ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა! პატრიკ შიკი ბუნდესლიგის გუნდში გადადის

შეთანხმება შედგა! პატრიკ შიკი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
თარიღი 01 Sep 2020, 18:31
„რომამ“ და ლევერკუზენის „ბაიერმა“ თავდამსხმელ პატრიკ შიკის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

მისი თქმით, გერმანულ გუნდს ტრანსფერი 26 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდება. სავარაუდოდ, ახალ გუნდთან შიკი კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს.

პატრიკი „რომაში“ 2017 წლიდან ასპარეზობს, 2019/20 სეზონი კი იჯარით „ლაიპციგში“ გაატარა. შიკმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 10 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

ჩეხეთის ნაკრებში, თავდამსხმელს სტაბილურად 2016 წლიდან იძახებენ.