» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები


ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში უხვგოლიანი და საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა "დინამო ბათუმმა" "საბურთალოსთან" ფრედ 1:1 ითამაშა.

ჩემპიონატის ფავორიტს ამ სეზონში მოგება არ აქვს
სეზონის დაწყებამდე, "დინამო ბათუმი" გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და ამის საფუძველს გასულ წელს ნაჩვენები თამაშები და გუნდის შემადგენლობა გვაძლევდა, თუმცა 4 ტურის შემდეგ, ბათუმს მოგება კვლავ არ აქვს - 4-დან 4 ფრე. "საბურთალოსთან" გუნდმა პირველი ნახევარი სუსტად ჩაატარა, მეორე ტაიმის სტარტზე "საბურთალო" უკეთესი იყო და გოლიც გაიტანა. თავი 61-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა, ჯაბა ჯიღაურმა მალევე გაათანაბრა. 73-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, ჯოვინოს დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. ბოლო 17 წუთში კუპატაძემ კიდევ რამდენიმე სეივი გააკეთა და "საბურთალოს" ქულა მოუპოვა.

საინტერესოა, რატომ არ თამაშობს რეინალდო? - გია გეგუჩაძეს ის განაცხადში ჰყავს და "საბურთალოსთან" თამაშის დროს ხურდებოდა კიდეც, მაგრამ ამ მაღალი დონის მოთამაშის დებიუტი კვლავ ვერ ვიხილეთ. თან მაშინ, როცა ბათუმს გოლი ჰქონდა გასატანი, მწვრთნელმა არა რეინალდო, არამედ ტეიდი, გაფრინდაშვილი და ნიქაბაძე გამოიყვანა. 

რა შეიძლება ითქვას "საბურალოზე?" - ბათუმთან ფრე კარგია, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, გუნდის თამაშის ხარისხი საგრძნობლად დაეცა. თბილისელებს სკამიც შესუსტებული ჰყავთ და შეტევაში გაძლიერება მართებთ.

ჯოვინო ფლამარიონს ეროვნულ ლიგაში სულ 3 პენალტი აქვს გაცუდებული და აქედან 2 "საბურთალოსთან." გასული წლის მატჩში "საბურთალოს" კარს ომარ მიგინეიშვილი იცავდა და ის თამაში ბათუმმა 4:2 მოიგო. წინა სეზონის ბოლოს კი ჯოვინომ თერთმეტმეტრიანი "ვიტ ჯორჯიასთან" გააცუდა, რამაც, პრაქტიკულად, ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა.

მე-4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

საბედისწერო მარცხი
"დინამო თბილისმა" შინ "ლოკომოტივი" 4:0 გაანადგურა. როგორც ჩანს, "დინამომ" ეს 3-თვიანი პერიოდი ყველაზე კარგად გამოიყენა, რადგან სუპერთასზე და საწყის 2 ტურში მოქმედი ჩემპიონები უსუსურ ფეხბურთს თამაშობდნენ, ამ ტურებში კი სულ სხვა "დინამო" ვიხილეთ. ყველაფერთან ერთად, გუნდი ლიდერმა და კაპიტანმა ნიკა ნინუამ დატოვა, რომელიც გასულ სეზონში საუკეთესო იყო. მისი არყოფნა "დინამოს" არ დატყობია. ცენტრში პაპავა-კუციას დუეტი იდეალურად დგას და ერთმანეთს ავსებს. სადებიუტო მატჩებში კარგი იყო ახალგაზრდა ანზორ მექვაბიშვილი.  დავაკვირდეთ ბრაზილიელ პერნამბუკოს. "დინამოს" შემტევი საკმაოდ ტექნიკურია, ბურთს კარგად ფლობს, მოედნის ხედვასაც არ უჩივის,  უკვე პირველი გოლიც გაიტანა და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონატში ერთ-ერთ კვალიფიციურ ლეგიონერს მივიღებთ.

"ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელისთვის სოსო ფრუიძისთვის ეს მარცხი საბედისწერო გამოდგა. ის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფაქტია, თბილისურმა გუნდმა პირველ 2 ტურში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა და ისიც ჩანდა, რომ ფრუიძის სტილი, რასაც ის "ჩიხურაში" იყენებდა, "ლოკომოტივის" სტილს არ მოერგო.

ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

ისტორიული გამარჯვება თელავში
"თელავი" ამ სეზონში წაუგებელია. გუნდმა ეროვნულ ლიგაში ისტორიული პირველი გამარჯვება იზეიმა და შინ "სამტრედია" 3:1 დაამარცხა. ერთი შეხედვით, "თელავის" შემადგენლობა ზედმეტად შემტევია, რადგან დაცვით ფუნქციებს მხოლოდ 3 ცენტრალური მცველი ასრულებს, თუმცა თელაველები ფლანგებს კარგად იყენებენ - მარცხნივ ჩუკვურას, მარჯვნივ კი ჩაბრაძეს მთელი ფლანგი უკავია და წინ რუხაძე - სამუშიას ეხმარებიან. გარდა კარგი შედეგებისა, "თელავი" დებიუტანტის კვალობაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთი ამ ქალაქში ძალიან უყვართ. სტადიონს გარეთ შეკრებილი უამრავი გულშემატკივარი გუნდს 90 წუთი გაუჩერებლივ ქომაგობდა. "თელავის" სახით, ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი კარგი პროდუქტი მივიღეთ - გულშემატკივრები, ორგანიზებული გუნდი და კარგი სტადიონი.

ამ 4-მა ტურმა გვაჩვენა, რომ კახა კაჭარავას "სამტრედია" ბურთს კარგად იჭერს, მაგრამ შემტევ ფაზაში მომენტების რეალიზება უჭირს. აღსანიშნავია, რომ "თელავი" "სამტრედიას" მატჩზე თამაშიდან არცერთი გოლი არ გასულა - ბერიაშვილმა და ძოწენიძემ სტანდარტულიდან თავით გაიტანეს, რუხაძემ და ყურბანოვმა კი პენალტები გამოიყენეს.

ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

კოტალიუკის ბენეფისი
გორის "დილას" ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი ამ სეზონშიც ბრწყინვალედ თამაშობს. "დილამ" "ჩიხურა" 0:2 დაამარცხა, ორივე გოლი უკრაინელმა ფორვარდმა გაიტანა და მთელი თამაში საკმაოდ აქტიური იყო. მას კიდევ რამდენიმე მომენტი შეექმნა, თუმცა ვერ არ გაუმართლა. ნემსაძის გუნდი წლევანდელ ჩემპიონატს მომზადებული შეხვდა. "დილას" შეტევები ძირითადად ფლანგებიდან იტვირთება, რადგან იქ რეაქტიული გიორბელიძე და ტექნიკური ნუგზარ სპანდერაშვილია. "დილას" სკამზეც ნორმალური ფეხბურთელები ჰყავს, რაც მათი დიდი პლიუსია და ასე მალულად, გუნდი 8 ქულით "დინამოსთან" ერთად ლიდერობს. 

კოვტალიუკს გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაქვს. 2017 წლიდან მოყოლებული ეროვნულ ლიგაში მის ანგარიშზე უკვე 37 გატანილი ბურთია, რაც ლეგიონერებს შორის საუკეთესო შედეგია.

ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

ტორპედოს პირველი გამარჯვება
ქუთაისურმა კლუბმა ამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პირველივე წუთებიდანვე ჩანდა, რომ "ტორპედო" "მერანთან" მოსაგებად იყო გამოსული, დაცვაში კარგად ითამაშეს, მეტოქეს მომენტები არ შეაქმნევინეს და თავის მხრივ, აშვეთიას გუნდმა თავიანთი მომენტები გოლად აქცია - 0:2.

დაცვაში შეუცდომლად იდგა კასრაძე. უკრაინელი ლეგიონერი ივან ბობკი კი ფლანგზე ბევრს მუშაობდა, გოლიც გაიტანა, მეორე ტაიმში ის ტრავმის გამო შეცვალეს. თბილისის "მერანს" საერთოდ არაფერი გამოუვიდა. როგორც ჩანს, "მერანისთვის" მოედანზე მეორე ნომრად ყოფნა უფრო კომფორტულია და ამაზე შედეგები მეტყველებს.

მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

სატურნირო ცხრილი
ეროვნული ლიგა: ტურის შეჯამება - კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და საინტერესო ფაქტები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

განახლებადი: ჩემპიონთა ლიგა იწყება! - ყველაფერი დღევანდელ მატჩებზე

ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩების შესახებ უნდა იცოდე, აქ გელოდება!

დღეს, 09:49

"ხალხს ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, რა ხდება სინამდვილეში ბეილის თავს", - ლინეკერი

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა გარემარბ გარეტ ბეილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 21:45

"ლა ლიგაში ყველას დააკლდება", - მესიმ ადურისი შეაქო

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბილბაოს" ექს-ფორვარდ არიც ადურისზე ისაუბრა.

დღეს, 21:40

VIDEO: ბეილი მანჩესტერში გამგზავრების ნაცვლად მადრიდში გოლფს თამაშობს

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი "მანჩესტერ სიტისთან" დღეს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

დღეს, 21:28

"ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - ბართომეუ მესის მომავალზე ალაპარაკდა

"ბარსელონას" პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ გრანდში დაასრულებს.

დღეს, 20:53

"კლუბი მის აგენტს შეუთანხმდა", - როგორ ჩაიშალა 2006 წელს რონალდუს ტრანსფერი ვალენსიაში?

"ვალენსიას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამედეო კარბონიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:49

"ლივერპულს ტიტული რომ ვერ მოეგო, სალაჰი სხვა კლუბში უნდა გადასულიყო", - ჰესკი

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ მერსისაიდელთა ფორვარდ მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა.

დღეს, 20:19

ხამესი რეალის მაისურით აღარ ითამაშებს და ახალი კლუბის ძიებაშია — AS

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილს შეიცვლის, წერს AS.

დღეს, 20:07

ობამეიანგი მზადაა არსენალი მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვოს

მოგეხსენებათ, "არსენალი" გუნდის ლიდერს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ახალი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.

დღეს, 20:01

ატლეტიკო დათმობაზე წასვლას არ აპირებს და არსენალს საბოლოო პასუხი შეუთვალა

ლონდონის "არსენალი" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, ტომას პარტეის ხელში ჩაგდებას კვლავ ცდილობს.

დღეს, 19:54

არსენალში რევოლუცია იგეგმება - ვის გაყიდის და ვის შეიძენს არტეტა?

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

დღეს, 19:29

ვილიანი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, კონტრაქტის დეტალები ცნობილია

მოგეხსენებათ, თავდამსხმელ ვილიანს "ჩელსისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

დღეს, 19:21

კეინი თუ სანჩო? - სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედს რჩევა მისცა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:16

კლოპი სიაშია, გვარდიოლა არა - ვინ გახდება პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი?

პრემიერ ლიგამ 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სპეციალისტები დაასახელა.

დღეს, 19:04

"თუ ტიაგოს პრემიერ ლიგაში თამაში უნდა, გავუგებ", - ბაიერნის მწვრთნელი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 18:59

საოცარი ატმოსფერო: ქუთაისში ნამდვილი ფეხბურთი დაბრუნდა [ფოტოები]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ქუთაისის "ტორპედო" შინ "თელავს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 17:43

"მასში ბრიუს ლის სული ჩასახლდა", - 10 წლის ნუნჩაკიანმა იაპონელმა ბიჭუნამ ინტერნეტი გადარია

იაპონური სკოლის მოსწავლის შესაძლებლობები UFC-ს ვარსკვლავებსაც კი აღაფრთოვანებს, ის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმაც კი გამოიწერა.

დღეს, 17:13

"ლივერპულთან ერთად ტიტულის მოგება - შეუდარებელია", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:44

ჟორჟინიო ცალი ფეხით ახალ გუნდშია

Tuttomercatoweb-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველი, ჟორჟინიო ფრელო ახალ გუნდს უახლოვდება.

დღეს, 16:27

7 ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს

პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა შვიდი ფეხბურთელი, რომელიც სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს.

დღეს, 16:14

ვიდალის ბარსელონადან წასვლის თარიღი ცნობილია

Marca-ს თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, არტურო ვიდალის კლუბიდან წასვლის თარიღი ცნობილია.

დღეს, 16:04

პეპი: "ბარსას ქომაგი ვარ, მაგრამ მეტოქის რანგში მათ დამარცხებას ყოველთვის ვეცდები"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" თავისი საყვარელი კლუბი უწოდა, თუმცა საინტერესო დეტალიც დაამატა:

დღეს, 15:55

"სოლსკიაერი ფერგიუსონის მეთოდებს იმეორებს", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა ოლე-გუნარ სოლსკიაერის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 15:43

"რეალი ახლა უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე მარტში იყო", - ვარანი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 15:30

სიტიმ აგუეროს შემცვლელი ჯერ კიდევ 2017 წელს შეარჩია?

ESPN-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" არ გამორიცხავს თავისი ფორვარდის, სერხიო აგუეროს სხვა კლუბში გაყიდვას.

დღეს, 15:21

პრემიერ ლიგის ახალგაზრდები, რომლებიც წლის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ

პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

დღეს, 15:08

"საფრანგეთის მიერ განადგურებული ბრაზილია მუნდიალის ფინალში? ზიზუმ ეს ტიტული დაიმსახურა", - კაზემირო

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ ზინედინ ზიდანის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:44

როდის დაბრუნდება დემბელე?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" თავისი შემტევის, ოსმან დემბელეს "ნაპოლისთან" შეხვედრაში გამოყენებას არ აპირებს.

დღეს, 14:34

"ჩემი მომავალი ლიონთან მატჩზე დამოკიდებული არ არის", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თავისი მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:21

"რონალდუსგან კარგი კალათბურთელი დადგებოდა", - პიანიჩი

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:13
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10