ავტორიზაცია

ლევან ჩოხელი - დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი!

ლევან ჩოხელი - დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი!
თარიღი 17 Aug 2020, 11:25
ქართველი მებრძოლი რომელსაც კარიერაში მარცხი არ აქვს.

კლუბ ''ვეფხისტყაოსნის'' წევრი ლევან ჩოხელი ძალიან სანახაობრივი სტილის მებრძოლია, ჯერ ახლა აღმოაჩინეს გერმანულმა კლუბებმა სადაც წარმატებით ჩაატარა ბრძოლები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარიერაში მარცხი არ აქვს.

სიმბოლოურად, რინგზე ქართული დროშით გამოდის, რომელზეც შინდისის გმირების სისხლის კვალია.

ლევანი გამოირჩევა გრაციოზული ბრძოლის სტილით, რინგზე ძალიან შთამბეჭდავია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ უცხოელ პრომოუთერებს, რომლებიც ქართველ მებრძოლს დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

16 წლის ასაკიდან ჩაერთო შერეულ ორთაბრძოლებში, მწვრთნელები გელა რურუა და ბაჭია ელიბაშვილი არიან.

მისი საშერდოგო რეიტინგი 10 გამარჯვებასა და 0 მარცხს ითვლის.

ზედისზედ მოპოვებული აქვს ორგანიზაცია JWF ს ორი ქამარი.

ამჟამად გერმანიაში ასპარეზობს, სადაც შედგება მისი მომავალი ბრძოლები.