» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს


მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

შიდა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში ტელე-ეკრანებზე ჩემპიონთა ლიგაც დაგვიბრუნდება. ტურნირი განახლდება 7-ში, 1/8 ფინალის დარჩენილი საპასუხო მატჩებით. ისმის კითხვა: შეძლებს თუ არა ლა ლიგის ახალი ჩემპიონი, მადრიდის "რეალი" დახურულ კარს მიღმა "მანჩესტერ სიტისთან" ქამბექის გამოდნობას?

"სამეფო კლუბის" ოპტიმისტი გულშემატკივრები "ქალაქელებზე" გამარჯვების მოპოვების იმედს არ კარგავენ, დანარჩენები კი თვლიან, რომ აღნიშნულ წყვილში ყველაფერი უკვე გარკვეულია. ნათელია ერთი რამ: ჩემპიონთა ლიგა რომ იყოს ჰოლივუდის ფილმი, "ბლანკოსი" აუცილებლად მოუგებდა "ლურჯებს", თანაც ეპიკურ ბრძოლაში და არა მხოლოდ მათ. განვიხილოთ "თეთრების" ჩემპიონობის ყველაზე ლამაზი სცენარი.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

1/8 ფინალი - წვიმა, დაძაბულობა და ბრძოლა ბოლო წუთამდე

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა "გალაქტიკოსები" დაამარცხა სტუმრად და აქედან გამომდინარე, ფავორიტის სტატუსი - სრულიად დამსახურებულია. ეს ფაქტი "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებისა და "ეტიჰადელების" დუელში ეპიკურობის გრადუსს კიდევ უფრო წევს. მატჩის მთავარი კლიშირებული გარემოება - გადამწყვეტი ბრძოლა, თანაც ინგლისში, რა თქმა უნდა, წვიმა!

"მან სიტის" შემტევი ტაქტიკისა და ზინედინ ზიდანის გუნდის გამარჯვებაზე ორიენტირებულობის გათვალისწინებით, შეხვედრა იქნება უხვგოლიანი - 2:2 ან თუნდაც 3:3, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებამდე. რა მოხდება 90 წუთის შემდეგ? მანჩესტერელებს დასჯის გარეტ ბეილი, განდეგილი, რომელსაც პრემიერ ლიგის გრანდების გამწარება სხვებზე უკეთ ეხერხება.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

1/4 ფინალი - შეხვედრა ლეგენდასთან

"ქალაქელების" ბარიერის გადალახვით, "რეალი" დაეჯახება ტურინის "იუვენტუსი" - ლიონის "ოლიმპიკის" წყვილის გამარჯვებულს. ჰოლივუდის სცენარის კანონებისა და ტრადიციების დაცვით, მადრიდის მეტოქეები უნდა იყვნენ "ბებერი ქალბატონის" ღირსების დამცველები და არა "ლომები".

"სამეფო კლუბსა" და "ბიანკონერის" ხომ ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი. "ბლანკოსის" გულშემატკივრები პორტუგალიელს დღემდე მისტირიან და წყევლიან იმ დღეს, როდესაც მან წასვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, ისიც, რომ "თეთრებიდან" "სინიორაში" პირენეელს გაყვა პერსონალური ფანების დიდი ნაწილიც.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

ერთი სიტყვით, "გალაქტიკოსი" გულშემატკივრების გული ორ ნაწილად იქნება გაყოფილი. ფილმი "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრების შესახებ არის და აქედან გამომდინარე, "შავ-თეთრების" ლიდერმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ წაგება უნდა განიცადოს. მატჩის დასრულების შემდეგ, რონისთან მივა მარსელო ვიეირა, სიტყვებით: "მეგობარო, არ უნდა წასულიყავი".

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

1/2 ფინალი - ელ კლასიკო ყოველთვის აქტუალურია

როგორ მძიმე ვითარებაშიც არ უნდა იყოს "ბარსელონა", აღნიშნული გუნდი ზიდანის შეგირდების ყველაზე პრინციპულ მოწინააღმდეგედ რჩება, კიკე სეტიენის ხელშიც კი. "რეალთან" დასაჯახებლად, კატალონიელებმა უნდა დაძლიონ "ნაპოლის" ბარიერი, შემდეგ კი მოუგონ მიუნხენის "ბაიერნს" (ლონდონის "ჩელსის" ფანებთან ბოდიში).

დღევანდელი "ბლაუგრანასთვის" "ლურჯებთან" გამარჯვების მოპოვება იქნება რთული, "რეკორდმაისტერთან" კი ურთულესი. "წითლების" სიძლიერისა და რობერტ ლევანდოვსკის ბრწყინვალე ფორმის მიუხედავად, ელ კლასიკო სხვა განზომილებაა, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, თანაც ერთმატჩიან ფორმატში.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

აქედან გამომდინარე, სიუჯეტს მადრიდის მოწინააღმდეგედ სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფრები" სჭირდებიან. მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნება, თუ "სამეფო კლუბი" დაამარცხებს ამ ფორმაციის "კამპ ნოუს" მკვიდრებს, მითუმეტეს "ქალაქელებისა" და "ზებრების" ბარიერის დაძლევის შემდეგ.

სეტიენის გუნდზე მორიგი გამარჯვების მოპოვებაში მთავარ როლს შეასრულებს კარიმ ბენზემა, რომელიც ლიონელ მესისთვის პიჩიჩის ტიტულის დათმობის შემდეგ, ორმაგად მოტივირებული იქნება. ფრანგის შედეგიანობის თვით არგენტინელსა და ლუის სუარესსაც კი შეშურდებათ (სიუჟეტი მოითხოვს).

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

ფინალი - კარგად ნაცნობი მეტოქე

"ბლანკოსის" მთავარი მეტოქე "ბარსელონაა", თუმცა ფინალური ბრძოლები იყო არა კატალონიელების, არამედ მეზობელი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. "თეთრებსა" და "ინდიელებს" შორის შედგა ორი ფინალი, ისტორიას სჭირდება ტრილოგია, ერთგვარი ფინალების ფინალი, დასასრული.

"როხიბლანკოს" მთავარ შეხვედრამდე მიღწევა სენსაცია ნამდვილად არ იქნება, რადგან ალბათ დაგვეთანხმებით, რომ "ლაიპციგისა" და "პარი სენ-ჟერმენი" - ბერგამოს "ატალანტას" წყვილის გამარჯვებულის დამარცხებას შამანური შელოცვა არ სჭირდება. მოკლედ, "გალაქტიკურ" ზღაპარს რომ თავი დავანებოთ, "თეთრ-წითლების" ფინალისტობა ისედაც საკმაოდ რეალური გარემოებაა.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში მთავარ როლში იქნება ვინ, თუ არა სერხიო რამოსი. ლეგენდარული შვიდიანის შემდეგ, ესპანელი ალბათ საუკეთესოა "ვანდა მეტროპოლიტანოს" მკვიდრების გამწარებაში. კლასიკური სცენარი: "ატლეტიკოს" ჩაკეტილი კარი, რომელსაც ტარანით (თავით) ამტვრევს "ბერნაბეუს" კაპიტანი.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

მწარე რეალობა

ეს ყველაფერი მინიმუმ რომ დაიწყოს მაინც, ზიდანს ჯერ გვარდიოლას დამარცხება სჭირდება, რაც ურთულესი გარემობა არის. თავად განსაჯეთ - როგორ წარმოგიდგენიათ პეპი, რომელიც 1/8 ფინალში სტუმრად მოპოვებულ 2:1-ს ანიავებდეს? ამის გარდა, კითხვებს იწვევს მაურიციო სარის გუნდისა და კატალონიელების მოხვედრა იქ, სადაც "რეალის" ზღაპარშია მოცემული.

მადრიდული ფინალი, რონალდუსა და ბარსას გავლით - ჩემპიონთა ლიგა ჰოლივუდის ფილმი რომ იყოს

გადალახავს თუ არა რეალი მან სიტის ბარიერს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესის ანტიკორონავირუსულ ლეიბზე სძინავს - რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ამბობენ, ისე მოეწონა, რომ რამდენიმე შეიძინაო.

დღეს, 19:05

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ვილიანი არსენალთან გააფორმებს

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ჩელსიდან“ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:34

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ბაიერნის ექს-ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:22

გადასახვევი ფეხზე - როგორია მესის მდგომარეობა ბაიერთან მატჩამდე 3 დღით ადრე?

„ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, გუნდის „ბაიერნთან" მატჩის სამზადისში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 20:40

ფოტო: ინტერნეტში რეალის მესამე ფორმის სურათები გავრცელდა

სულ მალე, „რეალი“ ახალი სეზონის მესამე ფორმასაც წარადგენს.

დღეს, 20:36

ოდეგორის შემდეგ, რეალი კიდევ ერთი განათხოვრებული ნახევარმცველის დაბრუნებას აპირებს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში უფასოდ გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 20:31

"პოლიტიკაში არ ძვრება და ხალხს უფრო უყვარს", - დონალდ ტრამპმა ჯორდანსა და ჯეიმსს შორის საუკეთესო აირჩია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBA-ს მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებზე ისაუბრა.

დღეს, 19:57

რუმენიგე: "ნოიერი მსოფლიო დონეა, ტერ შტეგენი კი მის გზას ადგას"

„ბაიერნის" მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მანუელ ნოიერსა და მარკ ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.

დღეს, 19:52

ხაბიბი - კორმიეს: "ჩემო ქონიანო ძმაკაცო"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, თავის თანაკლუბელს, დანიელ კორმიეს გაეხუმრა.

დღეს, 18:52

ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია

მარტის შემდეგ, პარიზელებმა მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

დღეს, 18:46

რომა თავის ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ ყიდის

დედაქალაქური კლუბის ორმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულს შეიცვალოს.

დღეს, 18:21

VIDEO: ნეიმარმა გამომწერები საკუთარი სახის შაკირას სხეულზე დადებით გაახალისა

„ატალანტასთან" გასამართი მეოთხედფინალის წინ, „პსჟ-ს" ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ერთობა.

დღეს, 18:17

რატომ აფერხებს გატუზო ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას?

„ნაპოლის" ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

დღეს, 16:50

რეალმა სოსიედადთან შეთანხმება დაარღვია და ოდეგორს დროზე ადრე იბრუნებს

მადრიდის „რეალმა" „რეალ სოსიედადთან" გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.

დღეს, 16:37

არეაოლა რეალიდან პსჟ-ში დაბრუნდა

„პარი სენ-ჟერმენის" გოლკიპერი, ალფონს არეოლა, „რეალში" ერთწლიანი იჯარის შემდეგ, პარიზულ გუნდში ბრუნდება.

დღეს, 16:32

"დიდხანს ვაკვირდებოდით, კმაყოფილი ვარ", - კლოპმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეაფასა

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის პირველი საზაფხულო ტრანსფერი შეაფასა.

დღეს, 16:28

იმობილე: "ნეაპოლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ლაციოში კარიერის ბოლომდე ვაპირებ დარჩენას"

„ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, რომაულ გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩენის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 16:22

მანჩესტერმა სანჩოს შემცვლელად დემბელე ამოირჩია და გეგმაც შეიმუშავა

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატივების ძიებას შეუდგა.

დღეს, 16:15

ანანიძის და მიქელთაძის შემდეგ, როტორში კვერკველიაც მიდის

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივს" საბა კვერკველია ტოვებს.

დღეს, 15:45

"ლივერპულს ჰყავს შემტევი, რომელიც ნებისმიერი მცველისთვის კოშმარია", - შეფილდის უკანახაზელი

"შეფილდ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, ჯორჯ ბოლდოკმა თავის კარიერაში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 14:41

ბარსელონა სიტის მცველის სანაცვლოდ 15 მილიონს ვერ იმეტებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველით, ერიკ გარსიათი.

დღეს, 14:33

ბერნარდესკის 4 მსურველი ჰყავს, ორი პრემიერ ლიგიდან არის

Tuttosport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის ამ ეტაპზე ოთხი მსურველი ჰყავს.

დღეს, 14:26

"მარადონა თუ მესი?", - დელ ბოსკემ საუკეთესო დაასახელა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა:

დღეს, 14:16

რას ითხოვს არტური ბარსელონასგან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და არტურ მელოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ბრაზილიელი გუნდთან ერთად არც კი ვარჯიშობს.

დღეს, 13:59

"დროა, მანე რეალში გადასვლას დათანხმდეს", - სადიოს ყოფილი აგენტი

სადიო მანეს ყოფილმა აგენტმა, ტიერნო სეიდიმ თავისი ექს-კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:51

ფაქტები: პირლოს კონტეზე თითქმის 7-ჯერ დაბალი ხელფასი ექნება

Gazzetta dello Sport-მა დაასახელა ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს კონტრაქტის დეტალები.

დღეს, 13:44

"ფერნანდეში მალე დაიღლება", - მანჩესტერის ყოფილი მცველი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, პოლ პარკერმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:34

ფოტო: გენტის მცველმა პენისის ტრავმა მიიღო, მას ნაკერები დაადეს

"გენტის" ცენტრალურ მცველს, იგორ პლასტუნს "სენტრ-ტრუიდენთან" შეხვედრაში ნამდვილი უსიამოვნება შეემთხვა.

დღეს, 13:27

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ზიდანმა იჯარით გაშვებული მოთამაშეების დაბრუნება მოითხოვა

Marca-ს თანახმად, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა

დღეს, 12:25

პირლო იუვენტუსში მატრის აბრუნებს

Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსში" დააბრუნებს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ალესანდრო მატრის.

დღეს, 12:09
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10