Goal.Ge

ტორპედოს მომდევნო მოწინააღმდეგე – ბოლნისის “სიონი”



10 აპრილს ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩს ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარებს. შეხვედრა საქართველოს ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე(„ბასა“) შედგება და 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეტაპზე გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ქუთაისში, ამა წლის 13 მარტს, „ტორპედოს“ გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები გიორგი ფანცულაიას, ნიკა საბანაძისა და გრიგოლ დოლიძის გოლებით თამაშის მე-17 წუთზე სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა „სიონმა“ მეორე ტაიმში ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რაც შეეხება ქვედა ექვსეულის წარმომადგენელი „სიონის“ ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოდროინდელ ასპარეზობას, ჩვენმა მეტოქემ უკანასკნელ ტურში რუსთავში „მეტალურგთან“ 0:0 ითამაშა, მანამდე კი ორ თამაშში დამარცხდა - შინ ბათუმის „დინამოსთან“(0:1) და გასვლაზე ფოთის „კოლხეთთან“(1:2). ამჟამად კი ისინი გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. „ტორპედოსა“ და ბოლნისური გუნდის სათასო დაპირისპირებები სულ 6 მატჩს ითვლის. 2003 წელს „სიონმა“ რიონისპირელები გათამაშების ნახევარფინალიდან გამოთიშა(1:0, 0:0). მომდევნო წელს კი ტორპედომ რევანში აიღო, „ტორპედომ“ ქვემო ქართლელები ქუთაისში ვერა(0:0) და ბოლნისში სულიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით დაამარცხა(3:2), ხოლო ბოლო სათასო დუელი კი 2010 წელს შედგა, როცა „ტორპედომ“ მეტოქეს სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია(1:0, გოლი-ვახტანგ კვარაცხელია) და ქუთაისში დაფიქსირებული უგოლო ფრით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. საერთო სტატისტიკის მიხედვით, "სიონის" გოლკიპერის ყველაზე მეტჯერ დამწუხრება „ტორპედოს“ შემადგენლობაში მყოფთაგან ზურაბ იონანიძემ შეძლო - 12. ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის შემდეგ 11 გატანილი გოლით გიორგი მეგრელაძე მოდის. საინტერესოა, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქის კარი ბოლო ხუთივე შეხვედრაში ნიკა საბანაძეს აქვს აღებული. ბოლოს გთავაზობთ ქუთაისში გამართული ბოლო მატჩის ოქმს. 13 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი „ტორპედო“: მიგინეიშვილი, ჭელიძე, ონიანი, ტაბატაძე, გურული, გიგაური, დათუნაიშვილი, გრიგალაშვილი(ფირცხალავა 85), დოლიძე(ტუღუში 69), ფანცულაია(ბერიაშვილი 61), საბანაძე. მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე „სიონი“: ბობღიაშვილი, ორბელაძე, ელიავა, სვანიძე, ჰაიდუჩეკი, ცხადაია(ისიანი 46), ლექვთაძე, უგრეხელიძე, მიკუჩაძე(ჩივაძე 78), მანწკავა(ნემსაძე 67), ახალაია. მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე გაფრთხილებები: გრიგოლ დოლიძე (48), ლექვთაძე (79), ტუღუში (90), გიგაური (90+2). გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (8), 2:0 ნიკა საბანაძე (10), 3:0 გრიგოლ დოლიძე (17), 3:1 აკაკი მიკუჩაძე (59). მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა, ასისტენტები: ზაალ ბერულავა/დავით კვეტენაძე, მეოთხე არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე. წყარო: fctorpedo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10