ავტორიზაცია

საჩემპიონო გუნდის თამაში: დინამო ბათუმმა ჩიხურა 4:0 გაანადგურა [VIDEO]

საჩემპიონო გუნდის თამაში: დინამო ბათუმმა ჩიხურა 4:0 გაანადგურა [VIDEO]
თარიღი 10 აგვ 2020, 00:30
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში საჩხერის "ჩიხურა" "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.

ვინაიდან საჩხერის სტადიონზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გუნდი დროებით თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშობს.

მე-3 წუთზე ანგარიში გიორგი ნიქაბაძემ გახსნა, ნიქაბაძეს შანსი კიდევ ჰქონდა, თუმცა ბეგაშვილმა აჯობა. 26-ე წუთზე ვაგნერმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი გამოვიდა, რომელიც მთელი თამაში აქტიური იყო.

28-ე წუთზე ბათუმის რიგებში თავისი სადებიუტო გოლი მამუკა კობახიძემ გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი ჯიღაურმა აიღო მეტოქის კარი.

მეორე ტაიმიც "დინამოს" უპირატესობით მიმდინარეობდა, 79-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა ჩააწოდა, ჯიღაურმა კი დუბლი გაიფორმა.

საჩემპიონო გუნდის თამაში: დინამო ბათუმმა ჩიხურა 4:0 გაანადგურა