დავით ოდიკაძე: "დიდი მადლობა გულშემატკივრებს"

მოგეხსენებათ, გუშინ ღამით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ჩიხურამ" "უეფას ევროპის ლიგის" ეგიდით "ტურნოვოს" წინააღმდეგ გამართა შეხვედრა. საჩხერლების 3 გატანილ გოლს მაკედონელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს. ორი მატჩის ჯამში ქართულმა კლუბმა 4:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი თუქულ "ბურასასპორს" დაუპირისპირდება. GOAL.GE დაუკავშირდა "ჩიხურის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ოდიკაძეს, რომელმაც ამ ყოველლივეს შესახებ ისაუბრა.
- რა კომენტარს გააკეთებდით ამ ორ რაუნდიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით?
- პირველი თამაში ძალიან რთული გამოდგა, რადგან ერთ ტაიმზე მეტი მეტოქე რიცხობრივად მეტი იყო და, შესაბამისად, უპირატესობის შენარჩუნება გატანილი გოლის მხრივ ცოტა გაგვიჭირდა. თუმცა, დიდი შრომისა და ცოტა იღბლის დახმარებით მაკედონიაში მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. რაც შეეხება მეორე თამაშს, აქ "ტურნოვოს" უკვე დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და მთელი ძალებით უტევდნენ. თუმცა, მეორე ტაიმში ცოტა გაგვიმართლა და სამი გოლის გატანაც მოვახერხეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი ქომაგებს, რომელიც თბილისში მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.
- რას გვეტყვით თქვენს მომავალ მეტოქეზე, "ბურსასპორზე"?
"ბურსა" ძალიან ძლიერი კლუბია. შესაბამისად, თუქულ კლუბთან ურთულესი დაპირისპირება გველის, თუმცა ჩვენ ჩვენი მიზანი გვამოძრავებს და არაფრის დათმობას ვაპირებთ.
- ამ მატჩამდე იგეგმება თუ არა კიდევ ვინმეს დამატება?
- კარგი იქნება, თუ გავძლიერდებით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ერთ ფეხბურთელზეა საუბარი. თუმცა არ ვიცი, რამდენად შეესაბამება მისი ჩვენს კლუბში გადმოსვლა რეალობას.
- დაგვიკონკრეტებთ?
- ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთელი ჯამბულ ჯიღაურია, რომელიც ახლა "დინამოს" კუთვნილებაა.
- რამდენად აქვს "ჩიხურისას" იმის შესაძლებლობა, რომ "უეფას ევროპის ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს?
- ჯგუფურზე? (იღიმის). არ ვიცი და, მართალი გითხრათ, ჯერ ამაზე არც გვიფიქრია. ახლა მხოლოდ "ბურსასპორზე" ვფიქრობთ.