Goal.Ge

ათწლეულის იტალია და ესპანეთი!



არ ვიცი ამ სტატიის წერისკენ რამ მიბიძგა, ალბათ გამაკვირვა იტალიის ჩემპიონატის დონის ასეთმა სწრაფმა რეგრესმა და ამ სტატიის საშუალებით მინდა პატივისცემა გამოვხატო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნის მიმართ.( და არაამარტო საფეხბურთო) იტალია ყოველთვის გამორჩეული ქვეყანა გახლდათ საფეხბურთო თვალსაზრისითაც, 4-ჯერ მუნდიალის მოგებაც ამას მოწმობს და იტალიური გუნდების ტიტულებიც მსოფლიო მასშტაბით, თუმცა დღეისათვის ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე ის არ გახლავთ რაც თუნდაც 7-8 წლის წინ იყო და არც იმ ფეხბურთელების გვარებია იმდენად გამორჩეული, როგორებიც მუდმივად ასპარეზობდნენ ამ ჩემპიონატში. მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანების უმრავლესობა სწორედ იტალიის ჩემპიონატში იყრიდა თავს. მათი სახელების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, უბრალოდ გთავაზობთ იტალიის და ესპანეთის ათწლეულის გუნდებს, რომელიც საკუთარი ვერსიით მინდა შემოგთავაზოთ და ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ გამაკრიტიკებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკუთარი ერსიაა ეს მხოლოდ და ვიცი შესაძლოა ყველას იდეალური არ მოგეჩვენოთ, უბრალოდ ჩემი იდეა ამ სტატიის წერისას ის იყო, რომ აღმეძრა მოგონებები ამ დიდებულ ფეხბურთელებზე და ჩემპიონატზე, შედარება სიმბოლურად ესპანეთის ათწლეულის გუნდთან მოვახდინე, რადგან ძალიან ბევრ ფეხბურთელს ამათგან ორივე ჩემპიონატში უასპარეზიათ. gfgreg ბუფონი უკონკურენტოა ამაზე არავინ შემედავება დარწმუნებული ვარ, აი დაცვაში კი ნამდვილად თავის მტვრევა მოგვიწევს, ტურამი, კაფუ, მალდინი, ძანეტი, ძამბროტა, კანავარო, ნესტა, ფერარა, ესენი უბრალოდ უმაღლესი კლასის მცველები გახლავთ და მათგან საუკეთესოების ამორჩევა თქვენთვის მომინდვია, ისე ვაღიარებ რაღაც მომენტში კაფუს დაყენება მინდოდა ძირითადში, თუმცა ინტერისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ვერაფერი მოვყუხერხე, ძანეტი აქ ყოფნას ნამდვილად იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე მეტად კაფუ მომწონს. ნახევარდაცვაში პირლოზე ცუდის მთქმელი არამგონია ვინმე გამოჩნდეს, თუმცა ზეედორფის არყოფნას ადვილად შეამჩნევთ, მაგრამ ყველაზე მეტად ტოტი-დელ პიეროს თემაა აქტუალური, იუვენტუსის და რომას უკვდავი ლეგენდები, მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ფლაგმანები, კი მაგრამ რომელს უნდა მიანიჭოს ნეიტრალურმა გულშემატკივარმა მათ შორის უპირატესობა?! არ ვიცი, მაგრამ რატომღაც ვიფიქრე დელ პიერო ცოტათი მაინც უფრო იმსახურებდა ჩემი ათწლეულის გუნდში მოხვედრას და ტოტის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად მას მივანიჭე უპირატესობა. კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი მქონდა ნახევარდაცვაში, ბევრი არ მიფიქრია, არც ის მიცდია გამეხსენებინა ვინმე ამ პოზიციაზე, რადგან პაველ ნედვედი, ერთადერთი ჩეხი ფეხბურთელი მასოფუსტის შემდეგ, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო აქ მოხვედრას ნამდვილად იმსახურებდა. ბრაზილიელი კაკას შესახებ კი რა ვთქვა, ფაქტიურად მან ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი სწორედ იტალიაში ასპარეზობისას ჩაწერა, მილანის უდავო ლიდერი და მსოფლიუოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ გუნდში ალბათ ღირსეულად არის დასახელებული. თავდამსხმელებზე ფიქრით არ შემიწუხებია თავი, შევჩენკო უკონკურენტო გახლდათ, მისი მილანური კარიერის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ, მის მეწყვილედ კი შეგნებულად ფილიპო ინძაგი დავასახელე, რადგან ინძაგისნაირი თავდამსხმელები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ასეთი ფეხბურთელების გარემოცვაში ის ორმაგად პროდუქტიული იქნება. სპორტი ესპანეთში ნამდვილად ოქროს ხანას განიცდის, განსაკუთრებით ფეხბურთი, ნაკრებმა ზედიზედ მოიგო 3 უდიდესი ტურნირი, 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2010 წელს მსოფლიო და 2012 წელს ისევ ევროპა, მოკლედ ეს ყველაფერი თქვენთვისაც ცნობილია და არ ჩავუღრმავდები. ისევე როგორც იტალიაში ასევე ესპანეთშიც მეკარე უკონკურენტო გახლდათ, იკერ კასილიასი! რაც შეეხება მცველებს, აქაც მეტ-ნაკლებად ბევრი ფიქრის გარეშე მოვახერხე არჩევანის გაკეთება, თუმცა ნახევარდაცვამ და თავდამსხმამ ნამდვილი სასაკლაო მომიწყო, მესი, ხავი,ინიესტა,ალონსო,მაკელელე, რედონდო, რონალდინიო, ზიდანი, ფიგუ,რონალდუ, ბექჰემი,ოზილი,რონალდო,რაული,ეტო"ო,ვილია..... მოკლედ აი ეს გახლავთ ჩემი ათწლეულის სიმბოლური გუნდი ესპანეთში, შეფასება თქვენთვის მომინდვია. ინიესტას და ხავის გარეშე ცოტა არ იყოს ძნელი აღსაქმელია, მაგრამ სადაც ზიდანი და რონალდინიოა, არც ინიესტა ინიესტობს და არც ხავი ხავობს!htrh

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

რატომ გაჭიანურდა გრიზმანის ტრანსფერი და როდის დადასტურდება ოფიციალურად?

როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონს მაინც „ბარსელონაში“ დაიწყებს.

დღეს, 17:03

არსენალი რეალის ფეხბურთელს ყიდულობს? საუბარი 50-მილიონიან ტრანსფერზეა

ლონდონის „არსენალი“ მზადაა, ესპანელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

დღეს, 16:57

ბრაზილია/არგენტინის გარეშე - 10 საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან

რა გვახსენდება სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ხსენებაზე პირველი? რა თქმა უნდა, ბრაზილია და არგენტინა.

დღეს, 16:31

ბრაზილია მესის აიგნორებს - არგენტინა თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობს

ის, რომ ბრაზილიაში, რბილად რომ ვთქვათ, ცივად ეპყრობიან მეზობელ არგენტინას, საიდუმლო არავისთვისაა.

დღეს, 16:20

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10