» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?


ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ტურინის "იუვენტუსი" სერია ა-ს ჩემპიონია, ზედიზედ მეცხრედ და საერთი ჯამში 36-ედ (ჩამორთმეული სკუდეტოების გათვალისწინებით). "ბებერი ქალბატონის" ტრიუმფი იმდენად მოსაბეზრებელი და რუტინული გახდა, რომ გუნდის ერთგულ ქომაგებშიც კი აღარ იწვევს ემოციას.

"ბიანკონერის" გულშემატკივრები გონებით ჩემპიონთა ლიგაზე არიან გადართულები, ნეიტრალური ქომაგები კი ემხრობიან იმ ერთ, მითად ქცეულ გუნდს, რომელსაც პერსპექტივაში კალჩოს დომინანტის ჩამოგდება შეუძლია. წელს, ასეთად მოიაზრებოდა მილანის "ინტერი", იქამდე "რომა"-"ნაპოლის" დუეტი, მაგრამ უშედეგოდ.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

"სინიორამ" სერია ა-ში ზედიზედ მეცხრედ აჯობა ყველას და აქედან გამომდინარე, ისმის ბანალური, თუმცა ლოგიკური სამი კითხვა - როდის, როგორ და ვისი დამსახურებით დასრულდება "შავ-თეთრების" ჰეგემონია? განვიხილოთ კალჩოს ხვალინდელი დღე, რომელსაც სრული იდილიისთვის მხოლოდ ბილ მიურეის პერსონაჟი, ფილ კონორსი აკლია.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

გუნდი, რომელსაც პერსპექტივაში იუვენტუსის შეჩერება შეუძლია

ასეთი წინაპირობა თავის დროზე გააჩნდათ როგორც "მგლებს", ისე "ლურჯებსა" და "მილანსაც" კი, მასიმილიანო ალეგრის დატოვების შემთხვევაში. აღნიშნული სამეულის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მათი პერსპექტიულობა პერმანენტული მოვლენა იყო. სანამ ტურინელები სეზონიდან სეზონამდე ძლიერდებოდნენ, მათი კონკურენტები ყოველ 2-3 წელიწადში ახალ ცხოვრებას იწყებდნენ.

ავიღოთ "ჯალოროსი", რომელიც რუდი გარსიას, ლუჩანო სპალეტისა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელში "ბებერი ქალბატონის" ფონზე მინიმუმ არ იჩაგრებოდა მაინც. ალბათ დაგვეთანხმებით, ის, რაც "წითელ-ყვითლებმა" გააკეთეს "ბარსელონასა" და "ლივერპულთან" 2018-ში, ტოპ-კლუბობის ნამდვილი წინაპირობა იყო.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

სამწუხაროდ, "სტადიო ოლიმპიკოს" ბინადრებმა იგივე ტალღაზე დარჩენა ვერ მოახერხეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, რეგრესი განიცადეს. დღეს, პაულო ფონსეკას გუნდი ევროპა ლიგის საგზურის მაძიებელია. თითქმის იგივე გზა გამოიარა "აძურიმ", რომელიც ჯერ კიდევ ვალტერ მაცარის დროს ითვლებოდა კალჩოს პოტენციურ გრანდად.

"სამხრეთელებმა" ხარისხი არც რაფაელ ბენიტესისა და მაურიციო სარის დროს დააგდეს, გუნდის ახალ საფეხურზე აყვანა კი კარლო ანჩელოტის დაევალა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უტიტულოვანესმა იტალიელმა "ბიანკონერის" ღირსეული ბრძოლა ვერ გაუმართა, შედეგად, "პარტენოპელები" ხელახლა შენდებიან, ამჯერად ჯენარო გატუზოს ხელში.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

2019-2020 წლის სეზონში "სინიორას" კონკურენტის როლს თამაშობდა "ნერაძური", რომის "ლაციო" და ბერგამოს "ატალანტა". სერია ა-ს აწი უკვე განვლილ სეზონში მინიმუმ გაზაფხულამდე ინტრიგაც კი არსებობდა, მაგრამ ბოლოს თასი მაინც "შავ-თეთრებს" გადაეცათ. ამჯერად განვიხილოთ სწორედ აღნიშნული 3-ეული.

ბევრს ეგონა, რომ "ზებრებს" რეალურად ღირსეულ ბრძოლას გაუმართავდნენ "შავ-ლურჯები", რომლებიც ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ, ახლებურად ათამაშდნენ. "გველებმა" მოაგროვეს 82 ქულა, სარის გუნდი წინ გაუშვეს მხოლოდ ერთი პუნქტით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

დიახ, წლევანდელი ლომბარდიელები წინამორბედებთან შედარებით მართლაც ახალ საფეხურზე არიან, თუმცა კონკრეტულად "იუვენტუსთან" კონკურენციისთვის ეს არასაკმარისია, მითუმეტეს ამ გუნდის წინააღმდეგ უძლურები 87-91 ქულიანი ვიცე-ჩემპიონებიც აღმოჩენილან.

რა სჭირდებათ "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებს ტურინელებთან ბრძოლაში? ის, რაც არ ქონდათ "მარადიული ქალაქისა" და "სტადიო სან-პაოლოს" მკვიდრებს - ამ კონკრეტულ მომენტამდე მიღწეულის შენარჩუნების უნარი და არ დაშლა. დიახ, კონტეს გუნდი სწორ გზაზეა: 3-4 ხარისხიანი ტრანსფერი, ანდერდოგებთან ქულების დაკარგვის დავიწყება და კალჩოში მართლაც გამოიჩეკება "ბებერი ქალბატონის" პოტენციური შემჩერებელი.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ეს ყველაფერი თეორიულად არის მარტივი, პრაქტიკაში კი "ინტერნაციონალეს" კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მილანელებს ამის პოტენციალი რეალურად აქვთ. ისმის კითხვა: რატომ "ნერაძური" და არა "ქალღმერთი" ან "არწივები"? ხომ შეუძლებელია ჯან პიერო გასპერინის გუნდისა და ჩირო იმობილეს პერფომანსისგან გულგრილად დარჩენა.

"ატალანტასა" და "ბიანკოჩელესტეს" პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგივე "შავ-ლურჯებისგან" განსხვავებით, მათი ფუნდამენტი მყარი არ არის. ბერგამოელები და "ლურჯ-თეთრები" არ არიან კონკურენტუნარიანები როგორც სატრანსფერო ბაზარზე, ისე სკაუტინგშიც, მათი წარმატების საიდუმლო ფილმის სცენარს ჰგავს.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

"ქალღმერთისა" და "სტადიო ოლიმპიკოს" ბინადრების ლიდერები არიან 30-წელს გადაცილებული მოთამაშეები, რომლებმაც ერთი კონკრეტული მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ გაიბრწყინეს. თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტები კი ასეთია: ძლიერი ფინანსური მხარდაჭერისა და ნიჭიერი თაობის გარეშე, შეუძლებელია დიდი ხნით ერთ ტალღაზე დარჩენა.

სამწუხაროდ, გასპერინისა და იგივე სიმონე ინძაგის განკარგულებაში არც ერთია და არც მეორე. "გველები" მსგავს პრობლემებს არ განიცდიან და იგივე "მარადიული ქალაქის" მკვიდრებისგან განსხვავებით, მოულოდნელად გაბრწყინებული ერთი მოთამაშის იმედად არ არიან. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი: ლომბარდიელების არაადეკვატურობა.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

იმ შემთხვევაში, თუ "ჯუზეპე მეაცას" ბინადრები თავიანთ ამჟამინდელ მწვრთნელს მისცემენ საკმარის დროს, შედეგი აუცილებლად იქნება, რადგან კონტე, როგორც ტაქტიკოსი, პირველ რიგში არის ხარისხი. ამის მიუხედავად, "ინტერის" გაურკვეველი გადაწყვეტილებების შესახებ წიგნის დაწერაც შეიძლება, ასე რომ ყოველი შემთხვევისთვის, იტალიელის გაშვება არ გაგიკვირდეთ.

სანამ ეს არ მოხდა, მილანელებს სრულიად დამსახურებულად ენიჭებათ "ბიანკონერის" პოტენციური შემჩერებლების წოდება. "ნერაძურის" პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ "სინიორასთან" მოახლოებაში დიდი როლი თავად "სინიორამაც" უნდა ითამაშოს და ამის შესახებ დაწვრილებით.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

იუვენტუსმა უნდა მოუკლოს

სარის ხელში მყოფი გუნდი ქვესათაურს იდეალურად შეეფერება, თუმცა როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ტურინელები სერია ა-ში მის ხელშიც კი საუკეთესოები არიან. ისმის კითხვა: "ბებერი ქალბატონის" კიდევ უფრო გაძლიერების შემთხვევაში, ანუ ჩემპიონთა ლიგის მოგების დონემდე, რამეს აზრი საერთოდ ექნება?

არა, რადგან "შავ-ლურჯებისა" და ანტონიოს პატივისცემის მიუხედავად, "ბიანკონერი" მართლაც მიუწვდომელ ორბიტაზე გავა. აქედან გამომდინარე, "სინიორა" უნდა შევასუსტოთ, "გველების" მასშტაბების დონემდე მაინც. დიახ, კალჩოს დონე იკლებს, მაგრამ სამაგიეროდ ვიხილავთ რეალურ კონკურენციას და არა ილუზიას.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

უხეშად რომ ვთქვათ, "შავ-თეთრებში" უნდა ჩაისვაროს გუნდის ამჟამინდელმა იტალიელმა თავკაცმა ან თუნდაც მისი საქმის გამგრძელებელმა, კრიშტიანუ რონალდუ კი უნდა დაბერდეს და გუნდისთვის ზედმეტ ტვირთად იქცეს. მოკლედ, რაც უფრო დამძიმდება "ზებრების" მდგომარეობა, ლომბარდიელებს მათი დაჭერა მით უფრო გაუადვილდებათ, მარტივია.

რეზიუმე - კლუბის განვითარების გეგმის სწორად შესრულების შემთხვევაში, "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებს რეალურად აქვთ სარის გუნდის განეიტრალების შესაძლებლობა. კონტემ უნდა იმოქმედოს პრაქტიკულად უშეცდომოდ, მაშინ, როდესაც "იუვეში" კრიზისის მანიშნებელი ზოლები უნდა გაჩნდეს.

ჩემპიონობისგან დაბერებული ქალბატონი - როდის და როგორ შეწყდება იუვეს ჰეგემონია?

ვინ შეაჩერებს იუვენტუსს სერია ა-ში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დღეს, მადრიდის რეალი ლა ლიგაში ერთვება - თანაც, საკმაოდ რთული მატჩით

ლა ლიგის გათამაშებას, მეორე ტურიდან, მადრიდის რეალი ერთვება.

დღეს, 08:00

ფრენკ ლამპარდის ახალი ჩელსის პირველი დიდი გამოცდა - სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ჩამოდის

პრემიერ ლიგის უკვე მეორე ტურში ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის.

დღეს, 07:54

"დინამო მოსკოვთან მოგება მარტო ამად ღირდა" - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო

ორივე შეხვედრაში გამორჩეულად კარგი იყო თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც ჯერ "კრაიოვას" ფლანგი აიკლო, შემდეგ კი მოსკოველების.

დღეს, 03:38

ნადალმა პირველივე ტურნირზე კრახი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა

რომის მასტერსის 1/4 ფინალში ერთმანეთს დიეგო შვარცმანი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 03:02

მიქაუტაძემ კვლავ გაიტანა და ბელგიაში ბომბარდირია [VIDEO]

ბელგიის მეორე ლიგაში გაიმართა საინტერესო მატჩი "გილოისესა" და "სერაინგს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:59

ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:56

"ბრწყინვალე დუეტი მყავს" - ლამპარდი თავის ფეხბურთელებს აქებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი თავისი გუნდის ახალწვეულებს აქებს.

დღეს, 02:30

მესისთან კონფლიქტი? - ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ საჯარო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:26

ნევილი: "ახლა მანჩესტერს სანჩოზე მეტად სხვა რამ სჭირდება"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი ცუდად დაიწყო და "კრისტალ პალასთან" 1:3 დამარცხდა.

დღეს, 02:23

ვინ არის დორტმუნდის 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ისტორიაში შევიდა?

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:19

დე ხეას კატასტროფული სერია გრძელდება

პრემიერ ლიგის გასულ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერი" 1:3 დაამარცხა.

დღეს, 02:16

13-წლიანი ლოდინი დასრულდა - როდის იყო ბოლოს ევერტონი ცხრილის სათავეში?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ევერტონი" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:12

არსენალმა პრემიერ ლიგაში მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:02

"არ იყო ხაბი, არც იყო მასკერანო, არც ბენიტესი, არანაირი პროექტი...", - ტორესი ლივერპულიდან წასვლაზე

ყოფილმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა, 2011 წელს, „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

ზედიზედ 18 გაშვებული პენალტი - ბოლოს როდის მოიგერია დე ხეამ თერთმეტმეტრიანი?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში „კრისტალ პალასთან“ შინ, 1:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:55

პირლო: "სუარესი? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩვენი გახდეს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 23:51

კლოპი: "ჟოტა მოგვცემს იმას, რაც არ გაგვაჩნია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას შეძენაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

ბართომეუ: "გადადგომა? ხელმოწერების რაოდენობამ ინიციატორებიც გააკვირვა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, შესაძლო გადადგომაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:44

ევრა: "იუნაიტედის ტრანსფერებმა უფრო სოციალურ ქსელზე იქონია გავლენა, ვიდრე რეალურ მდგომარეობაზე"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, გუნდის სატრანსფერო კამპანია შეაფასა.

გუშინ, 23:24

უკანასკნელად როდის დამარცხდა იუნაიტედი პრემიერ ლიგის პირველივე შეხვედრაში?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის პირველ მატჩში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა.

გუშინ, 23:14

ტოტენჰემში გადასვლის შემდეგ, ბეილმა ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა

„ტოტენჰემში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, გარეტ ბეილმა ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

გუშინ, 23:08

ბარსამ ელჩეს გრიზმანის გოლით მოუგო და გამპერის თასს 43-ჯერ დაეუფლა [VIDEO]

თავისთვის ტრადიციულ, ნახევრად ამხანაგურ ტურნირზე, „გამპერის თასზე“ „ბარსელონამ“ „ელჩეს“ უმასპინძლა.

გუშინ, 23:02

ჰოლანდის დუბლი - ბორუსიების დერბიში დორტმუნდმა გამანადგურებლად იმარჯვა [VIDEO]

ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბორუსიების“ დერბი შედგა - დორტმუნდმა გლადბახს უმასპინძლა.

გუშინ, 22:58

მანჩესტერიდან გაშვებულმა ზაამ ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და კრისტალ პალასს 1-3 მოაგებინა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერი "1:3 დაამარცხა.პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი" მიიღო და 1:3 დამარცხდა.

გუშინ, 22:29

"ჩემ თავს ეს უნდა მივულოცო", - ბართომეუმ პირველად ისაუბრა, თუ რატომ არ გაუშვა გუნდიდან მესი

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, გუნდიდან ლეო მესის არგაშვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:16

Bale is Back! ტოტენჰემმა ბეილის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალიდან“ გარეტ ბეილის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 21:04

ოფიციალურად: ტოტენჰემმა სერხიო რეგილონის ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ მადრიდის „რეალიდან“ მარცხენა მცველის, სერხიო რეგილონის ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 20:53

ოფიციალურად: დიოგუ ჟოტა - ლივერპული ფეხბურთელია"

ტიაგო ალკანტარას შემდეგ, „ლივერპულმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა.

გუშინ, 20:45

მოიზე კინს მშობლიურ გუნდში სურს დაბრუნება

„ევერტონის“ თავდამსხმელს, მოიზე კინს, „იუვენტუსში“ სურს დაბრუნება, იტყობინება გამოცემა Goal.com.

გუშინ, 19:49
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10