მესის ანტიკორონავირუსულ ლეიბზე სძინავს - რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ამბობენ, ისე მოეწონა, რომ რამდენიმე შეიძინაო.
„ბარსელონა“ – „ნაპოლის“ საპასუხო მატჩის წინ, პრესა საინტერესო სიახლით აჭრელდა - ლეო მესის საძინებელში ანტიკორონავირუსული ლეიბი აქვს, რომელიც ფირმა Tec Moon-მა შეიმუშავა. მისი დირექტორი ლეოსთან პირადადაც კი მივიდა, როცა მან ამ ლეიბების შეკვეთა გააკეთა.

Tec Moon-ის პროდუქციის აღწერილობაში ნათქვამია, რომ ეს ლეიბი ბაქტერიების და ვირუსების 99.84%-ს ანადგურებს, მათ შორის კოვიდ19-საც. სახიფათო ბაქტერიები 4 საათში კვდება. გარდა ამისა, ეს ლეიბი ფეხებსაც ათბობს და მასაჟსაც აკეთებს.

თითო ასეთი ლეიბის ფასი 3-5 ათასი ევრო ღირს (ლეოს მაქსიმალური კომპლექტაცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასიც შესაბამისი ექნება), მაგრამ, მესის ის აჩუქეს. თუმცა, ამ საკითში პრესის აზრი იყოფა - AS წერს რომ აჩუქეს, Mundo Deportivo-ს თქმით კი, მან ისინი შეიძინა.
საინტერესოა, რომ მესი - ასეთი ლეიბების ერთადერთი მფლობელი არ არის. როგორც აღმოჩნდნენ, ის სერხიო აგუეროს და საული ნიგესსაც გააჩნიათ. თანაც, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი იყო პირველი ვარსკვლავი, რომელმაც ის შეიძინა და კომპანიის სახეც გახდა.
„როცა ეს ლეიბი გამოვცადე, ვიგრძენი, როგორ გეხმარება ის განტვირთვაში. ადრე ყოველი მატჩის შემდეგ დილის 5-6 საათზე ვიძინებდი, ახლა კი, ამ ლეიბის გამო, ნახევარ საათშივე მეძინება.“ - აღიარებს საული.

ეს იგივეა, რაც ანტივირუსული სამაჯური?
მოდით ვცადოთ გარკვევა, რამდენად მოქმედი და რეალურია აღნიშნული მეთოდი:
ლეიბები ანტიბაქტერიული, ანტივირუსული ან ანტისოკოური შესაძლებლობებით უკვე დიდი ხანია არსებობს - ყოველ შემთხვევაში, მარკეტოლოგები ასე ამტკიცებენ.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი? ლეიბში იდება ვერცხლის ნანონაწილები, რომლებიც სამედიცინო პირბადეების შექმნის დროს გამოიყენება, FFP2 დაცვით. ადამიანისთვის ეს უსაფრთხოა, ვირუსებისთვის კი - არა. ისინი ვირუსზე გაცილებით პატარები არიან, მაგრამ რამდენიმე საათში მისი ნეიტრალიზება შეუძლიათ.

ტომას ზამორას ინსტუტის ინოვაციური განყოფილების თქმით, ეს სისტემა უფრო სასტუმროებისთვის არის სასარგებლო, სადაც ერთსა და იმავე საწოლში შესაძლოა სხვადასხვა ხალხმა დაიძინოს. რამდენად ეხმარება ის სახლში? რთული სათქმელია: „უნდა გვესმოდეს, რომ ლეიბი უკვე დაინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. თუმცა, ის ვირუსს ზედაპირზე ანადგურებს, რათა ინფიცირების ჯაჭვი გაწყდეს.“ - აღნიშნა შემქმნელმა.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანმა მოიტანა ვირუსის ნაწილაკი, რომელიც მის ორგანიზმში ჯერ არ მოხვედრილა, არსებობს შანსი, რომ ამ ლეიბზე ის განადგურდეს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი უბრალო საწოლზეც ნეიტრალდება - მთავარი საქმე ის არის, რამდენ ხანში ხდება ეს ყველაფერი.
საბოლოოდ, მივდივართ დასკვნამდე, რომ კორონავირუსისგან ლეოს ეს ლეიბი ვერ დაიცავს და თუ ის სადმე ინფექციას იპოვის, ანტივირუსული სისტემა მას ვეღარ დაეხმარება.