» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა


კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

რომის "ლაციოს" ლიდერმა, ჩირო იმობილემ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკის აჯობა. სერია ა-ს განახლებამდე, აშკარა ფავორიტად სწორედ პოლონელი მოიაზრებოდა, მაგრამ იტალიელმა თავისი კონკურენტი უბრალოდ მეორე პლანზე გადაწია. შედეგად: მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერის 34 გოლს, "არწივების" ფორვარდმა 36-ით უპასუხა.

პირველად 2008 წლის შემდეგ, ოქროს ბუცი მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც ლა ლიგაში არ თამაშობს (ლუის სუარესმა 2014 წლის ტიტული კრიშტიანუ რონალდუსთან გაიყო) ამის გარდა, ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სერია ა-ს წარმომადგენელი, ეს კი ბოლოს მოხდა 2007-ში, "რომას" ცოცხალი ლეგენდის, ფრანჩესკო ტოტის დამსახურებით. მოკლედ, აპენინელმა ჯილდო კალჩოში დააბრუნა.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 30-წლის თავდამსხმელმა კონკურენტებზე მეტი გოლი გაიტანა. იმობილე საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა სერია ა-ში (თანაც 3-ჯერ), ევროპა ლიგაზე და სერია ბ-ში, მაგრამ ოქროს ბუცი, მის კარიერაში რაღაც ახალია. რამდენიმე წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იტალიელი დაჩრდილავდა ლიონელ მესის, მის პორტუგალიელ მარადიულ მეტოქესა და იგივე "რეკორდმაისტერის" 9-იანს.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩირო გახდა ბუნდესლიგისა და ლა ლიგის მთავარი სატრანსფერო იმედგაცრუება, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "სევილიაში". ბევრს არ ახსოვს ის ფაქტი, რომ "ბიანკოჩელესტეს" ამჟამინდელი ლიდერი "შავ-ყვითლებში" სწორედ ვარშაველის შესაცვლელად მიდიოდა.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

ყველას გვახსოვს, თუ როგორ წაართვა "ბავარიამ" 2014 წლის ზამთარში "შვარცგელბენს" მორიგი ვარსკვლავი. დიახ, 25-წლის ლევანდოვსკიმ "წითლებთან" ყველაფერი ჯერ კიდევ სეზონის შუა ნახევარში შეათანხმა, ზაფხულში კი ის თავის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"ფუტკრების" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი პოლონელის შემცვლელს დიდი ხნის მანძილზე ეძებდა და საბოლოოდ ეს მისია მან აპენინელს ანდო. ვესტფალიაში გადმოსვლის წინ, 24-წლის იმობილემ ჩაატარა ბრწყინვალე სეზონი "ტორინოში" და კალჩოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

როგორც ვხედავთ, იტალიელი "სიგნალ იდუნა პარკზე" ბრწყინვალე რეზიუმეთი ჩადიოდა, თუმცა სამწუხაროდ, სერია ა-ში მოპოვებულმა კაპოკანონიერეს ტიტულმა გერმანიაში არ გაჭრა. 24 მატჩი ბუნდესლიგაში და სულ რაღაც 3 გოლი, ასეთი შედეგით დაასრულა ჩირომ სეზონი რურში.

რატომ ვერ შეძლო "სტადიო ოლიმპიკოს" გმირმა გერმანელი ტაქტიკოსის გუნდში დამკვიდრება? პასუხი თავად აპენინელისგან გავიგოთ - "Bild-ი ყოველი შეხვედრის შემდეგ, მიწასთან მასწორებდა. გერმანული ენა სასწავლებლად აღმოჩნდა ძალიან რთული და ამის გარდა, უშუალოდ დორტმუნდში ყურადღებას არავინ მაქცევდა".

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

"არავის ადარდებდა ის ფაქტი, რომ მე უცხო ქვეყანაში თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მეუღლე და შვილი იტალიაში დარჩნენ, მხარდაჭერა არავისგან მიგრძვნია", - ასე იხსენებს 30-წლის ფორვარდი "ბორუსიაში" გატარებულ პერიოდს. ცნობისთვის, იმობილეს ადაპტაციაში არც "ლივერპულის" ამჟამინდელი დამრიგებელი ეხმარებოდა.

ალემანიელი პირველივე შეხვედრებიდან ითხოვდა იტალიელისგან რობერტის შედეგების გამეორებას და ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ახალ შეგირდს სხვა მიდგომა სჭირდებოდა. იყო მომენტები, როდესაც კლოპი ჩიროს ღიადაც აკრიტიკებდა. გერმანელი თვლიდა, "შავ-ყვითლებისთვის" ის არასაკმარისად კომბინაციური აღმოჩნდა.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

ბუნდესლიგაში გატარებული ტანჯული სეზონის შემდეგ, "შვარცელგენის" თავდამსხმელი განათხოვრების წესით ანდალუსიაში გაეშურა. რა თქმა უნდა, აპენინელი იურგენთან მუშაობით კმაყოფილი არ დარჩა, ის ამ ფაქტს არც მალავდა: "კლოპი ძალიან ცოტა დროს უთმობდა ტაქტიკასა და ფიზიკურ სიძლიერეს. მისი მთავარი საზრუნავი იყო შეგირდებში მოტივაციისა და გამძლეობის ამაღლება".

"ერთი კვირის განმავლობაში ტაქტიკის შესახებ მხოლოდ 20 წუთით თუ ვისაუბრებდით. სერია ა-ში თამაშის შემდეგ, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო", - ასე იხსენებს 30 წლის ფორვარდი გერმანელის თავკაცობის ქვეშ გატარებულ ერთ სეზონს. იმობილეს უპასუხა "ფუტკრების" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა:

"მსგავსი განცხადებებისგან გული მერევა. კლოპი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, იმობილემ კი საკუთარ თავს უნდა მიხედოს", - გერმანელი სელექციონერი. აღსანიშნავია, რომ ვესტფალიის მსგავსად, იტალიელმა ადგილი ვერც "დალაქებში" დაიმკვიდრა. ჩიროს აღზევება დაიწყო მისთვის საყვარელ კალჩოში, "თეთრ-ლურჯების" რიგებში.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

შედეგი სახეზეა - 178 შეხვედრა "მარადიულ ქალაქში" და 125 გოლი. ერთი სიტყვით, სიმონე ინძაგის დახმარებით, გერმანელი ტაქტიკოსის გუნდში და "თეთრ-წითლებში" ჩავარდნილმა ფორვარდმა თავისი კუთხე მაინც იპოვა. 2014 წელი: აპენინელი ვერ ცვლის რურის მთავარ გოლეადორს, 2020 წელი: ის ოქროს ბუცს ართმევს მას.

კლოპის მთავარი სატრანსფერო შეცდომა - ჩირო, რომელსაც ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა

იმობილე ტოპ-კლასის ფორვარდია?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? - გენტის მწვრთნელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ერთმანეთს "გენტი" და "დინამო კიევი" უპირისპირდებიან.

დღეს, 02:39

დავითაშვილი: "კვარაცხელია ქართველი მესია"

"როტორის" ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

დღეს, 02:35

არტეტა ლივერპულთან მარცხზე: "დიდად გულდაწყვეტილი არ ვარ და ამის მიზეზიც მაქვს"

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა "ლივერპულთან" წაგებულ მატჩს აფასებს.

დღეს, 02:32

კლოპმა მეტოქე დააფასა და არსენალი შეაქო

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

დღეს, 02:29

კლოპმა ტიაგოს ტრავმაზე ისაუბრა

"ლივერპულისა" და "არსენალის" მატჩი ტრავმის გამო ესპანელმა ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ ტრავმის გამო გამოტოვა.

დღეს, 02:26

კლოპი ჟოტას დებიუტზე: "ის რამდენიმე წელი ჩემს სიაში იქნება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დიეგო ჟოტას დებიუტი შეაფასა.

დღეს, 02:23

კინი: "სოლსკიაერის თაფლობისთვე დასრულდა, დროა ტიტულები მოიგოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი როი კინი "მანჩესტერში" სოლსკიაერის მუშაობას აფასებს.

დღეს, 02:20

ლაკაზეტმა ჟირუს მიღწევა გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში 'ლივერპული" "არსენალს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:10

სუპერთასზე რევანში აღებულია! ლივერპულმა არსენალი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მესამე ტურში „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა!

დღეს, 00:52

განგაში სერია A-ში! ჯენოას 14 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ჯენოამ" ოფიციალური საიტის მეშვეობით კლუბში კორონავირუსის გავრცელებაზე გააკეთა განცხადება.

გუშინ, 23:55

"სოლსკიაერისთვის თაფლობის თვე დასრულდა, ზეწოლა გაიზრდება", - როი კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, როი კინმა მანიკუნიანელთა თავკაც ოლე-გუნარ სოლსკიაერის დავალებებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:52

"კვარაცხელიას შეგვიძლია ქართველი მესი ვუწოდოთ", - ზურიკო დავითაშვილი

"როტორში" მოასპარეზე ზურიკო დავითაშვილმა განაცხადა, რომ "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან დიდი ხანია მეგობრობს.

გუშინ, 23:01

კვლავ დაგვიანება - დემბელემ კუმანის მიერ შემოღებული ახალი წესი დაარღვია

"ბარსელონას" გარემარბმა, უსმან დემბელემ დღეს დილით ვარჯიშზე დააგვიანა, წერს გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo.

გუშინ, 22:41

ლივერპული - არსენალი: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ცნობილი გახდა ლონდონის "ლივერპულისა" და "არსენალის" სასტარტო თერთმეტეულები დღევანდელი შეხვედრის წინ.

გუშინ, 22:12

ტოტი 19 წლის ფეხბურთელ გოგონას კომიდან გამოსვლაში დაეხმარა

"ლაციოს" ქალი ფეხბურთელი "რომას" ექს-კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ხმის გაგონების შემდეგ კომიდან გამოვიდა.

გუშინ, 22:08

მანჩესტერ სიტიმ მოლაპარაკებები გაყინა, ტრანსფერები არ შედგება

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერების თაობაზე დავალება შეასრულა.

გუშინ, 21:57

კონფლიქტი ვარჯიშზე? - ბაიერნის ფეხბურთელების რეაქცია გავრცელებულ ჭორებზე

გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და მიკაელ კიუიზანსს შორის "ბაიერნის" ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა.

გუშინ, 21:48

ლამპარდი: "არ ვიტყვი, რომ კეპამ ჩელსიში თავისი უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა გუნდის გოლკიპერ კეპა არისაბალაგას შესახებ გააკეთა განცხადება.

გუშინ, 21:37

"მითხრეს, რომ ბრაზილიელები არ უყვარს", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ვან გაალს ცუდი ადამიანი უწოდა

"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა, რაფაელ და სილვამ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 21:33

"რამოსის, ტერისა და მალდინის გვერდით დგას", - ანჩელოტიმ თავისი შეგირდი შეაქო

"ევერტონის" მთვარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის კაპიტანი შეაქო და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.

გუშინ, 21:25

ოფიციალურად: ლივერპულმა კარიუსი ბუნდესლიგის კლუბში გაუშვა

"ლივერპულმა" ოფიციალურ საიტზე გოლკიპერ ლორის კარიუსის გერმანიის ჩემპიონატში იჯარით გაშვება დაადასტურა.

გუშინ, 20:56

"ამ სიტუაციამ გამაღიზიანა, ყველაფერი მოუხერხებლად და ნაჩქარევად გაკეთდა", - ტიაგო სილვა პსჟ-დან წასვლაზე

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ტიაგო სილვამ "პარი სენ ჟერმენის" რიგებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 20:53

1:6 მარცხის შემდეგ, დინამო თბილისი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

რამდენიმე წუთის წინ, "დინამო თბილისმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

გუშინ, 20:50

"განვთავსე ფსონი, რომ ოქროს ბუცს ფერნანდეში აიღებს, 38 მატჩი - 38 პენალტი", - კრაუჩის ხუმრობა

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა "მანჩესტერis" სასარგებლოდ დანიშნული პენალტების რაოდენობაზე იხუმრა.

გუშინ, 20:42

მანჩესტერ იუნაიტედი სანჩოს არ ეშვება და ახალი შეთავაზება გაამზადა

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "დორტმუნდს" შემტევ ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართოს.

გუშინ, 20:34

ლეო მესის გვერდით - ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიაში შევიდა

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" შინაურ კედლებში "ვილიარეალი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

გუშინ, 20:28

"რამდენიმე კლუბს ვუთხარი უარი, ყველაზე აქტიური ბარსელონა იყო", - ობამეიანგი

"არსენალის" შემტევმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებამდე "ბარსელონაში" გადასვლა იუარა.

გუშინ, 20:08

"ცუდი არაფერი გაგვიკეთებია", - იუვენტუსში სუარესის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურნენ

"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ლუის სუარესის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 20:03

"სჭირდება თუ არა ბარსელონას სუარესის წასვლის შემდეგ კიდევ ერთი ფორვარდი?", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა იმის შესახებ ისაუბრა, სჭირდება თუ არა გუნდს ახალი თავდამსხმელი.

გუშინ, 19:56

მანჩესტერ იუნაიტედი მარცხენა მცველს შეუთანხმდა, ჯერი კლუბებზეა

"პორტუს" ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, ალექს ტელეშმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

გუშინ, 19:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10