» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე


ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონის რანგში "ბასკონიას" დაემშვიდობა და მოსკოვის "ცსკა"-ს შეუერთდა. ქართველმა ფორვარდმა რუსებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რითაც თანამემამულე ქომაგების დიდი ნაწილი უარყოფითად განაწყო. "არმიელების" ახალწვეულის კრიტიკა (საფუძვლიანი და უსაფუძვლოც), ბოლო დროის მთავარი აქტუალური თემაა.

გულშემატკივრები კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევასა და საერთოდ თოკოს ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვენ. სკანდალურ ტრანსფერს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც კი, რომელმაც 28-წლის კალათბურთელის "წითლებში" გადასვლა არ მოიწონა.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

ერთი სიტყვით, შენგელიას ჰეითერების მთელი "არმია" დაუგროვდა. როგორ არაპატრიოტულადაც არ უნდა ჟღერდეს, ქართველის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში გადასვლას დადებითი მხარეც აქვს. ცოტა ხნით დავივიწყოთ სიძულვილი და ადეკვატურად განვიხილოთ დიმიტრის იტუდისის გუნდში თორნიკეს ყოფნის პლიუსი და მინუსი.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რეალის შემდეგ

"ცსკა"-ს ახალწვეული მოხვდა გუნდში, რომელიც სრულიად დამსახურებულად ითვლება ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ ფლანგმანად. მოსკოველები ტიტულებით მხოლოდ მადრიდის "რეალს" თუ ჩამოუვარდებიან და უნდა ითქვას, უშუალოდ 21-ე საუკუნის შედეგებით, რუსები "სამეფო კლუბს" აღემატებიან კიდეც.

თავად განსაჯეთ - "არმიელები" "ბლანკოსს" ჩამორჩებიან ევროლიგის სულ რაღაც ორი ტიტულით, 10:8. "წითლები" უსწრებენ ისეთ გრანდებს, როგორიც არის "მაკაბი", "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი". ამის გარდა, ზედმეტი საუბარი არ სჭირდება იმას, თუ რა ძალას წარმოადგენს არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი შიდა ჩემპიონატში.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

იტუდისის გუნდში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს ევროპული კალათბურთის სტანდარტებით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას. ცნობისთვის, იგივე "ბასკონიაში" თოკოს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მოკლედ, "ცსკა"-ში ყოფნის პერიოდში, 28-წლის კალათბურთელის ტიტულების კოლექცია მინიმუმ 1-2 თასით აუცილებლად შეივსება.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგია

თავისი საფეხბურთო ანალოგისგან განსხვავებით, მოსკოვურმა საკალათბურთო კლუბმა იდეოლოგია შეინარჩუნა. რუსული კალათბურთის ფლანგმანი არის არა რომელიმე რიგითი კოლექტივი, არამედ უშუალოდ ამ ქვეყნის ე.წ. ჯარის კლუბი. ამაზე მეტყველებს გუნდის სახელი, მეტსახელები, გერბი და სხვა სიმბოლიკა, "მეგასპორტის" არენაზე დამსწრე პუბლიკა, მუსიკალური გაფორმებაც კი.

"არმიელების" თამაშებზე პერიოდულად წააწყდებით რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მათ შორის მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის პრეზიდენტსაც. მოკლედ, "წითლები" - ქვეყნის სიამაყეა, ისევე როგორც ჯარი, რა თქმა უნდა მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

აქედან გამომდინარეობს დასკვნა - შენგელიას ემტერებიან არა ზოგადად რუსულ გუნდში გადასვლის გამო, არამედ კონკრეტულად არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში ტრანსფერით. ქართველი პირობით "ხიმკიში" ან "უნიკსში" რომ გადასულიყო, ჰეითერების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდებოდა.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

რიგითი ლეგიონერი

თორნიკე უკვე იტუდისის გუნდის სრულფასოვანი წევრია და ამ ფაქტს ვერ შევცვლით. დარჩენილია მხოლოდ ერთი რამ - შეგუება. "ცსკა"-ს ახალწვეულმა გააკეთა საკმარისზე მეტი ჩვენი ნაკრებისთვის ელემენტარულად იმისთვის, რომ ე.წ. კოცონზე მაინც არ დავწვათ ის. წარმატებები თოკოს, ნებისმიერ გარემოებაში.

ცნობისთვის, 28-წლის კალათბურთელი ნამდვილად არ არის ჩვენი პირველი თანამემამულე მოსკოვში. შენგელიამდე რუსული კალათბურთის ფლანგმანის რიგებში უთამაშიათ მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი ცინცაძეს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია "არმიელთა" ზოგადად ლეგიონერების ფაქტორიც.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

დიახ, "წითლები" რუსული სპორტის საამაყო შვილები არიან, თუმცა თანამედროვე არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი არაფერი იქნებოდა ზუსტადაც რომ უცხოელების გარეშე. თავად განსაჯეთ: ბერძენი იტუდისის განკარგულებაშია 14 კალათბურთელი და აქედან 8 სწორედ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია.

პოლიტიკა რომ დავივიწყოთ, ქართველი იქნება უბრალოდ კიდევ ერთი ლეგიონერი "ცსკა"-ში და არა ერთადერთი უცხოელი, ჩვენი თანამემამულე რუსი ჯარისკაცების გარემოცვაში. ბოლოს კი წარმოიდგინეთ: მოსკოველთა ჩემპიონობის შემთხვევაში, როგორი ეფექტური იქნება თორნიკეს მიერ ქართული დროშის აფრიალება მთელი მსოფლიოს დასანახად.

ევროპული გრანდი, ჩვენთვის მიუღებელი იდეოლოგიით - თოკოს ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარე

შენგელია ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მასში ბრიუს ლის სული ჩასახლდა", - 10 წლის ნუნჩაკიანმა იაპონელმა ბიჭუნამ ინტერნეტი გადარია

იაპონური სკოლის მოსწავლის შესაძლებლობები UFC-ს ვარსკვლავებსაც კი აღაფრთოვანებს, ის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმაც კი გამოიწერა.

გუშინ, 22:52

ევროპა ლიგა - 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროპა ლიგის 1/8 ფინალები საინტერესო მატჩებით განახლდა.

დღეს, 03:17

სანჩესმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ინტერში გადასვლა

ჩილელმა ფეხბურთელმა ალექსის სანჩესმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა "ინტერში."

დღეს, 03:14

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გოგა ბითაძემ NBA-ში ითამაშა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ინდიანა პეისერსსა და ფინიქს სანსს შორის.

დღეს, 03:08

ზეედორფი: "რეალს ქამბექის გაკეთება შეუძლია"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, 1:2 მარცხის შემდეგ მადრიდის "რეალი" სტუმრად "სიტის" დამარცხებას შეეცდება.

დღეს, 03:00

გვარდიოლა: "დიდი ხანია ვფიქრობთ იმაზე, როგორ შევუქმნათ რეალს პრობლემები"

მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

დღეს, 02:53

ტურე: "სიტის ტოპ მენეჯერს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს კოლო ტურეს იმედი აქვს, რომ ქალაქელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.

დღეს, 02:49

ლამპარდმა მიუნხენში აკადემიის 3 ფეხბურთელი წაიყვანა

ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

დღეს, 02:46

დიბალა ლიონთან არ იქნება? - სარის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ლიონი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:42

ანელკა: "რეალში ყოფნა ძალიან არ მინდოდა, ლივერპულში კი თავს კარგად ვგრძნობდი"

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ნიკოლას ანელკა მადრიდის "რეალსა" და "ლივერპულში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 02:38

სევილიამ რომა დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა[VIDEO]

ევროპა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში "სევილია" ერთმატჩიან დაპირისპირებაში "რომას" შეხვდა. გამარჯვებულები ანდალუსიელები გამოვიდნენ.

დღეს, 00:12

ფოტო: ლიონთან საპასუხო მატჩის წინ, რონალდუმ იმიჯი შეიცვალა

კრიშტიანუ რონალდუ „ლიონთან" მატჩს ახალი ვარცხნილობით ხვდება.

დღეს, 00:00

არტური ბარსელონაში ბრუნდება, მაგრამ არა სათამაშოდ

ნახევარმცველი არტურ მელო ბარსელონაში იმისთვის ბრუნდება, რომ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებები გააგრძელოს.

გუშინ, 23:42

რამდენი პროცენტით აფასებს ჯანო ანანიძე თავის ამჟამინდელ ფორმას?

„როტორის" ქართველმა ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ, ფეხბურთის მონატრაბასა და საკუთარ ფორმაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:31

VIDEO: გოლის ცნობილი აღნიშვნა, რომელსაც FIFA-ს ახალ ნაწილში ვეღარ ვიხილავთ

EA Sports-მა გამოაცხადა, რომ FIFA-ს ახალ ნაწილში აღარ იქნება გოლის პოპულარული, მაგრამ ტოქსიკური აღნიშვნა.

გუშინ, 22:24

"გადაწყვიტა, რომ არ ითამაშოს", - ზიდანმა სიტისთან მატჩის განაცხადში ბეილის არყოფნაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სიტისთან" მატჩის განაცხადში გარეტ ბეილის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:18

ბარსელონას მანჩესტერ სიტის მცველი სურს - ქალაქელებმა ფასი დაასახელეს

"მანჩესტერ სიტიმ" დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც მზადაა მცველი, ერიკ გარსია გაყიდოს.

გუშინ, 21:12

"ამ ტრანსფერზე უარის თქმით შეცდომა დავუშვით", - რეალში ბეილის არგაშვებას ნანობენ

"რეალში" მიიჩნევენ, რომ გარემარბ გარეტ ბეილის ჩინეთში არგაშვებით შეცდომა დაუშვეს, წერს The Telegraph.

გუშინ, 21:08

მესი, ვან დეიკი და რონალდუ - 2019/20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები WhoScored-ის ვერსიით

საფეხბურთო პორტალმა, WhoScored-მა ევროპის ტოპ 4 ჩემპიონატიდან 2019/20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

გუშინ, 21:05

შეთანხმება ახლოსაა, ობამეიანგის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"არსენალის" თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გუშინ, 20:10

ჟორჟინიო იუვენტუსში? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ ჟორჟინიოს აგენტმა თავისი კლიენტის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:05

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, მარკო ვერატი ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" გასამართ 1/4 ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

გუშინ, 18:56

"ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივრად დავრჩები", - გვარდიოლა რეალთან მატჩის წინ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" გასამართი მატჩის წინ ისაუბრა.

გუშინ, 18:51

"ბოლო წლებში ამაზე გვისაუბრია", - გვარდიოლამ სიტის მთავარი პრობლემა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 18:42

დორტმუნდში სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა გგარემარბ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:35

პრემიერ ლიგის კლუბებმა ხუთ ცვლილებაზე უარი განაცხადეს

2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგის გუნდები სტანდარტული სამი ცვლილების წესს დაუბრუნდებიან.

გუშინ, 17:46

იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი - მილანმა იოვიჩის დამატებაზე უარი თქვა

"მილანმა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "რეალის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის დამატება იუარა.

გუშინ, 17:34

ოფიციალურად: ალექსის სანჩესი ინტერის ფეხბურთელია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

გუშინ, 17:06

ESPN: კონტრაქტი შეთანხმებულია, ვილიანი ცალი ფეხით ახალ კლუბშია

"ჩელსის" თავდამსხმელი, ვილიანი, დიდი ალბათობით, კარიერას სხვა ლონდონურ კლუბში გააგრძელებს.

გუშინ, 17:01

"მანჩესტერ სიტიში მის შესახებ ყველამ იცის", - გიუნდოგანი ვერნერს უფრთხის

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა "ჩელსის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერზე ისაუბრა.

გუშინ, 16:55
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10