» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რობინიოდან აშრაფამდე, თითქმის 1 მილიარდი - რამდენი გამოიმუშავა რეალმა ფეხბურთელების გაყიდვით ბოლო წლებში?


რობინიოდან აშრაფამდე, თითქმის 1 მილიარდი - რამდენი გამოიმუშავა რეალმა ფეხბურთელების გაყიდვით ბოლო წლებში?

აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი „ინტერში“ პრაქტიკულად შემდგარი ამბავია.

2010-იანების მიწურულს, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გაიაზრა, რომ სატრანსფერო ბაზარზე მარტო ხმაურიანი შენაძენის კი არა, სარფიანი გაყიდვის განხორციელებაც შესაძლებელია, რათა ფული შემდეგ სხვა ფეხბურთელის ყიდვისთვის გამოეყენებინათ. რეალურად, პირველი ხმაურიანი ტრანსფერი, როცა „რეალმა“ ფეხბურთელი ძვირად სხვა გუნდში გაყიდა - 2008 წელს შედგა, როდესაც რობინიო „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.

იმ მომენტისთვის, ბრაზილიელ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ბერნდ შუსტერთან კონფლიქტი მოუვიდა და გერმანელმა სპეციალისტმა ხელმძღვანელობას რობინიოს გაყიდვის თხოვნით მიმართა. „ჩელსის“ მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო, ფეხბურთელის ფასმა საგრძნობლად იმატა, რის შედეგადაც, „სიტის“ მასში 43 მილიონი ევროს გადახდა მოუწია.

მას შემდეგ, აშრაფის ტრანსფერის გათვალისწინებით, „რეალმა“ დაახლოებით 50 ფეხბურთელი გაყიდა და, საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი ევროც გამოიმუშავა (970.1 მილიონი ევრო). პირველობას არავის უთმობს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის შესაძენადაც „იუვენტუსს“ „რეალისთვის“ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ 75 მილიონი ევროც, რომელიც „მან.იუნაიტედმა“ ანხელ დი მარიაში გადაიხადა.

ყველაზე დიდი სარგებელი „სამეფო კლუბს“ კანტერანომ, ალვარო მორატამ მოუტანა. თავიდან, ფეხბურთელში 22 მილიონი ევრო „იუვენტუსმა“ გადაიხადა, მოგვიანებით კი „ჩელსიმ“ ესპანელი ცხრიანის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო არ დაინანა. შედეგად, მორატამ „რეალს“ გაყიდვებით 100 მილიონ ევროზე მეტი მოუტანა.

ხმაურიანი ტრანსფერი იყო ასევე 2013 წელსაც, როცა „არსენალმა“ მესუთ იოზილში 47 მილიონი ევრო გადაიხადა, გასულ ზაფხულს კი „ჩელსის“ მატეო კოვაჩიჩი 45 მილიონი დაუჯდა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ „რეალი“ ფეხბურთელებს ძვირად ყიდულობს და იაფად ყიდის, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

2008/09 – „რეალმა“ ფეხბურთელების გაყიდვით 71 მილიონი ევრო გამოიმუშავა

2009/10 – 88.5 მილიონი ევრო

2010/11 – 10.5 მილიონი ევრო

2011/12 – 7 მილიონი ევრო

2012/13 – 36 მილიონი ევრო

2013/14 – 120.6 მილიონი ევრო

2014/15 – 121.5 მილიონი ევრო

2015/16 – 25 მილიონი ევრო

2016/17 – 37.2 მილიონი ევრო

2017/18 – 137 მილიონი ევრო

2018/19 – 100 მილიონი ევრო

2019/20 – 144 მილიონი ევრო

აშრაფ ჰაკიმი - 40 მილიონი ევრო (დაუდასტურებელი).

ჯამურად, თანხა, როგორც გითხარით 970.1 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა, დღე 2! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 10:54

გვარდიოლაზე ხშირად, 21-ე საუკუნეში რეალი არავის დაუმარცხებია

ესპანელ სპეციალისტზე ხშირად, „რეალს" 21-ე საუკუნეში ვერავინ ამარცხებს.

დღეს, 12:19

გვარდიოლას ჰკითხეს, თუ რაზე ისაუბრეს მატჩის შემდეგ მან და ზიდანმა

როგორც გითხარით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ზიდანი და გვარდიოლა სტადიონზე დარჩნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ.

დღეს, 12:14

ლამპარდი: "ქამბექის რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით"

„ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, „ბაიერნთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

"თუ ლიგა ვერ მოვიგეთ, ხელმძღვანელობამ უნდა იმოქმედოს", - ვიდალი სეტიენის გაშვებაზე საუბრობს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, კიკე სეტიენის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 11:36

ბონუჩი: "ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტო იყო და მისი მოგება მოვახერხეთ"

„იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:27

"ყოველდღე ვმუშაობ, რომ დავემსგავსო", - გაბრიელ ჟესუსმა მისი მისაბაძი მაგალითი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟესუსმა, „რეალთან" საპასუხო დაპირისპირებაზე ისაუბრა (2:1).

დღეს, 11:12

პიანიჩი: "ზედიზედ ცხრა ჩემპიონობა კარგია, მაგრამ იუვენტუსი უფრო მეტისკენ უნდა ისწრაფოდეს"

„იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:07

სარი: "იუვენტუსი დაწყევლილია"

„იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „ლიონთან" გამოვარდნაზე ისაუბრა.

დღეს, 11:03

სეზონის პირველივე მატჩში - გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს მაისურით გაიტანა [VIDEO]

"ტვენტემ" ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

დღეს, 03:38

სად ითამაშებს რონალდუ შემდეგ სეზონში? - იუვენტუსში ოფიციალური განცხადება გააკეთეს

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:05

გვარდიოლა: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გსურს, ასეთ ტოპ გუნდებს უნდა მოუგო"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" ორივე მატჩი მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:02

სარი: "რომ გავვარდით ცუდია, მაგრამ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუვენტუსმა" "ლიონი" ორი მატჩის ჯამში ვერ დაამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 02:57

ფეხზე ყინული და კვლავ ტრავმა - აზარი სიტისთან მატჩს აფასებს

მადრიდის "რეალის" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:53

ლიონის მწვრთნელი: "ჩემს კარიერაში საუკეთესო დღეა"

ტურინის "იუვენტუსის" გამოგდების შემდეგ კომენტარი "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა.

დღეს, 02:50

როდრიგომ ვარანი დაიცვა: "ეს მის დიდებულ კარიერას დაღს არ დაასვამს"

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა "მანჩესტერ სიტისთან" საშინელი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი შეცდომით გავიდა.

დღეს, 02:46

"რატომ არ შევიყვანე ვინისიუსი შეცვლაზე?" - ზიდანის კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ახსნა, თუ რატომ არ ათამაშა ვინისიუს ჯუნიორი "მანჩესტერ სიტისთან."

დღეს, 02:07

დღის ფოტო: ზინედინ ზიდანი და პეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირება მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

დღეს, 02:02

ვარანის აღიარება: "რეალის წაგება ჩემი ბრალია"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 01:51

მესი + მიულერი = რონალდუ - პორტუგალიელის ბრწყინვალე შედეგი

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ლიონთან" დუბლი გაიფორმა.

დღეს, 01:47

ბუფონმა ლიონთან გავარდნის მიზეზებზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსმა" "ლიონს" ორი მატჩის ჯამში ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

დღეს, 01:43

ტოპ-3 ლიგების არცერთი ჩემპიონი 1/8-ფინალში - როდის მოხდა მსგავსი რამ უკანასკნელად?

ჩემპიონთა ლიგას ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ.

დღეს, 01:31

ზიდანი: "დაიმსახურა თუ არა სიტიმ გამარჯვება? ჩვენ ორივე მატჩი წავაგეთ"

„სიტისთან“ მარცხის შემდეგ, ზინედინ ზიდანი პრესას გაესაუბრა.

დღეს, 01:26

იუვენტუსი გავარდა, თუმცა რონალდუმ ისტორიული რეკორდი მაინც დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსმა" ორი მატჩის ჯამში "ლიონს" ვერ სძლია და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 01:21

ლიონიდან ლიონამდე - როდის გამოეთიშა უკანასკნელად რონალდუ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან?

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

დღეს, 01:06

სენსაცია ტურინში: იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ტურინის "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ლიონს" დაუპირისპირდა.

დღეს, 01:01

ვარანის კოშმარი ეტიჰედზე! სიტიმ რეალი საპასუხო მატჩშიც დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში „სიტიმ“ „რეალს“ უმასპინძლა.

დღეს, 00:54

რონალდუს სასწაული გასროლა ლიონის კარში [VIDEO]

"იუვენტუსისა" და "ლიონის" მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში 2:1 გახადა.

დღეს, 00:31

იგუაინი ევროპას დატოვებს?

a Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" სეზონის დასრულების შემდეგ გონსალო იგუაინს დაემშვიდობება.

დღეს, 00:02
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10