უმასპინძლებენ

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩი „ლივერპულის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები:


„მანჩესტერ სიტი“: ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, მენდი - გუნდოგანი, სილვა, დე ბრუინი - მაჰრეზი, სტერლინგი, ბერნარდუ სილვა

„ლივერპული“: ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი - ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი - მანე, სალაჰი, ფირმინო.

საინტერესო ფაქტები:

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის ბოლო 38 მატჩიდან 35 მოიგო

ჩემპიონატის ბოლო შვიდ საშინაო შეხვედრაში, „მანჩესტერ სიტიმ“ მინიმუმ ორი გოლის გატანა მოახერხა.

„ლივერპულმა“ პრემიიერ ლიგის ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰადზე“ ბოლო სამი საჩემპიონატო მატჩში გოლი არ გაუშვა

ვინ რა თქვა?


პეპ გვარდიოლა: „როგორც პიროვნებას მას არც ისე კარგად ვიცნობ, მაგრამ ვაღმერთებ როგორც მწვრთნელს და ძალიან მომწონს ის თამაში, რომელსაც ის თავის გუნდებში ნერგავს. ეს მთელი მსოფლიოსთვის დიდი სიამოვნებაა და კარგია, რომ მას ამდენი გოლის გატანა უნდა. კლოპისნაირი მწვრთნელი ძალიან დიდ დახმარებას გიწევს.“

იურგენ კლოპი: „გვარდიოლა - გასაოცარი ადამიანია, მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ დიდი ხანია, არ მინახავს. სეზონის მანძილზე, როგორც წესი, ერთმანეთთან არ ვკონტაქტობთ. პეპი - ჩვენი კონკურენცია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება სურს, მაგრამ ღირსებულად იღებს მარცხსაც, როდესაც ეს ხდება. თუმცა, მე გაცილებით ხშირად მიწევდა მარცხთან შეგუება, ვიდრე მას.“

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

ლიგაზე გატანილი გოლებით, რონალდუ ატლეტიკოს გაუთანაბრდა

პორტუგალიელის შედეგიანობა ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ შთამბეჭდავია.

დღეს, 13:03

ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, ვარანზე დაბალი შეფასება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ფრანგმა მცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის შედეგად, ძალიან დაბალი შეფასება მიიღო.

დღეს, 13:00

"გააზიარეთ, თუ დახმარება შეგიძლიათ", - სტერლინგი რეალის დამარცხებას ხუმრობით გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას იუმორით გამოეხმაურა.

დღეს, 12:56

უეფამ გუშინდელი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

უეფამ მერვედფინალების პირველი დღის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 12:53

გატუზო: "მოსაგებად, ნაპოლის ევერესტის დალაშქვრა მოუწევს"

„ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „ბარსელონასთან" მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:36

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14

ლამპარდი: "ქამბექის რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით"

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ბაიერნთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

"თუ ლიგა ვერ მოვიგეთ, ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს", - ვიდალი სეტიენის გაშვებაზე საუბრობს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, კიკე სეტიენის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:36

ბონუჩი: "ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტო იყო და მისი მოგება მოვახერხეთ"

„იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:27

"ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავემსგავსო", - გაბრიელ ჟესუსმა მისი მისაბაძი მაგალითი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, „რეალთან" საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა (2:1).

დღეს, 11:12

პიანიჩი: "ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა კარგია, მაგრამ იუვენტუსი უფრო მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს"

„იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:07

სარი: "იუვენტუსი დაწყევლილია"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ლიონთან" გამოვარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:03

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05

გვარდიოლა: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს, ასეთ ტოპ გუნდებს უნდა მოუგო"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" ორივე მატჩი მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:02

სარი: "რომ გავვარდით ცუდია, მაგრამ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსმა" "ლიონი" ორი მატჩის ჯამში ვერ დაამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 02:57

ფეხზე ყინული და კვლავ ტრავმა - აზარი სიტისთან მატჩს აფასებს

მადრიდის "რეალის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:53

ლიონის მწვრთნელი: "ჩემს კარიერაში საუკეთესო დღეა"

ტურინის "იუვენტუსის" გამოგდების შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:50

როდრიგომ ვარანი დაიცვა: "ეს მის დიდებულ კარიერას დაღს არ დაასვამს"

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა "მანჩესტერ სიტისთან" საშინელი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი შეცდომით გავიდა.

დღეს, 02:46

"რატომ არ შევიყვანე ვინისიუსი შეცვლაზე?" - ზიდანის კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ახსნა, თუ რატომ არ ათამაშა ვინისიუს ჯუნიორი "მანჩესტერ სიტისთან."

დღეს, 02:07

დღის ფოტო: ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

დღეს, 02:02

ვარანის აღიარება: "რეალის წაგება ჩემი ბრალია"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 01:51

მესი + მიულერი = რონალდუ - პორტუგალიელის ბრწყინვალე შედეგი

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ლიონთან" დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:47

ბუფონმა ლიონთან გავარდნის მიზეზებზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსმა" "ლიონს" ორი მატჩის ჯამში ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

დღეს, 01:43

ტოპ-3 ლიგების არცერთი ჩემპიონი 1/8-ფინალში - როდის მოხდა მსგავსი რამ უკანასკნელად?

ჩემპიონთა ლიგას ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ.

დღეს, 01:31

ზიდანი: "დაიმსახურა თუ არა სიტიმ გამარჯვება? ჩვენ ორივე მატჩი წავაგეთ"

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას გაესაუბრა.

დღეს, 01:26

იუვენტუსი გავარდა, თუმცა რონალდუმ ისტორიული რეკორდი მაინც დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსმა" ორი მატჩის ჯამში "ლიონს" ვერ სძლია და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 01:21
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10