ავტორიზაცია

ბარსელოა - ბაიერნი ქართულად: საბურთალომ 8:2 გაიმარჯვა

ბარსელოა - ბაიერნი ქართულად: საბურთალომ 8:2 გაიმარჯვა
თარიღი 18 აგვ 2020, 21:08
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "საბურთალო" "ჩიხურას" დაუპირისპირდა და მეტოქე 8:2 გაანადგურა.

ალბათ, ეს ანგარიში ჩემპიონთა ლიგის მატჩს გაგვახსენებს, სადაც "ბაიერნმა" "ბარსელონას" იგივე ანგარიშით მოუგო.

ქართულ მატჩში ანგარიში დაჩი ცნობილაძემ მე-3 წუთზე გახსნა, რასაც ელვინ ტერას გოლი და ბექა ქავთარაძის ჰეთ-თრიკი მოჰყვა.

მეორე ტაიმის სტარტზე, ტერამ დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი გაგი მარგველაშვილმა დააფიქსირა.

"ჩიხურას" დაცვა იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ გატანილი გოლების გარდა, "საბურთალოს" კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდა.

ბარსელოა - ბაიერნი ქართულად: საბურთალომ 8:2 გაიმარჯვა