ავტორიზაცია

ლაიპციგი-ატლეტიკო: ვინ იქნება პსჟ-ს მეტოქე 1/2 ფინალში?

ლაიპციგი-ატლეტიკო: ვინ იქნება პსჟ-ს მეტოქე 1/2 ფინალში?
თარიღი 13 Aug 2020, 11:02
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. კანდიდატი არის ორი: მადრიდის "ატლეტიკო ან "ლაიპციგი". მიმოვიხილოთ ყველაფერი ის, რაც გუნდების გარშემო უშუალოდ მატჩამდე ხდება.

ლაიპციგი

"ინდიელებთან" შეხვედრამდე, "წითელმა ხარებმა" ჯგუფური ეტაპი დაასრულეს პირველ ადგილზე, ლიონის "ოლიმპიკის", ლისაბონის "ბენფიკასა" და სანქტ-პეტერბურგის"ზენიტის" კომპანიაში. 1/8 ფინალში კი დამარცხებული იქნა თვით ჟოზე მოურინიოს ლონდონის "ტოტენჰემი".

პორტუგალიელი შორს არის თავისი საუკეთესო სამწვრთნელო წლებისგან და არც "ჰოტსპურია" შარშანდელივით სენსაციური, თუმცა საქსონელთა კალიბირის კლუბისთვის ეს მართლაც მიღწევაა. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს "რასენბალშპორტი" "დეზებზე" ორგანიზებულ "როხიბლანკოს".

"თეთრ-წითლებთან" შეხვედრაში იულიან ნაგელსმანს ტრავმის გამო არ ეყოლება იბრაჰიმა კონატე. ამის გარდა, უდიდესი ალბათობით არ ითამაშებენ ჰვონგ ჰი ჩანი, მარსელ ჰალშტენბერგი, იუსუფ პოულსენი და მარსელ საბიცერი. "ლაიპციგის" სავარაუდო 11-ეული დიეგო სიმეონეს გუნდთან მატჩისთვის ასეთია:

გულაში, უპამეკანო, ჰალშტენბერგი (?), კლოსტერმანი, ანხელინო, მუკიელე, საბიცერი (?), ლაიმერი, ნკუნკუ, ოლმო, შიკი

ატლეტიკო

მადრიდელთა პრეზიდენტის, ენრიკე სერეზოს განცხადებით, "ლივერპულის" გამოგდების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი სწორედ მისი გუნდი გახდა. სიმართლის მარცვალი ესპანელის კომენტარში ნამდვილად არის, რადგან უძლიერესი მერსისაიდელების იოლი მარტივი ნამდვილად არ არის.

ჩემპიონთა ლიგის აწი უკვე ყოფილი ტრიუმფატორის, "წითლების" შემდეგ, "ინდიელები" ამჯერად "ხარებს" დაერევიან, თუმცა ვინ ვის დაერევა, საკითხავია. "როხიბლანკომ" ჯგუფურ ეტაპზე ბუნდესლიგის ერთი წარმომადგენელი, ლევერკუზენის "ბაიერი" უკვე გაამწარა. ვნახოთ, რა იქნება საქსონელებთან.

"თეთრ-წითლებს" დააკლდება ტრავმირებული ტომას პარტეი და კორონავირუსით ინფიცირებულთა დუეტი, ანხელ კორეასა და შიმე ვრსალკოს სახით. ასე გამოიყურება სიმეონეს 11-ეული, რომელიც ბევრის აზრით, "რასენბალშპორტთან" ფავორიტია და "პსჟ"-ს მეტოქედ 1/2 ფინალში უფრო შეეფერება:

ობლაკი, ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიე, ლოდი, ლორენტე, პარტეი (?), კოკე, საული, ფელიქსი, მორატა