» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?


განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელების გარეშე ჩაივლის. France Football-მა გააუქმა როგორც გამოკითხვა, ისე დაჯილდოვების ცერემონიალიც, მიზეზი: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეჩერებული სეზონი, მარტიდან - ივნისამდე. სამწუხარო ამბავია, ნამდვილად.

ამის გარდა, ზაფხულში განახლებული სეზონი ფრანგული გამოცემისთვის შესაფერისი ორიენტირი არ გამოდგა საუკეთესოს გამოსავლენად. France Football-ის კატეგორიულობა არავის უშლის ხელს იმის განსახილველად, თუ რომელი მოთამაშე იმსახურებს ოქროს ბურთს 2020 წელს. მიმოვიხილოთ ყველაზე რეალური კანდიდატები.

კარიმ ბენზემა

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: მადრიდის რეალი
შედეგი ამ დროისთვის: 47 მატჩი, 26 გოლი, 11 ასისტი, 3891 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ლა ლიგის ჩემპიონი, ლა ლიგის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშე

ბენზემა "რეალში" გადმოვიდა 2009 წლის ზაფხულში, თუმცა შეტევის ლიდერის ამპლუაში ის მხოლოდ 10 წლის შემდეგ აღმოჩნდა. კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან წასვლის შემდეგ, ქომაგები სწორედ ფრანგის წინამძღოლობის მოლოდინში იყვნენ და უნდა ითქვას, იმედები მან არავის გაუცრუა.

კარიმი არ არის ტიპიური ცხრიანი-ბომბადმშენი როგორც იგივე რობერტ ლევანდოვსკი ან ედინსონ კავანი, თუმცა მიმდინარე სეზონში მან თავი ამ კუთხითაც წარმოაჩინა. "სამეფო კლუბის" ფორვარდი მთელი სეზონის მანძილზე უწევდა კონკურენციას ლიონელ მესის პიჩიჩისთვის ბრძოლაში.

მართალია, "ბლანკოსის" ცხრიანი არგენტინელთან დამარცხდა, თუმცა ამით მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საერთოდ არ ეცემა. წარმოშობით ალჟირელი ფორვარდი არის "თეთრების" გუნდურობის სიმბოლო, მოგებისკენ მიმართული სწორი გადაწყვეტილებებით. 32-წლის შემტევის გარეშე, "გალაქტიკოსების" ლა ლიგაში ჩემპიონობა უბრალოდ ვერ შედგებოდა.

კევინ დე ბრუინი

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: მანჩესტერ სიტი
შედეგი ამ დროისთვის: 44 მატჩი, 13 გოლი, 21 ასისტი, 3466 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული, პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტი (ამ დროისთვის)

თუ საუბარი ჩამოვარდება დღევანდელი "მან სიტის" ლიდერის შესახებ, პირველი მოგვაგონდება არა სერხიო აგუერო ან დავიდ სილვა, არამედ დე ბრუინი. ნახევარმცველი, რომელიც მანჩესტერელების ნამდვილ დირიჟორად იქცა. ის, ვინც აქტიურად უყურებს "ქალაქელების" მატჩებს, მიხვდება, თუ რაზეა საუბარი.

"ლურჯებისგან" შორს მყოფი მაყურებლებისთვის კი კარგი სახელმძღვანელო ბელგიელის სტატისტიკა იქნება. კევინი საგოლე გადაცემას ყოველ 165 წუთში ერთხელ აკეთებს და ამის გარდა, ის არც გოლების გატანას ივიწყებს. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უფრო ზუსტად გამოჩნდება ხოსეპ გვარდიოლას შეგირდის ვირტუოზობა.

რობერტ ლევანდოვსკი

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: მიუნხენის ბაიერნი
შედეგი ამ დროისთვის: 43 მატჩი, 51 გოლი, 6 ასისტი, 3773 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ბუნდესლიგის ჩემპიონი, გერმანიის თასის გამარჯვებული, ბუნდესლიგის სეზონის მოთამაშე, გერმანიაში მოთამაშე წლის ფეხბურთელი გერმანელ ფეხბურთელთა კავშირის ვერსიით, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, გერმანიის თასის საუკეთესო ბომბარდირი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (ამ დროისთვის)

ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთის მოპოვებას სხვებზე აქტიურად უწინასწარმეტყველებდნენ. პოლონელი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს, უბრალოდ გადახედეთ ციფრებს. რობერტს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სჭირდება მხოლოდ ერთი რამ: ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი.

2013 წელს "რეალის" კარში შესრულებული პოკერის შემდეგ, "ბაიერნის" ლიდერის გრანდიოზული თამაში პლეი-ოფში პრაქტიკულად არ გვინახავს. იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენელები მართლაც დაეუფლებიან ყურებიან თასს, მათი 9-იანის პირველობა 2020 წელს კითხვებს არ გამოიწვევს.

სადიო მანე

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: ლივერპული
შედეგი ამ დროისთვის: 45 მატჩი, 21 გოლი, 12 ასისტი, 3607 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: პრემიერ ლიგის ჩემპიონი

მანე უკვე დიდი ხანია, რაც მოჰამედ სალაჰის ჩრდილიდან არის გამოსული და ის სრულიად დამსახურებულად ატარებს "ლივერპულის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშის სტატუსს. სენეგალელი თანაბრად ეფექტურია როგორც დაგვირგვინებაში, ისე შეტევის წამოწყებასა და მის განვითარებაში.

როდესაც კონტრ-შეტევაა და კარსა თუ საჯარიმოს უახლოვდება სადიო, სტატისტიკურად, 72% შემთხვევაში მოწინააღმდეგისთვის ეს ფატალურად სრულდება. მერსისაიდელთა შემტევის ბრწყინვალე დოსიეს აფუჭებს მხოლოდ ერთი ფაქტი: ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, მაგრამ ეს მისი ბრალი ყველაზე ნაკლებად არის.

კილიან მბაპე

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: პარი სენ-ჟერმენი
შედეგი ამ დროისთვის: 33 მატჩი, 30 გოლი, 17 ასისტი, 2479 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ლიგა 1-ის ჩემპიონი, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი

დღევანდელი "პარი სენ-ჟერმენი" პირველ რიგში არის არა ნეიმარი, არამედ მბაპე. ლიგა 1-ის შეწყვეტამდე, ფრანგი ფანტასტიურად გამოიყურებოდა, თუმცა მის საწინააღმდეგოდ თამაშობს "პსჟ"-ს დომინირების ფაქტორი. დიახ, ლიგა 1-ის შეწყვეტა თუ განახლება არავითარ როლს არ თამაშობს კილიანის ოქროს ბურთის კანდიდატობაში.

საფრანგეთის ჩემპიონობა უკვე დიდი ხანია არ არის "პარიზის" შესაძლებლობების საზომი. "ლურჯ-წითლებს" სჭირდებათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა, მინიმუმ ფინალი, სხვა შემთხვევაში "პარკ დე პრენსის" მკვიდრები საუკეთესოს წოდებისგან შორს იქნებიან, გამონაკლისი არც მათი გუნდის 7-ნომერია.

ლიონელ მესი

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: ბარსელონა
შედეგი ამ დროისთვის: 42 მატჩი, 30 გოლი, 26 ასისტი, 3630 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი, წლის საუკეთესო სპორტსმენი Laureus World-ის ვერსიით, ერთადერთი ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში, რომელმაც 20+ გოლი ზედიზედ 12 სეზონში გაიტანა, ერთადერთი ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში 7 პიჩიჩის ჯილდოთი

"ბარსელონამ" და კონკრეტულად ხოსეპ ბართომეუმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მესის 2020 წელი კოშმარულად გახსენებოდა. დიახ, ჩვენს თვალწინ ბოლო წლების უსუსტესი კატალონიური გუნდია, მაგრამ ლეო ამ გაურკვეველ კრიზისში დამნაშავე საერთოდ არ არის.

მეტიც, არგენტინელი რომ არა, "ბლაუგრანა" კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რამდენჯერ გადაარჩინა ლიონელმა მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფრები". მოკლედ, სიბნელე, რომელიც სუფევს "კამპ ნოუზე", გუნდის კაპიტანს სულაც არ უშლის ხელს მხედველობაში.

მეტიც, კიკე სეტიენის გუნდის უხარისხო პერფომანსის მიუხედავად, სამხრეთ ამერიკელმა რამდენიმე რეკორდის დამყარება მაინც მოასწრო. ამის გარდა, "ბარსას" 10-იანმა კარიერაში 700-გოლიან ზღვარსაც გადააბიჯა. ერთი სიტყვით, "უცხოპლანეტელი" და დღევანდელი კატალონია, ორი უკიდურესობა არის.

სერხიო რამოსი

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: მადრიდის რეალი
შედეგი ამ დროისთვის: 44 მატჩი, 13 გოლი, 1 ასისტი, 3828 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: ლა ლიგის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული, ყველაზე შედეგიანი მცველი ლა ლიგის ისტორიაში, ერთადერთი მცველი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში 10+ გოლი გაიტანა

ბენზემას შესახებ უკვე ვისაუბრეთ, ახლა განვიხილოთ "რეალის" მთავარი ლიდერის სეზონი. ცენტრალური მცველი, რომლის გოლის გატანის სტატისტიკური გრაფაც კი შთამბეჭდავია. რამოსი არის მადრიდის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც პრიმერას ტიტული ესპანეთის დედაქალაქში დააბრუნა.

თავისი პოზიციის გათვალისწინებით ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოს გარდა, ესპანელმა არც მოწინააღმდეგის კარის აღებაზე თქვა უარი, რითაც ლა ლიგის რამდენიმე რეკორდიც დაამყარა. ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი "სამეფო კლუბის" ლიდერად სერხიოს ასახელებენ, სრულიად სამართლიანადაც.

კრიშტიანუ რონალდუ

განხილვა: ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს 2020 წელს?

კლუბი: ტურინის იუვენტუსი
შედეგი ამ დროისთვის: 42 მატჩი, 34 გოლი, 7 ასისტი, 3721 წუთი მოედანზე
მიღწევები ამ დროისთვის: სერია ა-ს ლიდერი (ამ დროისთვის), სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი (ამ დროისთვის), ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და სერია ა-ში 50+ გოლი გაიტანა, ყველაზე შედეგიანი პორტუგალიელი ევროპის ტოპ-3 ჩემპიონატში, სერია ა-ს ლეგიონერი, რომელმაც 50 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა

რონალდუს ბოლო დროს ბევრი ჰეითერი დაუგროვდა. დიახ, არსებობს მოსაზრება, რომ პორტუგალიელს ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არაფერი ესაქმება, თუმცა მისი ახალი რეკორდები საწინააღმდეგოს ამტიცებს. გადახედეთ მის სტატისტიკას და გაითვალისწინეთ ის, რომ კრიშტიანუ 35 წლის არის.

"იუვენტუსის" ლიდერს სრული ბედნიერებისთვის სჭირდება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ტიტული, ამჯერად უკვე ტურინული გუნდის შემადგენლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პირენეელი მართლაც "გაათრევს" "ბებერ ქალბატონს" ფინალში და იქ თავის გუნდს გამარჯვებას მოუტანს, ლევანდოვსკის ფანებს გული დაწყდებათ.

აგრეთვე გამოსარჩევია: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ბრუნო ფერნანდეში, რობერტო ფირმინო, ერლინგ ჰოლანდი, ჩირო იმობილე, მოჰამედ სალაჰი, ბერნარდო სილვა, რაჰიმ სტერლინგი, ვირჯილ ვან დეიკი, ტიმო ვერნერი

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს 2020 წელს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი რეალთან მატჩს შესაძლოა დიდი დანაკლისით შეხვდეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ინტერი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:31

სიტის ვეტერანმა ფეხბურთელმა დაასახელა მწვრთნელი, ვინც გვარდიოლას წასვლის შემდეგ უნდა დაინიშნოს

"მანჩესტერ სიტის" ვეტერანი ფეხბურთელი შონ გოთერი ამ გუნდის მომავალ მწვრთნელებს განიხილავს.

დღეს, 03:28

"ჩავიბარებ თუ არა მანჩესტერს?" - გიგსი კომენტარს აკეთებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას რაიან გიგს ჰკითხეს, ჩაიბარებდა თუ არა ის "მანჩესტერს."

დღეს, 03:24

მოურინიო გაბრაზებულია: "პირველ ტაიმში 11 ცვლილების გაკეთება მინდოდა"

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემი" "ანტვერპს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 03:20

გადაწყვეტილია: ბრაზილიის ნაკრებს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ნოემბრის თვეში ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს.

დღეს, 03:17

ხოჭოლავას, ლორიას და ჩაკვეტაძის შემდეგ, ტრავმა ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ტენერიფე" "ლუგოს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:05

უპრეცედენტო შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც არსენალის მატჩში დაფიქსირდა

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "არსენალი" "დუნდალკს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 03:00

ლოჩოშვილის კარგი მატჩი ევროპა ლიგაზე და განადგურებული ფეიენოორდი!

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ფეიენოორდი" და "ვოლფსბერგერი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:41

არსენალმა ევროპა ლიგაზე კვლავ მოიგო და ჯგუფის ლიდერია [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "არსენალი" და "დუნდალკი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:38

მილანმა სპარტა არ შეიმჩნია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში "მილანმა" შინაურ კედლებში პრაჟია "სპარტა" მიიღო.

გუშინ, 23:55

ბეილმა ტოტენჰემს ვერ უშველა - ჰოტსპური ბელგიაში დამარცხდა [VIDEO]

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში "ტოტენჰემი" ესტუმრა "როიალ ანტვერპენს" და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გუშინ, 23:48

როდის დაბრუნდება ტერ შტეგენი?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ძირითადი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აგვისტოს შემდეგ ტრავმირებულია.

გუშინ, 23:35

As: ბენზემასა და ვინისიუსს შორის პირადი შეხვედრაც შედგა - რით დასრულდა საუბარი?

როგორც მოგეხსენებათ, ვინისიუს ჟუნიორის თამაშით უკმაყოფილო კარიმ ბენზემამ ბრაზილიელი თავდამსხმელი ფერლან მენდისთან საუბარში

გუშინ, 23:09

დადასტურდა: პსჟ-მ ნეიმარი დაკარგა - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი?

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარ ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო ტრავმა და მოედანი დატოვა.

გუშინ, 22:58

ციფრები: ყველაზე წარუმატებელი სეზონის სტარტი მესის კარიერაში

2020-2021 წლის სეზონი მიმდინარეობს ისე, რომ "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის გოლი თამაშიდან ჯერ არ გაუტანია.

გუშინ, 22:44

"ბარსაში თამაშობენ აღზრდილები, ჩვენთან კი ფიორენტინას და პარმას ფეხბურთელები", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ ისაუბრა იმ სხვაობის შესახებ, რომელიც მის გუნდსა და "ბარსას" შორის არის:

გუშინ, 22:09

"რეალს რაულისა და კასილასის მსგავსი სიმბოლო ახლაც ჰყავს", - მადრიდელთა ექს-მოთამაშე

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის მილამ თავისი ექს-გუნდის ლეგენდების შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:53

როდის დაბრუნდება ოდეგორი?

მადრიდის "რეალი" აგრძელებს ლა ლიგის შემდეგი ტურისთვის მზადებას, რომელშიც მოწინააღმდეგე "უესკა" იქნება.

გუშინ, 21:39

სარი ახალ გუნდს უახლოვდება - იტალიური პრესა

Tuttomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი ახალ გუნდს უახლოვდება.

გუშინ, 21:26

გვარდიოლა: "წაგების დროს, სოციალური ქსელები გუნდის მდგომარეობას ამძიმებს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის წაგებასთან დაკავშირებით მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება

გუშინ, 21:04

"ჩემპიონთა ლიგის ფინალი? რატომაც არა", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:

გუშინ, 20:44

"უნდა დავაბრუნოთ პეპი, პუიოლი, ხავი და ინიესტა", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ კლუბში ლეგენდები უნდა დაბრუნდნენ:

გუშინ, 20:18

მაგუაირი: "განადგურებულები ვიყავით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სეზონის სტარტზე წარმოქმნილი კრიზისი

გუშინ, 19:54

იბრაჰიმოვიჩი: "ზლატანი თუ არ ხარ, კორონავირუსთან ბრძოლას არ გირჩევ"

"მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ სახალისო და საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:45

"თემურ მიყვარხარ" - ოქრიაშვილი ქეცბაიას მიმართავს [VIDEO]

"ანორთოსისის" ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ამავე გუნდის თავკაცს თემურ ქეცბაიას მიმართავს

გუშინ, 19:07

ორი ვარსკვლავი დიბალას სანაცვლოდ - რეალმა იუვენტუსს შეთავაზება გაუმზადა!

მადრიდის "რეალი" "იუვენტუსს" თავდამსხმელ პაულო დიბალას ტრანსფერზე საინტერესო წინადადებას უმზადებს.

გუშინ, 17:24

ინტერსა და ლაუტაროს ახალი კონტრაქტი სურთ, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

მილანის "ინტერსა" და თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს შორის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს.

გუშინ, 17:13

კაპელო: "იუვენტუსსა და ბარსელონას შორის არსებულმა სხვაობამ შოკში ჩამაგდო"

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ "ბარსელონასთან" მატჩში ტურინელთა თამაში შეაფასა.

გუშინ, 17:09

ჰარგრივზი: "ვან დე ბეკს შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედის მიულერი გახდეს"

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

გუშინ, 17:03

შეთანხმება ვერ ხერხდება - რას ითხოვს დონარუმა მილანისგან?

"მილანის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 16:35
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10